🥰26 აპრილს ჩატარდა VII-VIII და IX კლასის მშობელთა კრება -კონფერენცია.
👉მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ თითოეული საგნის პედაგოგს.
🥰26 აპრილს ჩატარდა VII-VIII და IX კლასის მშობელთა კრება -კონფერენცია.
👉მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ თითოეული საგნის პედაგოგს.
🥰Ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო ცნობიერების ამაღლების მიზნით, მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, საგან- მოქალაქეობაში მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები და ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე პროდუქტებით.
👉 ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოგადად ხასიათდება, როგორც “დაბალანსებული ცხოვრება”, რომელშიც ადამიანი აკეთებს “გონივრულ არჩევანს”. აქედან გამომდინარე, ცხოვრების წესის საბოლოო განმარტება შემდეგია: ინდივიდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, რომელზეც სრული კონტროლი აქვთ. Ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრებისეული დასწავლადი ჩვევაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს, ჩვენს განვითარებაზე.
🥰რა არის ქართული ცეკვის საყოველთაო აღიარების საიდუმლო?! 🤔
👉ის, რომ თითოეული ცეკვა არის ნატიფი მოძრაობით, ფორმითა და სამოსით გადმოცემული ამბავი სიყვარულზე, გმირობაზე, მეგობრობასა და ერთგულებაზე.
🎉სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი მეგობრებისათვის ჩამოაყალიბეს ცეკვის კლუბი ,,ნიათი", Niati-ნიათი სადაც მოსწავლეები მეგობრულ და თბილ გარემოში აითვისებენ ცეკვის ხელოვნებას. 👏👏👏
ჩვენი სკოლის მე-12 კლასის ორმა მოსწავლემ მიიღო მოწვევა და მოიპოვა დაფინანსება საზღვარგარეთის რამოდენიმე უნივერსიტეტიდან ვულოცავთ მათ ამ წარმატებას !
თინათინ ჯაფარიძე
American University, ბულგარეთი (6550 ევრო გრანტით)
Minerva University, აშშ (34430 აშშ დოლარი გრანტით)
ნია ანანიძე
Florida Southern College, აშშ (21000 აშშ დოლარი გრანტით)
Temple University, აშშ (17000 აშშ დოლარი გრანტით)
Knox College, აშშ (46000 აშშ დოლარი გრანტით)
Stony Brook University, აშშ (6000 აშშ დოლარი გრანტით)
🔹ქართული ენის XVI რესპუბლიკური ოლიმპიადის დასკვნითი ღონისძიება ტრადიციულად ჩატარდა მასპინძელ ქართულ-გერმაულ სკოლა სხივში.
🔹ჩვენი სკოლა უზრუნველყოფდა მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას. ასევე, უზრუნველყოფდა ოლიმპიადის ჩატარებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობის შექმნას. ატარებდა ოლიმპიადის დებულების მიერ დადგენილ პროცედურებს. დროდადრო აქვეყნებდა მონაწილეთა რეიტინგულ სიას კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ოლიმპიადის ფინალური ტურის დასრულებამდე და შემდგომაც.
🏆ქართული ენის ოლიმპიადის ღონისძიებაზე გამოვლინდა ღირსეული გამარჯვებულები სამივე ნომინაციაში: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი. მოპოვებული გამარჯვებითა და უამრავი საჩუქით გახარებული მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებასა და მომავალ ასპარეზობას გეგმავდნენ.
🔹 გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ Nestan Bagauri ნესტანს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კალიგრაფთა ასოციაციას მრავალწლიანი თანამშრომლობისა და თანადგომისთვის
შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივი
ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის
გამარჯვებულები
ნომინაცია : მხატვრული კითხვის ოსტატი
ნომინაცია : საუკეთესო მუსიკალური ნომერი
ნომინაცია : საუკეთესო კალიგრაფი
გამარჯვებულები
I კატეგორია
ელენე ფანოზიშილი - I კლასი
ავტანდილ უგულავა - II კლასი
ანასტასია თხელიძე- III კლასი
II კატეგორია
თეიმურაზ ზაქარიაძე -V კლასი
სესილი დუმბაძე -VI კლასი
დემეტრე მანველიშვილი- VI კლასი
III კატეგორია
ქეთევან ნოქარიშვილი VIII კლასი
ცოტნე ნოქარიშვილი XI კლასი
მარიამ ხუჭუა - X კლასი
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის რჩეული :
ცოტნე ნოქარიშვილი XI კლ
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული
ქეთევან ნოქარიშვილი VIII კლ
ნომინაცია : საუკეთესო კალიგრაფი
გამარჯვებული სამეულები
I კატეგორია
ელენე ფანოზიშილი - I კლასი
ავთანდილ უგულავა - II კლასი
ანასტასია თხელიძე- III კლასი
II კატეგორია
თეიმურაზ ზაქარიაძე -V კლასი
სესილი დუმბაძე -VI კლასი
დემეტრე მანველიშვილი- VI კლასი
III კატეგორია
ქეთევან ნოქარიშვილი VIII კლასი
ცოტნე ნოქარიშვილი XI კლასი
მარიამ ხუჭუა - X კლასი
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეულები გამოვლინდებიან 13 აპრილს .
ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის
ფინალისტები
ნომინაცია : მხატვრული კითხვის ოსტატი
1. რაულ სულეიმანოვი VIII კლასი
ნომინაცია : საუკეთესო მუსიკალური ნომერი
,,თუ ცხოვრება ლიმონს გარგუნებს, გააკეთე მისგან ლიმონათი"
👀👀👀👀#როცააუცილებელიამოსწავლეთასმარტფონებისაგაკვეთილორესურსადიქცეს
კერძოდ:
🤝🫴 მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა ეფექტური პრეზენტაცია თემით ,,ძველი ქართული პუნქტუაცია", მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო ონლაინ თამაშით შეაჯამეს.
⭐😊 ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის გამოყენებით მოსწავლეებმა ხალისი და მხიარულება შემატეს პრეზენტაციის მსვლელობას.
👏🎈🎁 ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი, მე-8 (ა) კლასის მოსწავლე - ნუცა შუბლაძე დაჯილდოვდა ბუფეტის ვაუჩერით.
🎉 ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში’’ VI (ბ) კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე ,,პი რიცხვის საერთაშორისო დღე“. გაკვეთილი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს.
👉 პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა PowerPoint-ის პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაცია, ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: ,,პი რიცხვის წარმოშობის ისტორია’’, ,,პი რიცხვის განვითარების პერიოდები’’( გეომეტრიული, კლასიკური, კომპიუტერული). აგრეთვე პრეზენტაციები თემებზე: ,,პი რიცხვის შეცვლა სურთ’’, ,,პი რიცხვი ჩვენს ირგვლივ: მუსიკა, ფილმი, პოეზია’’... მოისმინეს დევიდ მაკდონალდსის მიერ შექმნილი მუსიკა პი რიცხვზე: როგორ ჟღერს პი რიცხვი და დაიგეგმა დარენ არანოფსკის ფილმის ჩვენება მაქსიმილიან კოენზე.
👉 ბავშვებმა თავი გამოიჩინეს ინდივიდუალურსა და წყვილებში მუშაობით. მიიღეს მონაწილეობა კონკურსში: ,,ვინ დაიმახსოვრებს პის ყველაზე მეტ ციფრს’’. კონკურსში პირველ და მეორე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები პედაგოგისგან. მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ პრაქტიკულ მუშაობაში: შეავსეს კროსვორდი; შეეცადნენ გამოეთვალათ პის მნიშვნელობა რაც შეიძლება მეტი სიზუსტით; წრეწირის ირგვლივ განლაგებული ციფრები ისე დააჯგუფეს, რომ ნებისმიერი ორი მეზობელი რიცხვის ჯამი ტოლი ყოფილიყო მოპირდაპირე ბოლოებზე მყოფი რიცხვების ჯამისა.......
📌 გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სხარტი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება; მეტი ინტერესის გაღვივება მათემატიკის მიმართ; ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში; კომუნიკაციის უნარების განვითარება. მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი მათემატიკური ცოდნის რეალიზება.
🎉 გაკვეთილი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. 🎂
🎭 მე-8ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება თემაზე: 🫅 ,,ქართველ მეფეთა მემუარები". მოსწავლეებმა მოირგეს ქართველ მეფეთა როლები და გადმოგვცეს მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდე
გოლიიი ⚽⚽⚽⚽⚽
ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და გაგვახარა.
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-2024 -ში !
🎭 27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით X (ა) კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს. დაესწრნენ დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლს ,,მაჭანკალი’’.
ბავშვები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით იყვნენ დატვიერთულნი. გამოთქვეს სურვილი მომავალშიც ეწვივნონ თეატრს.
🔸 29 მარტს, ქართულ გერმანულ სკოლა სხივში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები.
🔸 თეატრალური წარმოდგენის დაწყებამდე მოსწავლეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მამა ლევან მექოშვილმა, რომელმაც წმინდა გრიგოლ ფერაძის ღვაწლსა და საგანმანათლებლო სივრცეებში შემეცნებითი საღამოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
🔸სპექტაკლის დასრულების შემდეგ კაკო ვაშალომიძის ბენდმა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულა. 🔸 ქართულ-გერმანული სკოლა სხივი მადლობას უხდის ორგანიზატორებს ამ არაჩვეულებრივი საჩუქრისათვის!
📌 29 მარტს მე-10 კლასების მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ვახშამი გაიმართა.
🥰🔸 ბავშვის ჰარმონიულ პიროვებად აღზრდისთვის, საუკეთესო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო შედეგების მისაღწევად, განუზომლად დიდია სკოლის და ოჯახის როლი, რაც მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობით გამოიხატება.
🔹მშობელთა ჩართულობის სკოლა სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს მშობლებს: საქველმოქმედო აქციები, ღონისძიებები, ექსკურსიები, მშობელთა კულინარიული კლუბი, მხიარული სტარტები, მშობელთა კრება-კონფერენცია და სხვა. ერთ-ერთი აქტივობა ტრადიციული ვახშამია, სადაც მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები.სასიამოვნო გარემოში, სხვადასხვა მხიარულ და შემოქმედებით აქტივობებს ესწრებიან და თავადაც ღებულობენ მონაწილეობას. რაც დადებითად აისახება, არა მარტო მოსწავლეზე, არამედ თავად მშობელზე, პედაგოგებსა და ზოგადად, სკოლაზე.
👉 ჩვენი სკოლის ეს ტრადიცია ნათლად წარმოაჩენს მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობას.
ოლიმპიადის მიზანია:
1.საუკეთესო კალიგრაფი
მონაწილეობენ I-XII კლასების მოსწავლეები.
I საკონკურსო ჯგუფი: დაწყებითი საფეხური ( I – VI კლასები)
II საკონკურსო ჯგუფი: საბაზო საფეხური (VII –IX კლასები)
III საკონკურსო ჯგუფი: საშუალო საფეხური (X – XII) კლასები
საოლიმპიადე დავალებები ერთი ტიპისაა:
ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიული გადაწერა.
კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:
* ქართული ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა
*დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე
* ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა)
ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.
ოლიმპიადა ტარდება ერთ ტურად.
ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით.
თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
2.მხატვრული კითხვის ოსტატი
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მოსწავლეები
II საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის მოსწავლეები.
მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:
* ლექსის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, ჩანახატი, მინიატურა)
* ტექსტის ცოდნა, გამართული მეტყველება
* ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია
*არტისტიზმი-ემოცია
*მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.
ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად.
· ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
· ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო საფეხურის (VII- XII კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მოსწავლეები
II საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის მოსწავლეები.
ოლიმპიადაში მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
* სიმღერის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ,-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, თავისუფალი არჩევანი (მხოლოდ ქართულ ენაზე))
*შემსრულებლის ოსტატობის დონე
* ვერბალური უნარების გამოვლენა
*ვოკალური უნარების გამოვლენა
* სიმღერის შინაარსისთვის შესაფერისი ორიგინალური ინტერპრეტაცია
*მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენება
დამატებითი კრიტერიუმები:
* მუსიკალური თანხლების ხარისხი (ფონოგრამა, ბექვოკალი)
*შოუს ელემენტები და მათი გამოყენების ხარისხი (ცეკვა, კოსტიუმები).
ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად.
· ნომინაციაში ,,საუკეთესო მუსიკალური ნომერი „ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
· ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო საფეხურის (VII- XII კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
შენიშვნა: ოლიმპიადაში განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი
ოლიმპიადის ჩატარების კალენდარული გრაფიკი:
I ტური ჩატარდება ქალაქებში - თბილისი და ქუთაისი
1.საუკეთესო კალიგრაფი- 22 მარტი
კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
2.მხატვრული კითხვის ოსტატი 30 მარტი 11 : 00 სთ
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი 30 მარტი 11 : 00 სთ
I ტურის შემდეგ პარტნიორი სკოლები ნომინაციაში " საუკეთესო მუსიკალური ნომერი"და "მხატვრული კითხვის ოსტატი" გამოავლენს სამ–სამ გამარჯვებულს.
I ტურიდან II ტურში მონაწილეობას მიიღებენ ფინალისტები ( მოსწავლეები რომელთაც აქვთ ქულების მაქსიმუმი)
II ტური ჩატარდება ქ. თბილისში
ჩატარების გრაფიკი:
Ø საუკეთესო მუსიკალური ნომერი 13 აპრილი 12 : 00 სთ
Ø მხატვრული კითხვის ოსტატი 13 აპრილი 12 : 00 სთ
ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება:
* ოლიმპიადის პირველი ნომინაციისთვის ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს
შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
🎭 27 მარტი, თეატრის საერთაშორისო დღეა
🎭ჩვენმა ნიჭიერმა, პატარა სხიველმა მხატვრებმა 🎨🥳❤️💫თეატრის საერთაშორისო დღე ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გამოფენით აღნიშნეს.
Powered by aSc EduPage