სიახლეები
მშვიდობა ბავშვებს
რეკლამა არასდროს ყოფილა ასე მხატვრულად გახმოვანებული
#რეკლამაარასდროსყოფილაასემხატვრულადგახმოვანებული
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე VI (ბ) კლასის მოსწავლეები რეკლამის არსსა და საჭიროებას გაეცნენ. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა გაიაზრეს რეკლამის ძირითადი პრინციპები, ამის შემდეგ კი გამოთქვეს სურვილი თავად შეექმნათ სარეკლამო ტექსტები და გაკვეთილზე არაჩვეულებრივი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე
🥰 ბაკურიანში 🥰
დასვენება აუმჯობესებს ჩვენი კეთილდღეობის ხარისხს.
დასვენება ამაღლებს ჩვენს პროდუქტიულობას.
დასვენება გვაბედნიერებს, სწორედ ამიტომ ქართულ-გერმანული სკოლის დირექციის ინიციატივით , თანამშრომლები ბაკურიანს ვესტუმრეთ. განვიტვირთეთ, ჯანსაღი ემოციებით ავივსეთ და სასიამოვნოდ გავატარეთ უქმე დღე.
27
❤ აჩუქე წიგნი თანატოლს ❤
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის, მეშვიდე კლასელთა ახალი პროექტი რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის წიგნების შეგროვებას, დახარისხებას და თანატოლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას.
10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით ვაგროვებთ წიგნებს 8-დან 18-წლამდე მოზარდებისთვის. შეგროვებული წიგნებით ვესტუმრებით ერთ-ერთ ბავშვთა სახლს სადაც მოვუწყობთ მცირე ბიბლიოთეკას.
ვისაც გსურთ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ პროექტში გთხოვთ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას ან პროექტის ხელმძღვანელებს - 7-ა კლასი: ანასტასია კიკნაძე, იაკობ ძიძიგური, დავით ქამადაძე.
მშობელთა კლუბის უგემრიელესი კულინარიული შედევრები
მშობლებმა უგემრიელესი კერძი "Kayseri Yağlısı" და დესერტი "Helva Tatlısı" შემოგვთავაზეს. მომავალ სამშაბათსაც გველოდება უგემრიელესი კულინარიული შედევრები. შემოგვიერთდით!
8
📖📚 კითხვის საერთაშორისო დღე II ბ კლასში
2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა!
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის II ბ კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ დღის აღნიშვნას. დამრიგებლის ინიციატივით თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა თავისი საყვარელი წიგნი, ბავშვებმა ისუბრეს მოთხრობის/ზღაპრის სიუჟეტის შესახებ და ამოიკითხეს მათთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი.
აქტივობის ბოლოს გააკეთეს ჩანაწერები და მასწავლებთან ერთად ხმამაღლა, საჯაროდ კიდევ ერთხელ წაიკითეს წიგნები.
დამრიგებელი: თ.გურგენიძე
📚📖 2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა 📚📖
2 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა
ამ მნიშვნელოვან დღეს კითხვისა და შემეცნების მოტივაციის ამაღლება, ლიტერატურული შთაბეჭდილებების გაზიარება და დაუვიწყარი ემოციური თანაგანცდა ახლავს თან.
ქართულ–გერმანული სკოლის მე–4 (ა/ბ) კლასის მოსწავლეებმა ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ნაწარმოების ,,პატარა პრინცი" ფრაგმენტები წაიკითხეს და ასე შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.
მასწავლებელი: ლელა ხათრიძე
მშობელთა კულინარიის კლუბი მუშაობას 8 თებერვლიდან განაახლებს
მშობელთა ინიციატივითა და ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’ დირექციის ხელშეწყობით სკოლასთან არსებული კულინარიის კლუბი მუშაობას 8 თებერვლიდან განაახლებს.
გაწევრიანების მსურველებს ელოდებათ ქართული და თურქული სამზარეულოს ტრადიციული კერძების მომზადებისა და დაგემოვნების საინტერესო პროცესი.
შემოგვიერთდით!
იმეგობრეთ სამზარეულოსთან;
ისწავლეთ გემრიელი ნუგბარის მომზადება და დატკბით თქვენი ნახელავით;
გახდით კლუბის წევრი და გაიზიარეთ გემრიელი კერძების გემო და სურნელი;
ჩვენთან მზადება სახალისოა;
გელოდებით 8 თებერვლიდან 14 : 00 საათზე!
თქვენ ქართული და თურქული სამზარეულოს საიდულოებები გელოდებათ.
„მხიარული ახალი წელი“ II ა კლასში
2021 წლის 24 დეკემბერს II ა კლასში ჩატარდა საახალწლო გასართობი პროგრამა „მხიარული ახალი წელი“.
პროგრამის ფარგლებში მეორე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ სახალისო გუნდურ თამაშებში.
შეასრულეს სახალისო მათემატიკური აქტივობები, ააწყვეს ანაგრამები,
გაითამაშეს სახალისო სიტუაციები სკოლასა და სახლში;
შეასრულეს საახალწლო სიმღერა და ცეკვა;
ბოლოს კი გაითამაშეს „საიდუმლო სანტა“,.
პედაგოგი : ბელა მოლაშხია ბელა მოლაშხია
45
🎄 ელენე ხუნდაძე გილოცავთ ახალ წელს ⛄
ჩვენი სკოლის VI -ბ კლასის მოსწავლე ელენე ხუნდაძე, Nana Parulava ოჯახთან ერთად, გილოცავთ ახალ წელს, ბედობას და გისურვებთ მრავალ ბედნიერ და წარმატებულ წელს!
🎄⛄❄️ გილოცავთ ! 🎄⛄❄️
❤ სიკეთე რომელიც სამყაროს ალამაზებს და აძლიერებს
ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ ტრადიციად იქცა საქველმოქმედო აქციები
სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, ადმინისტრაციის, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების მხარდაჭერით საახალწლოდ დაიგეგმა მოხუცთა და მზრუნველობამოკლებული ბავშვების გახარება.
სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თვითმართველობის წევრებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს აქტიური მონაწილეობისათვის.
11
☃️იდუმალი სანტები პირველ კლასში ❄️
ახალი წლის დადგომას ბავშვები მხიარულად ელიან, რადგან სჯერათ, რომ შეიძლება სასწაული მოხდეს და მათი ოცნება ახდეს.
ფერიები, თოვლის ბაბუა, სანტა... ეს პერსომაჟები ბავშვების განუყრელი ნაწილი და ჯადოსნური მეხსიერებაა.
24 დეკემბერს პირველკლასელებმა გადაწყვიტეს იდუმალი სანტები ყოფილიყვნენ და საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეს საჩუქრები შემოუწყვეს. იმღერეს, იცეკვეს და ერთმანეთი დაასაჩუქრეს. მიღებულმა საჩუქრებმა ბავშვები ძალიან გაახარა.
34
🎄 ნუცა შუბლაძე გილოცავთ დამდეგ შობა -ახალ წელს !
საჭადრაკო ტურნირის შედეგები
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში დასრულდა საჭადრაკო ტურნირი.
საპრიზო ადგილები კლასების მიხედვით განაწილდა შემდეგნაირად:
მე-2 ა კლასი
I ადგილი- დემეტრე ავალიანი და რევაზ ლომთათიძე
II ადგილი- მათე შუბლაძე
III ადგილი- გიორგი გაბუნია, რაფაელ დალივალოვი, რეგაიბ ნაბიევი და ლიზი კუპრეიშვილი
მე-2 ბ კლასი
I ადგილი- რავილ ყურბანოვი
II ადგილი- მათე გელაშვილი, აიშე ესილა ემრე, ნილუფერ ნურიევა და ჰაირეთთინ საიქინ
III ადგილი- ანასტასია ვახანია
მე-3 ა კლასი
I ადგილი- ნიკა წულაია
II ადგილი- ანასტასია იანვარაშვილი, ანამარია მუშკუდიანი და ნინო ხარძიანი
III ადგილი- ილია ქამადაძე
მე-3 ბ კლასი
I ადგილი- ანდრია ვახანია
II ადგილი- ბარბარე მელიქიძე
III ადგილი- ანდრია ორველაშვილი, სადულლაჰ ქოროღლუ და რაული დალივალოვი
მე-4 კლასი
I ადგილი- მეთთინ ქამილ არსლან
II ადგილი- ალექსანდრე ხუნდაძე და ნინა გოჩიტიძე
III ადგილი- იოსებ ზაზაძე
ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
49
⚽️ შვილებისა და მამების მეგობრული შეხვედრა ფეხბურთში⚽️
ბედნიერი და ხალისიანი კიდევ ერთი დღე ჩვენს სკოლაში. მოსწავლეებისა და მათი მამების მეგობრული შეხვედრა ფეხბურთში.
14
📌 პატარა მეცნიერები ექსპერიმენტორიუმში
ჩვენი სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ქალაქის ყველაზე უჩვეულო მუზეუმს-ექპერიმენტორიუმს სტუმრობდნენ .
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მეცნიერულ შოუებში დაათვალიერეს ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და ანატომიის 80-მდე ექსპონატი.
,,პატარა მეცნიერებმა" - გაზომეს ყვირილის ძალა, დასხდნენ ლურმნებიან სკამზე, აწიეს მეგობარი ჰაერში, ხელით დაიჭირეს ელვა, დახატეს ქვიშაზე და დასაკრავი ინსტრუმენტების საშუალებით თავი როკ-ვარსკვლავად იგრძნეს.
49
📌 VII კლასელების წარმოსახვითი მოგზაურობა საზღვარგარეთ
In der 7 Klasse haben die Schüler interessante Präsentation gemacht.Das Thema war ,,Die Reise im Ausland;,Mit ihren Vorstellung haben die Schüler eine ausgezeichnete Reise veranstaltet.Das war super.Sie hatten Spass und waren sehr zufrieden.Sie haben verschiedene Länder besichtigt.Bei der Arbeit haben sie einige Fehler gemacht,aber mit der Hilfe der Lehrerin haben sie korrigiert.
მე-7 კლასში მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია შექმნეს სახელწოდებით: ,,მოგზაურობა საზღვარგარეთ“ , თავიანთი წარმოდგენით, მათ არაჩვეულებრივი მოგზაურობა მოაწყვეს. დაათვალიერეს სხვადასხვა ქვეყნები და კმაყოფილები დარჩნენ. მასწავლებლის დახმარებით მათ ადვილად გაართვეს თავი დავალებას.
გერმანული ენის მასწავლებელი ნათია ჟღენტი
3
📌 სასიამოვნო სიახლე!
ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ დირექციის ხელშეწყობითა და მშობელთა ინიციატივით, მასწავლებელთა და მშობელთა აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, იფუნქციონირებს ქსოვა-ქარგვისა და კულინარიის კლუბები.
ქ-ნი სოფო გუნდაძისა და ქ-ნი ელიფ ილდირიმის ორგანიზებით, კულინარიის კლუბში შეისწავლიან ქართული და თურქული სამზარეულოს ტრადიციულ რეცეპტებსა და მომზადების წესებს.
ქ-ნი უზუქჯემალ ჰუდაიგულიიევას ხელმძღვანელობით, ქსოვა-ქარგვის კლუბის წევრები თავად შექმნიან სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ ნივთებს.
საჭირო მასალები: საქსოვი ძაფი, საქსოვი ჩხირები (40 სმ), მაკრატელი.
შემოგვიერთდით!
15 დეკემბერი 15:00-დან 16:00 სთ-მდე. - ქსოვა-ქარგვის კლუბი;
17 დეკემბერი 15:00-დან 16:00 სთ-მდე. - კულინარიის კლუბი.
კლუბში დამზადებულ ნივთებს წარმოვადგენთ სასწავლო წლის დასასრულს დაგეგმილ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე.
8
📌ვიზიტი ილუზიებისა და ჰოლოგრამების მუზეუმში
III ბ კლასის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მ.მატუაშვილი, ეწვივნენ ილუზიებისა და ჰოლოგრამების მუზეუმს. ბავშვებმა იმოგზაურეს ნიკო ფიროსმანის 3D-ში გაცოცხლებული ნახატების სამყაროში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე წითელპერანგა მეთევზემ,აქტრისა მარგარიტას სურათმა ბავშვებმმა სულ სხვაგვარად შეიგრძნეს და შეხედეს მათთვის ნაცნობი სურათებს. ხოლო ილუზიების მუზეუმში სხვადასხვა ოპტიკურმა ილუზიებმა სახალისო ეფექტებით, ძალიან გაახალისა და დააინტერესა მოსწავლეები. ექსკურსია მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სოციალიზაციას და აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
34
სიახლეების არქივი