მე-5 ა/ბ კლასი და დამრიგებელი ლელა ხათრიძე ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
გისურვეთ სიუხვეს, სიკეთეს, ბევრ ღიმილს, სიძლიერეს, სიბრძნესა და გონიერებას!
მე-5 ა/ბ კლასი და დამრიგებელი ლელა ხათრიძე ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
გისურვეთ სიუხვეს, სიკეთეს, ბევრ ღიმილს, სიძლიერეს, სიბრძნესა და გონიერებას!
22 დეკემბერს, მე-7 ა და მე-7 ბ კლასებში ჩატარდა ვიქტორინა,რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ზოგადი ცოდნის შემოწმება ინგლისურ ენაზე და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.
ვიქტორინა მოიცავდა როგორც შემეცნებით შეკითხვებს ასევე, სახალისო საშობაო გამოცანებს, სიმღერებს და ლექსს. ვიქტორინის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.
მასწავლებლები:შორენა შალიკაშვილი და ნათია მარშანია
ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ევია კოტანი.
ქალბატონმა ევიამ IX-XII კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრა თემაზე : ადამიანებების უფლებები, საქართველოში ევროკავშირის მისიის როლი, საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
საუბრის თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
მოსწავლეების მხრიდან თითოეულ დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, შედგა საინტერესო დისკუსია.
შეხვედრა წარიმართა ინგლისურ ენაზე.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს პერსონალის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 09:00 - 17:00.
ანაზღაურება - 625 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2596701, 577546696
მის.: დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368 (ე.წ. მუხათგვერდის სამანქანო ხიდთან).
ვულოცავთ ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდს, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის, VI ტურის შეხვედრაში გამარჯვებას !
წარმატებები ჩვენ ფეხბურთელებს!
პროექტის მიზანია მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
სასკოლო ლიგის შესახებ ყველა ინფორმაცია (სტატისტიკა, მატჩების განრიგი, ფოტო და ვიდეო მასალა) შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://sfl.ge/ka
#ჩვენვირჩევთთანასწორობას რა არის ტოლერანტობა?
ვის შეუძლია განსხვავებული კულტურისა და ღირებულებების მქონე ადამიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება? როგორ უნდა აღიქვას ადამიანმა მისგან განსხვავებული ადამიანი? რა არის მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი? სწორედ ამ მნიშვნელოვან კითხვებს გასცეს პასუხი ქართულ-გერმანული სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა პასუხი. წარმოადგინეს პრეზენტაციები, იმსჯელეს ტოლერანტ და არატოლერანტ ადამიანებზე, გამოთქვეს საკუთარი აზრი და დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. ბოლოს კი შეჯერდნენ რომ:
#ტოლერანტობა შენგან გასხვავებული ადამიანის პატივისცემა და მისი თანასწორად აღქმაა. #ტოლერანტობა არის ის, რომ არ გააკრიტიკო ან მტრულად არ იყო განწყობილი იმისადმი, რაც განსხვავებულია, უცნაური ან შენთვის უცნობი.
#ტოლერანტობა ადამიანის ცხოვრების წესია, როცა მან იცის საკუთარი თავისუფლების ფასი და აღიარებს სხვის თავისუფლებასაც.
#ტოლერანტობა მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებელი პირობაა.
მასწავლებლები: ანა ჩინჩალაძე ლელა ხათრიძე
დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხარდაჭერით III, VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარდა ლექცია პრეზენტაციის სახით :
მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მომხსენებლებს, დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები . განსაკუთრებით გამოვყოფთ პატარა მსმენელებს III -ა კლასიდან .
სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ მაკასა და ბატონ კახაბერს აქტუალურ თემებზე საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის .
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს !
️️️️️️️️️️
II-ა კლასის მოსწავლეები პედაგოგ ეკა ლომთათიძესთან ერთად ესტუმრნენ დეკორატიულ მცენარეების პატარა სანერგე -,, გარდენიეს’’ . დაათვალიერეს შესანიშნავი ბაღი, ნახეს იების მრავალსახეობა, დეკორატიული კომბოსტოები, ზეთისხილის მრავალსაუკუნოვანი ხეები, იაპონური კომში, ცხრაასამდე ჯიშის სუკულენტები, მაგნოლიები, თეთრი და ვარდისფერი პიონები, სხვადასხვანარი ყვავილებითა და მცენარეებით გაკეთებული კომპოზიციები. შემდეგ ,,გარდენიეს“ თანამშრომელმა მოსწავლეები შეიყვანეს სახელოსნოში, სადაც მომზადებული იყო ქოთნები. ბავშვებმა ქოთნები ჯერ შეღებეს, ზედ აპლიკაციები გაუკეთეს, (დეკუპაჟი) შემდეგ ქოთნებში ჩაყარეს მიწა, ჩარგეს ლამაზი მცენარე-კრასულა (ანუ-სიყვარულის ხე), მორწყეს და გულდასმით მოისმინეს რჩევები.
მოსწავლეების ნამუშევარი ქოთნები გარდენიამ მათ საჩუქრად გადასცა.
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 29 ნოემბერს გაიმართა ამოცანების ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები.
საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:
I ადგილი- ანასტასია მესხია, ალექსანდრე ხუნდაძე და ანდრია ვახანია
II ადგილი- ილია ქამადაძე, რაული დალივალოვი და ელენე ჯობავა
III ადგილი- ელენე კიკნაძე
ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!
პედაგოგი: ანი ჭანტურია
მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეაბრუნეს საკლასო ოთახი, გადაინაცვლეს საინფორმაციო დაფისკენ და ეფექტური რეკლამები წარმოადგინეს სკოლის შესახებ.
#კარგადვიცნობდეთსკოლისშესაძლებლობებს
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე
მე-10 ა და მე-10 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგებთან და დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ოქროს ფონდში .
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა.
დღეს, სკოლაში IX-X-XI კლასის მოსწავლეთათვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, ინგლისურ ენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ზოგადი საკითხები სხვადასხვა საგნებიდან.
ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში სწრაფი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება.
ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ დაწყებითი კლასების, ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კვირეული - „შემოდგომის ფესტივალი“.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საკლასო თუ სასკოლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს III-ა კლასის მოსწავლეებმა. მესამეკლასელები ხალისით ჩართნენ საკლასო აქტივობაში - „მე შემოდგომის ფერებში“ - ავტოპორტრეტი. გაისეირნეს სკოლის ეზოში, დააკვირდნენ შემოდგომის ბუნებას, შეაგროვს შემოდგომის ფოთლები, გირჩები, დაკრიფეს კომში, შემდგომ კი სახლიდან მოტანილი და სკოლის ეზოში დაკრეფილი ხილით კლასში მოეწყო შემოდგომის კუთხე.
დააგემოვნეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. მონაწილეობა მიიღეს სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ კონცერტში - შეასრულეს მუსიკის გაკვეთილებზე ნასწავლი სიმღერა შემოდგომაზე, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს.
კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლები, მიიღეს ინფორმაცია ძველად ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ, გაეცნენ ადამიანების შრომა-საქმიანობას შემოდგომაზე. ექსკურსიის ბოლოს მუზეუმის მიმდებარე ტყეში გაისეირნეს, შეაგროვეს შემოდგომის ფოთლები, გამართეს პიკნიკი. დააგემოვნეს საკუთარი ხელით ამოვლებული ჩურჩხელები.
კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისთვის.
2022 წლის 12 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხარდაჭერით ქალბატონი მაკა სალხინაშვილი და ბატონი კახაბერ იოსელიანი VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ ლექციას პრეზენტაციის სახით :
უბილეთო მგზავრობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
შინაური ბინადარი ცხოველის უფლებები, ცხოველის პატრონის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ზომები
საგან მე და საზოგადოების ფარგლებში, მიმდინარე თემიდან გამომდინარე, მე-4 ა კლასი ესტუმრა სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა ისაუბრეს კითხვის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს და გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაციას.
შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სკოლა სხივის III ბ კლასი ესტუმრა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
მოსწავლეებმა პროფესიონალი გიდის საშუალებით მოინახულეს სამუზეუმო სივრცე, დიდი ინტერესით უსმენდნენ თითოეული სახლის ისტორიას და გულდასმით დაათვალიერეს სივრცეში დაცული განსაკუთრებული ექსპონატები/ნივთები. მოსწავლეებისთვის ვიზიტი შთამბეჭდავი აღმოჩნდა და აღფრთოვანებული დაბრუნდნენ სკოლაში.
ჩვენი მოსწავლის, ელენე სებისკვერაძის პირველი გამოცდილება თარგმნაში.
წარმატებები ელენეს!
ჩვენი სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
XI კლასის მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგების როლები და საინტერესო გაკვეთილები ჩაუტარეს VIII-X კლასის მოსწავლეებს. ისინი ღირსეულად წარუძღვნენ სასწავლო პროცესს
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე იმუშავეს პრეზენტაციებზე: ,,საქართველოს მეფეები". მოსწავლეებს აქამდე ნასწავლი და ცნობილი საქართველოს მეფეებიდან უნდა აერჩიათ ერთ-ერთი მეფე, მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია და წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით. პრეზენტირების დროს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მეფეების თვისებებზე, მათ მიღწევებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებმა საინტერესო ინტერპრეტირება მისცეს აღნიშნულ დავალებას. გარდა იმისა, რომ ყველამ ინდივიდუალური ნაშრომი წარმოადგინა, ზოგიერთმა მოსწავლემ საინტერესო ხერხს მიმართა: შეადგინა ცხრილი, რომელშიც ყველა მეფე აღნიშნა, ცხრილით კი აჩვენა მეფეების დადებითი, უარყოფითი მხარეები, მათი მიღწევები და მეგობრებს გააცნო საკუთარი დამოკიდებულება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციების დასასრული, როდესაც მოსწავლეები შეფასებებს აძლევდნენ პრეზენტატორს, აქებდნენ, რჩევებს აძლევდნენ, აკრიტიკებდნენ, განიხილავდნენ და მსჯელობდნენ სამართლიანად ნაშრომების შესახებ.
#სწავლასწავლებისმაღალიხარისხისუპირატესობები
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე
Powered by aSc EduPage