• სასკოლო საზოგადოების გამოკითხვა

          •              მოგესალმებით ძვირფასო თანამშრომლებო, მშობლებო და  მოსწავლეებო !

                   გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, შეიცვალა სკოლების ავტორიზაციის სტანდარტები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები. ამ ახალი სტანდარტების მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სკოლაში მიმდინარე პროცესებში, რომლის ნაკლებობასაც ჩვენი სკოლა,წლებია, თქვენი მხრიდან არ განიცდის.თუმცა საჭიროა ამის დოკუმენტურად დადასტურება.                 

                     ამ ეტაპზე სკოლა მუშაობს სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განახლებული ვერსიების შემუშავებაზე, რომელშიც თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს.

                   გთხოვთ, შეხვიდეთ ბმულზე, რომელიც შეტყობინების სახით გამოგეგზავნებათ Edupage-ზე და შეავსოთ კითხვარი, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება და დახმარება გაუწიოთ სკოლის ადმინისტრაციას სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავებაში.

                      კითხვარის შევსება ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

                   მადლობა თანამშრომლობისათვის !