• ⭐️ ელენე სებისკვერაძის წარმატება

          • Charles University Politics, Philosophy and Economics Program Charles University

            Work pays off

            მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, გვერდით დამიდგა და ჩემი წარმატების სჯეროდა

            ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ოჯახს - განსაკუთრებით, დედას, მამას და გიოს

            მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩემს წარმატებაში, დაწყებითი კლასიდან-დღემდე

            მადლობა თითოეულ ორგანიზაციას, რომელმაც არაფორმალური განათლება მომცა

            განსაკუთრებული მადლობა ჩემს college counselor-ს მურათ მას და ჩემს სკოლას ქართულ-გერმანული სკოლა “სხივი”

            მე-14 საუკუნეში დაარსებული ჩარლზის უნივერსიტეტი, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული უნივერსიტეტია, ვაცლავ ჰაველის, კაფკასა და მრავალი გენიალური ადამიანის განათლების წყაროა

            უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვეზიარო ჩარლზის საერთაშორისო და მრავალფეროვან გარემოს.

             

             

             

            💫 ელენე, შენი წარმატება ჩვენთვის საამაყოა. 🎉 დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია🌟 გახსოვდეს, რომ შენი სკოლა და მასწავლებლები მუდამ შენი გულშემატკივრები იქნებიან და სიხარულით გავიზიარებთ შენს მომავალ მიღწევებს! 💖😊

             

          • 🎭 მე-7 კლასის მოსწავლეები ახმეტელის თეატრში

          • 🎬🎤🎹🎭🎨როლური თამაშები ბავშვების ბუნებრივი განვითარების ატრიბუტია. სწორედ ამიტომ, მე-7 კლასის მოსწავლეები ახმეტელის თეატრს ესტუმრნენ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ჰელადოსი” არაჩვეულებრივ დადგმას უყურეს. 🧍‍♂️🤷‍♀️🧏‍♀️🙋‍♂️🙋‍♀️💁‍♂️🙆‍♀️მოსწავლეებმა ცოცხლად და სანახაობრივად ნახეს ნაწარმოების საყვარელი გმირები. უკეთ დაინახეს მათი ხასიათები და გააცოცხლეს ერთ დროს ფანტაზით შექმნილი პერსონაჟის დღიურები.

            🔖🔍❤️ #თეატრი

            #როლურითამაშები

            #ინტერესი

            #დამოკიდებულება

            #ფანტაზია

            #რეალობა

          • 🌟ნუცა შუბლაძისა და მაკა სალხინაშვილის საერთაშორისო სამეცნიერო წარმატება 🌍📚

          • 🌟 ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნუცა შუბლაძემ და მისმა მშობელმა, პროფესორმა, საჯარო სამართლის აკადემიურმა დოქტორმა ქალბატონმა მაკა სალხინაშვილმა მიიღეს მონაწილეობა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში ,,საზოგადოების სამეცნიერო პოტენციალის განვითარება 🌍 “ Scientific Collection «InterConf+», რომელიც ჩატარდა ქალაქ პრაღაში 2025 წლის 19-20 მარტს. 📚 2025 წლის მარტის გამოცემაში #55 (240) მათ დაბეჭდეს ქალბატონი მაკას და ნუცას სამეცნიერო სტატია ,, Legal Regulation for Sanctioning Rules in the Energy, Natural Gas, Water Supply, and Irrigation Sectors“ ელექტრონულ ჟურნალში, რომელსაც კოპერნიკუსის ინდექსი (Index Copernicus) აქვს მინიჭებული.
            🎉 ვულოცავთ მათ ამ წარმატებას! 👏💐
          • 🐝 Spelling Bee -ს ფინალი 

          • ქუთაისში 🏛️, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა Spelling Bee კონკურსის ფინალური ტური 🐝, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დამსახურებულად დაიკავეს პირველი 🥇, მეორე 🥈 და მესამე 🥉 ადგილები.

            საფეხურების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:

            🐝 დაწყებითი საფეხური:

            🌟 პირველი ადგილი - ბარბარე მელიქიძე

            🌟 მეორე ადგილი - სანდრო ესიავა

            🌟 მესამე ადგილი - მეჰმეთ ნერით ულუირმაქი

            🐝 საბაზო საფეხური:

            🎉 პირველი ადგილი - ნიჰათ ორუჯოვი

            🐝საშუალო საფეხური:

            მეორე ადგილი - დავით ქამადაძე

            გამარჯვებულ მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლამ პრიზებით დააჯილდოვა 🎁. გილოცავთ ყველას 🥳 და წარმატებებს გისურვებთ მომავალ კონკურსებში! 🚀

          • 🌸8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა!

          • 🌸🌸8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა!🌼🌼ყოველწლიურად მსოფლიო მარტში ქალთა ისტორიის თვეს აღნიშნავს. სხვადასხვა ადგილებში იხსენებენ ქალების ისტორიულ მიღწევებს, წარმოაჩენენ მათი მნიშვნელობებს და საზოგადოებას იმ ფაქტებს ახსენებენ, რომლებიც ბევრისთვის უცნობია.🌺🌺საქართველოს ისტორიაში ქალის როლი ყოველთვის იმაზე დიდი იყო, ვიდრე ამას აღიარებდნენ.🪷🪷სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მე-10 კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე ,,ქალები ისტორიაში". 🪻🪻მოსწავლეებმა აღნიშნული თემის ფარგლებში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები!

          • ♟️ გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ქართულ-გერმანულ სკოლა “სხივში” დასრულდა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის მე-3 ა და მე-3 ბ კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად: 🏆მე-3 ა კლასიI ადგილი-ნინია რობაქიძეII ადგილი- ნაია მაჩიტიძე და ნუცა ესიავაIII ადგილი- გუგა ელიაური, ანა რაზმაძე, ჰაქან ემირ აირალ და ორჰან ეროლ ჩიმენ🏆მე-3 ბ კლასიI ადგილი-ლუკა ბაკური მაკარიძეII ადგილი- ალექსანდრე არქანია, სერდარ აქიუზ, მარიამ გელაშვილი, ბუშრა ნერის ულუირმაქ, ლოლა ჯომარდიძეIII ადგილი-ლილუ ჯოლბორდი და ნალან ნურიევავულოცავთ მოსწავლეებსა და მშობლებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!🥇🥇🥇🥈🥈🥈🥉🥉🥉🏆🏆🏆🎉🎉🎉♟️♟️♟️♟️♟️♟️♟️#ითამაშეჭადრაკი

          • 💐გილოცავთ დედის დღეს

          • ძვირფასო დედიკოებო, ქართულ-გერმანული სკოლა სხივი💐გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღესასწაულს! დედის დღეს! 🌸 გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების კეთილდღეობასა და გახარებას!💐 მუდამ ენთოს თქვენს თვალებში ბედნიერებისა და გაზაფხულის ნაპერწკალი. 🌷🌺💕