ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ გაიმართა II ა კლასის მოსწავლეების შემოქმედებითი ღონისძიება - „სალამურას თავგადასავალი“.
მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა აღარ გადახდა თავს - ჯამბაზობაც ისწავლა, მუშტი-კრივიც და უამრავი საინტერესო თავგადასავალი გადაიტანა.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს საყვარელი პერსონაჟები, წარმოაჩინეს სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარები.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ლიტერატურის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი აქტივობების მნიშვნელობა მოსწავლეთა განვითარებისა და თვითგამოხატვის პროცესში.
ღონისძიების ორგანიზატორი: ეკა ლომთათიძე
#ქართულგერმანულისკოლა #შემოქმედებითიაქტივობა