15-23 აპრილს ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის" XIა კლასში წიგნის დღეები ჩატარდა, პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ,,იდუმალი სანტას" პრინციპით შეარჩიეს წიგნის ჩუქების ადრესატი, შემდეგ ერთმანეთი რუდუნებით შერჩეული წიგნებით დაასაჩუქრეს, 23 აპრილს კი - წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს, საჩუქრად მიღებული წიგნებით სცადეს თანატოლების დაინტერესება და პრეზენტაციების ფორმით გააცნეს ერთმანეთს ამ წიგნების ანოტაციები თუ ავტორები. მათვე სცადეს, თანატოლებისთვის ახსნათ, რა მნიშვნელოვანია მხტვრული ლიტერატურის კითხვა და რაოდენ დიდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში წიგნიერების დონის ამაღლებას. პირექტს ხელმძღვავნელობდა კლასის დამრიგებელი, ისტორიის პედაგოგი ნათია ჩუბინიძე. ნათია ნისაბა ჩუბინიძე