• 🥰ლიტერატურული საღამო ,,ამოგთქვამ ლექსო"

          • 🥰ლიტერატურული საღამო ,,ამოგთქვამ ლექსო", რომელიც მე-9 -ა კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში გამართეს, მშობლიური ენის დღეს მიეძღვნა. მათ მხატვრულად წაკითხული ლექსები, მინიატურები თუ ამონარიდები ქართველ კლასიკოსთა პოემებიდან სიმღერებით გააფორმეს და თბილი, სასიამოვნო განწყობა დატოვეს.

          • 🥰 სხივში Upskill - ტრენინგების სერია გრძელდება

          • 👉დღეს ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის წევრმა, კათედრის თავმჯდომარემ , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლ. ხათრიძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: სწავლების თანამედროვე მეთოდების შემუშავება . .ასევე ტრენერმა პედაგოგებს პრაქტიკული სამუშაო შესთავაზა.  ტრენინგმა სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.

            👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

            👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!

          • 😍 ამეტყველებული ღიმილაკები

          • 🥰 საინტერესო და მხიარული - ასე შეფასდა აქტივობა სახელწოდებით 😍 ,,ამეტყველებული ღიმილაკები".ცნობილი ფრაზები და გამონათქვამები, ქართული ანიმაციური და მხატვრული ფილმები, ცნობილი ქართული ჰიტები და ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები მე -9 და მე-11 -ა კლასის მოსწავლეებმა ღიმილაკებით აალაპარაკეს.შიდა ტურში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ და საინტერესო თამაში აჩვენეს.😍 ღიმილაკებმა ბევრი ღიმილი, საქმიანი კამათი და ხმაურიანი დღე დაგვიტოვა.მადლობა აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს.🥰😀🙃😉😌🧐🙁😢😞🫠🤗🤔🫣🤭🤒😍🥰😘

          • 🥰 ჩვენი სკოლის ტრადიციული ღირებულებების ერთიანობა

          • #ურთიერთპატივისცემა

            #პასუხისმგებლობა

            #ქველმოქმედება

            ეს იმ ღირებულებათა ნაწილია, რომლებიც ჩვენი სკოლის ტრადიციულ ღირებულებებს მოიცავს. სწორედ ამიტომ, VI კლასის მოსწავლეებს ეფექტური პრეზენტაციით შეხვდა იურისტი თეო კვირკაშვილი, მეექსვსე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც საინტერესო მსჯელობით, დისკუსიითა და შემაჯამებელი ქვიზით მოსწავლეებს ღირებულებების მნიშვნელობაზე, მათ არსსა და აუცილებლობაზე ესაუბრა.

            მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, ბევრი კითხვა დასვეს და სურვილიც კი გამოთქვეს სამომავალო პროფესიაზე - ირჩევენ იურისტობას.

            #მშობელი

            #მასწავლებელი

            #მოსწავლეები

            #თანამედროვესკოლა

            #ჩვენისკოლისტრადიციულიღირებულებებისერთიანობა

          • 🐝 მართლწერის კონკურსი IV კლასებში

          • 🥰მე-4ა /ბ კლასებში ინგლისურ ენაში ჩატარდა მართლწერის კონკურსი , მოსწავლეებმა დაწერეს 200-მდე სიტყვა და გამოვლინდნენ პირველ , მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები.

            🐝 მე-4ა კლასი :

            პირველი ადგილი- ს. თუმანიშვილი

            მეორე ადგილი-მ. შუბლაძე

            მესამე ადგილი -მ. ილდირიმ

            🐝 მე-4ბ კლასი:

            პირველი ადგილი- მ. რაზმაძე ,ლ. ჩხიკვიშვილი

            მეორე ადგილი- რ. ყურბანოვი

            მესამე ადგილი - კ. ღუჭაშვილი

          • 🥰 სხივში Upskill - გრძელდება

          • 🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.

            👉დღეს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრის სამუშაო შეხვედრაზე კათედრის თავმჯდომარემ, მათემატიკის მასწავლებელმა შ.ჯავახიშვილმა თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე : ,,შეფასების როლი და მნიშვნელობა სასწავლო პროცესის შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესებისათვის"👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👉 პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა

          • 🚒ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

          • ✅მე-🔟 კლასის მოსწავლეები ,სამოქალაქო განათლების ,ფარგლებში ეწვივნენ,შინაგან საქმეთა სამინისტროს ,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მუზეუმს სადაც გაეცნენ დაცულ უძველეს ექსპონატებს,უძველეს ნიმუშებს . აგრეთვე ჩაუტარდათ მასტერკლასი, 🚒სახანძრო სიტუაციების პრევენციისა და მართვის ირგვლივ .გაეცნენ ჯავშან ტექნიკას ,რომლითაც ოპერირებს, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

          • 🥰 მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

          • 📌იუნესკოს გადაწყვეტილებით ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით 1999 წელს მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ 21 თებერვალი დაწესდა . საქართველოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება.

            ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ დაწყებითი კლასების , სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილმა აქტივობამ ქართველ, აზერბაიჯანელ, თურქ, არაბ, ლიტველ და თურქმენ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა აემაღლებინა ცნობიერება მშობლიური ენის მნიშვნელობის კუთხით. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ამ დღის დაწესების შესახებ, ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლიური ენის შენარჩუნება, დაცვა და მოფრთხილება.

            🥰 ბოლოს სხვადასხვა ეროვნების ბავშვებმა მშობლიურ ენებზე შექმნეს პლაკატები და განათავსეს სკოლის ფოიეში.

          • 🥰Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება

          • 🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.

            👉ამჯერად უცხოური ენის კათედრის წევრმა, ინგლისური ენის პედაგოგმა ა. მონასელიძემ და დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრმა, დაწყებითი კლასის პედაგოგმა ც. კობერიძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს.👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

            👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

            ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!

          • 🥰 სხივში Upskill -ის ტრენინგების სერია გრძელდება

          • 🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.

            👉დღეს ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის წევრმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ა. ჩინჩალაძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება

            👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

            👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.

            ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!

          • 🔸 ვიზიტი ხელოვნების მუზეუმში

          • 📌სადამრიგებლო საათის ფარგლებში მე-8 ა და ბ კლასის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელოვნების უკვდავი ნიმუშები. 🎨მათ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს მათთვის ნაცნობ თუ უცნობ მხატვრებზე და შემოქმედებაზე.

            🔸მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები დაესწრნენ საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის მინი ლექციას 📚წიგნის წარმოშობის ისტორიაზე. ლექციის დასრულების შემდეგ მომხსენებელთან ერთად გამართეს დისკუსია.

            🥰 აღნიშნულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა პიროვნული,შემეცნებითი,სოციალური უნარ-ჩვევების მეტად განვითარებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას.

          • 🐝Spelling Bee

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში, 16 თებერვალს ჩატარდა Spelling Bee-ს მეორე ტური🐝🐝🐝კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-5 - მე-12 კლასის მოსწავლეებმა. სამივე კატეგორიიდან გამოვლინდა 9 გამარჯვებული🥳🥳 რომლებიც 1 მარტს მონაწილეობას მიიღებენ ფინალში, რომელიც გაიმართება ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში, ქუთაისში.კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ლექსიკის გამდიდრება და სიტყვის სწორად დამარცვლის უნარის განვითარება.🐝🐝🐝კონკურსის ფინალისტები არიან:

            1. ანასტასია იანვარაშვილი
            2. სანდრო ესიავა
            3. ელენე თათარაშვილი
            4. შირინ სალაროვა
            5. ნიჰათ ორუჯოვი
            6. დავით ქამადაძე
            7. ნიკოლოზ ხაინდრავა
            8. ელენე მცხვეთაძე
            9. კონსტანტინე შენგელია