მთავარი გვერდი
🚀 კოსმოსი, მეცნიერება და ქართული კულტურა „სხივში“ 🌍✨
დღეს ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივს“ სტუმრობდა მეცნიერებისა და კოსმოსის პოპულარიზატორი, ფონდი „ნოვას“ დამფუძნებელი და მრავალი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი რამაზ ბლუაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია კოსმოსის კვლევის, თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისა და ადამიანის უდიდესი აღმოჩენების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საუბარმა საქართველოს კვალზე კოსმოსის ისტორიაში.
💃ანსამბლი „ივერიელი“ აცხადებს მიღებას🕺
💃🕺ანსამბლი „ივერიელი“ აცხადებს მიღებას მოსამზადებელ საანსამბლე სამოყვარულო ჯგუფებში.
თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სამყაროს გაეცნოს, შეუერთდით ანსამბლ „ივერიელს“.
💃🕺 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: ☎️ 557 16 91 18
🌍 გიწვევთ განსაკუთრებულ შეხვედრაზე! ✈️🚀
🌍✈️🚀 შეხვედრა რამაზ ბლუაშვილთან
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი" და ასტრონომიის კლუბი გიწვევთ განსაკუთრებულ შეხვედრაზე!
📅 ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი
🕛 12:30
📍 საკონფერენციო დარბაზი
განსაკუთრებით მოუხმობთ ვარსკვლავებით, კოსმოსითა და მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს. გექნებათ საშუალება, პირადად გაესაუბროთ სტუმარს და დაუსვათ კითხვები.
🧡 დაიწყო ახალი სასწავლო წელი🚀
🔹ქართულად-გერმანულ სკოლა „სხივში“ სიხარულითა და განწყობით დაიწყო ახალი სასწავლო წელი🚀🧡 წინ საინტერესო აღმოჩენები, ახალი მეგობრები და დაუვიწყარი თავგადასავლები გველის!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გელით 15 სექტემბერს, 09:30 საათზე.ერთად დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი - ახალი აღმოჩენებით, გამოცდილებებითა და შესაძლებლობებით.#სკოლასხივი #ახალისასწავლოწელი
საშემოდგომო სემინარ-ტრენინგი
სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის მასწავლებლებისთვის სემინარ-ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაცია და სასწავლო პროცესში ეფექტური მიდგომების გაძლიერება იყო.
სემინარის ფარგლებში განხილული იყო:
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი - პროფესიული ღირებულებები, ეთიკური სტანდარტები და პასუხისმგებლობები;
საათი
შაბათი 03/10/2026ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად