🎨 წარმოგიდგენთ ქართულ -გერმანული სკოლის ნიჭიერ , პატარა მხატვრებს და მათ საზაფხულო ნამუშევრებს, რომლებიც სკოლის სამხატვრო სტუდიაში შეიქმნა.
🎨 პატარა მხატვრების ნამუშევრები
ინგლისურენოვანი სპექტაკლი მე- 2 ბ კლასში
მე- 2 ბ კლასმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინა მინი-სპექტაკლი ‘’ზოოტოპია’’. ისტორია მეოცნებე ბაჭიაზე, რომელსაც უნდა გახდეს პოლიციელი. მისი ოცნება სასაცილოდ ეჩვენება ყველას , თუმცა ბაჭია დაამტკიცებს , რომ შეუძლებელი არაფერია.
ინგლისურენოვანი სპექტაკლი მე 2 ა კლასში
მე-2 ა კლასმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინა მინი-სპექტაკლი ‘’მიმღერე“.ამბავი კოალას შესახებ,რომელიც ცდილობს თავისი თეატრის გადარჩენას. ის წამოიწყებს ახალ პროექტს , სიმღერის კონკურსს, რომელიც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს . ახდება მისი ოცნება და თეატრიც გადარჩება გაკოტრებას.
იმიტირებული სასამართლო პროცესი IX კლასში
საგან, სამოქალაქო განათლების, ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებით, ქართულ- გერმანული სკოლა სხივის, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, იმიტირებული სასამართლო პროცესი, როლური თამაშის საშუალებით. მათ გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები,, სარჩობელაზედ''. ვერდიქტი გამოიტანეს, საქართველოს კონსტიტუციის (1995), ადამიანის უფლებათა დაცვის, საყოველთაო დეკლარაციის, ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის საფუძველზე.მოსწავლეებმა, ღონისძიება მიუძღვნეს ევროპის დღესა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
I ბ კლასის ღონისძიება
I ბ კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო ყვარელაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს სპექტაკლი: ,,მხიარული ფერმა’’. მათ განასახიერეს სხვადასხვა ცხოველები, მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები: იმღერეს, იცეკვეს. ღონისძიების დასასრულს გადაეცათ სიგელები.
III ბ კლასის ღონისძიება
პატარა მსახიობების წარმატებული სპექტაკლი "წუნა და წრუწუნა".III ბ კლასმა ბევრი ღიმილით,ემოციებითა და აპლოდისმენტებით დაასრულა სასწავლო წელი🎉🎉🎉🩵💚💛💃💃💃
26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!
106 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ხშირად ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, თუ იგი მოპოვებულია დროის და მომენტის შეუფერებლად, წარმოადგენს თვით ამ ერისთვის დამღუპველ მოვლენას.
პირიქითაა საქართველოს ხალხისთვის, 1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობასთან შესისხლხორცებულია მთელი თავისი არსებით. ჩვენ მიერ მოპოვებული რვასაათიანი სამუშაო დღე, შრომის ბირჟა, მომრიგებელი კამერები, თავისუფლება კავშირების ორგანიზაციებისა, მიწების ჩამორთმევა და ბევრი სხვა – აი, ყველა ის, რასაც შეიცავს და დარაჯობს პოლიტიკური ფორმა, ის დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარა ქართველმა ერმა ამ ერთი წლის წინეთ თავის ისტორიული აქტით.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი დღე და დამსწრე საზოგადოებასა და მომავალ თაობას ქართველი ერის თავგადასავალი გაახსენეს.
#თავისუფლება ამ თვისებით ქართველი ერი საკმარისად მდიდარია და სწორედ ამაშია ჩვენი ძალა, ჩვენი გამარჯვება!
ექსკურსია ყაზბეგში
ყაზბეგის და ჭიუხის მთების ულამაზესი ხედები ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იხილო. შეუძლებელია, აქ მოხვიდე და არ გაგაოცოს ამ რეგიონის განსაკუთრებულმა ბუნებამ, უძველესმა ამბებმა და ისტორიებმა, რომლებიც საუკუნეებმა დიდი სიფრთხილით შემოგვინახა.
9 ივნისს ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’ X კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან შორენა ჯავახიშვილთან და მშობლებთან ერთად ეწვია დაბა სტეფანწმინდას(ყოფილი ყაზბეგი). მოინახულა გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც ყოველთვის ახერხებს მნახველების გაოცებას მისი ადგილმდებარეობით. ასევე დარიალის ციხე, რომელიც უკანასკნელი სტრატეგიული პუნქტია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. შთამბეჭდავი იყო დარიალის კანიონისებური ხეობა, რომელიც მდინარე თერგის აუზში მდებარეობა. მოინახულეს სნოს ციხე და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი.
შთამბეჭდავი და სასიამოვნო დღის დასასრულს დააგემოვნეს ადგილობრივი უნიკალური კერძები. აქაური გემოები და მომზადების კულტურა ხომ სპეციფიკურ კულინარულ ნამუშევრებს იძლევა.
🌞მომავლის სხივები
📌 7 ივნისს ჩატარდა STEM ფესტივალი
📌 7 ივნისს ქართულ-გერმანული სკოლა სხივში ჩატარდა STEM ფესტივალი , სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის აქტივობები და სამეცნიერო გამოფენები. ღონისძიების ძირითადი ნაწილი დაეთმო შოუს ტიპის ექსპერიმენტებს.STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტს. ბოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის პედაგოგებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სხვადასხვა ტიპის აქტივობები. წარმოდგენილი იყო საინტერესო და სახალისო შოუს ტიპის ექსპერიმენტები. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ არა მარტო დაეთვალიერებინათ საგამოფენო სივრცე, არამედ სურვილის შემთხვევაში თავადაც ჩარტულიყვნენ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და ინფორმატიკა. დაანახოს მათი მნიშვნელობა და როლი განათლების მიღებისა თუ ქვეყნის განვითარების პროცესში.
2024-25 სასწავლო წლის თვითმმართველობის არჩევნები
I ა კლასის პირველი ექსკურსია ვარიანში.
I ა კლასის პირველი ექსკურსია ვარიანში.
შემეცნება, ახლის ძიება და გართობა მეგობრებთან ერთად სახალისოა!მადლობა სკოლის დირექციას და მშობლებს თანადგომისთვის.
III-ა კლასის ექსკურსია ტანძიაში
III-ა კლასში ექსკურსია დაიგეგმა და განხორციელდა დირექციის, კლასის დამრიგებლის, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური თანამშრომლობით. მიმართულება: თბილისი-ბოლნისის სიონი-ტანძია-თბილისი .
ექსკურსიის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ნასწავლი ფიზიკური აქტივობების პრაქტიკულად გამოყენება.
მოსწავლეები მშობლებთან ერთად ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში. მათ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. სპორტულ თამაშებს ცვლიდა შესწავლილი მასალიდან დასმული კითხვები, მარტივი ლოგიკა, გამოიცანი მელოდია. დაგეგმილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
მე-9 კლასის ექსკურსია ბორჯომში
მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ბორჯომში. მოსწავლეები ეწვივნენ ბორჯომის პარკსა და მწვანე მონასტერს. დღემ მეტად ნაყოფიერად,მხიარულად და დასამახსოვრებლად ჩაიარა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრული ტრადიციულად ღონისძიებით აღნიშნეს
მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად სასწავლო წლის დასასრული ტრადიციულად ღონისძიებით აღნიშნეს.💫🌞🥰💜შუა სკოლაში - ღონისძიების სახელწოდებით მოსწავლეებმა კარგად აჩვენეს მთელი წლის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები. შეაფასეს გასული სასწავლო წელი და მომავალი სასწავლო წლის მოლოდინებიც გაგვიმხილეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა შეასრულეს კლასის მხიარული ჰიმნი და დამსწრე საზოგადოებაც აამღერეს. #ერთადმხიარულებაუკეთესია#მშობლები#ბავშვები#მასწავლებლები#სასწავლოწლისბედნიერიდასასრულიდამრიგებელი: ლელა ხათრიძე
🎭მძინარე მზეთუნახავი
#სასწაულიშესრულება
#უკვემსახიობები
სკოლა სხივის მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ეკა ლომთათიძესთან ერთად არაჩვეულებრივი შესრულებით დადგეს ზღაპარი ,, მძინარე მზეთუნახავი’’. მოწვეული სტუმრები, მშობლები და პედაგოგები აღფრთოვანებული დარჩნენ პატარა მსახიობების ნიჭით. მოსწავლეებმა მქუხარე ტაში და ბევრი კარგი შეფასება დაიმსახურეს. 💐
📌 I ბ კლასის ექსკურსია ვარიანში
📌 I ბ კლასი 8 ივნისს იმყოფებოდა ექსკურსიაზე ვარიანში, სადაც მათ მოინახულეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.🥰დღემ მეტად ნაყოფიერად,მხიარულად და დასამახსოვრებლად ჩაიარა.
მე-4 ა და მე-4 ბ კლასის ღონისძიება
მე-4 ა და მე-4 ბ კლასმა სპექტაკლებით - „ძველი თბილისი“ და „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ აღნიშნეს სასწავლო წლის დასასრული.
მოსწავლეებმა ერთობლივად წარმოადგინეს ფლეშმობი, რომელიც ფეიერვერკებმა გაალამაზა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 2024
4 ივნისს სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი მოსწავლეების მიერ გამზადებული ნივთები და სხვადასხვა ტკბილეული.
სკოლა მადლობას უხდის აქციის მონაწილეებსა და მშობლებს ჩართულობისათვის
ერთად ვაკეთოთ სიკეთე და ვაჩუქოთ მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
მე-5ა კლასი კახეთში
მე-5ა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კახეთში. მათ მოინახულეს თელავის ისტორიული მუზეუმი და ძველი და ახალი შუამთა.
სიახლეების არქივი