სიახლეები

          • 20 ნოემბერი მსოფლიოს ბავშვთა დღეა

          • 20 ნოემბერი  მსოფლიოს ბავშვთა დღეა — დღე, რომელიც გვახსენებს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია, მისი ხმა მნიშვნელოვანია, ოცნებები ფასეულია, ხოლო უფლებები დაცვასა და პატივისცემას იმსახურებს.

            ამ დღის აღსანიშნავად მე-4 ა/ბ კლასის მოსწავლეებმა, საგან- მე და საოგადოების ფარგლებში, შექმნეს ვიდეოკოლაჟი, რომელშიც გააერთიანეს საკუთარი ოცნებები, სურვილები, შეხედულებები და გზავნილები მსოფლიოსთვის.

            პედაგოგი: თ.გურგენიძე

          • დღეს მშობელთა კრება-კონფერენცია სრულდება!

          •  ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ განრიგის შესაბამისად, ყველა კლასში წარმატებით ჩატარდა მშობელთა კრება-კონფერენცია.

            შეხვედრების ფარგლებში მშობლებსა და კლასის მასწავლებლებსა და დამრიგებ;ლებს   ჰქონდათ შესაძლებლობა, ემსჯელათ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე, სასწავლო პროცესსა და მნიშვნელოვან საკითხებზე, გაეზიარებინათ მოსაზრებები და ერთად დაესახათ სამომავლო პრიორიტეტები.

            მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის, ხოლო დამრიგებლებსა და პედაგოგებს — ორგანიზებისა და თანამშრომლობისთვის!

            ერთად ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლის განვითარება მნიშვნელოვანია! 💙

          • ვიზიტი მოზარდმაყურებელთა თეატრში

          • დღეს მე-8ბ კლასი იმყოფებოდამოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც მოსწავლეებმა სპექტაკლი „მე შენ მიყვარხარ“ იხილეს. 🎭

            სპექტაკლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. ეს იყო ემოციებით სავსე დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, ურთიერთგაგებასა და იმ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდის.

          • 🎭 თეატრი — ემოციებისა და აღმოჩენების სივრცე!

          •      მე-7ბ კლასის მოსწავლეები მოზარდმაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ და სპექტაკლს „სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ დაესწრნენ.

            წარმოდგენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე და დააფიქრა ისინი ადამიანურ ღირებულებებზე, ურთიერთობებსა და ემოციებზე.

            კიდევ ერთი საინტერესო დღე, რომელმაც გაამდიდრა მათი გამოცდილება და გააღრმავა ხელოვნებისადმი ინტერესი! 💙

          • მშობელთა კრება-კონფერენცია

          • ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ მშობელთა კრება-კონფერენცია ტარდება, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლისა და ოჯახის მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებას.

            შეხვედრა ორგანიზებულად, კლასებისა და წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით მიმდინარეობს..

              მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ საგნის მასწავლებლებსა და სკოლის წარმომადგენლებს. კონსულტაციების პროცესში მხარეებმა განიხილეს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები, სასწავლო პროცესი და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები, რაც ხელს უწყობს ბავშვების სრულფასოვან განვითარებასა და სკოლასთან ღია კომუნიკაციას.

          • 🎥🎙️ ერთი დღე ჟურნალისტიკის სამყაროში!

          • თეორიიდან პრაქტიკამდე — ჩვენი სკოლის მედია და კომუნიკაციის კლუბის წევრები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) იმყოფებოდნენ, სადაც საკლასო ოთახში მიღებული ცოდნა რეალურ გამოცდილებად აქციეს.

            ✨ კამერასთან მუშაობა, სიუჟეტების მომზადება, ჟურნალისტური გამოწვევები და პირველი რეპორტაჟები — ეს იყო დღე, რომელიც სავსე იყო ახალი აღმოჩენებით, საინტერესო გამოცდილებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

            🎬 ნახეთ, როგორ გაატარეს მოსწავლეებმა ეს დღე და როგორ გადადგეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჟურნალისტიკის სამყაროში! 👇

            #მედიადაკომუნიკაციისკლუბი #ერთიდღეჟურნალისტიკაში #IBSU #ჟურნალისტიკა #თეორიიდანპრაქტიკამდე #მომავალიჟურნალისტები

          • 🩺 ALUMNI MENTORSHIP PROGRAM: შეხვედრა კურსდამთავრებულ ექიმებთან

          • 🩺✨ წარმატებით შედგა ონლაინ შეხვედრა: „ALUMNI MENTORSHIP PROGRAM — სამედიცინო განათლება და კარიერული გზა“!

            მედია და კომუნიკაციის კლუბისა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩვენს მოსწავლეებს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დღეს წარმატებული ექიმები არიან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

            👩‍⚕️👨‍⚕️ შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა — თორნიკე ოთიაშვილმა, ბაქარ ცერეკიძემ, ლევან ბაჯელიძემ, მადონა ახობაძემ და ოთარ გოგუაძემ — ახალგაზრდებს გულწრფელად გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება:

            🔹 რა გამოწვევები ახლავს სამედიცინო განათლების მიღებას;

            🔹 როგორია პროფესიული განვითარებისა და რეზიდენტურის გზა საქართველოსა და ევროპაში (გერმანიის მაგალითზე);

            🔹 რა უნარები და მოტივაციაა საჭირო ამ საპასუხისმგებლო პროფესიაში წარმატების მისაღწევად.

            შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა — მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი და ღირებული რჩევები მიიღეს.

            დიდი მადლობა ჩვენს კურსდამთავრებულებს ასეთი საინტერესო, მოტივაციით სავსე საღამოსა და მომავალი თაობის მხარდაჭერისთვის! 💙

            #AlumniMentorship #სამედიცინოგანათლება #მედიცინა #კარიერა #წარმატებულიკურსდამთავრებულები #მედიადაკომუნიკაციისკლუბი #კარიერისდაგეგმვა

          • 💙 სხივი — სივრცე, სადაც ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა!

          • ჩვენი სკოლის ყოველდღიურობა სავსეა საინტერესო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი აქტივობებით. 🎥

            გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია „სხივის“ სასკოლო ცხოვრების საინტერესო მომენტები, მოსწავლეთა ჩართულობა და ის გარემო, სადაც სწავლა, შემოქმედება და განვითარება ერთმანეთს ერწყმის.

            სხივი — დღეები, რომლებიც ქმნიან მომავალს!

          • 🌱 ჩემი პირველი ნერგი — პირველი ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ!

          • ჩვენი პირველკლასელები შეუერთდნენ მასშტაბურ ინიციატივას „ჩემი პირველი ნერგი“ cheminergi.eiec.gov.ge. 11 ნოემბერს მახათას მთაზე დარგეს თავიანთი პირველი ნერგები.

            ჩვენმა პტარებმა  გარემოზე ზრუნვის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგეს. ეს ნერგები მათთან ერთად გაიზრდება და  მახათას მთას კიდევ უფრო გაამწვანებს.

            მადლობა @გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი / Environmental Information and Education Centre პროგრამის ორგანიზებისთვის, მხარდაჭერისთვის და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

            #ჩემიპირველინერგი #პირველკლასელები #მახათასმთა #გარემოსდაცვა #მწვანემომავალი

          • 📚✨ შემეცნებითი და ემოციებით სავსე დღე IXბ კლასისთვის

          • მოსწავლეები დამრიგებელ მურათ ულუირმაქთან ერთად საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ. ექსკურსიის ფარგლებში ახალგაზრდებმა ახლოდან გაიცნეს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები, დაათვალიერეს საარქივო მასალები და მოისმინეს საინტერესო ფაქტები ჩვენი ქვეყნის წარსულის შესახებ.

            საინტერესო და დატვირთული მუზეუმის ტურის შემდეგ, დღე მეგობრულ და მხიარულ გარემოში, ბოულინგის თამაშით გაგრძელდა. 🎳

            🎉 ასეთი გასვლითი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეების კიდევ უფრო დაახლოებასა და გუნდურობის განმტკიცებას უწყობს ხელს.

            #IXბკლასი #ექსკურსია #საბჭოთაოკუპაციისმუზეუმი #შემეცნებითიდღე #ბოულინგი #სასკოლოცხოვრება

          • 🌍 მდგრადი განვითარება — ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და მომავლის არჩევანი!

          •  ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია გაიმართა. 🌱

            მოსწავლეებმა ისაუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანზე, რომლებიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება, ჯანმრთელობა, თანასწორობა, სუფთა წყალი, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, გარემოს დაცვა და მშვიდობიანი საზოგადოების შექმნა.

            პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები, გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს, მცირე ნაბიჯებითაც კი, დადებითი ცვლილებების განხორციელება.

            ✨ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ გლობალური მიზანი არ არის — ის იწყება ჩვენი ყოველდღიური არჩევანით, პასუხისმგებლობითა და გარემოზე ზრუნვით.

            ვასწავლოთ ბავშვებს არა მხოლოდ დღევანდელი სამყაროს შეცნობა, არამედ უკეთესი მომავლის შექმნაც! 💚

            #სხივი #მდგრადიგანვითარება #SDGs #ხარისხიანიგანათლება #გარემოსდაცვა #პასუხისმგებლობამომავლისთვის

          • 🔬 მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის — „მე პატარა მეცნიერი ვარ!“

          • ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ მეცნიერების მსოფლიო დღე V და VI კლასებში აღინიშნა.

            ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, კვლევითი უნარების განვითარება და იმის გაცნობიერება, რომ დიდი აღმოჩენები ხშირად ერთი პატარა კითხვით იწყება.

            მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო და შემეცნებით აქტივობებში, ჩაატარეს მარტივი სამეცნიერო ექსპერიმენტები, გამოთქვეს ვარაუდები, დააკვირდნენ პროცესებს, გააანალიზეს მიღებული შედეგები და თავად აღმოაჩინეს სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის საინტერესო კანონზომიერებები.

            ექსპერიმენტებმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ, გამოევლინათ ცნობისმოყვარეობა, შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება.

            ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერების სიყვარული სწორედ ასეთი პატარა აღმოჩენებით იწყება! ❤️

            დიდი აღმოჩენები პატარა მკვლევრებით იწყება! 🌍🔍

            #სხივი #მეცნიერებისმსოფლიოდღე #მეპატარამეცნიერივარ #პატარამკვლევრები #განათლება #ექსპერიმენტები

          • მშობელთა კრება-კონფერენცია – ინდივიდუალური შეხვედრები საგნის მასწავლებლებთან

          •   გაცნობებთ, რომ სკოლაში გაიმართება მშობელთა კრება-კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც გექნებათ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად შეხვდეთ და გაესაუბროთ თქვენი შვილის საგნის მასწავლებლებს, მიიღოთ ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრების, მიღწევებისა და საჭიროებების შესახებ.

            შეხვედრები დაიწყება 15:15 საათზე შემდეგი განრიგის მიხედვით:

            📅 16 ნოემბერი, ორშაბათი – V ა/ბ, VI ა/ბ, VIII ბ

            📅 17 ნოემბერი, სამშაბათი – I ა/ბ, II ა

            📅 18 ნოემბერი, ოთხშაბათი – VII ა/ბ, VIII ა

            📅 19 ნოემბერი, ხუთშაბათი – III ა/ბ, IV ა/ბ

            📅 20 ნოემბერი, პარასკევი – IX ა/ბ, X ა, XI ა/ბ, XII ა

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენი კლასისთვის განსაზღვრული შეხვედრის დღე.

            პატივისცემით,სკოლის ადმინისტრაცია

          • ALUMNI MENTORSHIP PROGRAM - სამედიცინო განათლება და კარიერული გზა

          •    გაინტერესებს, რას ნიშნავს იყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და როგორ ააწყო წარმატებული პროფესიული კარიერა საქართველოში თუ საზღვარგარეთ?

            შემოგვიერთდი ონლაინ ვებინარზე, სადაც ჩვენი კურსდამთავრებული, გამოცდილი ექიმები საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაგიზიარებენ, ისაუბრებენ სამედიცინო განათლების თავისებურებებსა და კარიერულ შესაძლებლობებზე და უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს.

            თარიღი: ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026 დრო: 21:00 საათი ფორმატი: ონლაინ (ZOOM)

            სპიკერები:

            თორნიკე ოთიაშვილი - ოფთალმოლოგი, ვიტრეორეტინალური ქირურგი (ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“), მოწვეული ლექტორი (თსუ, კსუ).

            ბაქარი ცირეკიძე - პულმონოლოგიის რეზიდენტი (ზაარლანდის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია).

            ლევან ბაჯელიძე - ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების უმცროსი ექიმი (Mediclub Georgia), მოწვეული ლექტორი (GAU).

            მადონა ახობაძე - ბავშვთა და ზრდასრულთა სერტიფიცირებული ნეიროქირურგი, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეირომეცნიერების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

            ოთარ გოგუაძე - უროლოგიისა და ონკო- უროლოგიის სერტიფიცირებული სპეციალისტი (პინეო სამედიცინო ეკოსისტემა), ასისტენტ-პროფესორი (GRUNI).

            ZOOM-ზე დასაკავშირებელი ინფორმაცია:

            Meeting ID: 820 211 5242 Passcode: 123

            შეხვედრაზე დასწრება - ZOOM⁠

            არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა, უშუალოდ გამოცდილი ექიმებისგან მიიღო ინფორმაცია, დასვა შენთვის საინტერესო კითხვები და მოისმინო პრაქტიკული რჩევები სამედიცინო განათლებისა და კარიერული განვითარების შესახებ!

            #AlumniMentorship #სამედიცინოგანათლება #მედიცინა #ვებინარი #კარიერა

          •  🚀 ვაგრძელებთ განვითარებას ციფრულ სამყაროში!

          • ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ მასწავლებლებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოფი თემაზე —  ხელოვნური ინტელექტით სასწავლო ვიდეორესურსების შექმნა“.

            შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლებმა ისწავლეს, როგორ გარდაქმნან მოთხრობები, ლიტერატურული ნაწარმოებები და საგნობრივი თემები საინტერესო ვიდეორესურსებად.

            ვორქშოფის მთავარი ნაწილი პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო. მონაწილეებმა დამოუკიდებლად შექმნეს საკუთარი ვიდეორესურსები, გამოსცადეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული გამოცდილება.

            განსაკუთრებით სასიხარულო იყო მასწავლებლების აქტიური ჩართულობა, კმაყოფილება და დადებითი უკუკავშირი. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, სწავლების პროცესი უფრო მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მოსწავლეებისთვის საინტერესო გახადოს.

            ✨ ვაგრძელებთ განვითარებას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნას, რადგან თანამედროვე მასწავლებელი მხოლოდ ცოდნის გამზიარებელი კი არა, ახალი შესაძლებლობების შემქმნელიცაა!

            #სკოლასხივი #AIგანათლებაში #მასწავლებელთაპროფესიულიგანვითარება #ციფრულირესურსები

          • სწავლა მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება!

          •  

            III ა კლასის საგანმანათლებლო მოგზაურობა - «ვირლანდიაში» — ახალი ცოდნა, დიდი აღმოჩენები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები!

            ცამ წვიმა ჩამოყარა, მაგრამ ჩვენს განწყობას რას დააკლებდა?! მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ჩვენი  განწყობა ვერაფერმა გააფუჭა!  მასპინძლის გაოცებაც კი დავიმსახურეთ — „ასეთი მხიარული და შეუპოვარი სტუმრები ჯერ არ მყოლიაო!“ წვიმას კი არ ვემალებოდით, პირიქით — თითოეული წუთით ვტკბებოდით!

            სიხარული ამინდზე კი არა, ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული!

            და მერე დაიწყო ნამდვილი თავგადასავალი!  ბავშვები წვიმაში დარბოდნენ, ტალახიან გუბეებს არ ერიდებოდნენ და ისე ერთობოდნენ, თითქოს ეს წვიმა სპეციალურად მათთვის შეუკვეთეს!  მშობლებმაც ვეღარ შეიკავეს თავი,  აღმოჩნდა, რომ ხანდახან უფროსებსაც ძალიან სჭირდებათ ბავშვობაში დაბრუნება!

            დავათვალიერეთ ფერმა, გავეცანით მის ოთხფეხა ბინადრებს, დავაგემოვნეთ ნატურალური რძე და ტბაზეც გავისეირნეთ.

            უღრმესი მადლობა ჩემს პატარა მეგობრებს ასეთი შემართებისთვის და განსაკუთრებული მადლობა მშობლებს, რომლებიც ყველა წამოწყებასა და გამოწვევაში ჩემს გვერდით დგანან. თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ერთობისა და წარმატების მთავარი ძალაა!

            პედაგოგი ეკა ლომთათიძე

             

          • მოგზაურობა ქვის ხანაში 🔥

          • 👣 VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო და შემოქმედებითი პროექტი — „მოგზაურობა ქვის ხანაში“, რომლის მიზანი იყო ქვის ხანის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გაცოცხლება და მისი ყოფის თავისებურებების გააზრება.

            🪵 მოსწავლეებმა კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის გზით წარმოაჩინეს პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელი გარემო, შრომის იარაღები, საკვების მოპოვების გზები და ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებები.

            🎨 პროექტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ, ისტორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ, შემოქმედებითად გადმოეცათ შესწავლილი მასალა და განევითარებინათ კვლევითი, თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარები.

            🌍 პროექტმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, დროში ემოგზაურათ, წარსული უკეთ გაეაზრებინათ და საკუთარი შემოქმედებითობით ისტორია უფრო საინტერესო და ცოცხალი გაეხადათ. ✨

            პედაგოგი: ნინნო ნაროუშვილი

          • „Meine Zukunft, mein Beruf!“ – ჩემი მომავალი, ჩემი პროფესია! 🎓✨

          • პროფესია – გზა მომავლისკენ !

            პროფესია მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ის ადამიანის ნიჭის, ინტერესებისა და ცხოვრებისეული მიზნების გამოხატულებაა. პროფესიის არჩევით ადამიანი საკუთარ მომავალს აყალიბებს, ამიტომ ამაზე ფიქრი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იწყება – ოცნებით, რომელიც თანდათან მიზნად იქცევა.

            ოქტომბრის თვეში მეცხრეკლასელებმა სწორედ ამ თემაზე გერმანულ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები. მათ თავად შეარჩიეს სასურველი პროფესიები და დიდი ენთუზიაზმით ისაუბრეს საკუთარ არჩევანზე, მომავალ გეგმებზე, პროფესიულ სირთულეებსა და გამოწვევებზე.

            განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მათი მონდომება და თავდაჯერებულობა. მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი აზრების გერმანულ ენაზე გადმოცემა და კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ უცხო ენა მხოლოდ სასწავლო საგანი კი არა, საკუთარი ინტერესებისა და მომავლის შესახებ საუბრის საშუალებაცაა.

            ასეთი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება როგორც ენობრივი უნარების განვითარებაში, ისე საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და მომავლის გააზრებაში.

            ყოველი დიდი გზა ხომ ერთი ოცნებითა და პირველი გაბედული ნაბიჯით იწყება!

            პედაგოგი შორენა ჩალიგავა