სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის მასწავლებლებისთვის სემინარ-ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაცია და სასწავლო პროცესში ეფექტური მიდგომების გაძლიერება იყო.
სემინარის ფარგლებში განხილული იყო:
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი - პროფესიული ღირებულებები, ეთიკური სტანდარტები და პასუხისმგებლობები;
სკოლის შინაგანაწესი - მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთობის ძირითადი წესები და პასუხისმგებლობები;
გარდატეხის ასაკი და კლასის მართვის სტრატეგიები - მოზარდების ქცევისა და საჭიროებების უკეთ გააზრება და რთულ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების გზები;
AI (Artificial Intelligence) - მასწავლებლის დამხმარე სასწავლო პროცესში - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის, სასწავლო რესურსების შექმნისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის.
მასწავლებლებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ სასწავლო პროცესის კიდევ უფრო ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვაში დაეხმარებათ.
მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სწავლა, განვითარება და პასუხისმგებლობა ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.
#ქართულგერმანულისკოლა #საშემოდგომოსემინარი
#პროფიულიგანვითარება