ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ირინა ხეჩანოვი Iru Khechanovi • ირუ ხეჩანოვი საქართველოს ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუს - The Voice-ის გამარჯვებულია. ვულოცავთ ირუს ამ გამარჯვებას და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ირინა ხეჩანოვი Iru Khechanovi • ირუ ხეჩანოვი საქართველოს ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუს - The Voice-ის გამარჯვებულია. ვულოცავთ ირუს ამ გამარჯვებას და ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს პირველკლასელებიც შეუერთდნენ. სასკოლო ბიბლიოთეკაში თვითმართველობის პრეზიდენტ ელენე სებისკვერაძესთან ერთად შეარჩიეს საინტერესო ზღაპრები და გადმოსცეს შთბეჭდილებები.
დღეს აღვნიშნეთ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე, ინგლისურ ენაზე წავიკითხეთ წიგნი სახელწოდებით "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", ვიმსჯელეთ წიგნის გარშემო, რომელის მოგვითხრობდა გოგონაზე, რომელიც სახლიდან იყო გამოქცეული. გოგონა ბებერი ვაშლის ხის ძირას, ჩაცმულ , დიდ, თეთრ კურდღელს ხვდება, რომელიც სადღაც მიიჩქარის. ის ჯიბიდან საათს იღებს და საეჭვოდ ბნელ სოროში უჩინარდება... ალისა გამბედაობას იკრებს და კურდღელის კვალს მიყვება... და ის საოცარ ზღაპრულ სამყაროში ხვდება, სადაც ყველაზე აუხდენელი ფანტაზიები სრულდება... წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ვუყურეთ ანიმაციას.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა მე-4 ბ კლასიც. მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას და თანაკლასელებთან ერთად, საჯაროდ ამოიკითხეს მათთვის საინტერესო ეპიზოდი.
პედაგოგი: თ. გურგენიძე
ბოლო წლებია სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ფართოდ აღინიშნება. ასე მოხდა დღესაც, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე მეორე კლასელებმაც აღნიშნეს.
მეორე კლასმა სასკოლო ბიბლიოთეკაში საკუთარი სურვილით შეარჩიეს წიგნები — ქართული ხალხური ზღაპრები და სკოლის თვითმართველობის პრეზიდენტთან ერთად წაიკითხეს. შემდეგ ბავშვებმა ისაუბრეს წაკითხულ ზღაპრებზე დაასახელეს ყველაზე მეტად რომელი ზღაპარი მოეწონათ და რატომ? დაახასიათეს პერსონაჟები, აღნიშნეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები და შექმნეს კომიქსები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო:
იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
მე-6 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ამ მნიშვნელოვანი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. მოიძიეს, შეაგროვეს და კლასში გამოფინეს შოთა რუსთაველის პოემის ,,ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა გამოცემა. თითოეულმა მოსწავლემ შეარჩია სასურველი გამოცემა, ამოირჩია პოემის მონაკვეთი და ხმამაღლა წაიკითხა.
#წიგნისმსოფლიოდღექართულგერმანულსკოლაში
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-3 ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას.
თანაკლასელებს წარუდგინეს თავიანთი საყვარელი წიგნი, იმსჯელეს შინაარსზე, განიხილეს პერსონაჟები და ხმამაღლა, საჯაროდ ამოიკითხეს საყვარელი წიგნის თითო აბზაცი.
ესამეკლასელებმა სასკოლო ბიბლიოთეკაში საკუთარი სურვილით შეარჩიეს წიგნები — ქართული ხალხური ზღაპრები და წაუკითხეს თანაკლასელებს. წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა ისაუბრეს წაკითხულ ზღაპრებზე დაასახელეს ყველაზე მეტად რომელი ზღაპარი მოეწონათ და რატომ? დაახასიათეს პერსონაჟები, აღნიშნეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები და ხელოვნების გაკვეთილზე შექმნეს ილუსტრაციები.
წიგნის საჯაროდ კითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში დაიგეგმა კლასში. მომდევნო დღეებში მშობლებიც შემოგვიერთდებიან.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მეორეკლასელებმა გადაწყვიტეს ჩართულიყვნენ ამ გამოწვევაში .მათ წაიკითხეს წიგნები ხმამაღლა. ჩვენი დევიზია :"წავიკითხოთ წიგნები,უკეთესნი ვიქნებით " !
31 იანვრიდან, ფუნქციონირებას იწყებს გერმანული ენის წრე დამწყებთათვის ( A 1 დონე )
მეცადინეობი ჩატარდება სამშაბათს და ოთხშაბათს 15:15 სთ -დან 16: 15 სთ-მდე
გერმანული ენის წრე ფასიანია და მისი ღირებულებაა თვეში 50 ლ .
პედაგოგი ნათია ჟღენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებმა მიმართეთ დამრიგებლებს .
ასევე სკოლაში მოქმედი საშაბათო სკოლის მომსახურეობა, მშობელთა სურვილის გათვალისწინებით, ხელმისაწვდომი გახდა მე-7 კლასის მოსწავლეებისთვისაც.
შეგახსენებთ, რომ შაბათის სკოლა მომსახურეობას უწევს მათ ვისაც მათემატიკურ/ტექნიკური ინგლისური ტერმინოლოგიის სწავლის სურვილი აქვს. შაბათის სკოლაში რეგისტრაცია მოხდება ტესტირების შედეგად მათემატიკასა და ინგლისურში.
მეცადინეობები ჩატარდება შაბათობით 3 სააათზე .
საშაბათო სკოლის მომსახურეობა არის უფასო.
მასწავლებელი ჰუსეინ ჩეფიქი.
მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“.
მათ საზეიმოდ, საშობაო სიმღერებითა და ცეკვებით დაასრულეს სასწავლო წლის პირველი სემესტრი.
მოსწავლეთათვის დღე შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
დამრიგებელი: თამარ გურგენიძე
ახალი წლის დადგომას ბავშვები მხიარულად ელიან, რადგან სჯერათ, რომ შეიძლება სასწაული მოხდეს და მათი ოცნება ახდეს.
ფერიები, თოვლის ბაბუა, სანტა... ეს პერსონაჟები ბავშვების განუყრელი ნაწილი და ჯადოსნური მეხსიერებაა.
მეორეკლასელები მშობლებთან ერთად ესტუმრნენ შალვა ძნელაძის მუზეუმს, სადაც ბუხართან მჯდომი თოვლის ბაბუა პატარებს საახალწლო საჩუქრებით სავსე ხურჯინით ელოდებოდა. მიღებულმა საჩუქრებმა ბავშვები ძალიან გაახარა. გახარებული ბავშვები ერთმანეთს ხალხური სიმღერების, ცეკვასა და ლექსების თქმაში ეჯიბრებოდნენ. მათ არც მშობლები ჩამორჩნენ. მათთვის მომზადებულ კითხვებს პასუხობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ... გამარჯვებული ჯგუფები დაჯილდოვდნენ.
გერმანული პედაგოგმა თეკლა კაპანაძემ IVა კლასში დადგა სპექტაკლი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ („Die Zauberflöte”), მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა პესონაჟის როლი და გაითამაშეს სიუჟეტი. იმღერეს ოპერის ერთ-ერთი მთავარი სცენის არია „Das klinget so herrlich”. სპექტაკლი ორ ენაზე გერმანულ და ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
Iა კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს სპექტაკლი ,,საახალწლო ნატვრა“
პატარებმა ლექსებით და სიმღერებით გაალამაზეს ღონისძიება. სპექტაკლის დასასრულს, თოვლის ბაბუამ საჩუქრებით გაახარა პატარები. პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის I სემესტრი მხიარულად დასრულდა.
2022 წლის 27 დეკემბერს III –ა კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს საახალწლო სპექტაკლი „გადარჩენილი ნაძვის ხე“.
მესამეკლასელები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ემზადებოდნენ მაყურებელთან შესახვედრად, ამზადებდნენ მარტივ დეკორაციებს, მართავდნენ რეპეტიციებს, მუშაობდნენ მეტყველების დახვეწაზე.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ მესამეკლასელებმა გაითამაშეს „საიდუმლო სანტა“, რაც სახალისო აღმოჩნდა მათთვის.
ღონისძიების მიზანი იყო:
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში გერმანულ ენაში ჩატარდა შიდა სასკოლო ტური. პირველ ტურში გაიმარჯვა 8 მოსწავლემ, ხოლო მე-2 ტურში გამოვლინდნენ I-IV ადგილის მფლობელები.
პარალელურად მოსწავლეები გერმანული ენის მასწავლებლის მიერ ჩართულები იყვნენ გოეთეს ინსტიტუტის აქტივობაში სახელწოდებით ,,Superkraft Deutsch“, ,,გერმანული სუპერძალა“.
მოსწავლეები დაჯილდოვდნენ გოეთეს ინსტიტუტისა და სკოლის მიერ შერჩეული საჩუქრებით.
აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას და გერმანული ენის საფუძვლიანად შესწავლას.
ვულოცავთ ჩვენ მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებსა და მიზნების მიღწევას ვუსურვებთ!
გერმანული ენის მასწავლებელი : ნათია ჟღენტი
ქართულ-გერმანულმა სკოლამ საახალწლო განწყობა გასართობი აქტივობით აიმაღლა.
დირექციის ინიციატივითა და ხელშეწყობით მასწავლებლები კათედრების მიხედვით დაჯგუფდნენ და ერთმანეთს შეეჯიბრენ სხვადასხვა თამაშში, მხიარულად და გულდასმით ასრულებდნენ ღონისძიების წამყვანის საინტერესო მითითებებს. აქტივობა საკმაოდ ხალისიანი და დასამახსოვრებელი იყო. ბოლოს კი მონაწილეებმა ერთმანეთს საიდუმლო სანტების ვინაობაც გაუმხილეს და საჩუქრები გაცვალეს.
Powered by aSc EduPage