21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
#ჩვენარვითვლითქრომოსომებს
მე-4 ა/ბ კლასი უერთდება დაუნის საერთაშორისო დღის აქტივობებს.
,,მზის შვილები ვართ, მზით მორთულობი..."
#ოთარჭილაძე
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
#ჩვენარვითვლითქრომოსომებს
მე-4 ა/ბ კლასი უერთდება დაუნის საერთაშორისო დღის აქტივობებს.
,,მზის შვილები ვართ, მზით მორთულობი..."
#ოთარჭილაძე
ლიტერატურული კონკურსი - „თავისუფლების მწერლები“
მიზანი: მოსწავლეთა აქტიური სასკოლო ცხოვრების ხელშეწყობა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ორგანიზატორები: IX-ბ კლასის მოსწავლეები: ელენე სებისკვერაძე და ელენე მცხვეთაძე
ჟიურის წევრები: ნანა ყანჩაველი, მარიტა დეკანოიძე, გიორგი მიქაბერიძე, ნია ანანიძე
ასაკობრივი ჯგუფი: IV,V,VI კლასის მოსწავლეები
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა:
I -ტური
ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეებს, „ბომბორას“ ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, ლიტერატურული თხზულებები უნდა შეექმნათ.
ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა.
II - ტური
არა ომს! - მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური საკითხები ყურადღების მიღმა არ უნდა რჩებოდეს. სოლიდარობა - ცივილიზებულ სამყაროში ადამიანთა ურთიერთობების უპირობო ფორმაა.
მოსწავლეებმა წერილის ფორმატით დააფიქსირეს და გამოხატეს საკუთარი პოზიცია თუ თვალთახედვა.
კონკურსის შედეგები: გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
* ანალიტიკური წერილი - ქეთი შუბლაძე
* ემოციური მიმართვა - ანა ხუჭუა
* ყველაზე პატარა მხარდამჭერი - შირინ სალაროვა
სკოლის დირექციით სახელით, მონაწილეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 ა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
შაბათს, 12 მარტს ვესტუმრეთ ბავშვთა სახლს. მეშვიდე კლასელთა მიერ შეგროვებული წიგნები გადავეცით ბენეფიციარებს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც ნებისმიერი ფორმით, მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობაში.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის, მეშვიდე კლასელთა ახალი პროექტი რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის წიგნების შეგროვებას, დახარისხებას და თანატოლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას.
მოსწავლეებმა 10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით შეაგროვა წიგნები 8-დან 18-წლამდე მოზარდებისთვის. პროექტის ორგანიზატორები ესტუმრნენ ერთ-ერთ ბავშვთა სახლს სადაც თანატოლებს მოუწყვეს მცირე ბიბლიოთეკა.
პროექტის ხელმძღვანელები - 7-ა კლასის მოსწავლეები: ანასტასია კიკნაძე, იაკობ ძიძიგური, დავით ქამადაძე.
მიუხედავად დიდთოვლობისა ჩვენ მაინც ვპოულობთ გზებს სპორტული აქტივობებისთვის
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი კადეტთა შორის.
9 წლამდე ჩემპიონატის სუპერფინალში ნიკა წულაიამ დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული!
ვულოცავთ ნიკას ამ დიდ გამარჯვებას და ასევე ევროპის სასკოლო პირველობაზე საგზურის მოპოვებას!
ჩემპიონატი 20-30 აპრილს, საბერძნეთში გაიმართება.
წარმატებები ნიკას !
ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ბედნიერები, წარმატებულები, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსენი ყოფილიყავით! გისურვებთ, ყოველი დღე გაზაფხულივით ფერადი და ნათელი გქონოდეთ!
Bald kommt der Muttertag.In Georgien feiert man diesen Tag am 3 März.In den 6 a und b Klassen haben die Schüler ihrer Mutter einen Brief gewidmet.Sie haben ihrer Mutter herzlich gratuliert.Sie wollen ,dass alle Mütter in der ganzen Welt glücklich wären.
მალე დადგება დედის დღე, რომელსაც 3 მარტს აღვნიშნავთ.
მე 6 ა და ბ კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს წერილი მიუძღვნეს, გულით მიულოცეს. ბავშვების სურვილია, რომ ყველა დედა მსოფლიოში ბედნიერი იყოს.
Die Lehrerin Natia Zhgenti.
#რეკლამაარასდროსყოფილაასემხატვრულადგახმოვანებული
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე VI (ბ) კლასის მოსწავლეები რეკლამის არსსა და საჭიროებას გაეცნენ. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა გაიაზრეს რეკლამის ძირითადი პრინციპები, ამის შემდეგ კი გამოთქვეს სურვილი თავად შეექმნათ სარეკლამო ტექსტები და გაკვეთილზე არაჩვეულებრივი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე
დასვენება აუმჯობესებს ჩვენი კეთილდღეობის ხარისხს.
დასვენება ამაღლებს ჩვენს პროდუქტიულობას.
დასვენება გვაბედნიერებს, სწორედ ამიტომ ქართულ-გერმანული სკოლის დირექციის ინიციატივით , თანამშრომლები ბაკურიანს ვესტუმრეთ. განვიტვირთეთ, ჯანსაღი ემოციებით ავივსეთ და სასიამოვნოდ გავატარეთ უქმე დღე.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის, მეშვიდე კლასელთა ახალი პროექტი რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის წიგნების შეგროვებას, დახარისხებას და თანატოლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას.
10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით ვაგროვებთ წიგნებს 8-დან 18-წლამდე მოზარდებისთვის. შეგროვებული წიგნებით ვესტუმრებით ერთ-ერთ ბავშვთა სახლს სადაც მოვუწყობთ მცირე ბიბლიოთეკას.
ვისაც გსურთ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ პროექტში გთხოვთ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას ან პროექტის ხელმძღვანელებს - 7-ა კლასი: ანასტასია კიკნაძე, იაკობ ძიძიგური, დავით ქამადაძე.
მშობლებმა უგემრიელესი კერძი "Kayseri Yağlısı" და დესერტი "Helva Tatlısı" შემოგვთავაზეს. მომავალ სამშაბათსაც გველოდება უგემრიელესი კულინარიული შედევრები. შემოგვიერთდით!
2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა!
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის II ბ კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ დღის აღნიშვნას. დამრიგებლის ინიციატივით თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა თავისი საყვარელი წიგნი, ბავშვებმა ისუბრეს მოთხრობის/ზღაპრის სიუჟეტის შესახებ და ამოიკითხეს მათთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი.
აქტივობის ბოლოს გააკეთეს ჩანაწერები და მასწავლებთან ერთად ხმამაღლა, საჯაროდ კიდევ ერთხელ წაიკითეს წიგნები.
დამრიგებელი: თ.გურგენიძე
2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა
ამ მნიშვნელოვან დღეს კითხვისა და შემეცნების მოტივაციის ამაღლება, ლიტერატურული შთაბეჭდილებების გაზიარება და დაუვიწყარი ემოციური თანაგანცდა ახლავს თან.
ქართულ–გერმანული სკოლის მე–4 (ა/ბ) კლასის მოსწავლეებმა ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ნაწარმოების ,,პატარა პრინცი" ფრაგმენტები წაიკითხეს და ასე შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე
მშობელთა ინიციატივითა და ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’ დირექციის ხელშეწყობით სკოლასთან არსებული კულინარიის კლუბი მუშაობას 8 თებერვლიდან განაახლებს.
გაწევრიანების მსურველებს ელოდებათ ქართული და თურქული სამზარეულოს ტრადიციული კერძების მომზადებისა და დაგემოვნების საინტერესო პროცესი.
შემოგვიერთდით!
იმეგობრეთ სამზარეულოსთან;
ისწავლეთ გემრიელი ნუგბარის მომზადება და დატკბით თქვენი ნახელავით;
გახდით კლუბის წევრი და გაიზიარეთ გემრიელი კერძების გემო და სურნელი;
ჩვენთან მზადება სახალისოა;
გელოდებით 8 თებერვლიდან 14 : 00 საათზე!
თქვენ ქართული და თურქული სამზარეულოს საიდულოებები გელოდებათ.
2021 წლის 24 დეკემბერს II ა კლასში ჩატარდა საახალწლო გასართობი პროგრამა „მხიარული ახალი წელი“.
პროგრამის ფარგლებში მეორე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ სახალისო გუნდურ თამაშებში.
შეასრულეს სახალისო მათემატიკური აქტივობები, ააწყვეს ანაგრამები,
გაითამაშეს სახალისო სიტუაციები სკოლასა და სახლში;
შეასრულეს საახალწლო სიმღერა და ცეკვა;
ბოლოს კი გაითამაშეს „საიდუმლო სანტა“,.
პედაგოგი : ბელა მოლაშხია ბელა მოლაშხია
Powered by aSc EduPage