ოლიმპიადის მიზანია:
- აამაღლოს მოსწავლეებში ენისადმი ინტერესი
- გამოუმუშაოს წერითი და ზეპირმეტყველების კულტურა
- გააცნობიეროს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურა, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესი
- კალიგრაფიული კულტურის გამომუშავება
- ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება
- შემოქმედი მოსწავლეების წახალისება
1.საუკეთესო კალიგრაფი
მონაწილეობენ I-XII კლასების მოსწავლეები.
I საკონკურსო ჯგუფი: დაწყებითი საფეხური ( I – VI კლასები)
II საკონკურსო ჯგუფი: საბაზო საფეხური (VII –IX კლასები)
III საკონკურსო ჯგუფი: საშუალო საფეხური (X – XII) კლასები
საოლიმპიადე დავალებები ერთი ტიპისაა:
ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიული გადაწერა.
კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:
* ქართული ასო-ბგერის სწორი და მრგვალი გრაფიკული მოხაზულობა
*დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე
* ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა)
ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.
ოლიმპიადა ტარდება ერთ ტურად.
ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით.
თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
2.მხატვრული კითხვის ოსტატი
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მოსწავლეები
II საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის მოსწავლეები.
მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:
* ლექსის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, ჩანახატი, მინიატურა)
* ტექსტის ცოდნა, გამართული მეტყველება
* ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია
*არტისტიზმი-ემოცია
*მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.
ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად.
· ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
· ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო საფეხურის (VII- XII კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მოსწავლეები
II საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის მოსწავლეები.
ოლიმპიადაში მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
* სიმღერის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ,-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, თავისუფალი არჩევანი (მხოლოდ ქართულ ენაზე))
*შემსრულებლის ოსტატობის დონე
* ვერბალური უნარების გამოვლენა
*ვოკალური უნარების გამოვლენა
* სიმღერის შინაარსისთვის შესაფერისი ორიგინალური ინტერპრეტაცია
*მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხის გამოყენება
დამატებითი კრიტერიუმები:
* მუსიკალური თანხლების ხარისხი (ფონოგრამა, ბექვოკალი)
*შოუს ელემენტები და მათი გამოყენების ხარისხი (ცეკვა, კოსტიუმები).
ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად.
· ნომინაციაში ,,საუკეთესო მუსიკალური ნომერი „ დაწყებითი საფეხურის ( I-VI კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
· ნომინაციაში ,,მხატვრული კითხვის ოსტატი“ საბაზო და საშუალო საფეხურის (VII- XII კლასი) ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის - გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
შენიშვნა: ოლიმპიადაში განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი
ოლიმპიადის ჩატარების კალენდარული გრაფიკი:
I ტური ჩატარდება ქალაქებში - თბილისი და ქუთაისი
1.საუკეთესო კალიგრაფი- 22 მარტი
კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
2.მხატვრული კითხვის ოსტატი 30 მარტი 11 : 00 სთ
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი 30 მარტი 11 : 00 სთ
I ტურის შემდეგ პარტნიორი სკოლები ნომინაციაში " საუკეთესო მუსიკალური ნომერი"და "მხატვრული კითხვის ოსტატი" გამოავლენს სამ–სამ გამარჯვებულს.
I ტურიდან II ტურში მონაწილეობას მიიღებენ ფინალისტები ( მოსწავლეები რომელთაც აქვთ ქულების მაქსიმუმი)
II ტური ჩატარდება ქ. თბილისში
ჩატარების გრაფიკი:
Ø საუკეთესო მუსიკალური ნომერი 13 აპრილი 12 : 00 სთ
Ø მხატვრული კითხვის ოსტატი 13 აპრილი 12 : 00 სთ
ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება:
* ოლიმპიადის პირველი ნომინაციისთვის ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს
შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი