• 📌პატარა მოქანდაკის წარმატებები

          • თბილისში „ექსპო ჯორჯიას“ VI პავილიონში წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გამომცემლობა „არტანუჯის“ საბავშვო სტენდის პატარა სტუმრებს მასპინძლობდა ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ მე-3 კლასის მოსწავლე , 8 წლის მოქანდაკე თემუკა ზაქარიაძე. ბაგაური ნესტანი

            გამოფენაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თემუკას ნამუშევრები და მასთან ერთად გამოეძერწათ. პატარა მოქანდაკეს გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა ქართული მითოლოგიური გმირების მიხედვით შექმნილი ქანდაკებები. თემუკამ გამოფენაზე მასტერკლასი ჩაუტარა თანაკლასელებს და მისულ სტუმრებს.

            წარმატებებს ვუსურვებთ პატარა მოქანდაკეს !

          • 📌ვიქტორინა - ,,ვის უნდა გახდეს ლიდერი“

          • მათემატიკის მასწავლებელმა Shorena Javakhishvili შორენა ჯავახიშვილმა 18 მაისს VIII(ა) კლასში ჩაატარა ვიქტორინა - ,,ვის უნდა გახდეს ლიდერი“.

            ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში სხარტი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება; მეტი ინტერესის გაღვივება მათემატიკის მიმართ; ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში; კომუნიკაციის უნარების განვითარება.

            პედაგოგმა მოსწავლეებს თავდაპირველად შეახსენა, თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ლიდერს: ლიდერობა - ეს არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დასახული მიზნის მისაღწევად გაძღოლის უნარი; ლიდერს შეუძლია სწორი გზის არჩევა; ემოციების მართვა ; ჩანაფიქრის განხორციელება; პრობლემების გადაჭრა; არის ენერგიული; შრომისმოყვარე; თავდაჯერებული; მიზანდასახული; კომუნიკაბელური; ინიციატორი; აქვს თანამშრომლობისა და მართვის ხელში აღების ნიჭი; ითვალისწინებს ყველა თანამოაზროვნის რჩევას და ა. შ.

            მასწავლებელმა ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს შესთავაზა Power Point-ის პროგრამაში შექმნილი პრეზენტაცია; ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა მათემატიკური ამოცანები, გაიხსენეს რას უწოდებდნენ მარტივ რიცხვთა ცხრილის შედგენის უძველეს ხერხს; მოისმინეს თუ რატომ არ იღებენ მათემატიკოსები საერთაშორისო ყოველწლიურ ნობელის პრემიას, რა ეწოდება რიცხვი 13-ის შიშს...

            მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი მათემატიკური ცოდნის რეალიზება. ვიქტორინა მიმდინარეობდა ემოციურ ფონზე. გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფიც.

          • ❤ გვახარებს ჩვენი კურსდამთავრებულის ნიკოლოზ ჩხაიძის წარმატებები

          •  IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტმა ნიკოლოზ ჩხაიძემ თავისი კვლევა, Dr. Taras Kuzio-სთან ერთად, სახელად "A Weaker Russia and the West's Opportunity in the South Caucasus", გამოაქვეყნა ბრიტანულ გამოცემაში -"The Henry Jackson Society". სტატიას გაეცნობით ამ ბმულზე: t.ly/InV4 Dr. Taras Kuzio არის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ექსპერტი ევრაზიის საკითხებში, კონკრეტულად კი რუსეთისა და უკრაინის მიმართულებით, ხოლო გამოცემა საკმაოდ ავტორიტეტულია დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიო მასშტაბით. ვულოცავთ ნიკოლოზს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებას!

          • ✅ ვიქტორინა მე-8 კლასში

          • დღეს, მე-8 კლასში ჩატარდა ვიქტორინა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ზოგადი ცოდნის გამოვლენა ინგლისურ ენაზე, ასევე ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება.

            შეკითხვები მოიცავდა მეცნიერებას, ხელოვნებას, მუსიკას, ინგლისურ იდიომებს და გამოცანებს. აქტივობა იყო შემეცნებითი და პროდუქტიული მოსწავლეების აქტიური ჩართულობით და ჯანსაღი კონკურენციის გაწევით.

            ვიქტორინა ჩაატარეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც საინტერესოდ და სახალისოდ წარმართეს აქტივობა.

            მასწავლებლები: ეკა აზმაიფარაშვილი, ნათია მარშანია

          • სტუმრად შოკოლადის მუზეუმში

          • კვირას, 2022 წლის 15 მაისს ქართულ გერმანული სკოლა სხივის მე-6 ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან და მშობლებთან ერთად შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ.

            მათ მოისმინეს საინტერესო ლექცია იმის შესახებ თუ როგორ იქმნება სუფთა, ნამდვილი შოკოლადი და რა დადებითი თვისებები აქვს მას.

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი შემდეგ კი გემრიელად შეექცნენ ცხელ შოკოლადს.სასიამოვნო თბილი და განსხვავებული გარემო ხელს უწყობს მოსწავლეების ერთმანეთთან მეტად დაახლოებას და დამეგობრებას.

            დამრიგებელი : ნათია ჟღენტი

          • გაკვეთილი თემაზე: საერთაშორისო უსაფრთხოება

          • ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-9 კლასში 4 მაისს ჩატარდა გაკვეთილი „საერთაშორისო საფრთხეები და ტერორიზმი“.

            მოსწავლეებმა ნათლად წარმოაჩინეს შეიარაღებული თავდასხმის საშიშროება. ისაუბრეს, თუ რამდენად საშიშია კაცობრიობისთვის განხორციელებული ტერორისტული აქტები. განასხვავეს ერთმანეთისგან ტერორიზმის სხვადასხვა ტალღები ისტორიაში, მაგალითად: თვითმკვლელი ტერორიზმი, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში ვითარდებოდა, მარტოხელა მგლის ტერორიზმი, რომელიც პოპულარული გახდა 1990-იან წლებში და ნაციონალურ-სეპარატისტული ტერორიზმი. მოსწავლეებმა ისაუბრეს ტერორიზმის აღმოხვრის გზებზე და საერთაშორისო სამართლის იურიდიულ წესებზე, რაც ხელს უწყობს სისხლის სამართლის კანონების შემუშავებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

            პედაგოგი: ქეთევან შოვნაძე Qeti Shovnadze

          • 🥇ვულოცავთ !

          • ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს,  ნიკოლოზ თოდრიას Teeneagle ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებას !

            წარმატებები ნიკოლოზს!

          • შეხვედრა კურსდამთვრებულებთან

          • თურმე წლების შემდეგ შეხვედრებს უფრო მეტი ხიბლი ჰქონია და გახსენებული ისტორიებიც უფრო შთამბეჭდავად ხვდება ყურთასმენას. ასეთი ელფერი შესძინა ქართულ- გერმანულ სკოლა ,,სხივს’’2019-2020 და 2020-2021 წლის კურსდამთავრებულთა სტუმრობამ.

            ითქვა მონატრებად ქცეული ბევრი მოგონება და ხუმრობა, ამბავი და თავგადასავალი.

            სასიამოვნო საღამო კი სკოლის დამამთავრებელი საუცხოო ფლაგეტის გადაცემამ დააგვირგვინა.

            წარმატებები ყველა კურსდამთავრებულს!