Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩვენს სკოლაში და ჩაატარა ტრენინგი პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევის მიმართულებით .
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი სხივში
ჟურნალისტთა კლუბის მიერ გაშუქებული 👉Spelling bee 🐝
🐝 Spelling Bee-ს ფინალი
🐝 ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმში 1 მარტს კონკურსის „Spelling Bee“ ფინალი გაიმართა.
კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის მართლწერის დონის განსაზღვრა, ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, გამარჯვებულთა გამოვლენა და წახალისება. კონკურსი 3 ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება: მე–5–6 კლასები, მე–7–8–9 კლასები და მე–10–11–12 კლასები.
მიმდინარე წლის კონკურსის ფინალში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის 9 მოსწავლემ.✅ მე–5–6 კლასებიდან პირველ ადგილზე გავიდა ელენე თათარაშვილი.
✅ მე–7–8–9 კლასებიდან მე-2 ადგილზე გავიდა შირინ სალაროვა.
✅ მე–10–11–12 კლასებიდან მე-2 ადგილი დაიკავა ელენე მცხვეთაძემ.👏 ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
💐 გილოცავთ 💐
🏊ცურვის სასკოლო ლიგა 2024
🏊2024 წლის 2 და 3 მარტს თემქის საცურაო აუზზე ,,ცურვის სასკოლო ლიგა 2024,, ჩატარდა.🏊♂️ მონაწილეები ერთმანეთს თავისუფალი სტილით 50 და 100 მეტრიან დისტანციაზე შეეჯიბრნენ.🏊♀️ აღნიშნულ შეჯიბრში ქართულ -გერმანული სკოლის სახელით ასპარეზობდა ჩვენი სკოლის მე 8 ბ კლასის მოსწავლე დანიელ ნოზაძე. დანიელი მოხვდა საუკეთესო ათეულში, კერძოდ თავის ასაკობრივ კატეგორიაში მან მე- 3 ადგილი დაიკავა.
წარმატებებს ვუსურვებთ დანიელს და ჩვენს სკოლას!
🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️🏊♀️
🌺 Alles Gute zum Muttertag!🥰
მე 3 ა და მე 6 ბ კლასის მოსწავლეებმა დედის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაამზადეს ბარათები და მიუძღვნეს დედას წერილი გერმანულ ენაზე .მოსწავლეები თავიანთ ჩანახატებში აღნიშნავდნენ, რომ დედა ყველაზე საუკეთესო,გამორჩეული,ულამაზესი არსებაა დედამიწაზე მათ დედა უპირობოდ უყვართ და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ დედების კეთილდღეობისათვის.ნამუშევრები გამოიფინა გერმანული ენის კაბინეტში . ვიზუალურად ლამაზი ბარათისა და ამაღელვებელი წერილების არჩევა მოხდა სკოლის მოსწავლეთა მიერ ხმის მიცემის საფუძველზე.გამოვლინდნენ გამარჯვებულები!
🌺 Alles Gute zum Muttertag!🥰
🥰 I ბ კლასი მოსწავლეები გილოცავთ დედის დღეს!
საგულდაგულოდ ემზადებოდნენ 1 ბ კლასის მოსწავლეები დედის დღის აღსანიშნავად.
გილოცავთ დედის დღეს! <3
🥰 გილოცავთ დედის დღეს! ❤
,,დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!...
#გიორგილეონიძე
#როცაგულწრფელადუნდათმათიგახარება
#მეექვსეკლასი
საკუთარი ხელით მოხატეს და ფრაზებიც მოიფიქრეს.
დიდი მადლობა ყველას ხელშეწყობისთვის
გილოცავთ ყველა დედას დედის დღეს!
🌺I ა კლასის მოსწავლეები დედის დღეს ულოცავენ საყვარელ დედიკოებს
🥰 I ა კლასის მოსწავლეები გაზაფხულის მობრძანებასა და დედის დღეს ულოცავენ საყვარელ დედიკოებს.
❤️ძვირფასო დედებო, ღმერთმა დიდხანს ნუ მოაკლოს თქვენი სიყვარული, თქვენი ხელების სითბო და სინაზე თქვენს შვილებს, გაიხარეთ მათი ბედნიერებით, წარმატებებით
.გილოცავთ!
🌹🪻🌷🥀🪷🌺🌸🌼🌼🩷🧡💛💚💙🩵💜🩷🧡💛💚💙🩵💜🩷🧡💛💚💙🩵💜
💕 გილოცავთ !
❤️ პატარა "სხიველების" მილოცვა
🥰 ასეთი საოცარი პორტრეტებით ულოცავენ პატარა "სხიველები" თავიანთ დედიკოებს 3 მარტს, დედის დღეს!
I-IV კლ.
❤️🩷🧡💛💚💙🩵💜
🥰 კულტურის ისტორიის მუზეუმში
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-9 ა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ,დაათვალიერეს მუზეუმი და დაესწრენ ლექციას,,საქართველოს საზღვრების ნამდვილი ისტორია''დაათვალიერეს დიდი ხელოვანის გამოფენა ,,ორი ამბავი''მარიონეტების სპექტაკლებიდან ,ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრები.
❤️ ქალია ცხოვრების ანიც და ჰაეც
🩷 ემოციური აღმოჩნდა მეათე კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული ღონისძიება დედებისთვის: ,,ქალია ცხოვრების ანიც და ჰაეც...’’
-დედაზე ჩვენ ისეთი რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ჩვენი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვეთ....
ზოგჯერ ვერ ვპოულობთ სწორ სიტყვებს იმის გამოსახატავად, თუ რა ბედნიერები ვართ, რომ დედები გვყავს ცხოვრებაში. დედის სიყვარული ხომ უპირობოა და ვერ შეედრება სხვა ვერანაირ ურთიერთობას.
-საკმარისად რთულია იყო დედა!
-რაც არ უნდა მართალი ვიყო, გულის სიღრმეში სულ შენ გამართლებ დეე...
შენი ცრემლები ჩემთვის იცი რა ტკივილია.. თითოეული წვეთი, რომელიც შენ თვალებიდან ჩამოგდის ჩემი მოყვება გულში.....-არ მიცნობ დეე, გულში მაინც არ მიცნობ... მინდა გითხრა რომ მიყვარხარ.... უბრალოდ გავიზარდე დეე...💚 გაზაფხულივით ლამაზი და ფერადი ყოფილიყოს თქვენი დედაშვილობა!❤️❤️❤️🧡💛💚💙🩵💜🩷 ❤️❤️❤️🧡💛💚💙🩵💜🩷
#ემპათია
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც ჩვენი სკოლის ტრადიციულ ღირებულებებს მოიცავს.
VI კლასის მოსწავლეები ამჯერად იურისტ ნანო ცხადაიას შეხვდნენ, კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს, რომელმაც პირადი გამოცდილებით, პროფესიული ხედვითა და მაგალითებით მოსწავლეებს ამ ღირებულებების არსებობაზე, მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა ქალბატონ ნანოს თავიანთი შეხედულებები, ცნობილი მაგალითები გაუზიარეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
პრეზენტაციის დასასრულს ბავშვებმა ნახეს ფილმი, რომელიც გააანალიზეს, განიხილეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ძალიან სამართლიანები და ემპათიურები არიან.
🥰ლიტერატურული საღამო ,,ამოგთქვამ ლექსო"
🥰ლიტერატურული საღამო ,,ამოგთქვამ ლექსო", რომელიც მე-9 -ა კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში გამართეს, მშობლიური ენის დღეს მიეძღვნა. მათ მხატვრულად წაკითხული ლექსები, მინიატურები თუ ამონარიდები ქართველ კლასიკოსთა პოემებიდან სიმღერებით გააფორმეს და თბილი, სასიამოვნო განწყობა დატოვეს.
🥰 სხივში Upskill - ტრენინგების სერია გრძელდება
👉დღეს ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის წევრმა, კათედრის თავმჯდომარემ , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლ. ხათრიძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: სწავლების თანამედროვე მეთოდების შემუშავება . .ასევე ტრენერმა პედაგოგებს პრაქტიკული სამუშაო შესთავაზა. ტრენინგმა სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!
ჟურნალისტთა კლუბი ,,სხივის ახალი ამბები"
მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები,სადაც აჩვენეს მათ მიერ დანახული, საუკეთესო სკოლის მოდელები.
მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი: პოტენციალი, ფორმულა და საერთაშორისო სკოლა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული საერთაშორისო სკოლა გახდა
ღონისძიების ორგანიზატორი: ნინო წიკლაური
ჟურნალისტი: ქეთი შუბლაძე
ოპერატორი:ნუცა შუბლაძე
მონტაჟი:ნუცა შუბლაძე
🌺 კოდალაში
🌺 მე-5ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სახელოსნო კოდალას და საჩუქრები დაუმზადეს საყვარელ დედიკოებს🌸🩷🌺
😍 ამეტყველებული ღიმილაკები
🥰 საინტერესო და მხიარული - ასე შეფასდა აქტივობა სახელწოდებით 😍 ,,ამეტყველებული ღიმილაკები".ცნობილი ფრაზები და გამონათქვამები, ქართული ანიმაციური და მხატვრული ფილმები, ცნობილი ქართული ჰიტები და ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები მე -9 და მე-11 -ა კლასის მოსწავლეებმა ღიმილაკებით აალაპარაკეს.შიდა ტურში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ და საინტერესო თამაში აჩვენეს.😍 ღიმილაკებმა ბევრი ღიმილი, საქმიანი კამათი და ხმაურიანი დღე დაგვიტოვა.მადლობა აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს.🥰😀🙃😉😌🧐🙁😢😞🫠🤗🤔🫣🤭🤒😍🥰😘
🥰 ჩვენი სკოლის ტრადიციული ღირებულებების ერთიანობა
#ურთიერთპატივისცემა
#პასუხისმგებლობა
#ქველმოქმედება
ეს იმ ღირებულებათა ნაწილია, რომლებიც ჩვენი სკოლის ტრადიციულ ღირებულებებს მოიცავს. სწორედ ამიტომ, VI კლასის მოსწავლეებს ეფექტური პრეზენტაციით შეხვდა იურისტი თეო კვირკაშვილი, მეექსვსე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც საინტერესო მსჯელობით, დისკუსიითა და შემაჯამებელი ქვიზით მოსწავლეებს ღირებულებების მნიშვნელობაზე, მათ არსსა და აუცილებლობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, ბევრი კითხვა დასვეს და სურვილიც კი გამოთქვეს სამომავალო პროფესიაზე - ირჩევენ იურისტობას.
#მშობელი
#მასწავლებელი
#მოსწავლეები
#თანამედროვესკოლა
#ჩვენისკოლისტრადიციულიღირებულებებისერთიანობა
სიახლეების არქივი
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- ივნისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- იანვარი 2023
- ყველა