სადებიუტო ვოკალურ კონკურსზე ანასტასია თხელიძემ თავის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. 🥇🥇🥇🥇🥇🥇🥇🥇ვულოცავთ ანასტასიას შესანიშნავ მიღწევას, ესპანეთში გამართულ Fiestalonia 2024-ზე !ვუსურვებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს დიდი კარიერისა და კიდევ მრავალი წარმატების გზაზე!🥇🥇 საერთაშორისო ფესტივალი FIESTALONIA 2024 🇪🇸 ესპანეთი🥇🥇
🥇ვულოცავთ 🎉
📌ოქტომბერი ,,სხივში” პასუხისმგებლობის თვეა
ოქტომბერი ,,სხივში” პასუხისმგებლობის თვეა. დღეს მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს პასუხისმგებლობაზე. პრეზენტაციის გაცნობისა და დისკუსიის შემდეგ კი დაწერეს რა არის მათი პასუხისმგებლობა.
#პასუხისმგებლობა
🔹კულტურული ძეგლები კახეთში
მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგან ჩვენ საქართველოში კახეთის რეგიონის შესწავლის შემდეგ შექმნეს პრეზენტაცია თემაზე: კულტურული ძეგლები კახეთში.
📌 ჯანსაღი ცხოვრება დიდხანს ცხოვრების საწინდარია
მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით გერმანულ ენაზე შექმნეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები. მათ ერთმანეთს შეადარეს ორი ტიპის ადამიანის ცხოვრება: ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჯანსაღად და არაჯანსაღად. მოსწავლეებმა თემის ირგვლივ გამართეს დისკუსია და მსჯელობა, რომლის დასრულების შემდეგ ყველა შეთანხმდა ერთ საკითხზე - ჯანსაღი ცხოვრება დიდხანს ცხოვრების საწინდარია.
🦜პროექტი ინგლისურ ენაში
მე-7 ბ კლასის მოსწავლეების პროექტი ინგლისურ ენაში .
თემა - ფრინველები.
მოსწავლეებმა დაამუშავეს მსოფლიოში გავრცელებული სხვადასხვა გამორჩეული ფრინველის შესახებ ინფორმაცია , შექმნეს პლაკატები და ნახატები, გაამრავალფეროვნეს ვიდეო მასალით და ზეპირმეტყველების სახით წარადგინეს კლასის წინაშე . პრეზენტაციები განსხვავებული, საინტერესო და მრავლისმომცემი ინფორმაციებით იყო გაჯერებული.
📌ქვის ხანის პერიოდის ადამიანის კვალდაკვალ
📌VII ა/ბ და X კლასში განხორციელდა აქტივობა- ქვის ხანის პერიოდის ადამიანის კვალდაკვალ.აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ნამუშევრები, რომლებიც ეხებოდა ამ პერიოდის ადამიანის ცხოვრებას.აქტივობის მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, თუ როგორ ცხოვრობდა ამ პერიოდის ადამიანი, რა იყო მისი ძირითადი საქმიანობა და სხვა...აღნიშნული აქტივობა ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის
📝 რა არის სტერეოტიპი?
#რაარისსტერეოტიპი?
#რატომყალიბდებასტერეოტიპი?
#რომელიცნობილისტერეოტიპებივიცით?
#ვეთანხმებითთუარასტერეოტიპებისარსებობას?
📝🖇️📝🖇️📝🖇️📝🖇️
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
🤗📢💁 ჯგუფური მოხსენებებით ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე - სტერეოტიპები საკმაოდ ამომწურავად ისაურეს და აღნიშნული საკითხი დაუკავშირეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებს ,,ბოშები“. გამოხატეს საკუთარი აზრები და დამოკიდებულებები სტერეოტიპებთან დაკავშირებით, ხოლო საკლასო დისკუსიით ერთ აზრზეც შეჯერდნენ: კოგნიტური და ემოციური ფაქტორები, რომლებიც სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე მოქმედებენ, მათ გამოყენებაზეც ახდენენ გავლენას.
📌 ჩემი საყვარელი ადამიანების პროფესიები
მე-9ა, მე-9 ბ და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს გერმანულ ენაში საინტერესო პრეზენტაციები თემაზე “ჩემი საყვარელი ადამიანების პროფესიები,“ “ურთიერთობა, დამოკიდებულება შვილებსა და მშობლებს შორის.“მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მშობლებს და შვილებს ერთმანეთში, ასევე დაწვრილებით აღწერეს მათი საყვარელი ადამიანების საქმიანობა, ისაუბრეს მათ საყვარელ საქმიანობაზე და რთულ პროფესიებზე, აღნიშნეს რომელი პროფესიები მოსწონთ და რა პროფესიის წარმომადგენლები იქნებიან მომავალში.აღნიშნული თემები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეების ლექსიკური და გრამატიკული ცოდნის გასაღრმავებლად.მე-9ა, მე-9 ბ და მე-11 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს გერმანულ ენაში საინტერესო პრეზენტაციები თემაზე “ჩემი საყვარელი ადამიანების პროფესიები,“ “ურთიერთობა, დამოკიდებულება შვილებსა და მშობლებს შორის.“მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მშობლებს და შვილებს ერთმანეთში, ასევე დაწვრილებით აღწერეს მათი საყვარელი ადამიანების საქმიანობა, ისაუბრეს მათ საყვარელ საქმიანობაზე და რთულ პროფესიებზე, აღნიშნეს რომელი პროფესიები მოსწონთ და რა პროფესიის წარმომადგენლები იქნებიან მომავალში.აღნიშნული თემები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეების ლექსიკური და გრამატიკული ცოდნის გასაღრმავებლად.
🎼მუსიკის საერთაშორისო დღის აღნიშვნა IXა კლასში
მუსიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ჩვენი სკოლის IXა კლასის მოსწავლეებმა გამართეს განსაკუთრებული ღონისძიება. ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მუსიკის ისტორია, სხვადასხვა კომპოზიტორების ბიოგრაფია და შემოქმედება, .
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც დეტალურად განიხილეს ცნობილი კომპოზიტორების ცხოვრება და შემოქმედება.
პრეზენტაციების შემდეგ, გამართეს დისკუსია, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები კომპოზიტორების ნამუშევრების შესახებ.
ასევე მოუსმინეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, რაც დაეხმარათ მუსიკის მრავალფეროვნების უკეთ გაცნობაში და სხვადასხვა სტილის შეფასებაში.
ეს ღონისძიება იყო შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გაეცნოთ მუსიკის ისტორია და კულტურული მრავალფეროვნება, ასევე გაეზიარებინათ თავიანთი ცოდნა და სიყვარული მუსიკის მიმართ.
🤚🖐 ხელების დაბანის მსოფლიო დღე II ბ კლასში
🤚🖐 ხელების დაბანის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს II ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო ყვარელაშვილთან და ინგლისურის პედაგოგ ლალი ასლამაზიშვილთან ერთად.ეს დღე, რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება, ხელს უწყობს ჰიგიენის მნიშვნელობის გაცნობიერებას და ვირუსების გავრცელების პრევენციასმოსწავლებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს,რომ ხელების ხშირად დაბანა აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.ხელების სწორად დაბანის ინსტრუქციის გაცნობის შემდგომ მათ გამოიყენეს მიღებული ცოდნა და სადილობის წინ ხელები დაიბანეს რეკომენდაციის გათვალისწინებით.დღევანდელმა დღემ აქტიურად და ნაყოფიერად ჩაიარა.
🖐️ხელების დაბანის საერთაშორისო დღე II ა კლასში
15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა, ამ დღის აღნიშვნა ეძღვნება მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და იმის გააზრებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების საპნით დაბანა, ჰიგიენის დაცვა.
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ბელა მოლაშხიასთან და ინგლისური ენის მასწავლებელთან ლალი ასლამაზაშვილთან ერთად სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს ხელების დაბანის საერთაშორისო დღე.
მოსწავლეებმა წაიკითხეს გ. კეკელიძის სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი მოთხრობა „თომა და დიდი საიდუმლო“. მოთხრობის მიხედვით შექმნეს ნახატები და გამოფინეს საკლასო ოთახში,
ჩაერთნენ აქტივობაში „ჩვენი სუფთა ხელებით“ - ისაუბრეს ხელების დაბანის მნიშვნელობაზე.
ინგლისური ენის მასწაავლებელთან ერთად დაამზადეს პოსტერი „wash your hands~, სადაც ინგლისურ ენაზე ჩაწერეს ხელების სწორად დაბანის წესები.
სადილის წინ კი წესების დაცვით კიდევ ერთხელ გულმოდგინედ დაიბანეს ხელები.
🌺 ანბანის შემობრძანება
ქართულ - გერმანული სკოლა სხივის პირველკლასელები მხიარულად შეხვდნენ ანბანის შემობრძანებას. ის ხომ ბავშვების საყვარელი, ფერადი მეგობარია , რომელიც ყოველთვის მზად არის ახალ თავგადასავლებში გვამოგზაუროს.
🌺 გაკვეთილი სახალისო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა.
ტვინების ბრძოლის სეზონი იწყება
ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატს ვმასპინძლობთ ჩვენს სკოლაშიც
პირველ ასაკობრივ ჯგუფში შეეჯიბრებიან: III, IV, V - კლასები
მეორე ასაკობრივ ჯგუფში შეეჯიბრებიან: VI, VII, VIII - კლასები
მესამე ასაკობრივ ჯგუფში შეეჯიბრებიან: IX, X, XI, XII - კლასები
ყველას გისურვებთ ახალი სტარტით ახალი სეზონის დაწყებას
საუკეთესო გუნდებს კი ვნახავთ ქალაქის ჩემპიონატზე
ორგანიზატორები: ლიზი ბეზარაშვილი და დავით ქამადაძე.
🏆 ჩვენი მოსწავლის მორიგი წარმატება !
🥰ჩვენი მოსწავლის, ანასტასია თხელიძის მორიგი წარმატება !
🏆2024 წლის მე-3 სეზონის, ფრანჩესკა ლებრუნის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა.ფრანჩესკა ლებრუნის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის შედეგები უკვე ოფიციალურია! ეს სეზონი ნამდვილად შთამაგონებელი იყო, აჩვენა მუსიკოსების შესანიშნავი უნარები, რომლებიც მსოფლიოს 17 ქვეყნიდან იყვნენ წარდგენილნი. გულითად მოლოცვას ვუგზავნით ყველა გამარჯვებულს , გამორჩეული წარდგენებისა და დამსახურებული წარმატებისთვის!
მშვიდობის საერთაშორისო დღე დაწყებით კლასებში 🥰
სიახლეების არქივი
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- ივნისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- იანვარი 2023
- ყველა