სიახლეები

          • 🌟 რეკორდის წელი ჩვენს სკოლაში!

          •  

            🌟 ეს წელი ჩვენი სკოლისათვის ნამდვილად გამორჩეულია 🎉დიდი სიხარულით გიზიარებთ განსაკუთრებულ მიღწევას 👏

            🎓 ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლემ, მეჰმეთ აქიფ ქოჩმა,📊 SAT-ის გამოცდაზე მათემატიკაში 800 ქულიდან სრული 800 ქულა მოიპოვა! 🏆➗

             ეს შედეგი მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და მაღალი აკადემიური სტანდარტების ნათელი მაგალითია 🌟

            🎉 ვულოცავთ მეჰმეთ აქიფს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას! 

            ასეთი გამარჯვებები ქმნის ჩვენი სკოლის ისტორიას ❤️🏫

            #რეკორდისწელი 

            #SAT800 

            #სკოლისსიამაყე 

            #წარმატება 

            #მომავლისლიდერები

          • ❤️საქველმოქმედო აქცია

          • საქველმოქმედო კლუბისა და თვითმმართცელობის მიერ განხორციელებული ინიციატივის ფარგლებში, შეგროვებული შემოწირულობებით დავეხმარეთ 14 ოჯახს, რომლებიც საჭიროებდნენ პირველადი აუცილებლობის მხარდაჭერას.

            ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ნდობა, ამიტომ ამ პოსტს თან ვურთავთ ხარჯების დამადასტურებელ ჩეკებსა და თანხის ამონაწერს, ქვემოთ ასევე მოცემულია პროდუქტების რაოდენობა, როგორც ცალკეულ ოჯახზე, ასევე ჯამურად, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიღებული და გამოყენებული რესურსების შესახებ.

            🔶 თანხის სრული რაოდენობა: 2048 ლ (დარიცხვის გზით- 1713 ლ; ნაღდი თანხით- 335 ლ)

            🔶 დანახარჯი ჯამურად: 1921 ლ

            🔶 ნაშთი: 130 ლ

            ზემოთ აღნიშნული ნაშთი მოხმარდება შემდეგ საქველმოქმედო თუ სამოქალაქო ღონისძიებას.

            გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულობა გაიღო ამ კეთილ საქმეში. ❤️

          • 🎭 ჰენზელი და გრეტელი

          • „ჰენზელი და გრეტელი“ 💙✨მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოდგენილი სპექტაკლით „ჰენზელი და გრეტელი“ ძმები გრიმების ცნობილი ზღაპარი გააცოცხლეს.🎭 სპექტაკლი შემოქმედებითი გამოვიდა, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.კლასის დამრიგებელი და გერმანული ენის პედაგოგი - ნინო გულაშვილი.#გერმანულისკოლასხივი

          • 🎭 ალისა საოცრებათა ქვეყანაში

          • 🎭 სპექტაკლი - „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ 🌟IV ა კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის, შორენა გაბისონიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი - „Alice in Wonderland“✨💫🧚‍♀️🪄მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები, წარმოაჩინეს საკუთარი სამსახიობო ნიჭი და ენობრივი უნარები.✨⚜️სპექტაკლი გამოირჩეოდა ფერადი სასცენო დეკორაციებით, შემოქმედებითი კოსტიუმებითა და ბავშვების გულწრფელი ემოციებით.პატარა მსახიობებმა თავიანთი შესრულებით მაყურებელთა აპლოდისმენტები დაიმსახურეს🩵#სკოლასხივი #aliceinwonderland

          • 🏛️ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

          • „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას“ ✨ — ილიას ამ ცნობილი და ღრმად პატრიოტული სიტყვებით დაიწყო საინტერესო საუბარი ექსკურსიამძღოლმა 🎤📖, რომელიც მე-11 კლასის მოსწავლეებს მანსპინძლობდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 🏛️🍃

            საოცარი გარემო ✨, მე-19 საუკუნის უდიდესი შემოქმედის ცხოვრების დეტალებით განცდილი ემოცია 💭❤️, ილიას პოლიტიკურ-ეკონომიკური მოღვაწეობის უცნობი ამბები 📚, პირადი ცხოვრების რომანტიკული პერიოდი 💕 და მრავალი სხვა საინტერესო ისტორია გახდა ცნობილი სტუმარი მოსწავლეებისთვის 👩‍🎓👨‍🎓

            „წმინდა ილია მართალს თქვენი ხილვა ძალიან გაუხარდებოდა“ 🙏🌟 — ამ სიტყვებით გამოაცილა მშვენიერმა ქალბატონმა ლამაზი გოგო-ბიჭები 😊🌸 და მრავალი შთაბეჭდილება გამოაყოლა მათ საგზლად 🎒💫

          • 🎨 საშემოდგომო გამოფენა ე. ახვლედიანის გალერეაში

          • ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიმართა ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში 🍁🎨, სადაც ჩვენი სკოლის „სხიველები“ ექსპოზიციის უცვლელი მონაწილეები არიან 🖼️✨ამჯერად წარმოდგენილი იყო მე-8 კლასის მოსწავლეთა საოცრად თბილი, შემოდგომის ესთეტიკით გამსჭვალული ნამუშევრები 🍂🧡, რომლებმაც, როგორც ყოველთვის, დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა 👏😊

            წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ მხატვრებს! 🌟🎉

          • საქველმოქმედო აქცია

          • ქველმოქმედება- ეს ხომ უანგარო სიკეთეა, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. იგი აბედნიერებს ადამიანს და აძლევს მას შესაძლებლობას დაუღალავად აკეთოს სიკეთე.

            • ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის” საქველმოქმედო-სამოქალაქო კლუბი ხელს უწყობს მრავალი საქველმოქმედო იდეისა თუ ინიციატივის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს შემოწირულობებსაც, ეს ყოველივე კი მოხმარდება საჭიროების მქონე ოჯახების მხარდაჭერას. აღნიშნული საქმიანობა ემსახურება სოლიდარობის, თანადგომისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას სასკოლო საზოგადოებაში.

            შეიტანე შენი წვლილი ოჯახების დახმარებისთვის და შემოწირულობისთვის

            GE21BG0000000603340044

            (ქ.ნ)

            #სიკეთე გადამდებია

            #გაუწოდე დახმარების ხელი

            #შენ მნიშვნელოვანი ხარ

            #ერთად უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთ

            #იყავი ჩვენ გვერდით

          • ⚡️ ენერგია, რომელიც ქმნის მომავალს

          • ენერგეტიკის დღის აღსანიშნავად  მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი, რომელიც მომავლის ენერგიის წყაროებს მიეძღვნა. 🌍✨

            მოსწავლეებმა ოთხი მთავარი მიმართულება განიხილეს:

            💨 1. ქარის ენერგია – როგორ გარდაიქმნება ჰაერის ნაკადი მძლავრ ელექტროენერგიად? ქარის ტურბინები დღეს ეკო-მეგობრული მომავლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

            ☀️ 2. მზის ენერგია – ამოუწურავი რესურსი, რომელიც ჩვენს სახლებსა და ქალაქებს მზის სხივების მეშვეობით აცოცხლებს. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

            ⚛️ 3. ატომური ენერგია – მინიმალური გამონაბოლქვი და მაქსიმალური სიმძლავრე. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხოებასა და მის გადამწყვეტ როლზე გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

            ♻️ 4. ბიოგაზი – ნარჩენებიდან ენერგიამდე! ეს მიმართულება გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის ნარჩენების ჭკვიანური გამოყენება ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.

            🙌 მადლობა მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო კვლევისა და პრეზენტაციებისთვის!

            #ენერგეტიკისდღე

            #მწვანეენერგია

            #განათლება

            #მომავალიჩვენია

            #ეკოლოგია

            #სკოლასხივი

          • 🎭 მოზარდ მაყურებელთა თეატრში

          • 🎭11 დეკემბერს, მე-5 და მე-6  კლასის მოსწავლეები, მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „მაგდანას ლურჯა“, სადაც ნათლად იყო წარმოჩენილი მაგდანას ოჯახის მძიმე ყოფა და ადამიანის სიკეთის ძალა. დადგმამ ბავშვებს თვალსაჩინოდ აჩვენა ეპოქის სოციალური პრობლემები და ძირითადი ფასეულობები.

            🎭მოსწავლეები ინტერესით ადევნებდნენ თვალს მოვლენებს და სპექტაკლის შემდეგ აქტიურად განიხილეს პერსონაჟები და თემები. აქტივობამ ხელი შეუწყო მათში ემპათიისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 

          • 📢 კრება-კონფერენციის განრიგი

          • 🕒 დაწყების დრო: 15:10 სთ

            📅 8 დეკემბერი (ორშაბათი)

            • 🎓 V ა

            • 🎓 V ბ

            • 🎓 VI ა

            • 🎓 VI ბ

            📅 9 დეკემბერი (სამშაბათი)

            • 🎓 I ა

            • 🎓 III ა

            • 🎓 III ბ

            📅 10 დეკემბერი (ოთხშაბათი)

            • 🎓 VII ა

            • 🎓 VII ბ

            • 🎓 VIII ა

            • 🎓 VIII ბ

            • 🎓 IX ა

            📅 11 დეკემბერი (ხუთშაბათი)

            • 🎓 II ა

            • 🎓 II ბ

            • 🎓 IV ა

            • 🎓 IV ბ

            📅 12 დეკემბერი (პარასკევი)

            • 🎓 X ა

            • 🎓 X ბ

            • 🎓 XI ა

            • 🎓 XII ა