სიახლეები

          • VIII კლასის ღონისძიება ❤️„ერი, რომელსაც ისტორია აძლიერებს“

          •   🇬🇪 VIII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე —„თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია“ 🇬🇪

            ბავშვებმა გაიხსენეს ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შექმნეს, ისაუბრეს გმირობაზე, თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართველი ხალხის სიმტკიცეზე.მოსწავლეებმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფესვების, კულტურისა და ისტორიის ცოდნა და გაფრთხილება.

            ღონისძიება გამოირჩეოდა ემოციურობით, შემოქმედებითი წარმოდგენებითა და პატრიოტული სულისკვეთებით. ❤️

            მადლობა პედაგოგ ლალი მარღიშვილსა და მოსწავლეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის. 🇬🇪

          • გეპატიჟებით საქველმოქმედო აქციაზე

          • 1 ივნისს — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს — სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით, ჩვენს სკოლაში გაიმართება საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა და სიკეთის გაზიარება. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ვეხმარებით ხელმოკლე ოჯახებს და უკვე მრავალი კეთილი საქმის განხორციელება შევძელით.

            📍 პროგრამა:

            🕦 11:30 — სკოლის ბენდის კონცერტი

            🕛 12:10 — საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

            გეპატიჟებით თითოეულ თქვენგანს, შემოგვიერთდეთ ამ თბილ და მნიშვნელოვან დღეს.დარწმუნებულები ვართ, რომ სიკეთე, რომელსაც ერთად გავცემთ, უამრავ ბავშვსა და ოჯახს გაუთბობს გულს და იმედს აჩუქებს. ❤️

          • 🎓 სასკოლო პრეზიდენტის არჩევნები ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 

          • 🎓 სასკოლო პრეზიდენტის არჩევნები ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 

            🔹წარმოგიდგენთ კანდიდატებს მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციაზე.

            ▫️თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ხედვა და საინტერესო იდეები.ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!

            ხმა მიეცით თქვენს რჩეულ კანდიდატს🚀

            #სკოლასხივი #სასკოლოარჩევნები#მოსწავლეთათვითმმართველობა

          • 🎓გილოცავთ ბოლო ზარს! 🔔🎉

          • ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, 🎓

            ✨დღეს განსაკუთრებული დღეა — სრულდება თქვენი სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. 📚💫

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივი  გილოცავთ სკოლის დამთავრებას! 🎉

            სკოლის დასრულება ახალი ცხოვრების ეტაპის დასაწყისია — ეს არის ახალი გზის, ახალი შესაძლებლობებისა და დიდი მიზნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ✨

            გვჯერა, რომ თქვენი ცოდნით, ენერგიითა და მიზანდასახულობით შეძლებთ ღირსეული ადგილი დაიკავოთ საზოგადოებაში  და მნიშვნელოვანი ცვლილებები შექმნათ მომავალში. 

            გისურვებთ წარმატებას , გამბედაობას , სიბრძნეს  და საკუთარი თავის რწმენას ✨

            დაე, თქვენი გზა ყოველთვის იყოს ნათელი , ბედნიერებით სავსე  სიყვარულითა და გამარჯვებებით. ❤️

            გილოცავთ სკოლის დამთავრებას! 🎓

            გილოცავთ ბოლო ზარს! 🔔🎉

                სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით, 💙ქართულ-გერმანული სკოლა სხივი  ❤️

          • 🌍 „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ — გზა უკეთესი მომავლისკენ

          • 🇬🇪🇩🇪 ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ ჩატარდა კონფერენცია თემაზე — „მდგრადი განვითარების 17 მიზანი“ 🌍✨

            კონფერენციაზე მე-10ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მდგრადი განვითარების 17 მიზანი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში 📚🌱

            განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
            🔹 სიღარიბის შემცირება
            🔹 ხარისხიანი განათლება
            🔹 გარემოს დაცვა
            🔹 კლიმატის ცვლილება
            🔹 გენდერული თანასწორობა

            მოსწავლეებმა საინტერესო მაგალითებით აჩვენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მიზანი ადამიანების კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის 🌎🤝💡

            კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მდგრადი განვითარება საერთო პასუხისმგებლობაა და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა ამ მიზნების განხორციელებაში 💚♻️

            დიდ მადლობას ვუხდით მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო, ინფორმაციული და შთამბეჭდავი წარმოდგენისთვის 👏✨
            მათ დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს მდგრადი განვითარების 17 მიზნის მნიშვნელობა 🌟

            მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლების, ცნობიერებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას უკეთესი მომავლის შექმნის გზაზე 🌍✨

            პედაგოგი: ნ. ცერცვაძე

          • 📚✨ ჰერმან მელვილის „მობი დიკის“ განხილვა მე-7 კლასებში

          • 📚🌊 მე-7ა და მე-7 ბ კლასში ჩატარდა ჰერმან მელვილის ნაწარმოების, „მობი დიკის“ განხილვა ინგლისური ენის მასწავლებლების, ნინო სინჯარაძის და შორენა შალიკაშვილის ხელმძღვანელობით. 👩‍🏫👩‍🏫მობი დიკის შესახებ დისკუსიის მოწყობის მთავარი მიზანი იყო ნაწარმოების იდეების, პერსონაჟების და ავტორის გზავნილის უკეთ გაანალიზება. 🐋📖

            მოსწავლეებმა დისკუსიის დროს განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა შურისძიება, აკვიატება და ადამიანის ბრძოლა ბუნებასთან. ⚓🌊 მათ ასევე შეაფასეს პერსონაჟების ქცევა და გადაწყვეტილებები. 🤔💬

            მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი. 🧠✨ ასევე, საკუთარი მოსაზრები გამოხატეს არგუმენტირებულად. 🗣️📚 მათ გაიაზრეს ისეთი საკითხები როგორიცაა ბედისწერა, თავისუფალი ნება და ადამიანის ბუნება. 🌍⚖️

            დისკუსია დაეხმარა მონაწილეებს რომ ნაწარმოების ღრმა მნიშვნელობაზე დაფიქრებულიყვნენ. 📚💭

          • 📚👨‍👩‍👧‍👦 ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს მშობელთა კრება-კონფერენცია

          • 👨‍👩‍👧‍👦 ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს I-XII კლასის მშობელთა კრება-კონფერენცია. შეხვედრის ფარგლებში მშობლები და პედაგოგები ერთად განიხილავენ სასწავლო პროცესს, მოსწავლეთა მიღწევებს, საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.

            🤝 სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობა თითოეული მოსწავლის წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.

            მადლობა ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! 💙

          • 🗣 ილაპარაკე თავისუფლად! საჯარო გამოსვლის კონკურსი

          • 🎤 ლიტერატურის კლუბისა და დებატების კლუბის ინიციატივით ტარდება საჯარო გამოსვლის კონკურსი!

            თუ გიყვარს საუბარი, საკუთარი აზრის გამოხატვა და აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად გამოსვლა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

            🗣 თემა:„თავისუფლება — უფლება თუ პასუხისმგებლობა“

            📅 15 მაისი

            გელოდებით საინტერესო და შთამბეჭდავი გამოსვლებით!

            📌 კონკურსის შეფასების კრიტერიუმები გამოქვეყნებულია სკოლის საინფორმაციო დაფებზე.

          • 📢 მნიშვნელოვანი შეხსენება აბიტურიენტებისთვის!

          • ძვირფასო მოსწავლეებო, შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა იწურება! ⏳

            📌 რეგისტრაციის  აუცილებელია:
            💳 სარეგისტრაციო საფასურის გადახდა
            📅 ბოლო ვადა: 6 მაისი, 18:00 საათამდე
            ✔️ (მინიმუმ 1 საგნისთვის)

            ⚠️ გთხოვთ, ნუ გადადებთ ბოლო წუთამდე!

            წარმატებებს გისურვებთ ყველას! 💙📚

            დეტალები იხილეთ: 

            https://online.naec.ge/uee-reg/entrants/EntrantsLogin.aspx

          • 📢 ვაქვეყნებთ კრება-კონფერენციის განრიგს

          •  

            პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო !

            გაცნობებთ, რომ სკოლაში გაიმართება კრება-კონფერენცია, განრიგიც იხილეთ ქვემოთ 👇 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული განრიგი და დაესწროთ შეხვედრას.

            მადლობა თანამშრომლობისთვის 🙏

          • 🏆✨ ქართული ენის XVIII რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი 🇬🇪📚

          •  

            🏁📅 3 მაისს ჩატარდა ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი — მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა ნიჭი და შრომა.

             ოლიმპიადის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში:

            🎤 მხატვრული კითხვის ოსტატი 📖

            🎶 საუკეთესო მუსიკალური ნომერი 🎼

            ✍️ საუკეთესო კალიგრაფი 🖋️

            🎨 ანბანის ხელოვნება 🖌️

            📚✨ ოლიმპიადამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა მაღალი აკადემიური დონე,შემოქმედებითი უნარები და ქართული ენისადმი გამორჩეული ინტერესი ❤️🇬🇪

            🌍🤝 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე არაქართულენოვანი მოსწავლეები —რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენის გამაერთიანებელ ძალას ✨

            👏💐 მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, პედაგოგსა და მშობელსაქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის ❤️

            🤝📜 განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კალიგრაფთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.💐 მადლობას ვუხდით კალიგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.👥✨ ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს — კალიგრაფთა ასოციაციის წევრებს,ანნა გაბრიაძესა და გიორგი სისაურს.

            👩‍🎓👨‍🎓 გამარჯვებული მოსწავლეები

            🎤📖 ნომინაცია: მხატვრული კითხვის ოსტატი

            I კატეგორია 🥇🥈🥉

            🥇 ნინია რობაქიძე — I ადგილი

            🥈 ბარბარე კოხოძე — II ადგილი

            🥈 ელენე ლემონჯავა — II ადგილი

            II კატეგორია 🥇🥈🥉

            🥇 მართა კოხრეიძე — I ადგილი

            🥈 ნიკოლოზ დოლიძე — II ადგილი

            🥉 ანნა ბებია — III ადგილი

            III კატეგორია 🥇🥈🥉

            🥇 მარიამ სულეიმანოვა — I ადგილი

            🥈 რეგაიბ ნაბიევი — II ადგილი

            🥉 ჰაირეთინ საიქინ — III ადგილი

            IV კატეგორია 🥇

            🥇 ბაჰთინურ ბაირაქთუთნ — I ადგილი

             

            🎶🎤 ნომინაცია: საუკეთესო მუსიკალური ნომერი

            I კატეგორია 🥇🥈🥉

            🥇 მარიამ ფხაკაძე — I ადგილი

            🥈 ელენე ყურაშვილი — II ადგილი

            🥉 ლოლა ჯომარდიძე — III ადგილი

            II კატეგორია 🥇🥈

            🥇 თამარ დოლიძე — I ადგილი

            🥈 ნოდარ ნიჟარაძე — II ადგილი

            III კატეგორია 🥇🥈🥉

            🥇 მილანა დალივალოვა — I ადგილი

            🥈 ნილუფერ ნურიევა — II ადგილი

            🥉 მილანა ისმაილოვა — III ადგილი

            IV კატეგორია 🥇🥇 ფუათ მუსაევი — I ადგილი

             

            ✍️🖋️ ნომინაცია: საუკეთესო კალიგრაფი

            I კლასი 🥇🥈🥉

            🥇 ოიქუ სენა ქაია — I ადგილი

            🥈 ანა ობგაიძე — II ადგილი

            🥉 ჰარუნ აქიუზ — III ადგილი

            II კლასი 🥇🥈🥉

            🥇 ლუკა მესხი — I ადგილი

            🥈 ჰულია უმრან ჩიღჯი — II ადგილი

            🥉 გაბრიელ ლექვინაძე — III ადგილი

            III–V კლასები 🥇🥈🥉

            🥇 ბაჰარ ჩირიშ — I ადგილი

            🥈 თემურ ყურბანოვი — II ადგილი

            🥉 მერალ სალაროვა — III ადგილი

            VI–XII კლასები 🥇🥈🥉

            🥇 ელენე ჯობავა — I ადგილი

            🥈 დემეტრე მანველიშვილი — II ადგილი

            🥉 ზეინეფ არსლან — III ადგილი

            🏛️📜 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული🌟 ნინა კანტილე

            🖋️✨ კალიგრაფთა ასოციაციის რჩეული🌟 ლილე ხითარიშვილი

             

            🎨🖌️ ნომინაცია: ანბანის ხელოვნება

            I კატეგორია 🥇🥈🥉

            🥇 ნიტა ტყეშელაშვილი — I ადგილი

            🥈 ჰასან ჯემალ ქოჩ — II ადგილი

            🥉 გიორგი ძიგრაშვილი — III ადგილი

            II კატეგორია 🥇🥈🥉

            🥇 ძიჰან მი  — I ადგილი

            🥈 ანა ჭეიშვილი — II ადგილი

            🥉 სესილი დუმბაძე — III ადგილი

            🖋️✨ კალიგრაფთა ასოციაციის რჩეული🌟 ანასტასია მესხია

            🌟🎉 ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! 🇬🇪✨

             

             

          • 🦉 „სხივის“ ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ შოუ

          • 🔹წარმოგიდგენთ ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ ინტელექტუალური კლუბის @rasadrodis_sxivi „რა? სად? როდის?“ შოუს,სადაც მოაზროვნე ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას, გუნდურ მუშაობასა და სწრაფი ანალიზის უნარს.

            🦉გუნდის კაპიტანი - ნიკოლოზ დოლიძე;

            🔹მოაზროვნეები:ნინი ფხაკაძე, აისუნ ნაბიევა, გიორგი ბაზუაშვილი, ნიჰათ ორუჯოვი და ანდრია მესხი. წამყვანი - ლიზი ბეზარაშვილი.ვუსურვებთ მათ წარმატებასა და ღირსეულ გამარჯვებას!

            🚀#სკოლასხივი #ინტელექტკლუბი