ასე უყვართ და აფასებენ სკოლას ჩვენი კურსდამთავრებულები ❤️ეს საჩუქარი არა მხოლოდ ნივთია, არამედ თქვენგან გადმოცემული სითბო, მოგონებები სიხარული და სიყვარულია, რომელიც წლებთან ერთად გაიზარდა და დღეს უკან დაგვიბრუნდა#მადლიერება#საუკეთესო2020#საუკეთესოსკოლა
🙏 მადლობა 2020 წლის გამოშვებას!
🌍 დედამიწის დღე
დედამიწის დღის აღსანიშნავად 🌍 II ბ კლასის მოსწავლეებმა უყურეს ანიმაციას 📽️, დედამიწის 🌎 შესახებ. ისაუბრეს თუ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას 🌱💚. გააფერადეს სურათები დედამიწის გამოსახულებით 🎨🌍, რამაც ხელი შეუწყო მათ ბუნებასთან ემოციური კავშირის გაღრმავებას 💖🌿.
აქტივობა მხიარულ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა 😃🎉.
🌍 დედამიწის დღე
დედამიწის დღე 🌍 მრავალფეროვანი აქტივობებით 🎨🌿 აღინიშნა II ა კლასში. პატარებმა 🧒📖 მოისმინეს დედამიწის დღის დაწესების შესახებ ინფორმაცია, გააფერადეს ნახატები 🖌️🎨, ნარჩენებისგან დაამზადეს „აყვავებული ეზო“ 🌺🏡, გლობუსი 🌎, დაასუფთავეს სკოლის ეზო 🏫🧹 და შეაჯამეს აქტივობები ✨— ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე 💚, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები 😊🌱.
გილოცავთ !
📝კალიგრაფიის კონკურსი ყოველწლიურად ახალ სიტყვას ამბობს
#მოსწავლეებისშემოქმედებითითავისუფლებასხივში
#ხატექართულად🖋️
📝კალიგრაფიის კონკურსი ყოველწლიურად ახალ სიტყვას ამბობს.წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს ♥️
🌟ქეთი შუბლაძისა და მაკა სალხინაშვილის საერთაშორისო სამეცნიერო წარმატება 🌍📚
🌟 ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ქეთი შუბლაძემ და მისმა მშობელმა, პროფესორმა, საჯარო სამართლის აკადემიურმა დოქტორმა ქალბატონმა მაკა სალხინაშვილმა მიიღეს მონაწილეობამე-11 საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციაში ,, «Theory and Practice of Science: Key Aspects», Scientific Collection «InterConf+» რომელიც ჩატარდა რომში, იტალია, 19-20 აპრილი, 2025 წ.
2025 წლის აპრილის გამოცემაში #56 (244) დაიბეჭდა ქალბატონ მაკასა და ქეთის სამეცნიერო სტატია: ,,Administrative Detention as an Administrative Penalty and Its Imposition Characteristics” ელექტრონულ ჟურნალში, რომელსაც კოპერნიკუსის ინდექსი აქვს მინიჭებული.
ახალგაზრდული აზროვნება, ანალიტიკური უნარები და აკადემიური კვლევის სიყვარული – ყველაფერი ერთ სტატიაში! ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი სამეცნიერო გზის, რომელიც ქეთიმ უკვე თავდაჯერებით დაიწყო. ვულოცავთ ქეთის ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს და გვეამაყება მისი წარმატება!
სტატია იხილეთ ლინკზე: https://archive.interconf.center/index.php/2709-4685/issue/view/19-20.04.2025/254
✍️ კალიგრაფიის კონკურსი სხივში
რომელი ენა შეგვიძლია ასე ლამაზად, სიყვარულითა და რუდუნებით გაგავიტანოთ ქაღალდზე?
📝
ოლიმპიადის ჩატარების გრაფიკი:
I ტური ჩატარდება ქალაქებში - თბილისი და ქუთაისი
1. საუკეთესო კალიგრაფი - 15 აპრილი 12:00 სთ
2.მხატვრული კითხვის ოსტატი - 26 აპრილი 11:00 სთ.
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი - 26 აპრილი 11:00 სთ.
4. საუკეთესო (ორიგინალური) ნახატი - 26 აპრილი 11:00 სთ.
I ტურის შემდეგ პარტნიორი სკოლები თითოეულ ნომინაციაში გამოავლენენ II ტურში გადასულ არაუმეტეს 6 მონაწილისა .
II ტური ყველა ნომინაციაში კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისში, 2025 წლის 03 მაისს 12:00 საათიდან.
📚 ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა
ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა
ორგანიზატორი: შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივი
მისამართი: ქ. თბილისი, მიხა ხელაშვილის N7
ტელეფონი: (995 032) 2596701; 577546696
ელ-ფოსტა: skhivi@skhivi.edu.ge
ვებ-გვერდი: www.skhivi.edu.ge
- ოლიმპიადის მიზანი:
- მოსწავლეთა მხატვრული და ენობრივი უნარების გამოვლენა და წახალისება;
- ქართული ენისა და კულტურისადმი სიყვარულის გაღვივება;
- შემოქმედებითი ნიჭისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენა;
- კალიგრაფიული, კითხვის, მხატვრული, მუსიკალური და ვიზუალური უნარების განვითარება;
- ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.
- ოლიმპიადის ინიციატორი, ჩატარების ორგანიზატორი და მხარდამჭერები
- ქართული ენის ოლიმპიადა ტარდება ქართულ-გერმანული სკოლა სხივის ინიციატივით
მხარდამჭერები:
- კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
- პარტნიორი სკოლა - ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
- ოლიმპიადის ჟიურის უფლებები და მოვალეობები:
- ნომინაციების მიხედვით შედგება შესაბამისი ჟიური, ჟიურის წევრებად პარტნიორი სკოლების მასწავლებლებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები.
- წარმოდგენილი ნამუშევრების განხილვა და შეფასების ორგანიზება;
- კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიურის წევრთა მიერ გამარჯვებულთა გამოვლენა და დასაჯილდოებლად წარდგენა;
ოლიმპიადა ტარდება ნომინაციების მიხედვით:
- საუკეთესო კალიგრაფი ( ტარდება ორ ტურად)
მონაწილეობენ I-XII კლასების მოსწავლეები.
I საკონკურსო ჯგუფი: I კლასი
II საკონკურსო ჯგუფი: II – IV კლასები;
III საკონკურსო ჯგუფი: V –XII კლასები
კალიგრაფიული ნიმუშის შემუშავების კრიტერიუმები:
- ქართული ასო-ბგერის სწორი და გრაფიკული მოხაზულობა;
- დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული ასლი-ოთხხაზიან, ორხაზიან და ცალხაზიან ბადესთან მისადაგება-სიზუსტე;
- ტექსტის მხატვრული გაფორმება (ორიგინალური ელემენტების შეტანა)
ტექსტზე მუშაობის ხანგრძლივობა 60 წუთი.
ნამუშევრები ჯამდება საკონკურსო ჯგუფის მიხედვით.
თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
- მხატვრული კითხვის ოსტატი ( ტარდება ორ ტურად)
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით:
I საკონკურსო ჯგუფი - დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) ქართულენოვანი მოსწავლეები
II საკონკურსო ჯგუფი -დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) არაქართულენოვანი მოსწავლეები
III საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის ქართულენოვანი მოსწავლეები.
IV საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის არაქართულენოვანი მოსწავლეები.
მხატვრული კითხვის ოსტატის კრიტერიუმები:
- ლექსის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, ჩანახატი, მინიატურა);
- ტექსტის ცოდნა,
- გამართული მეტყველება;
- ხმის ტემბრი, ტონი,დიქცია;
- არტისტიზმი-ემოცია;
- მუსიკის, აკომპანიმენტის, არანჟირების თანხლება. დასაშვებია ფონოგრამაც.
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
- თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
- საუკეთესო მუსიკალური ნომერი ( ტარდება ორ ტურად)
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით:
I საკონკურსო ჯგუფი - დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) ქართულენოვანი მოსწავლეები
II საკონკურსო ჯგუფი -დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) არაქართულენოვანი მოსწავლეები
III საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის ქართულენოვანი მოსწავლეები.
IV საკონკურსო ჯგუფი - საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასის) საფეხურის არაქართულენოვანი მოსწავლეები.
მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- სიმღერის შინაარსობრივი დატვირთვა (ეროვნულ-პატრიოტული, ქართული ენისადმი მიძღვნილი, (მხოლოდ ქართულ ენაზე);
- შემსრულებლის ოსტატობის დონე; (სცენური ქცევა, და თავდაჯერებულობა)
- ვოკალური უნარების გამოვლენა; მუსიკალური სმენა და რითმული შეგრძნება, შესრულების სისუფთავე
დამატებითი კრიტერიუმები:
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ მონაწილეებს შორის ქულები გადანაწილდა თანაბრად, უპირატესობა მიენიჭება მონაწილეს რომელიც თავად არის აკომპანიატორი.
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
- თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
შენიშვნა: მუსიკალურ კონკურსზე განიხილება მხოლოდ სოლო ნომერი.
- საუკეთესო ნახატი ( ტარდება ორ ტურად)
მოსწავლეები კონკურსში მონაწილეობენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით :
I საკონკურსო ჯგუფი - I-Vკლასის მოსწავლეები;
II საკონკურსო კგუფი - VI -XII კლასი საფეხურის მოსწავლეები.
მონაწილეთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- შინაარსობრივი დატვირთვა და ორიგინალურობა
- ფერწერული ნამუშევარი, ფერთა შერჩევა და ტექნიკა
- კომპოზიცია-შინაარსი, ცალკეული ნაწილების ერთ მთლიანობაში იდეის გარშემო გაერთიანება;
- განსაზღვრულ დროში ნაშრომის დასრულება.
მუშაობის ხანგრძლივობა 90 წუთი.
- თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის გამარჯვებულები.
ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე, ნებისმიერი მასალით.
მონაწილეებს ფორმატებით უზრუნველყოფს ორგანიზატორი.
ოლიმპიადის ჩატარების გრაფიკი:
I ტური ჩატარდება ქალაქებში - თბილისი და ქუთაისი
1. საუკეთესო კალიგრაფი - 15 აპრილი 12:00 სთ
2.მხატვრული კითხვის ოსტატი - 26 აპრილი 11:00 სთ.
3.საუკეთესო მუსიკალური ნომერი - 26 აპრილი 11:00 სთ.
4. საუკეთესო (ორიგინალური) ნახატი - 26 აპრილი 11:00 სთ.
I ტურის შემდეგ პარტნიორი სკოლები თითოეულ ნომინაციაში გამოავლენენ II ტურში გადასულ არაუმეტეს 6 მონაწილისა .
II ტური ყველა ნომინაციაში კონკურსი ჩატარდება ქ. თბილისში, 2025 წლის 03 მაისს 12:00 საათიდან.
ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება:
- ოლიმპიადის პირველი კონკურსიისთვის „საუკეთესო კალიგრაფი“ ტექსტებს და შესაბამისი შეფასების სქემებს შეიმუშავებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
- თითოეულ ნომინაციაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, I-II -III ადგილების გამოსავლენად, ჩატარდება დამატებითი ტური .
ოლიმპიადაში მონაწილეობა:
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.
- ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს;
- ოლიმპიადის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს აირჩიოს არაუმეტეს ორი ნომინაციისა.
ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები:
ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
- ოლიმპიადის დაწყებამდე 30 წუთით ადრე გამოცხადდეს და გაიაროს რეგისტრაცია;
- იქონიოს შესაბამისი კონკურსისთვის საჭირო მასალა (კალამი,ფონოგრამა, სახატავი მასალა-ფერადი ფანქრები, აკვარელი, გუაში, ზეთის საღებავები, უბრალო ფანქარი, საშლელი, სათლელი, ფუნჯები);
- შეასრულოს ოლიმპიადის ორგანიზატორების, ჟიურის წევრების მითითებანი.
ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:
- მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;
- სხვა დამხმარე მასალის გამოყენება;
- სხვა მონაწილეებისთვის ხელის შეშლა.
ოლიმპიადის პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა :
ოლიმპიადის მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
- მეთვალყურე (დირექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირი);
- პასუხისმგებელი პირი (დირექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრული პირი);
- IT სპეციალისტი;
- ექიმი.
დაჯილდოება:
- ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს (I, II და III ადგილები) გადაეცემათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო მეორე ტურის მონაწილეებს სიგელები.
14 აპრილი 🗓️ ქართული ენის დღეა!
14 აპრილი 🗓️ ქართული ენის დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით 📚 ჩვენი სკოლის II ა კლასის მოსწავლეები 👧🧑 ჩაერთნენ აქტივობაში „დაიცავი ქართული ენა“ ✍️.
პატარებმა 👫 გაიგეს რა არის ბარბარიზმი ❓, გაიხსენეს სად და რომელი ბარბარიზმები გაუგიათ 📖. ისაუბრეს, რომ ქართული ენის დაცვაზე ზრუნვა მათაც ევალებათ ❤️.
მეორეკლასელებმა მოამზადეს პოსტერი „არა ბარბარიზმებს!“ 🖼️ და გამოაკრეს სკოლის დერეფანში 🏫.
📝მეორე დიაგნოსტიკური ტესტირება სხივში
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში წარმატებით დასრულდა მეორე დიაგნოსტიკური ტესტირება, რომელიც მოიცავდა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ტესტირების მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის შეფასება, მათი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა და საჭიროებების იდენტიფიცირება.
ეს პროცესი ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ინდივიდუალური მიდგომების შემუშავებას, რაც მოსწავლეების მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენას ემსახურება.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით გერმანიაში გაემგზავრნენ! 🌍🇩🇪
ჩვენი სკოლის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით გერმანიაში გაემგზავრნენ! 🌍🇩🇪
✨ ჩვენი მოსწავლეები გერმანიაში დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებენ – ისინი დაესწრებიან გაკვეთილებს, გაეცნობიან ადგილობრივ განათლების სისტემას და აიმაღლებენ ცოდნას. 💡📚 გარდა ამისა, ბავშვები ესტუმრებიან გერმანიის ცნობილ ღირშესანიშნავ ადგილებს 🏰, მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში 🎭 განივითარებენ ენის უნარებს რეალურ გარემოში 🗣️✨ და შეიძენენ ახალ მეგობრებს 🤝.
💬 გვჯერა, რომ ეს მოგზაურობა მათთვის შთამბეჭდავი იქნება! 🚀💫
🏆 Countdown-ის გამარჯვებულები
სკოლაში მათემატიკის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა პოპულარული თამაში "Countdown".
აქტივობა მიზნად ისახავდა ბავშვებში მათემატიკური უნარების, ლოგიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარის განვითარებასა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაზრდას. 🏫
🏆 თამაშის ფინალური შეხვედრა შედგა 28 მარტს. ქულები ასე გადანაწილდა:
• ქეთი შუბლაძე 95 ქულა 🎉
• იაკობ ძიძიგური 85 ქულა 🎉
• ანამარია დუმბაძე 70 ქულა 🎉
ფინალისტებსა და გამარჯვებულებს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები 🎁!
👩🔬 STEM ფესტივალი
28 მარტს ქართულ-გერმანული სკოლა სხივში ჩატარდა STEM ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები. 🎉🔬 ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო ექსპერიმენტებს. 🎥💡🧑🔬👩🔬 ბოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის პედაგოგებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები. ⚗️🎓 წარმოდგენილი იყო საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები. 👩🔬
ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და ინფორმატიკა. 💻🔭📚 დაანახოს მათი მნიშვნელობა და როლი განათლების მიღებისა თუ ქვეყნის განვითარების პროცესში. 🌍🚀
⭐️ ელენე სებისკვერაძის წარმატება
Charles University Politics, Philosophy and Economics Program Charles University
Work pays off
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, გვერდით დამიდგა და ჩემი წარმატების სჯეროდა
ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ოჯახს - განსაკუთრებით, დედას, მამას და გიოს
მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩემს წარმატებაში, დაწყებითი კლასიდან-დღემდე
მადლობა თითოეულ ორგანიზაციას, რომელმაც არაფორმალური განათლება მომცა
განსაკუთრებული მადლობა ჩემს college counselor-ს მურათ მას და ჩემს სკოლას ქართულ-გერმანული სკოლა “სხივი”
მე-14 საუკუნეში დაარსებული ჩარლზის უნივერსიტეტი, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული უნივერსიტეტია, ვაცლავ ჰაველის, კაფკასა და მრავალი გენიალური ადამიანის განათლების წყაროა
უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვეზიარო ჩარლზის საერთაშორისო და მრავალფეროვან გარემოს.
💫 ელენე, შენი წარმატება ჩვენთვის საამაყოა. 🎉 დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია🌟 გახსოვდეს, რომ შენი სკოლა და მასწავლებლები მუდამ შენი გულშემატკივრები იქნებიან და სიხარულით გავიზიარებთ შენს მომავალ მიღწევებს! 💖😊
🎭 მე-7 კლასის მოსწავლეები ახმეტელის თეატრში
🎬🎤🎹🎭🎨როლური თამაშები ბავშვების ბუნებრივი განვითარების ატრიბუტია. სწორედ ამიტომ, მე-7 კლასის მოსწავლეები ახმეტელის თეატრს ესტუმრნენ და ნოდარ დუმბაძის მოთხრობის ,,ჰელადოსი” არაჩვეულებრივ დადგმას უყურეს. 🧍♂️🤷♀️🧏♀️🙋♂️🙋♀️💁♂️🙆♀️მოსწავლეებმა ცოცხლად და სანახაობრივად ნახეს ნაწარმოების საყვარელი გმირები. უკეთ დაინახეს მათი ხასიათები და გააცოცხლეს ერთ დროს ფანტაზით შექმნილი პერსონაჟის დღიურები.
🔖🔍❤️ #თეატრი
#როლურითამაშები
#ინტერესი
#დამოკიდებულება
#ფანტაზია
#რეალობა
🌟ნუცა შუბლაძისა და მაკა სალხინაშვილის საერთაშორისო სამეცნიერო წარმატება 🌍📚
- 🌟 ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნუცა შუბლაძემ და მისმა მშობელმა, პროფესორმა, საჯარო სამართლის აკადემიურმა დოქტორმა ქალბატონმა მაკა სალხინაშვილმა მიიღეს მონაწილეობა მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში ,,საზოგადოების სამეცნიერო პოტენციალის განვითარება 🌍 “ Scientific Collection «InterConf+», რომელიც ჩატარდა ქალაქ პრაღაში 2025 წლის 19-20 მარტს. 📚 2025 წლის მარტის გამოცემაში #55 (240) მათ დაბეჭდეს ქალბატონი მაკას და ნუცას სამეცნიერო სტატია ,, Legal Regulation for Sanctioning Rules in the Energy, Natural Gas, Water Supply, and Irrigation Sectors“ ელექტრონულ ჟურნალში, რომელსაც კოპერნიკუსის ინდექსი (Index Copernicus) აქვს მინიჭებული.
🎉 ვულოცავთ მათ ამ წარმატებას! 👏💐
🎨 მორიგი წარმატებული გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა საურათების გალერეაში
🌟🎨 მორიგი წარმატებული გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა საურათების გალერეაში, თემით -" ჩემი მთები". 🏔️✨ ჩვენმა ნიჭიერმა სხიველებმა კვლავ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. ვულოცავ და მომავალშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ მათ!
დემირ აიშე ებრარ,ემრე აიშე ესილა,ვახანია ანასტასია,ნურიევა ნილუფერ,ღუჭაშვილი ეკატერინე,ჩხიკვიშვილი ლიზა.
👏 💐🥳🎉
🐝 Spelling Bee -ს ფინალი
ქუთაისში 🏛️, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა Spelling Bee კონკურსის ფინალური ტური 🐝, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დამსახურებულად დაიკავეს პირველი 🥇, მეორე 🥈 და მესამე 🥉 ადგილები.
საფეხურების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:
🐝 დაწყებითი საფეხური:
🌟 პირველი ადგილი - ბარბარე მელიქიძე
🌟 მეორე ადგილი - სანდრო ესიავა
🌟 მესამე ადგილი - მეჰმეთ ნერით ულუირმაქი
🐝 საბაზო საფეხური:
🎉 პირველი ადგილი - ნიჰათ ორუჯოვი
🐝საშუალო საფეხური:
✨ მეორე ადგილი - დავით ქამადაძე
გამარჯვებულ მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლამ პრიზებით დააჯილდოვა 🎁. გილოცავთ ყველას 🥳 და წარმატებებს გისურვებთ მომავალ კონკურსებში! 🚀
🌷 II ა კლასის მოსწავლეები ულოცავენ დედიკოებს
დედის დღე 🌺 მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებში მონაწილეობით 🖌️, სიმღერებით 🎶, თავიანთი ხელით მომზადებული ტკბილეულით 🍬 და მოსალოცი ბარათებით 💌 მიულოცეს დედიკოებს II ა კლასის მოსწავლეებმა 👧👦.
იდღეგრძელეთ დედიკოებო 🌷, გაიხარეთ თქვენი შვილების წარმატებებით 🏆 და ბედნიერებით 💖.
სიახლეების არქივი