ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა
ორგანიზატორი: შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივი
მისამართი: ქ. თბილისი, მიხა ხელაშვილის N7
ტელეფონი: (995 032) 2596701; 577546696
ელ-ფოსტა: skhivi@skhivi.edu.ge
ვებ-გვერდი: www.skhivi.edu.ge
- ოლიმპიადის მიზანი:
- მოსწავლეთა მხატვრული და ენობრივი უნარების გამოვლენა და წახალისება;
- ქართული ენისა და კულტურისადმი სიყვარულის გაღვივება;
- შემოქმედებითი ნიჭისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენა;
- კალიგრაფიული, კითხვის, მხატვრული, მუსიკალური და ვიზუალური უნარების განვითარება;
- ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.
- ოლიმპიადის ინიციატორი, ჩატარების ორგანიზატორი და მხარდამჭერები
- ქართული ენის ოლიმპიადა ტარდება ქართულ-გერმანული სკოლა სხივის ინიციატივით
მხარდამჭერები:
- კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
- პარტნიორი სკოლა - ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
- ოლიმპიადის ჟიურის უფლებები და მოვალეობები:
- ნომინაციების მიხედვით შედგება შესაბამისი ჟიური, ჟიურის წევრებად პარტნიორი სკოლების მასწავლებლებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები.
- წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა და შეფასების ორგანიზება;
- კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიურის წევრთა მიერ გამარჯვებულთა გამოვლენა და დასაჯილდოებლად წარდგენა;
ოლიმპიადა ტარდება ნომინაციების მიხედვით:
- საუკეთესო კალიგრაფი ( ტარდება ორ ტურად)
მონაწილეობენ I-XII კლასების მოსწავლეები.
I საკონკურსო ჯგუფი: I კლასი
II საკონკურსო ჯგუფი: II – IV კლასები;
III საკონკურსო ჯგუფი: V –XII კლასები
კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:
- ქართული ასო-ბგერის სწორი და გრაფიკული მოხაზულობა;
- დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე;
- ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა)
ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.
ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით.
თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
- მხატვრული კითხვის ოსტატი ( ტარდება ორ ტურად)
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით:
I საკონკურსო ჯგუფი - დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) ქართულენოვანი მოსწავლეები
II საკონკურსო ჯგუფი -დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) არაქართულენოვანი მოსწავლეები
III საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის ქართულენოვანი მოსწავლეები.
IV საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის არაქართულენოვანი მოსწავლეები.
მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:
- ლექსის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, ჩანახატი, მინიატურა);
- ტექსტის ცოდნა,
- გამართული მეტყველება;
- ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია;
- არტისტიზმი-ემოცია;
- მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
- თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
- საუკეთესო მუსიკალური ნომერი ( ტარდება ორ ტურად)
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით:
I საკონკურსო ჯგუფი - დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) ქართულენოვანი მოსწავლეები
II საკონკურსო ჯგუფი -დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) არაქართულენოვანი მოსწავლეები
III საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის ქართულენოვანი მოსწავლეები.
IV საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის არაქართულენოვანი მოსწავლეები.
მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- სიმღერის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, (მხოლოდ ქართულ ენაზე);
- შემსრულებლის ოსტატობის დონე; (სცენური ქცევა, და თავდაჯერებულობა)
- ვოკალური უნარების გამოვლენა; მუსიკალური სმენა და რითმული შეგრძნება, შესრულების სისუფთავე
დამატებითი კრიტერიუმები:
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ მონაწილეებს შორის ქულები გადანაწილდა თანაბრად, უპირატესობა მიენიჭება მონაწილეს რომელიც თავად არის აკომპანიატორი.
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
- თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
შენიშვნა: მუსიკალურ კონკურსზე განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი.
- საუკეთესო ნახატი ( ტარდება ორ ტურად)
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I საკონკურსო ჯგუფი - I-Vკლასის მოსწავლეები;
II საკონკურსო კგუფი - VI -XII კლასი საფეხურის მოსწავლეები.
მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- შინაარსობრივი დატვირთვა და ორიგინალურობა
- ფერწერული ნამუშევარი, ფერთა შერჩევა და ტექნიკა
- კომპოზიცია-შინაარსი, ცალკეული ნაწილების ერთ მთლიანობაში იდეის გარშემო გაერთიანება;
- განსაზღვრულ დროში ნაშრომის დასრულება.
მუშაობის ხანგრძლივობა 90 წუთი.
- თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე, ნებისმიერი მასალით.
მონაწილეებს ფორმატებით უზრუნველყოფს ორგანიზატორი.
ოლიმპიადის ჩატარების გრაფიკი:
I ტური ჩატარდება ქალაქებში - თბილისი და ქუთაისი
1. საუკეთესო კალიგრაფი - 15 აპრილი 12:00 სთ
2.მხატვრული კითხვის ოსტატი - 26 აპრილი 11:00 სთ.
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი - 26 აპრილი 11:00 სთ.
4. საუკეთესო (ორიგინალური) ნახატი - 26 აპრილი 11:00 სთ.
I ტურის შემდეგ პარტნიორი სკოლები თითოეულ ნომინაციაში გამოავლენენ II ტურში გადასულ არაუმეტეს 6 მონაწილისა .
II ტური ყველა ნომინაციაში კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისში, 2025 წლის 03 მაისს 12:00 საათიდან.
ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება:
- ოლიმპიადის პირველი კონკურსიისთვის „საუკეთესო კალიგრაფი“ ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
- თითოეულ ნომინაციაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, I-II -III ადგილების გამოსავლენად, ჩატარდება დამატებითი ტური .
ოლიმპიადაში მონაწილეობა:
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.
- ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს;
- ოლიმპიადის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს აირჩიოს არაუმეტეს ორი ნომინაციისა.
ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები:
ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
- ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია;
- იქონიოს შესაბამისი კონკურსისთვის საჭირო მასალა (კალამი,ფონოგრამა, სახატავი მასალა-ფერადი ფანქრები, აკვარელი, გუაში, ზეთის საღებავები, უბრალო ფანქარი, საშლელი, სათლელი, ფუნჯები);
- შეასრულოს ოლიმპიადის ორგანიზატორების, ჟიურის წევრების მითითებანი.
ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
- მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
- სხვა დამხმარე მასალის გამოყენება;
- სხვა მონაწილეებისთვის ხელის შეშლა.
-
ოლიმპიადის პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა :
ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
- მეთვალყურე (დირექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირი);
- პასუხისმგებელი პირი (დირექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირი);
- IT სპეციალისტი;
- ექიმი.
დაჯილდოება:
- ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს (I, II და III ადგილები) გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო მეორე ტურის მონაწილეებს სიგელები.