• 🌟 სხივში თებერვალი ემპათიის თვეა

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში თებერვალი ემპათიის თვეა. 🌟 ამასთან დაკავშირებით II ბ კლასს გვეწვია სკოლის ფსიქოლოგი და გვესუბრა ემპათიის მნიშვნელობაზე. 💬

            შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ, რა არის ემპათია, როგორ გამოვავლინოთ იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი პიროვნული და სოციალური ურთიერთობებისთვის. 🤝❤️

            ფსიქოლოგმა საინტერესო მაგალითებით აგვიხსნა, როგორ შეგვიძლია უკეთ გავიგოთ სხვების გრძნობები, როგორ შევუწყოთ ხელი კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გარემოს. 🌸😊 შეხვედრამ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ემპათიის გაძლიერება ჩვენს ურთიერთობებში. 💭

            განსაკუთრებით მოგვეწონა ალბერტ ადლერის ციტატა: „ემპათია არის უნარი დაინახო სხვისი თვალით, მოისმინო სხვისი ყურით და იგრძნო სხვისი გულით“. 👀👂❤️

             

          • 📢 სასიხარულო ინფორმაცია! 🎉

          •  

            🥰 ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ თოდრია, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა! 👏
            🏆 ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს! 💡📚✨

            #ჩვენიმოსწავლეები #ოლიმპიადა #წარმატება

          • 🎭 მოზარდ მაყურებელთა თეატრში

          • 12 თებერვალს, მე-5ბ კლასი ეწვია მოზარდ მაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „ოდისეა“. 🎭📚 წარმოდგენის ლიტერატურული საფუძველი მითოლოგიაა, ყმაწვილთათვის ადაპტირებული "ოდისეა".

            პატარა მაყურებლები ცნობილ მითოლოგიურ გმირებს - ზევსს, ჰერას, ჰერმესს, პოსეიდონს, იანუსს, აფროდიტეს, პენელოპეს, ტელემაქეს ეცნობა. ⚡🌊🌸

            სპექტაკლი მოსწავლეებისთვის იყო ინფორმაციული, შემეცნებითი და ამავდროულად, სახალისო. 😊📖

          • 🐝 მართლწერის კონკურსი ინგლისურ ენაში

          • 🐝🐝 უცხო ენების კვირეულის ფარგლებში, 13 თებერვალს, ჩატარდა სფელინგის კონკურსის პირველი, წერითი ტური.

            კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. 📚✏️ აქტივობის მიზანი არის ინგლისურ ენაში მართლწერის უნარის გაუმჯობესება და ლექსიკის გამდიდრება. 🌟📖

            მეორე ტურში გადასული მოსწავლეები არიან:

            დაწყებითი საფეხური:

            • ნინო ხარძიანი 🐝

            • ბარბარე მელიქიძე 🐝

            • მარიამ ჩაგუნავა 🐝

            • ილია ქამადაძე 🐝

            • სალომე ჯალაბაძე 🐝

            • ილია ტაბატაძე 🐝

            • ანდრია ვახანია 🐝

            • ანი კერესელიძე 🐝

            • ანასტასია იანვარაშვილი 🐝

            • სანდრო ესიავა 🐝

            • მეჰმეთ ნერით ულუირმაქ 🐝

            საბაზო საფეხური:

            • აისუნ ზახრა ნაბიევა 🐝

            • ბაჰარ დემირ 🐝

            • ბეთულ საიქინ 🐝

            • ნიჰათ ორუჯოვი 🐝

            • ნიკოლოზ დოლიძე 🐝

            • ანა ბებია 🐝

            • ელენე კიკნაძე 🐝

            • ელენე ჯობავა 🐝

            • ანა მესხი 🐝

            • ნიჰალ აიდოღდუ 🐝

            • შირინ სალაროვა 🐝

            • ზეინეფ არსლან 🐝

            • ქეთევან ბედოშვილი 🐝

            • ელენე თათარაშვილი 🐝

            • დაჩი ჯობავა 🐝

            • ლილე ხითარიშვილი 🐝

            • ილია კუტუბიძე 🐝

            • ალექსანდრე შარაბიძე 🐝

            • გიორგი გეფერიძე 🐝

            • ფერიდ შანთაძე 🐝

            • რაულ სულეიმანოვი 🐝

            • ნური ნურიევი 🐝

            • ლუკა გეგეშიძე 🐝

            • ბაჰთინურ ბაირაქთუთან 🐝

            საშუალო საფეხური:

            • დავით ქამადაძე 🐝

            • რემზი ჩაქმაქ 🐝

            • ლუკა თორთლაძე 🐝

            • შეიმა დემირი 🐝

            • აქიფ მეჰმეთ ქოჩ 🐝

            • ანამარია დუმბაძე 🐝

          • 🎉სახალისო გაკვეთილი მე-6ა კლასში

          • უცხო ენების კვირეულის ფარგლებში მე-9 ბ კლასის მოსწავლეებმა მე-6ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო გაკვეთილი არტიკლებზე და პრეზენტაცია უილიამ შექსპირზე. 📚🎭 მე-9 კლასის მოსწავლეებმა უმცროს კლასელებს გააცნეს დრამატურგის ყველაზე ცნობილი პიესები და საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან. 📖🌟 აქტივობები გამოვიდა ძალიან სახალისო და საინტერესო. 🎉

          • 📚 მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს✨

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 📚✨

            მოსწავლეები სკოლაში ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც უამრავი საინტერესო და განსხვავებული წიგნი მოიძიეს. 📖💫

            სკოლის ბიბლიოთეკარმა მათ სხვადასხვა საყვარელი წიგნები და ავტორები გააცნო. ბავშვებმა წიგნების შესახებ თავიანთი აზრები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს  🗣️📚

            პატარა მკითხველებმა წიგნების კითხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და თავიანთი ემოციები არ დამალეს. 📚😊 ისინი დიდი ინტერესით ისმენდნენ და კითხულობდნენ, რაც კიდევ უფრო ახალისებდა წიგნის კითხვის პროცესს. 🌟

            ეს ღონისძიება არამარტო წიგნების კითხვის, არამედ ზოგადი ცოდნისა და ურთიერთობის განვითარების საშუალებასაც აძლევთ მოსწავლეებს. 📖💬

          • 📁პერსონაჟის დღიური - შემოქმედებითი პროდუქტი

          • პერსონაჟის დღიური - შემოქმედებითი პროდუქტი 

             მე-7 ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ,,HELLADOS” პერსონაჟების ხასიათი, ქცევა და ცხოვრება შეისწავლეს. ამის შემდეგ აირჩიეს საყვარელი პერსონაჟები, მოირგეს მათი როლები და შექმნეს საინტერესო დღიურები. 

            #შთაბეჭდილებები #პარალელებინაწარმოებებთან #წინადადებები 

            #ფრაზები 

            #გენიალურიაზრები 

          • 🧩 ვიქტორინა მე-8 ა კლასში

          • ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში, მე-8 ა კლასში ჩატარდა ვიქტორინა, რომელიც მოიცავდა ზოგად შეკითხვებს, გამოცანებს და მოსასმენ შეკითხვას ინგლისურ ენაზე. 📚🧩🎧 აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის გაღრმავება ინგლისურ ენაზე, მოსმენისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება. 🤝📖 ვიქტორინა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. 🎉👏

          • 📚 წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული II ა კლასში

          • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში ქეთევან მესხის დედიკო რუსუდან მესხი ესტუმრა II ა კლასელებს. 📚 ქალბატონმა რუსუდანმა პატარებს საკუთარი ზღაპარი „ევას ყვავილი“ წაუკითხა. 🌸📖 ზღაპარი ერთ საოცრად ლამაზ, კეთილსურნელოვან ყვავილზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარმა სილამაზემ და მეცნიერების ყურადღებამ გააამაყა, უკარება და მარტოსული გახადა. 😔🌺 შემდგომ კი მიხვდა თავის შეცდომას, ბედნიერი შემთხვევის წყალობით ისევ ყველასთვის სასურველი და სასარგებლო გახდა. 😊💐

            ზღაპრის მოსმენის შემდეგ, ბავშვებმა ისაუბრეს ყვავილის საქციელზე, დაასკვნეს, რომ ბედნიერი მაშინ ხარ როცა გყავს ერთგული მეგობრები და შეგიძლია იყო სხვებისთვის სასარგებლო. 🤝❤️ ბავშვებმა მოსმენილი ზღაპრის შთაბეჭდილებით შესრულებული ნახატები გამოფინეს საკლასო ოთახში. 🎨🖼️

          • 📕 წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს 📖 📕📘📙📗ბიბლიოთეკაში სტუმრობისას: მოსწავლეებმა გაიხსენეს , თუ რა დაწესებულებაა ბიბლიოთეკა; ️📘 გაიცნეს/გაიხსენეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები; ️📕პირველი კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს მე-4 კლასელების მიერ წაკითხული მოთხრობები;️📗 დადეს პირობა , რომ წიგნის საუკეთესო მეგობრები გახდებიან; ️📙🌸🩷

          • 📚 ვკითხულობთ გერმანულ წიგნებს

          • წიგნის საჯაროდ კითხვის დღესა და უცხოური ენების კვირეულს მე-2 ბ კლასი  გერმანულის გაკვეთილზეც შემოუერთდა. 📚 ისინი კვლავ ესტუმრნენ ბიბლიოთეკას და ამჯერად გერმანული წიგნები მოიძიეს. 📖🇩🇪

                 ლამაზად ილუსტრირებულ წიგნებში ახალი შესწავლილი ანბანით ნაცნობი სიტყვები და წინადადებები ამოიკითხეს, რაც ძალიან გაუხარდათ. 😊 ბავშვებმა მიზნად დაისახეს გერმანული ენის კარგად შესწავლა, რათა მომავალში ამ წიგნების მთლიანად წაკითხვა და გაგება შესძლონ. 🌟 მათ განსაკუთრებით მოსწონთ ბიბლიოთეკის გარემოში კითხვა. 📚💖

             

          • 🎬 ფილმის განხილვა

          • უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში მე-9 და მე-10 კლასებში ჩატარდა აქტივობა: ფილმის განხილვა. 🎬📚 მოსწავლეებმა უყურეს ფილმს ინგლისურ ენაზე “თავისუფლების მწერლები” და შემდეგ გამართეს დისკუსია ფილმის შესახებ. 🗣️🎥

            აქტივობის მიზანი იყო ფილმის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის უნარის განვითარება. ასევე, მოსმენისა და საუბრის უნრების გაღრმავება. 📖✨

          • 🌍 უცხოური ენების კვირეული

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში დაიწყო უცხოური ენების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა ბევრი საონტერესო და სახალისო აქტივობა. 🌍🎉4 თებერვალს ნ. ნურიევამ და მ. მამედოვამდაწყებით კლასებში ინგლისურ ენაზე ჩაატარეს სახალისო გამოკითხვა . 🗣️✏️ მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს. 😊📚 მადინამ და ნურბანუმ სწორი პასუხების ავტორები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. 🍬🎁

          • 📖 წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული II ა კლასში

          • წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის მეორე დღეს II ა კლასის მოსწავლეებს ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკა ჩიქობავა ეწვია და ძალიან გაახარა ისინი.

            😊📖 ქალბატონმა ეკამ მეორეკლასელებს საინტერესო და მხიარული იგავ-არაკი „მელა და ყვავი“ წაუკითხა, რომელიც მელას მოხერხებულობას, ყვავის გულუბრყვილობასა და ამპარტავნებას ეხება. 🦊🪶

            იგავის წაკითხვის შემდეგ გაიმართა საუბარი, მოსწავლეებმა დაახასიათეს იგავის პერსონაჟები, გამოყვეს მთავარი სათქმელი და დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები მოსმენილი ნაწარმოებიდან. 🎨🖼️

            მეორეკლასელები ძალიან კმაყოფილები და გახარებულები დარჩნენ დირექტორის სტუმრობით. 😊🌟

          • 📚 წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

          • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით II ბ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში. 📚

            დამრიგებელმა მოსწავლეებს წაუკითხა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს”, რითაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. 📖✨

            მოთხრობის განხილვისა და პერსონაჟების დახასიათების შემდეგ, მოსწავლეებმა სურვილისამებრ დახატეს საყვარელი პერსონაჟები და წაკითხული მოთხრობის შესაბამისი ილუსტრაციები. 🎨🖼️

          • 📚წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული

          • დღეს დაიწყო წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული II ა კლასში. 📚 პირველ დღეს კლასის დამრიგებელმა მეორეკლასელებს „პეპი გრძელიწინდას“ ორი თავი წაუკითხა. 📖

            კითხვის დასრულების შემდეგ პატარებმა ისაუბრეს მოსმენილ ეპიზოდებზე. 🗣️ აღნიშნეს რა გაიგეს წაკითხულიდან, რა მოეწონათ განსაკუთრებით, დაახასიათეს პეპი. ბოლოს ბავშვებმა გააფერადეს წინასწარ შერჩეული ნახატები და ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოფნეს. 🎨🖼️