სიახლეები

          • მე-3 ა კლასის პიკნიკი

          • მე-3ა  კლასის მოსწავლეები, სკოლის ხელშეწყობით  იმყოფებოდნენ პიკნიკზე.ბავშვებმა მხიარულად გაატარეს დრო. მათ ითამაშეს სხვადასხვა თამაშები, ისიამოვნეს სუფთა ჰაერით პიკნიკმა ხელი შეუწყო ბავშვების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და კლასის ერთიანობის გაძლიერებას.

          • 🇬🇪♥️ VII კლასების ექსკურსია უფლისციხეში

          • 🇬🇪♥️🇬🇪♥️🇬🇪♥️

            ,,უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი 

            არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,

            არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი 

            არ გამაჩნია!

            #მურმანლებანიძე

            🩶💭 უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, მუზეუმ-ნაკრძალი მე-7 კლასელებისთვისაც ძალიან სინტერესო ისტორიულ-არქიტექტურული აღმოჩენა გახდა. ⌛️🖇️ მოსწავლეებმა გიდის დახმარებით შეიტყვეს, რომ ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მივყავართ, გალავანი და ა.შ.

            💬📣 მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა მუზეუმის გიდიც, რომელმაც ბავშვებს უძველესი აღნოჩენილი ნივთების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისათვის უფლისციხე ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

            ♥️🏰 ექსკურსიის დასასრულს ბავშვები ესტუმრნენ შატო უფლისციხეს, სადაც უგემრიელესი ქართული კერძები დააგემოვნეს და შატოს ულამაზესი ეზოს მიუხედავად ბურთით თამაშიც მოახერხეს.

            🙌🏻🥰❤️ მეგობრებმა ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, სიმბოლურად მიულოცეს დაბადების დღეც.

            #ექსკურსია

            #დასამახსოვრებელიდღე

            #ბავშვებიბავშვებისთვის

            #აქტივობარომელიცღირებულია

            ❤️🎈♥️🎈♥️🎈♥️🎈

          • სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ❤️ ქართულ-გერმანულ სკოლა “სხივში” დასრულდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.

            ♟️შეჯიბრში მონაწილეობდნენ IV ა და IV ბ კლასების მოსწავლეები.

            🎉 საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

            საბოლოო შედეგები:

            🏆 I ადგილი: ჰაქან ჯემალ ქოჩ (IV ა) მარია ჯავახიშვილი (IV ა) რაჰილა ორუჯოვი (IV ბ)

            🥈 II ადგილი: გიორგი მესხი (IV ა)• ალი ახუნდოვი (IVბ)

            🥉 III ადგილი: გაბრიელ ელიაური (IV ბ)• ზეინეფ ლემან ქაია (IV ბ)• ასაფ ერენ უზუნალი (IV ა)• ემილია მელაძე (IV ა)• გიორგი ლოლაშვილი (IV ბ)

            🎊 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში!

            #ითამაშეჭადრაკი

            #სკოლა_სხივი

            #ჭადრაკისჩემპიონატი

          • 🎨 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი

          • 🎨 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი! 🎶

            🥁ჩვენი სკოლა გიწვევთ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, სადაც 💛 სიკეთე, 🎨 შემოქმედება და 🎵 მუსიკა გაერთიანდება ერთ დიდ მიზნად — დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება!

            🤝📅 თარიღი: 3 ივნისი

            🕒 დრო: 13:00 სთ📍

            ადგილმდებარეობა: სკოლის ფოიე 🏫

            🎁 ღონისძიებაზე გელით:

            🎨 მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნამუშევრები

            🍰 გემრიელი ტკბილეული

            🎸 და რაც მთავარია — ცოცხალი მუსიკა სკოლის ბენდის შესრულებით! 🎤🎼

            💛 თანხა, რომელიც ყიდვა-გაყიდვაზე შეგროვდება სრულად მოხმარდება საქველმოქმედო ფონდებს.

            📢 მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს – იყავით სიკეთის თანამონაწილე! შეიძინეთ ნივთი, გაავრცელეთ ინფორმაცია და მონაწილეობით გაამხნევეთ ბავშვების შრომა და კეთილშობილური მიზანი!

            📢 იყავით ამ დღის ნაწილი! გელით სიყვარულითა და მუსიკის ჰანგებით! 🎶

            💐ერთად გავავრცელოთ სითბო და სიკეთე! 

          • ღირებულება- კანონმორჩილობა

          •  მაისის თვე ჩვენს სკოლაში ღირებულება კანონმორჩილების   გააზრებას დაეთმო.  

                  28 მაისს IIა  და  IIბ  კლასების მოსწავლეებს    დივიზორ კომპანის იურისტი მედეა ანსიანი,   ელენე ფანოზიშვილის  მშობლები იურისტი  ბექა  შენგელია  და ნინო  ფანოზიშვილი  ესტუმრნენ.

                მეორეკლასელებმა მათთვის გასაგებ ენაზე  მიიღეს ინფორმაცია,    გაიგეს რა არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კანონმორჩილება,  კანონდარღვევა,  რა შეიძლება ჩაითვალოს კანონდარღვევად და არის თუ არა ის დასჯადი.....

               ქალბატონმა მედეამ  პატარებს სიტუაციური ამოცანები  შესთავაზა განსახილველად -  „დიკუმენტის გაყალბება“,    „შატალო“,   „ჯიბის  ფული“ -    ამ საკითხებზე   მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, შეეცადნენ  საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.

               მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს  საინტერესო შეხვედრისთვის, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

          • 🌟 გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

          • 🌟 გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

            🌟💖გისურვებთ ყველას ბედნიერ ბავშვობას, სითბოს, სიყვარულსა და ულამაზეს მომავლის გზას! 🎈✨დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენს პატარა საოცრებებს! 💕👶

            🥳🎉 გილოცავთ! 🥳🎉