🎉ხალისიანი აქტივობებით დატვირთული ერთი თავისუფალი დღე მე-6ა კლასში დამრიგებელი:ლელა მოსიაშვილი
🎉ხალისიანი აქტივობებით დატვირთული ერთი თავისუფალი დღე მე-6ა კლასში დამრიგებელი:ლელა მოსიაშვილი
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 ბ კლასში დიდი გამოხამურება მოჰყვა საგან ბუნებისმეტყველების ფარგლებში - დედამიწასა და გარესამყაროს შესახებ საუბარს. მოსწავლეები განსაკუთრებით კოსმოსისა და მზის სიტემის შესახებ ინტერესდებოდნენ. მათ საშინაო დავალების ფარგლებში დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია და შექმნეს ულამაზესი მაკეტები/დიორამები და აპლიკაციები.
პედაგოგი: თ. გურგენიძე
ისინი მოემზადნენ მასწავლებლის დღის აღსანიშნავად...
მოგვიძღვნეს პერსონალური ბარათები, გამართეს დისკუსია თემაზე ,,მე - მასწავლებელი", დილით სიურპრიზად დაგვახვედრეს ბუშტებზე შებმული კონვერტები კოხტად ჩაწყობილი ტკბილეულითა და წერილებით. - ეს ყველაფერი აისუნმა მოიფიქრაო-როგორი დაუზარელი და ჭკვიანიაო...ნუცამ წერილები დაურთო თანო - ყვებიან ბავშვები.უსმენ, უყურებ და გიხარია,ასეთ თვალხატულა გოგო-ბიჭებთან რომ გიწევს ურთიერთობა...
მათ მასწავლებლის დღე მოგვილოცეს განსხვავებულად და მრავალფეროვნად.
დიდი მადლობა საუკეთესო მე-7 -ა კლასის მოსწავლეებს
დღეს ჩვენმა პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და ეზიარნენ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ წიგნების მრავალფეროვან სამყაროში!
დამრიგებელი ც. კობერიძე
IVბ კლასელი თემუკა ზაქარიაძის ნამუშევარი. ყველა დროის უდიდესი ზვიგენი მეგალოდონი, რომელმაც სავარაუდოდ მარიანას ღრმულში დაიდო ბინა. მეგალოდონი, რომელმაც სავარაუდოდ მარიანას ღრმულში დაიდო ბინა.
23 სექტემბერს ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში VII-XII კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა სემინარი , კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
სემინარს უძღვებოდა ბატონი მურათ ულუირმაქი მურათ მას და ბატონი ჰუსეინ ჩეფიქი Huseyin Chepik
საქართველოს კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე კადეტთა შორის 108 ქართველი ნორჩი მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორისაა ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკა წულაია
წარმატებები ნიკას !
16 სექტემბერს, ქართულ-გერმანული სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკა ჩიქობავამ, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მან სკოლის სახელით დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
სხიველებო, 15 სექტემბერს მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!
ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ სტუდენტობას!
მინდა გითხრათ, რომ თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო ეტაპი წარმატებით დაასრულეთ და არანაკლებ საინტერესო და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადახვედით.
მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სტუდენტობითა და სწორი პროფესიული არჩევანით გეამაყოთ. გეპოვოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი და აკეთეთ ის საქმე, რომელიც ძალიან გეყვარებათ.
მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ლაღი, ენერგიული და წარმატებული იქნება.
გვეამაყებით, რადგან განაგრძობთ ჩვენი სკოლის სახელით ასპარეზობას საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
⭐️ დ.ნაკაშიძე 👉 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-70%
⭐️ს.მეფარიშვილი ( ორგზის სტუდენტი 😊 ) 👉 ლიტუა ელ სისი საერთაშორისო უნივერსიტეტი და IBSU -70%
⭐️დ.აფრიამაშვილი 👉 IBSU -70%
⭐️ი.ჭანტურიძე 👉თსუ-70%
⭐️ა.ჭიჭინაძე 👉 კავკასიის უნივერსიტეტი -50%
⭐️ლ.ბილანიშვილი 👉 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-50%
⭐️მ.ლაბაური 👉 IBSU - 50%
⭐️თ.მესხი 👉 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი- 50%
⭐️თ.მენთეშაშვილი 👉 საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი-50%
⭐️რ.ე.ასლან 👉 IBSU-50%
⭐️ლ.ბადაგაძე 👉 IBSU-50%
⭐️ე.მაილოვი 👉 კავკასიის უნივერსიტეტი
⭐️ნ.ავალიანი 👉 კავკასიის უნივერსიტეტი
⭐️ჰ. ე, შიშქო 👉 ყირგიზეთი- სამედიცინო უნივერსიტეტი
⭐️ს. ბ. ჩაქმაქ 👉 ყირგიზეთი- სამედიცინო უნივერსიტეტი
⭐️დ.დოქმენ 👉 იტალია- სამედიცინო უნივერსიტეტი
⭐️მ.კურბანოვი 👉 GIPA
⭐️ნ.დვალიძე 👉 ევროპული უნივერსიტეტი
გილოცავთ კიდვ ერთხელ! 👏👏👏👏👏
შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივში 2022-23 სასწავლო წლისთვის არჩეული სახელმძღვანელოები
სასკოლო წიგნები სპეციალური ფასდაკლებით სხივის მოსწავლეებისთვის იყოდება ლიბრას ქსელში (დიდი დიღმის გუდვილის ფილიალში)
14 ივნისს მე- 3 ბ კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელი: მ.მატუაშვილი, წარმოადგინეს ღონისძიება-სპექტაკლი ,, იგავით თქმული სიბრძნე’’. მოსწავლეებმა ემოციებით და არტისტიზმით წარმოადგინეს იგავები, გააცოცხლეს სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე -სიცრუისა“იგავ-არაკების პერსონაჟები. ბავშვების ემოციურმა თამაშმა საიამოვნო გავლენა მოახდინა მაყურებელზე. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის აკომპანიმენტით შეასრულეს შესწავლილი სიმღრები.
ასე მხიარულად შეაჯამეს II ბ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი.
პედაგოგმა, თათია გურგენიძემ მოაწყო მხიარული ვიქტორინა _ „ყველაზე ჭკვიანი“. მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ჯგუფურ თამაშში, სიხარულით ირჩევდნენ და პასუხობდნენ მათთვის მოცემულ კითხვათა კატეგორიებს. ვიქტორინა სანახაობრივად გაამდიდრა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა საცეკვაო და სასიმღერო ნომრებმა. მხიარული დღის დასასრულს მათ გადაეცათ წამახალისებელი სერტიფიქატები, დღემ მათთვის დასამახსოვრებლად ჩაიარა.
ვულოცავ ყველა მოსწავლეს სწავლის შემდგომ საფეხურზე გადასვლას.
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ II ა კლასის მოსწავლეების შემეცნებითი, მხიარული ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში..
ექსკურსიის მიზანი იყო თვალსაწიერის გაფართოება, სოციალური უნარების განვითარება, ერთმანეთთან დაახლოება და სასწავლო წლის ბოლო დღის ერთად და შინაარსიანად გატარება იყო.
მეორეკლასელებმა მოისმინეს მოკლე ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის დაარსებისა და იმ განსაკუთრებული მცენარეების შესახებ, რომლებიც ხარობენ ბოტანიკურ ბაღში, დაათვალიერეს იაპონური ბაღი, გაისეირნეს კვიპაროსების ხეივანში. ექსკურსიის ბოილოს , მოაწყვეს პიკნიკი, ერთად ითამაშეს , გაერთნენ ჩანჩქერთან.
სასიამოვნოდ და ხალისიანად გაატარეს დღე.
კლასის ხელმძღვანელი — ბ. მოლაშხია
მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ც. კობერიძე) ღონისძიება-სპექტაკლი ,, ძველი თბილისი და ფიროსმანი’’.
მესამეკლასელებმა გააცოცხლეს ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი სახეები. განსაკუთრებული ემოციებით და არტისტიზმით წარმოადგინეს ჩვენი გენიალური მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და მაყურებელზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.
16 ივნისს მე-2 ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურ საწარმო „კოდალას“, რომელიც ამზადებს ეკომეგობრულ სათამაშოებს. მეორეკლასელებმა თვითონ დაამზადეს სასურველი სათამაშოები — რობოტები, ბალერინები და ყვავილები, ისიამოვნეს, გაერთნენ და კმაყოფილებმა სათამაშოები თან წამოიღეს.
კლასის ხელმძღვანელი: ბ. მოლაშხია
18 ივნისს, მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ ც, კობერიძესთან და მშობლებთან ერთად მოინახულეს შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი.
ექსკურსიის შემდეგ ბავშვები გაერთნენ სხვადასხვა აქტივობებით და თამაშებით. დიდი მადლობა მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ ლამაზი დღის შთაბეჭდილებები დაუვიწყარი იქნება ბავშვებისთვის.
Powered by aSc EduPage