სიახლეები

          • 🏆⚽ მეგობრობისა და სპორტის დღე ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში IV–V კლასის მოსწავლეებს ეწვივნენ ბაქსვუსის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 🤝🌍

            ვიზიტის ფარგლებში სკოლის სტადიონზე გაიმართა მეგობრული საფეხბურთო მატჩი, რომელიც მაღალი სპორტული კულტურით, გუნდური სულისკვეთებითა და სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვით წარიმართა. ⚽

            ⚽ თამაშს განსაკუთრებულ ემოციას სძენდა გულშემატკივართა აქტიური მხარდაჭერა, რომელმაც სტადიონზე პოზიტიური და მეგობრული გარემო შექმნა. 👏📣

            დაძაბული და საინტერესო თამაშის შედეგად შეხვედრა ანგარიშით 6:4 ჩვენი მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა. 🏆

            მსგავსი ერთობლივი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებაში, საერთაშორისო მეგობრული კავშირების გაძლიერებასა და სპორტული ღირებულებების დამკვიდრებაში.

            დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სპორტი აერთიანებს, მეგობრობა ამყარებს ურთიერთობებს და საბოლოოდ — მეგობრობა იმარჯვებს. 🤝✨

          • ჩვენი მოსწავლის თვალით დანახული სკოლა 😊🏫

          •    ბავშვისთვის სკოლა მხოლოდ სწავლების ადგილი არ არის — ეს არის სიხარულის 😊, მეგობრობის 🤝 და აღმოჩენების 🌟 სივრცე. აქ ყოველი დღე ახალ ემოციებს ✨, წარმატების განცდასა 🏆 და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას 🌈 უკავშირდება. ბავშვის თვალით დანახული სკოლა ნიშნავს გარემოს, სადაც თავს უსაფრთხოდ 🫶, დაფასებულად 💛 და ბედნიერად 😄 გრძნობს, ხოლო სწავლა საინტერესო 📚 და სასიამოვნო გამოცდილებად იქცევა.

          • 🍭✨ ჯადოსნური მოგზაურობა „სატკბილეთის ქვეყანაში“ 📚🍬

          •  

            წიგნის საჯარო კითხვის კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი კლასების ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ინიციატივით, ჩვენი პატარების სტუმარი საყვარელი საბავშვო მწერალი — ირმა მალაციძე იყო 👩‍💼📖.

            მწერალმა ბავშვებს თავისი წიგნიდან „სატკბილეთის ქვეყანა“ ერთ-ერთი თავი წაუკითხა 📚🍭.კითხვის დასრულების შემდეგ:

            ✨ გაიმართა საინტერესო დისკუსია წაკითხულის ირგვლივ 💬🎨 ბავშვებმა ფურცლებზე გადაიტანეს მიღებული შთაბეჭდილებები და დახატეს ზღაპრული სამყარო 🖍️🌈❓ პატარებმა მწერალს უამრავი შეკითხვა დაუსვეს და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს 😊

            განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო III-ა კლასის მოსწავლეების სიურპრიზი 🎁 — ისინი სტუმარს საკუთარი ხელით მომზადებული ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ 🍪🍫, რითაც „სატკბილეთის ქვეყანა“ რეალობად აქციეს ✨🍬.

            ღონისძიება დასრულდა ავტოგრაფების სესიით ✍️📖 და — მწერლის სახელობის ვარსკვლავის გახსნით ⭐🌟, რაც კვირეულის ლამაზ ტრადიციად დამკვიდრდა.

            მადლობას ვუხდით ირმა მალაციძეს სტუმრობისთვის 🙏💐 და ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღის ჩუქებისთვის ❤️📚.

            #წიგნისკვირეული #განათლება #სკოლა #ირმამალაციძე #სატკბილეთისქვეყანა #კითხვაბედნიერებაა 📖✨

          • 📚✨ წიგნის კვირეული და ახალი „ვარსკვლავი“ ჩვენს სკოლაში! ⭐

          •    დაწყებითი კლასების ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ინიციატივით, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული ჩატარდა! 📖სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ საბავშვო მწერლები. კვირეულის პირველი სტუმარი საბავშვო მწერალი — ლელა ცუცქირიძე გახლდათ. 👩‍💼📚

            შეხვედრა ნამდვილ დღესასწაულად იქცა 🎉:

            • მწერალმა პატარებს თავისი წიგნიდან — „მხიარული ოჯახი და სხვები“ — საინტერესო ნაწყვეტები წაუკითხა 📖✨• მოსწავლეებმა მიღებული შთაბეჭდილებები ნახატებში გააცოცხლეს 🎨 და საკუთარი ნამუშევრები ავტორს თავად წარუდგინეს 🖼️• შეხვედრის ბოლოს ბავშვებმა სამახსოვრო ავტოგრაფები მიიღეს ✍️💫 და მწერალს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს ❓😊

            დღის კულმინაცია კი განსაკუთრებული სიურპრიზი იყო — ჩვენს სტუმარს სიმბოლური ვარსკვლავი გავუხსენით ⭐🌟, რითაც პატარებმა მადლიერება და სიყვარული გამოხატეს მისი შემოქმედების მიმართ ❤️📚

            პირველი შეხვედრა შედგა — წინ კიდევ ბევრი ლიტერატურული თავგადასავალი გველის! 🚀📖✨

            #წიგნისკვირეული #ლელაცუცქირიძე #მხიარულიოჯახი #სკოლისცხოვრება #პირველიშეხვედრა

          • 🇬🇪✨ 23 თებერვალი — ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა.

          •  

            🕯️ დღე, რომელიც გვახსენებს ახალგაზრდა გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს.

            ❤️ მათი თავდადება დღემდე რჩება პატრიოტიზმის, სიმამაცისა და ღირსების მაგალითად.

            📚 XI კლასის პრეზენტაცია👩‍🏫 პედაგოგი: ნინო ნაროუშვილი

          • 🌍მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ჩვენს სკოლაში

          • 🌍 მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მე-11 კლასის მოსწავლეებმა: ლ.ბეზარაშვილმა, ა. კიკნაძემ ,ქ. ნემსიწვერიძემ და ლ. ქარსილიდმა  მოამზადეს ვიდეორგოლი, რომელიც ეძღვნება მსოფლიოს სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მშობლიურ ენებს — მათ მრავალფეროვნებას, სილამაზესა და მნიშვნელობას.ენა არის კულტურის, ისტორიისა და იდენტობის მატარებელი. თითოეული ენა უნიკალურ სამყაროს გვაცნობს და გვასწავლის ერთმანეთის პატივისცემასა და თანაცხოვრებას.ჩვენი სკოლა აფასებს მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს და სიყვარულით ატაროს თავისი მშობლიური ენა.

            🤝 მრავალფეროვნება გვაერთიანებს 

            .#მშობლიურიენისდღე #კოსმოპოლიტობა#მრავალფეროვნება#ტოლერანტობა#სკოლასხივი

            პედაგოგი ნანა ყანჩაველი

          • 🎉 ვულოცავთ წარმატებას!

          • ვულოცავთ X კლასის მოსწავლე, სოსო ასანიძეს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმებზე — Coursera-სა და W3Schools-ში — პროფესიული კურსების წარმატებით დასრულებასა და სერტიფიკატების მიღებას.

            📚 მიზანდასახულობა, მუდმივი სწავლა და განვითარების სურვილი სწორედ ის ძალაა, რომელიც მომავალ წარმატებებს ქმნის. სოსოს მიღწევა ჩვენი სკოლისათვის განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია.

            👏ვუსურვებთ წინსვლით, ახალი შესაძლებლობებითა და წარმატებებით სავსე მომავალს!

          • ♟️ ჩვენი მოსწავლეების წარმატება! 🏆

          • 📣 ჩვენი სკოლის მოსწავლეების — ჰასან ჯემალ ქოჩისა და ლუკა ქუთელიას წარმატება! 🏆♟️

            ♟️✨ ჯემალმა საკვალიფიკაციო ტურნირში 7 ტურიდან მაქსიმალური — 7 ქულა დააგროვა, 🥇 დაიკავა პირველი ადგილი და შეასრულა V თანრიგი. 👏

            ♟️💪 ლუკამ 7 ტურიდან 4 ქულა მოიპოვა და შეასრულა V თანრიგის პირველი ბალი. ⭐

            🎉 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალშიც ბევრ გამარჯვებას, წარმატებასა და ახალ მწვერვალებს! 🫶🏅

            👩‍🏫 მწვრთნელი: ანი ჭანტურია 🌟

          • 🎉 ვულოცავთ !

          • ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს ა.არქანიას, ნ.მარცვალაძესა და თ.ყურბანოვს კინგსის ოლიმპიადაზე მიღწეულ წარმატებას ! 🎉🎉🎉

          • ვირტუალური მოგზაურობა

          • #იმოგზაურეჩემსგალერეაში

            #ვირტუალურიმოგზაურობა

            #ნანახიდაგანცდილიკადრებისგახსენება

            #საოცნებოქალაქიდაქვეყანა

            მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნუგზარ შატაიძის მოთხრობის ,,მოგზაურობა აფრიკაში" გავლის შემდეგ მასწავლებელთან ერთად დაგეგმეს, რომ მათ მართლაც ემოგზაურათ ვირტუალურად სხვადასხვა ქვეყანაში. მოსწავლეებისთვის აქტივობა ძალიან საონტერესო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რადგან გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთისთვის უკვე ნანახი ქვეყნისა და ქალაქის შესახებ ესაუბრათ. 

            უნდა ითქვას ისიც, რომ ერთმანეთზე უკეთესი პრეზენტაციები ააგეს ბავშვებმა, აღმოჩნდა, რომ საკუთარი ფოტომასალით გამდიდრებული პრეზენტაცია უფრო საინტერესო და სანახაობრივი იყო, ვიდრე ინტერნეტ სამყაროში ყველასათვის ცნობილი და ,,გალამაზებული" კადრები.  

            #საინტერესოდასახალისოგაკვეთილი

            #მაშინროცაჩვენიინტერესებიგათვალისწინებულია

            #ვსაუბრობთიმაზერაცყველაზემეტადმოგვწონს

          • ვულოცავთ !

          • 2026 წლის 19-20 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრაიტონში გაიმართა კონფერენცია  »X International Scientific and Practical Conference «INTERNATIONAL SCIENTIFIC DISCUSSION: PROBLEMS, TASKS AND PROSPECTS», სადაც ღირსეულად იყო წარმოდგენილი პროფესორ მაკა სალხინაშვილის და ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ მე-10ა კლასის მოსწავლის ქეთი შუბლაძის ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი: ადმინისტრაციული სახდელები და მათი  სახეები საქართველოში“. ეს ქეთი შუბლაძისთვის რიგით მეორე სამეცნიერო კვლევაა, რაც მის აქტიურ და თანმიმდევრულ სამეცნიერო საქმიანობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

            ვულოცავთ ქეთის წარმატებულ მონაწილეობას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ სამეცნიერო მიღწევებს!

          • 🌱 Umweltschutz – XI კლასის საინტერესო პრეზენტაცია

          • მე-11 კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე — „გარემოს დაცვა“ (Umweltschutz) 🌿🌍.მათ ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება ♻️, პლასტმასის გამოყენების შემცირება 🚯, ენერგიისა და წყლის დაზოგვა 💧⚡, ხეების დარგვა 🌳 და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება 🚌.

            პრეზენტაციამ აჩვენა, რომ მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებიან როგორც გარემოს დაცვის საკითხებს, ასევე გერმანული ენის სრულფასოვნად გამოყენებას რეალურ საკომუნიკაციო გარემოში 🇩🇪👏.

            #მომავლის დაცვა დღეს იწყება 

          • 🌍 ახალი გამოცდილება, ახალი მეგობრები — გაცვლითი პროგრამა გერმანიაში!

          • 📚 2025–2026 სასწავლო წლის ფარგლებში გერმანიაში დაგეგმილი გაცვლითი პროგრამა გაიმართება მიმდინარე წლის აპრილის თვეში (21–28 აპრილის ჩათვლით) . პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, გერმანული კულტურისა და განათლების გარემოს გაცნობას, ახალი მეგობრული კავშირების შექმნასა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საინტერესო ექსკურსიები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას ახლოდან გაეცნონ გერმანიის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ გარემოს.

            📢 გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სურვილის მქონე X–XII კლასის მოსწავლეებს ვთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დროულად დაუკავშირდნენ სკოლის ადმინისტრაციას.

            #საერთაშორისოთანამშრომლობა

            #გაცვლითიპროგრამა

            #EducationWithoutBorders

          • 🌟 მომავლის მეცნიერთა ნაბიჯები — მეცნიერება გოგონებისთვისაა!

          • 📅 11 თებერვალი — მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მეცნიერება არ იცნობს საზღვრებს და წარმატებას განსაზღვრავს ცოდნა, შრომა და ცნობისმოყვარეობა.

            ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, VII ბ კლასის გოგონებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე საინტერესო ლაბორატორიული აქტივობა დაგეგმეს. მოსწავლეებმა პრაქტიკული მუშაობის შედეგად ბანანიდან დნმ-ის ექსტრაქტი მიიღეს — პროცესი, რომელმაც მათ მეცნიერების სამყაროსთან კიდევ უფრო დააახლოვა. 🔬🍌🧬

            აქტივობა იყო არა მხოლოდ სასწავლო, არამედ შთამაგონებელი გამოცდილებაც — გოგონებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ შეიძლება მეცნიერების დახმარებით ბუნების საიდუმლოებების აღმოჩენა.

            ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ უდიდეს წვლილს, რომელიც ქალმა მეცნიერებმა მსოფლიო მეცნიერებასა და კაცობრიობის განვითარებაში შეიტანეს. მათმა აღმოჩენებმა შეცვალა მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა და სხვა მრავალი სფერო. 👩‍🔬🌍

            ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი აქტივობები აძლიერებს მომავალ თაობაში ინტერესს კვლევის, სწავლისა და ახალი იდეების მიმართ. ყველა გოგონას მივმართავთ: თუ გიყვარს სწავლა, კითხვა და კვლევა — მეცნიერება შენთვისაა! ✨📚💡

            #მეცნიერებაგოგონებისთვის #ScienceDay #WomenInScience #სწავლა_შთაგონებაა

          • მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნა VI ბ კლასში

          • 📅 11 თებერვალი — მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა, რომელიც გვახსენებს, რომ მეცნიერებას სქესი არ აქვს, თუმცა ისტორიაში ქალების წვლილი ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა. 👩‍🔬🔬

            მიუხედავად სირთულეებისა და ბარიერებისა, ბევრმა ქალმა შეძლო სამყაროს შეცვლა: მათ აღმოაჩინეს დნმ-ის სტრუქტურა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და კოსმოსის კვლევის განვითარებაში. 🌍🧬🚀

            ამ დღესთან დაკავშირებით, ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ VI ბ კლასის გოგონებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე კლასის წინაშე წარადგინეს პრეზენტაცია გამოჩენილი მეცნიერი ქალების შესახებ. 👩‍🏫📚✨

          • შეხვედრა სამხედრო აღრიცხვისა და რეკრუტირების წარმომადგენელთან

          • 🏫 ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების საბურთალოს რაიონის განყოფილების სერჟანტი, უფროსი სერჟანტი შოთა დოლიაშვილი.

            📌 შეხვედრა გაიმართა სააქტო დარბაზში IX–XII კლასის მოსწავლეებთან. სტუმარმა მოსწავლეებს წარუდგინა საინფორმაციო პრეზენტაცია, ისაუბრა სამხედრო სამსახურის მნიშვნელობაზე, პასუხისმგებლობაზე და პროფესიულ შესაძლებლობებზე.

            👥 შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური ჩართულობისა და საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და უკეთ გაცნობოდნენ აღნიშნულ სფეროს.

            🙏 მადლობა ბატონ შოთა დოლიაშვილს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის!

          • პატარა გადამწერ-კალიგრაფები

          • ქართველთათვის ,,მეორე სახარებად” წოდებული ,,ვეფხისტყაოსნის” სწავლებას ოდითგანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოსწავლეთა სულიერი ფორმირების თვალსაზრისით. 📖✨

            სწორედ ამიტომ ⭐

            #ვეფხისტყაოსნისსიდიადე მეექვსე კლასის მოსწავლეებმიც ეზიარნენ. 🏛️

            მოსწავლეებთან შეთანხმებით მე-12 საუკუნეში დავბრუნდით და გავხდით გადამწერ-კალიგრაფები. ✍️

            მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე სხადასხვა გამოცემის ,,ვეფხისტყაოსნები” მოიტანეს, მათ შორის რუსულ და ინგლუსურ ენაზე თარგმნილი ,,ვეფხისტყაოსანი” და სურვილისამებრ ამოიკითხეს ფრაგმენტები. 📚

            #ვეფხისტყაოსნისილუსტრაციები 🎨

            #ისტორია 🏺

            #კულტურა 🎭

            #ინტერესი 💡

            #ღირებულიშემოქმედება 🌟

          • 👨‍🎓👩‍🎓როცა სწავლა სახალისოა 

          • #kahoot 🎮 ონლაინინსტრუმენტი

            #სწავლათამაშით 🎲📚

            ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე 📖✍️ მე-9 კლასის მოსწავლეებმა 👩‍🎓👨‍🎓 kahoot ონლაინინსტრუმენტის დახმარებით 💻📱 მასწავლებელთან ერთად 👩‍🏫 შეაჯამეს და შეამოწმეს თავიანთი ცოდნა 🧠✅. ტესტები, კითხვები და ქვიზი ❓📝, რომლითაც შედგებოდა ეს ონლაინინსტრუმენტი, ზოგად საკითხებს ეხებოდა.თამაშით სწავლა 🎯🎉 მამოტივირებელი პროგრამა აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის 😊✨, რომელსაც სიამოვნებითა და ხალისით 😄🙌 აკეთებდნენ.

            #როცასწავლასახალისოა 🌈

            #ტესტი 📝

            #ქვიზი 🎮

            #კითხვები ❓

          • 🎤 ინტერვიუ ჩემს საყვარელ, ცნობილ პიროვნებასთან

          • მე-10 ა კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: „ინტერვიუ ჩემს საყვარელ, ცნობილ პიროვნებასთან“ 🎤

            პრეზენტაციები გამოირჩეოდა კრეატიულობით 🎨, გამართული მეტყველებით 🗣️ და თემისადმი მაღალი ინტერესით 🌟.აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ენობრივი უნარების განვითარებას, თვითგამოხატვას და საჯაროდ გამოსვლის გამოცდილების მიღებას 👏😊

          • 📖 წიგნის საჯაროდ კითხვის დღე V ა კლასში

          • მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ინგლისურ ენაზე წაიკითხეს არტურ კონან დოილის ნაწარმოები „შერლოკ ჰოლმსი“ 📖წიგნის საჯარო კითხვა მხოლოდ კითხვა  არის მოსმენის, წარდგენის, ერთად ფიქრისა და ემოციების გაზიარების მნიშვნელოვანი პრაქტიკა 💬🤝ჩვენმა მოსწავლეებმა შესანიშნავად წაიკითხეს ტექსტი და წარმატებით გადმოსცეს ამ კლასიკური ნაწარმოების ატმოსფერო 🌟🕵️‍♂️✨