ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს მე-2 ბ კლასელებმა, ბავშვები მშობლებთან და პედაგოგთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ -მუზეუმში.
მათ საშუალება მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ექსკურსიამძღოლის თხოვნით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დიდი იალიას ლექსები მის სამუშაო კაბინეტში წაეკითხათ.
ექსკურსიის შემდეგ მოეწყო პიკნიკი, ბავშვებმა იმხიარულეს , ითამაშეს. დღემ საინტერესოდ ,მხიარულად და ბედნიერად ჩაიარა.