✨🎭🩵ჩვენი სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი.🎬 „ვერის უბნის მელოდიები“- ქართული მუსიკალური კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმისა და პირველი ქართული მიუზიკლის მიხედვით, ჩვენმა პატარა შემსრულებლებმა სცენაზე გააცოცხლეს ძველი თბილისის უნიკალური ატმოსფერო, მისი მუსიკა, ემოცია და სიყვარულით სავსე ისტორია.🔹სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ღონისძიების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისათვის.▫️ღონისძიების ორგანიზატორი: მაკა მატუაშვილი#სკოლასხივი #სასკოლოპროექტი
სიახლეები
✨ ვერის უბნის მელოდიები
- 20
🎭 🎭 გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“
🔹ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს გიორგი ლეონიძის ნაწარმოების „მარიტა“-ს სასცენო ინტერპრეტაცია.სპექტაკლი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა პიროვნების ღირსება, თავისუფალი არჩევანი, საზოგადოებრივი დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობა. ▫️წარმოდგენამ მაყურებელიკიდევ ერთხელ დააფიქრა ნაწარმოების იდეებსა და მათ აქტუალობაზე.
🙌განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მოსწავლეთა მოტივაცია, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდური მუშაობა, რამაც სპექტაკლი შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ წარმოდგენად აქცია.🔹სპექტაკლის სცენარისა და რეჟისურის ავტორია, მე-8 კლასის მოსწავლე - სესილი დუმბაძე. ▫️კლასის დამრიგებელი და იდეის ავტორი - ლელა ხათრიძე.
🏆აღსანიშნავია, რომ კლასელებმა სესილი დუმბაძეს სიმბოლური „ოსკარის“ ფიგურა გადასცეს, წარწერით: ,, ჯილდოვდება საუკეთესო რეჟისორი და სცენარის ავტორი სესილი დუმბაძე მეგობრებისგან”, რითაც მათ გამოხატეს მადლიერება მისი შრომის, ინიციატივისა და შემოქმედებითი წვლილის მიმართ.
🔸აღნიშნული ჟესტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს შორის არსებობს.სწორედ ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ მხარდაჭერას,დაფასებას, ერთმანეთის წარმატებით გახარებასა და სხვისი შრომის გულწრფელ აღიარებას. მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში.
💙 ვულოცავთ მე-8 ა კლასს წარმატებულ სპექტაკლს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო იდეას, შემოქმედებით აღმოჩენასა და წარმატებას!
#სკოლასხივი
#სასკოლოცხოვრება
16
🎭 ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“ ინგლისურ ენაზე , მე-5ა კლასში
🎭📚 სპექტაკლი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (ინგლისურ ენაზე)
🔹მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა გაბისონიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი The Adventures of Tom Sawyer-ს მიხედვით.
✨მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები და მაყურებელს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს ტომ სოიერის საინტერესო თავგადასავლები. სპექტაკლი იყო შემოქმედებითი, სახალისო და შემეცნებითი.
#სკოლასხივი
#TomSawyer
#EnglishLanguage
#SchoolLife 🎭✨
14
🎭 ასე უყვარდათ საქართველოში - XI კლასი
🔹მცირე შესავლით დაიწყო ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-11 კლასის მოსწავლეთა ლიტერატურულ-მუსიკალური პროგრამა - „ასე უყვარდათ საქართველოში“…◻️დარბაზში იღვრება სასიამოვნო მუსიკის ჰანგები და ფრაგმენტებად ქცეული წარმოდგენა იწყება…
🔸მთის სასიყვარულო ისტორიას, ლექსში, ცეკვასა და ვაჟკაცურ მოთმინებაში ჩატეულ გრძნობას, უტასა და შორენა კოლონკელიძის ემოციებით სავსე დიალოგი ცვლის. ტატოსა და ეკატერინე ჭავჭავაძის უიღბლო სიყვარულს გრაციოზულობითა და დახვეწილობით გადმოსცემს ლამაზი წყვილი. გალაკტიონის აღმაფრენა თავს დასტრიალებს ოლღა ოკუჯავას. ილიასა და ოლღა გურამიშვილის მოკრძალებული სასიყვარულო ბარათები კი გულის სიღრმემდე სწვდება მსმენელს…
🎭ეს შთამბეჭდავი წარმოდგენა, თავიანთი ოსტატური შესრულებითა და არტისტიზმით, ნიჭიერმამე-11 კლასელებმა გვაჩუქეს და სკოლას ერთი ემოციებით სავსე დღე უსახსოვრეს…
🔹პროგრამის ხელმძღვანელები: ნათია ცერცვაძე და ნანა ყანჩაველი
#სკოლასხივი
🎭 მე-4ა კლასის - სპექტაკლი „ბოშები“
✨🪭მე-4ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ციცო კობერიძის ხელმძღვანელობით მაყურებელს წარუდგინეს საინტერესო და ემოციური სპექტაკლი „ბოშები“.🔹მოსწავლეებმა შექმნეს მხიარული განწყობა და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები და გულწრფელი მოწონება დაიმსახურეს🌟#სკოლასხივი #სპექტაკლი #სასკოლოღონისძიება
13
ინგლისურენოვანი სპექტაკლი V ბ კლასში
🎭✨„ოზის ჯადოქარი“ (ინგლისურ ენაზე)V კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ოზის ჯადოქარი“🤍მოსწავლეებმა წარმატებით გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები, წარმოაჩინეს ინგლისური ენისა და სამსახიობო უნარების ცოდნა.პედაგოგი: ნინო სინჯარაძე #სკოლასხივი #ინგლისურიენა #სასკოლოსპექტაკლი
9
♟️ საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში
♟️30-31 მაისს, საჭადრაკო სკოლა „ოლიმპიურ ჩემპიონში“ გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
🔹ტურნირი ბავშვებისთვის საინტერესო, სასიამოვნო და ახალი გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა.განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ჰასან ჯემალ ქოჩს და ლუკა ქუთელიას
🧡♟️ ჯემალმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოიპოვა, დაიკავა I ადგილი და შეასრულა IV თანრიგის პირველი ნორმა, ხოლო ლუკამ 7 ტურიდან 4 ქულა მოიპოვა და V თანრიგის მეორე ნორმა შეასრულა
👏🚀ასევე გვინდა გამოვყოთ ჩვენი პატარა მოჭადრაკე ანასტასია მღებრიშვილი, რომელმაც ღირსეული კონკურენცია გაუწია მასზე უფროს მოჭადრაკეებს.ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებას და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ
🫶ჭადრაკის მწვრთნელი: ანი ჭანტურია
#სკოლასხივი
#ითამაშეჭადრაკი
❤️ სიკეთის დღე ჩვენს სკოლაში ❤️
❤️1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ჩვენი სკოლის ლამაზ ტრადიციად იქცა. ❤️
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით, გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი. მოსწავლეებმა საკუთარი მონდომებით, შემოქმედებითა და გულწრფელი სურვილით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სიკეთის კეთება ყველაზე დიდი ღირებულებაა.
დღის განმავლობაში სკოლის ეზო სავსე იყო მუსიკით, ღიმილით, პოზიტიური განწყობითა და ერთმანეთის მიმართ თანადგომის სურვილით. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში, რომლის მიზანიც ხელმოკლე ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის იმედისა და სითბოს გაზიარება იყო.
გვჯერა, რომ სწორედ ასეთი აქტივობები ზრდის პასუხისმგებლიან, ემპათიურ და მზრუნველ თაობას. მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ამ კეთილი საქმის თანამონაწილე გახდა.
✨ ერთად გაკეთებული სიკეთე ყოველთვის უფრო დიდ ძალას იძენს!
#ბავშვთადაცვისდღე❤️
#სიკეთისდღე❤️
#საქველმოქმედოაქცია❤️
#სკოლასხივი❤️
#ერთადგავცემთსიკეთეს❤️
#1ივნისი ❤️🌟
42
სიახლეების არქივი