🎄გილოცავთ ახალ 2️⃣0️⃣2️⃣4️⃣ წელს⛄️
🎄 I ბ კლასის საახალწლო სპექტაკლი „თაგუნეთი“
🎄 კორპორატიული საღამო სხივში
საახალწლო დეკორაციებში მორთული ხვდება ახალ წელს ჩვენი სკოლა.
ყველა კლასი სხვადასხვა აქტივობით მოემზადა საახალწლო ღონისძიებისთვის. მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ულამაზესი კოსტუმირებული სპექტაკლები ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
მოსწავლეებს არც მასწავლებლები ჩამორჩნენ და
საახალწლო განწყობა შეიქმნეს, რომ წლის ბოლო ბედნიერად დასრულდეს.
🎄საახალწლო ღონისძიება IV ბ კლასში ☃️
☃️⛄️ახალი წელი საქართველოში და სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციები, ლამაზად წარმოგვიდგინეს მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა.
🎈საჩუქრების დღე X კლასში
სადამრიგებლო საქმინობის ფარგლებში X (ა) კლასის მოსწავლეებმა 26 დეკემბერს წინა საახალწლო განწყობით აღნიშნეს საჩუქრების საერთაშორისო დღე. სადაც ბავშვებს დახვდა საზეიმო სიტუაცია, იყო სხვადასხვა აქტივობები: თამაშები როგორც სააზროვნო, ასევე სახალისო. აქვე გადასცეს ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები. ამ დღეს წინ უძღოდა ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში“ წინა საახალწლოდ ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა. შევაგროვეთ: ტანსაცმელი, სურსათი, ტკბილეული,სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები. სიტყვა ,,ქველმოქმედი’’ ხომ ზუსტად სიკეთის კეთებას; სამადლო საქმის კეთებას; მოწყალებას; საჩუქრების გაცემა - დასაჩუქრებას; გაჭირვებულების დახმარებას ნიშნავს, სამაგიეროდ არაფრის მოლოდინის გარეშე.
🎬 პროექტი მაინტერესებს
პროექტი „მაინტერესებს“ – XI/ბ კლასი
ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინდივიდუალური სწავლების მოდელი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ახალი უნარები პირადი ინტერესების კონტექსტში და მეტად იყვნენ ჩართულნი სოციალურ ცხოვრებაში.
ჰაირუნისა ბაირაქთუთანი ადამიანთა უფლებებით დაინტერესდა და ტიკტოკ პლატფორმით საკითხთან დაკავშირებული საინტერესო ვიდეო გაგვიზიარა.
თათია ჩხაიძემ საკუთარი თვალით დანახული გერმანია ქართულ და ინგლისურ ენებზე ორიგინალური ფორმით წარადგინა.
ელენე ავალიანმა ალ.ჭავჭავაძის „გოგჩა“ „ფოტო-ლექსად “ აქცია და სტროფების ვიზუალიზაცია სცადა.
ელენე სებისკვერაძემ ნ. ბარათაშვილის „მერანის“ იდეა , საკუთარი ინტერპრეტაციით, საქართველოს მემატიანე პოსტერად გარდაქმნა.
ელენე მცხვეთაძე შშმ პირთა მდგომარეობით დაინტერესდა და, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასკოლო საზოგადოებას ინფორმაციული და საინტერესო პრეზენტაცია გაგვიზიარა.
🎄☃️I ა კლასის საახალწლო გასართობი პროგრამა
28 დეკემბერს I ა კლასის მოსწავლეებმა საახალწლო გასართობ პროგრამაში მონაწილეობით შეიქნნეს საახალწლო განწყობა.
ორ ჯგუფად დაყოფილმა პირველკლასელებმა თავიანთი გუნდების სახელწოდებები მარტივი პანტომიმით წარადგინეს მაყურებლის წინაშე და ჩაერთნენ სახალისო გუნდურ თამაშებში: „დაშალე კოშკი“, „ღორმუცელა თოვლის პაპა“, „მოიპოვე საჩუქარი“, „გადააგდე ბურთი“, „მოაგროვე რიცხვები კაუჭით“, „ლაბირინთი“ „ააწყვე ნაძვის ხე“ „გავახაროთ პინგვინები“ , „ააწყვეს წინადადებები“..... იმღერეს საახალწლო სიმღერები , იცეკვეს და მიიღეს საჩუქრები.
ბედნიერი ახალი წელი და მხიარული არდადეგები პატარებს.
☃️🎄მე -2 ბ კლასის საახალწლო ზღაპარი
🎭 მზეთუნახავი და ურჩხული
მზეთუნახავი და ურჩხული ხომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზღაპარია , რომელიც აერთიანებს სიკეთეს , სიყვარულს , მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემას.სწორედ ეს ლამაზი ზღაპარი ინგლისურ ენაზე წარმოგვიდგინეს მე-4ა კლასის მოსწავლეებმა .
🎄☃️გერმანული საშობაო ამბები
გერმანულ ენაზე მოყოლილი შობის ტრადიციები, საშობაო სიმღერები და ცეკვები წარმოგვიდგინა მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა.
🇬🇪 პროექტი - „საქართველო ქართულ ანბანში“
პროექტი - „საქართველო ქართულ ანბანში“
საგანთა შორის ინტეგრირება და ორიგინალური ფორმით გადმოცემული ჩვენი ქვეყნის კულტურა.
ქართული ანბანით მოყოლილი საქართველოს ისტორია.
გერმანელი სტუმარი და მერვე/ა კლასელი მასპინძლები.
ჩვენი გზავნილი ევროპას!
„ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე, ვართ ევროპელები!“
პრეზენტაციის ავტორი: ნუცა შუბლაძე
🌞 ნატვრის ხე
მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის არაჩვეულებრივი ნაწარმოები ,,ნატვრის ხე" წარმოადგინეს.
მარიტა ნესტანისეულ-თინათისეული რანგის გმირია, სინათლესთან კავშირითა და იდუმალებით.
ბარათაშვილისეული ,,ნათელია, ზეცით მოსული, რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული".
#მარიტა
#ამაღლებულის
#შეუბღალავის
#შორეულისგანსახიერება
#მშვენიერებისჯვარცმა
🔶საკუთარი პოზიცია ქალთა მიმართ ძალადობასა და ბავშვთა უფლებების შესახებ
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ბავშვებს ცენტრალური ადგილი ეკავოთ სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
ვერბალური და არავერბალური ხერხებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის გაზიარების მცდელობა - მერვე/ა კლასის მოსწავლეებმა პოსტერების სახით წარმოადგინეს საკუთარი პოზიცია ქალთა მიმართ ძალადობასა და ბავშვთა უფლებების შესახებ.
♟️ ჩემპიონატი ჭადრაკში
❤️ქართულ-გერმანულ სკოლა "სხივში"დასრულდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.♟ ტურნირში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის მე-2, მე-3 და მე-4 კლასის 100 მოჭადრაკე. 🏅საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით. 🎉🎉♟♟♟♟♟♟♟♟♟♟♟
🏆საბოლოო შედეგები:
მე-2 ა კლასი I ადგილი- მუჰარრემ ალმას ნაბიევი, ლუკა ქუთელია
II ადგილი- ნუცა ესიავა, ორჰან ეროლ ჩიმენი
.II ადგილი-ჰაქან ემირ აირალ, გუგა ელიაური, ნაია მაჩიტიძე, ნინია რობაქიძე, დამიანე ნოზაძე.
მე-2 ბ კლასი
I ადგილი- ალექსანდრე არქანია, ლუკა ბაკურ მაკარიძე, ნიკოლოზ მარცვალაიძე, ბუშრა ნერის ულუირმაქი.
II ადგილი- ლოლა ჯომარდიძეIII ადგილი- მარიამ გელაშვილი, სერდარ აქიუზ.
მე-3 ა კლასი
I ადგილი- ასაფ ერენ უზუნალი.
II ადგილი-ბუნიამინ ქარაქაშ
III ადგილი- გიორგი მესხი, ჰასან ჯემალ ქოჩ, მარიამ ფხაკაძე, მიხეილ ჯაფარიძე.
მე-3 ბ კლასი
I ადგილი- ელენე ხურციძე, ალექსანდრე მიგინეიშვილი.
II ადგილი- ჯევდეთ იავუზ არსლან
III ადგილი- ლაშა-გიორგი ჭანტურია, ზეინეფ ლემან ქაია, ალი ახუნდოვი, ნუცა მაჭარაშვილი.
მე-4 ა კლასი
I ადგილი- დემეტრე ავალიანი, მაჰირ ილდირიმი, რევაზ ლომთათიძე, მათე შუბლაძე.
III ადგილი- რაფაელ დალივალოვ.
მე-4 ბ კლასი
I ადგილი- ნიკოლოზ რობაქიძე, მარიამ რაზმაძე, რავილ ყურბანოვი, ლეილა ქარაბაღლი
.II ადგილი- ეკატერინე ღუჭაშვილი, ჰაირეთთინ საიქინ.
III ადგილი- ბურჰან ეგელი.
ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!
🥇🥇🥇🥈🥈🥈🥉🥉🥉🏆🏆🏆🎉🎉🎉♟️♟️♟️♟️♟️♟️
#ითამაშეჭადრაკი
🔷 მე-7 კლასის მშობელები კულინარიის კლუბში
ამჯერად მე-7 კლასის ოქროსხელება მშობლებმა მოახდინეს ჩვენს სამზარეულოში საოცრებები და თავიანთი ნახელავით გავვიმასპინძლდნენ
#მშობელთაკლუბი
#მასტერშეფი
#მასტერკლასი
წინ ბევრი სიახლე გველოდება.
🔷 შეხვედრა სკოლის იურისტთან
სკოლის იურისტთან შეხვედრა და საუბარი ყოველთვის საინტერესოა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის .
🥰 შეცვალე სამყარო უკეთესობისაკენ !
სკოლის თვითმართველობისა და საქველმოქმედო კლუბის ინიციატივით საახალწლოდ მზრუნველობამოკლებული ბავშვების გახარება დაიგეგმა.
21 დეკემბერს მოსწავლეები ესტუმრნენ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასს“ და თანატოლებს საახალწლოდ ტკბილეული, სათამაშოები და ტანსაცმელი გადასცეს.
#ღირებულებაქველმოქმედება#სოციალურიპასუხისმგებლობა
#იყავიკეთილი!
#სიკეთეფასობს
#სიკეთეგადამდებია
#ქართულგერმანულისკოლასხივი
#ერთმანეთისთვის!
#უკეთესისაზოგადოებისათვის!
#მომავალსქმნითთქვენ!
🇬🇪 საქართველოს პარლამენტში
ქართულ - გერმანული სკოლა ,,სხივის" მე-8 ა და მე-8 ბ კლასის მოსწავლეები, იმყოფებოდნენ სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენლობით საკონსტიტუციო ორგანოში, საქართველოს პარლამენტში. სადაც ჩატარდა ექსკურსია საქართველოს პარლამენტარიზმის, ინსტიტუციონალიზმის წარმოშობისა და განვითარების პერიოდების მიმოხილვით . მოსწავლეებმა იხილეს, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი, თავისი უმაღლესი საკანონმდებლო აქტით ,საქართველოს უმაღლეს კანონად წოდებული , 1995 წელს მიღებული ,დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციის დედანი .
🎭 ფიფქია და 7 ჯუჯა გერმანულ ენაზე
მე-6 ა კლასის ღონისძიება - ფიფქია და 7 ჯუჯა გერმანულ ენაზე და აცეკვებული ბოროტი დედინაცვალი
🎄საშობაო ტრადიციები გერმანიაში
მე 3, მე -8, მე -9 და მე-11 კლასის მოსწავლეები, გერმანული ენის გაკვეთილზე გაეცვნენ საშობაო ტრადიციებს გერმანიაში.
მათ დაამზადეს გერმანული საშობაო აქსესუარები და ნივთები,როგორებიცაა საშობაო კალენდარი და საშობაო გვირგვინი.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში, შეისწავლეს გერმანული საშობაო ლექსები, სიმღერები და გერმანული საშობაო ტკბილეულიც დააგემოვნეს.
სიახლეების არქივი
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ოქტომბერი 2023
- სექტემბერი 2023
- აგვისტო 2023
- ივლისი 2023
- ივნისი 2023
- მაისი 2023
- აპრილი 2023
- მარტი 2023
- თებერვალი 2023
- იანვარი 2023
- ყველა