მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე იმუშავეს პრეზენტაციებზე: ,,საქართველოს მეფეები". მოსწავლეებს აქამდე ნასწავლი და ცნობილი საქართველოს მეფეებიდან უნდა აერჩიათ ერთ-ერთი მეფე, მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია და წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით. პრეზენტირების დროს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მეფეების თვისებებზე, მათ მიღწევებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებმა საინტერესო ინტერპრეტირება მისცეს აღნიშნულ დავალებას. გარდა იმისა, რომ ყველამ ინდივიდუალური ნაშრომი წარმოადგინა, ზოგიერთმა მოსწავლემ საინტერესო ხერხს მიმართა: შეადგინა ცხრილი, რომელშიც ყველა მეფე აღნიშნა, ცხრილით კი აჩვენა მეფეების დადებითი, უარყოფითი მხარეები, მათი მიღწევები და მეგობრებს გააცნო საკუთარი დამოკიდებულება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციების დასასრული, როდესაც მოსწავლეები შეფასებებს აძლევდნენ პრეზენტატორს, აქებდნენ, რჩევებს აძლევდნენ, აკრიტიკებდნენ, განიხილავდნენ და მსჯელობდნენ სამართლიანად ნაშრომების შესახებ.
#სწავლასწავლებისმაღალიხარისხისუპირატესობები
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე