• 📍 ვიქტორინა ინგლისურ ენაში

          • 22 დეკემბერს, მე-7 ა და მე-7 ბ კლასებში ჩატარდა ვიქტორინა,რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ზოგადი ცოდნის შემოწმება ინგლისურ ენაზე და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.

            ვიქტორინა მოიცავდა როგორც შემეცნებით შეკითხვებს ასევე, სახალისო საშობაო გამოცანებს, სიმღერებს და ლექსს. ვიქტორინის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.

            მასწავლებლები:შორენა შალიკაშვილი და ნათია მარშანია

          • 🇪🇺 ევროკავშირის წარმომადგენელი სხივში

          • ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ევია კოტანი.

            ქალბატონმა ევიამ IX-XII კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრა თემაზე : ადამიანებების უფლებები, საქართველოში ევროკავშირის მისიის როლი, საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

            საუბრის თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.

            მოსწავლეების მხრიდან თითოეულ დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, შედგა საინტერესო დისკუსია.

            შეხვედრა წარიმართა ინგლისურ ენაზე.

          • 📌 ვ ა კ ა ნ ს ი ა

          •  

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს პერსონალის პოზიციაზე.

            სამუშაო საათები: 09:00 - 17:00.

            ანაზღაურება - 625 ლარი

            დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2596701, 577546696

            მის.: დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ნაკვეთი 368 (ე.წ. მუხათგვერდის სამანქანო ხიდთან).

             

          • 🙏 ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას

          • #ჩვენვირჩევთთანასწორობას რა არის ტოლერანტობა?

            ვის შეუძლია განსხვავებული კულტურისა და ღირებულებების მქონე ადამიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება? როგორ უნდა აღიქვას ადამიანმა მისგან განსხვავებული ადამიანი? რა არის მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის აუცილებელი? სწორედ ამ მნიშვნელოვან კითხვებს გასცეს პასუხი ქართულ-გერმანული სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა პასუხი. წარმოადგინეს პრეზენტაციები, იმსჯელეს ტოლერანტ და არატოლერანტ ადამიანებზე, გამოთქვეს საკუთარი აზრი და დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. ბოლოს კი შეჯერდნენ რომ:

            #ტოლერანტობა შენგან გასხვავებული ადამიანის პატივისცემა და მისი თანასწორად აღქმაა. #ტოლერანტობა არის ის, რომ არ გააკრიტიკო ან მტრულად არ იყო განწყობილი იმისადმი, რაც განსხვავებულია, უცნაური ან შენთვის უცნობი.

            #ტოლერანტობა ადამიანის ცხოვრების წესია, როცა მან იცის საკუთარი თავისუფლების ფასი და აღიარებს სხვის თავისუფლებასაც.

            #ტოლერანტობა მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრების აუცილებელი პირობაა.

            მასწავლებლები: ანა ჩინჩალაძე ლელა ხათრიძე

          • 📌საინტერესო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან

          • დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხარდაჭერით III, VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარდა ლექცია პრეზენტაციის სახით :

            • უბილეთო მგზავრობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
            • შინაური ბინადარი ცხოველის უფლებები, ცხოველის პატრონის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ზომები;
            • შეხვედრას უძღვებოდა სამართლის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის თანათავმჯდომარე ქალბატონი მაკა სალხინაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტი, სამართლის მაგისტრი,  ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი ბატონი კახაბერ იოსელიანი.

            მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მომხსენებლებს, დასვეს კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები . განსაკუთრებით გამოვყოფთ პატარა მსმენელებს III -ა კლასიდან .

            სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ მაკასა და ბატონ კახაბერს აქტუალურ თემებზე საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის .

            #დაიცავიკანონი

          • 🪴 II-ა კლასის მოსწავლეები გარდენიეში

          • II-ა კლასის მოსწავლეები  პედაგოგ  ეკა ლომთათიძესთან ერთად ესტუმრნენ დეკორატიულ მცენარეების პატარა სანერგე -,, გარდენიეს’’ . დაათვალიერეს  შესანიშნავი ბაღი, ნახეს იების მრავალსახეობა, დეკორატიული კომბოსტოები, ზეთისხილის მრავალსაუკუნოვანი ხეები, იაპონური კომში, ცხრაასამდე ჯიშის სუკულენტები, მაგნოლიები, თეთრი და ვარდისფერი პიონები, სხვადასხვანარი  ყვავილებითა და მცენარეებით გაკეთებული კომპოზიციები.  შემდეგ ,,გარდენიეს“ თანამშრომელმა  მოსწავლეები შეიყვანეს  სახელოსნოში,  სადაც  მომზადებული იყო ქოთნები. ბავშვებმა ქოთნები ჯერ შეღებეს,  ზედ აპლიკაციები გაუკეთეს, (დეკუპაჟი) შემდეგ ქოთნებში  ჩაყარეს მიწა, ჩარგეს ლამაზი მცენარე-კრასულა (ანუ-სიყვარულის ხე), მორწყეს და გულდასმით მოისმინეს რჩევები. 

                 მოსწავლეების ნამუშევარი ქოთნები გარდენიამ მათ საჩუქრად გადასცა.   

          • 🥇ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 29 ნოემბერს გაიმართა ამოცანების ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები.

             

            საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

            I ადგილი- ანასტასია მესხია, ალექსანდრე ხუნდაძე და ანდრია ვახანია

            II ადგილი- ილია ქამადაძე, რაული დალივალოვი და ელენე ჯობავა

            III ადგილი- ელენე კიკნაძე

            ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!

            პედაგოგი: ანი ჭანტურია

          • 📌 მე-10 კლასის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

          •        მე-10 ა და მე-10 ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგებთან და დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ოქროს ფონდში .

            ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა.

          • 📍 ვიქტორინა ინგლისურ ენაში

          • დღეს, სკოლაში IX-X-XI კლასის მოსწავლეთათვის ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, ინგლისურ ენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ზოგადი საკითხები სხვადასხვა საგნებიდან.

            ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში სწრაფი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება.