🏆 ვულოცავთ 🌟ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ თოდრია დაჯილდოვდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებისთვის . 🌟 ვამაყობთ ნიკას წარმატებით და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებსა და წარმატებულ მომავალს! 🏆#ნიკოლოზთოდრია#ოლიმპიადა2024 #ვამაყობთ
სიახლეები
🏆 ვულოცავთ ნიკოლოზ თოდრიას
🎬✨ მარიამ ჩაგუნავას წარმატება ✨🎬
ჩვენი სკოლის მოსწავლე მარიამ ჩაგუნავა მონაწილეობს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმში „მთვარე მამაა ჩემი“, რომელიც წარდგენილი იყო ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. 🌍🎥
❤️ ვულოცავთ მარიამს ამ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მრავალფეროვან როლებსა და გამარჯვებებს მომავალში! 💫
🚰X ა კლასის მოსწავლეები GWP-ში 🏙️
🚰🏙️ჩვენი სკოლის X ა კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ GWP-ში (Georgian Water and Power). მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ, თუ როგორ ხდება წყლის მიწოდება ქალაქისთვის 💧🏙️.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს:
- როგორ მუშავდება წყალი 🏞️⚙️
- რა სისტემებით მიეწოდება ის თბილისის მოსახლეობას 🚰
- როგორ ხდება ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა 🔍✅
ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის 🌟. ისინი უშუალოდ შეეხნენ ქალაქის ინფრასტრუქტურას, გაიგეს წყლის მიწოდების პროცესის სირთულე და მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ წყალი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი რესურსია 💙🌍.
💙📚 ბავშვები მართავენ
20 ნოემბერი – ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე 🌍👧👦
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე ჩვენი სკოლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს 💙📚. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია თითოეული ბავშვი 🌟.
ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ჩვენს სკოლაში ტარდება უნიკალური აქტივობა – „ბავშვები მართავენ“ 🎭👩🏫👨🏫. ერთი დღით მოსწავლეები ირგებენ დირექტორის 🎓, ადმინისტრაციის წარმომადგენლების 🏫 და მასწავლებლების 📖 როლს. ისინი ატარებენ გაკვეთილებს ✏️📚, მართავენ პროცესებს 🗂️ და იღებენ გადაწყვეტილებებს 🗝️, რაც მათ საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნონ და გაითავისონ სკოლის ყოველდღიური საქმიანობა 🏫✨.
ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვებისთვის 🌈💡. ისინი ავლენენ თავიანთ ლიდერულ უნარებს 👑, კრეატიულობას 🎨 და პასუხისმგებლობას 🤝, სწავლობენ თანამშრომლობას 🤗 და თვითრწმენას 💪.
აქტივობა არა მხოლოდ სასიამოვნო და სახალისოა 🎉😂, არამედ ხელს უწყობს ბავშვებში თვითშეფასების ზრდას 🌟, თანამშრომლობის 🤝 და პიროვნული უნარების განვითარებას 🚀.
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სკოლა პირველ რიგში ბავშვების ბედნიერებისა 😊💙 და განვითარებისთვისაა 📚🌱!
🌺II-ა კლასის მოსწავლეები „შუაგულში’’
II-ა კლასის მოსწავლეები 👧👦, მშობლები 👨👩👧👦 და პედაგოგი ეკა ლომთათიძე 👩🏫 ერთად ესტუმრნენ ულამაზეს გარემოს — „შუაგულის’’ სანერგეს 🌳🌸. ბავშვებმა დაათვალიერეს შესანიშნავი საღონისძიებო სივრცე 🏡, მიიღეს მცენარეების მოვლაზე საბაზისო ინფორმაცია 📚🌱, ისწავლეს ქოთნის მომზადება 🪴 და მცენარის ჩარგვის ძირითადი ეტაპები 🌼. საინტერესო საუბრის ფორმატში გაეცნენ მცენარეების მნიშვნელობას 🌍, ყურადღებით უსმენდნენ რეკომენდაციებს 👂 და საკუთარი ხელითაც ჩარგეს ქოთნებში მცენარე — „ვიოლა’’ 🌺.
ეკოფერმაში პატარებმა მოინახულეს შინაური ცხოველები 🐑🐇🐓 და ფრინველები 🐦, თავადაც გაუნაწილეს საკვები 🍽️. განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა ტრადიციული ჩურჩხელების ამოვლება 🍇🍫 — ბავშვები დიდი ინტერესითა და მოტივაციით იყვნენ ჩართული ამ პროცესში 🤩🙌.
დღის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ „პატარა მებაღის“ სიგელები 🎖️📜, რაც მათი შრომისა და მონდომების ლამაზი შეფასება გახდა 🌟👏.
ჩვენი ექსკურსია მცხეთაში 🏞️ პიკნიკით 🍉🥪 გაგრძელდა. მშობლებთან ერთად ვითამაშეთ როგორც სპორტიული ⚽🏃, ისე ინტელექტუალური თამაშები 🧩🧠 — სიცილი 😂, მხიარულება 🎉 და გუნდური სული 🤝 მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა ☀️💖.
✨ ზღაპრის დღე
✨ 14 ნოემბერი — ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე 🎂📚
👧 III ა კლასის მოსწავლეებმა ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს 🌟 🎯 ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებისთვის მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, კითხვის სიყვარულის გაღვივება 💖📖, მეგობრული და ხალისიანი განწყობის შექმნა 🤝😊.
🏫 კლასში დაიგეგმა და ჩატარდა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები 🎉:
📝 მოსწავლეებმა მოისმინეს ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები
📖 წაიკითხეს ფრაგმენტები „პეპი გრძელიწინდადან“
📚 გაიაზრეს ტექსტი მწერლის შესახებ
🎀 დაამზადეს თოჯინა პეპი, 🏡 პეპის ვილა და 🐒 ბატონი ნილსონი
🎨 მოაწყვეს საკლასო გარემო შესაფერისად
🍬 საკუთარი ხელებით დაამზადეს ტკბილეული
🎲 ითამაშეს მხიარული თამაშები „პეპი ამბობს“ და „პეპის კალათა“
❓ უპასუხეს მხიარული ვიქტორინის კითხვებს
🎶 იმღერეს პეპის სიმღერა
👩👩👧👦 მოიწვიეს პარალელური კლასის და მეორე კლასების მოსწავლეები
📖 ურჩიეს რატომ უნდა წაეკითხათ „პეპი გრძელიწინდა“
🍎🍪 გაუმასპინძლდნენ ხილითა და ტკბილეულით
🍰 „ტკბილი წახემსება“ ასტრიდის დღის სასურველი დასასრული იყო 🎇. 🕯️ საყვარელი მწერლის პატივსაცემად პატარა ტორტზე სანთლები აინთო და ყველამ ერთი კეთილი სურვილი ხმამაღლა წარმოთქვა 💫💭. 😊 დასასრულს კმაყოფილმა ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს დღის შთაბეჭდილებები 💌.
🏅 ნიკა წულაიას ბრწყინვალე გამარჯვება!
🏆 დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლაში წარმატებით ჩატარდა 2025-2026 სასწავლო წლის მესამე შიდა ტურნირი, სადაც A და B კატეგორიებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.✨✅ A კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მოსწავლემ- ნიკა წულაიამ, რომელმაც 7 შესაძლო ქულიდან 6 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი.🏆🥇🎉 ვულოცავთ ნიკას ამ ბრწყინვალე შედეგს! 🌟 ვუსურვებთ მას ახალ მწვერვალებს, დაუვიწყარ პარტიებს და ბრწყინვალე გამოსვლებს საერთაშორისო ასპარეზზე! ♟️
🍂 შემოდგომის ფესტივალი ჩვენს სკოლაში!
🍂 დაწყებითი კლასების 🎨 ესთეტიკისა და 🏃♀️ სპორტის კათედრის ინიციატივით ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემოდგომის კვირეული 📅. მოსწავლეებმა 🍁 შემოდგომა განსაკუთრებული სითბოთი 💛 და შემოქმედებითი აქტივობებით 🎭 აღნიშნეს.
კვირეულის დასასრულს კი გაიმართა შემოდგომის ფესტივალი 🎊. პატარებმა 🎤 იმღერეს, 💃 იცეკვეს, კლასების მიხედვით მოაწყვეს 🍂 შემოდგომის ულამაზესი კუთხეები 🧺 და ტრადიციულად ამოავლეს ჩურჩხელები 🍇🍫.
ღონისძიება სავსე იყო ღიმილით 😄, ფერებით 🌈 და ბავშვური მხიარულებით 🎈👧👦.
პედაგოგების ექსკურსია ქვათახევში
ჩვენი სკოლის ადმინისტრაციამ თანამშრომელთა ურთიერთობის განმტკიცებისა და ადაპტაციის მიზნით მოაწყო ექსკურსია ქვათახევში 🏞️. დღე გამორჩეული იყო მეგობრული გარემოთი 🤝, დადებითი ემოციებით 😊 და ერთობლივი აქტივობებით 🎯, რაც კიდევ უფრო აერთიანებს ჩვენს გუნდს 💫!
🌍 ხელების დაბანის საერთაშორისო დღე
🧼 15 ოქტომბერს II ა და III ა კლასელებმა ერთად აღინიშნეს ხელების დაბანის საერთაშორისო დღე 🌍 📖 მესამეკლასელებმა პატარებს წაუკითხეს გ. კეკელიძის სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ზღაპარი „თომა და დიდი საიდუმლო“ 🧒✨ ❓ დაუსვეს კითხვები წაკითხული ზღაპრის გასააზრებლად 🤔 🧠 გაუზიარეს წინა წლებში მიღებული ცოდნა და 🔬 მხიარული ექსპერიმენტებით აჩვენეს ხელების სწორად დაბანის წესი 🖐️💦 🧴 აუხსნეს ხელების საპნით დაბანის მნიშვნელობა 🫧 🎉 სახალისო აქტივობები მოუმზადეს პატარებს დამრიგებლებმა ბ. მოლაშხიამ და ე. ლომთათიძემ 👩🏫👩🏫 🌟 ასეთი შეხვედრები თითოეულ მოსწავლეს 📚 უმაღლებს ცოდნას, 🤝 მიღებული ცოდნის გაზიარების უნარს, 🚀 მოტივაციას და 😊 ურთიერთობებს უფრო სახალისოს და მეგობრულს ხდის 💖
სიახლეების არქივი
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- აგვისტო 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ყველა