• 🍁 შემოდგომის ფესტივალი

          • ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ დაწყებითი კლასების, ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ინიციატივით ჩატარდა კვირეული - „შემოდგომის ფესტივალი“.

             კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საკლასო თუ სასკოლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს III-ა კლასის მოსწავლეებმა. მესამეკლასელები ხალისით ჩართნენ საკლასო აქტივობაში - „მე შემოდგომის ფერებში“ - ავტოპორტრეტი. გაისეირნეს სკოლის ეზოში, დააკვირდნენ შემოდგომის ბუნებას, შეაგროვს შემოდგომის ფოთლები, გირჩები, დაკრიფეს კომში, შემდგომ კი სახლიდან მოტანილი და სკოლის ეზოში დაკრეფილი ხილით კლასში მოეწყო შემოდგომის კუთხე.

            დააგემოვნეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. მონაწილეობა მიიღეს სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ კონცერტში - შეასრულეს მუსიკის გაკვეთილებზე ნასწავლი სიმღერა შემოდგომაზე, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს.

            კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი სახლები, მიიღეს ინფორმაცია ძველად ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ, გაეცნენ ადამიანების შრომა-საქმიანობას შემოდგომაზე. ექსკურსიის ბოლოს მუზეუმის მიმდებარე ტყეში გაისეირნეს, შეაგროვეს შემოდგომის ფოთლები, გამართეს პიკნიკი. დააგემოვნეს საკუთარი ხელით ამოვლებული ჩურჩხელები.

             კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისთვის.

          • 🔹 განცხადება

          •    2022 წლის 12 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხარდაჭერით ქალბატონი მაკა სალხინაშვილი და ბატონი კახაბერ იოსელიანი VII-IX კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ ლექციას პრეზენტაციის სახით :

            უბილეთო მგზავრობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

            შინაური ბინადარი ცხოველის უფლებები, ცხოველის პატრონის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ზომები

          • 📚 მე მკითხველი ვარ!

          • საგან მე და საზოგადოების ფარგლებში, მიმდინარე თემიდან გამომდინარე, მე-4 ა კლასი ესტუმრა სკოლის ბიბლიოთეკას. მოსწავლეებმა ისაუბრეს კითხვის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს და გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაციას.

          • 🍂 ეთნოგრაფიულ მუზეუმში

          • შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-გერმანული სკოლა სხივის III ბ კლასი ესტუმრა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

            მოსწავლეებმა პროფესიონალი გიდის საშუალებით მოინახულეს სამუზეუმო სივრცე, დიდი ინტერესით უსმენდნენ თითოეული სახლის ისტორიას და გულდასმით დაათვალიერეს სივრცეში დაცული განსაკუთრებული ექსპონატები/ნივთები. მოსწავლეებისთვის ვიზიტი შთამბეჭდავი აღმოჩნდა და აღფრთოვანებული დაბრუნდნენ სკოლაში. 

          • 💻პრეზენტაციების ჩეკლისტები

          • მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე იმუშავეს პრეზენტაციებზე: ,,საქართველოს მეფეები". მოსწავლეებს აქამდე ნასწავლი და ცნობილი საქართველოს მეფეებიდან უნდა აერჩიათ ერთ-ერთი მეფე, მოეძიებინათ დამატებითი ინფორმაცია და წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით. პრეზენტირების დროს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მეფეების თვისებებზე, მათ მიღწევებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებმა საინტერესო ინტერპრეტირება მისცეს აღნიშნულ დავალებას. გარდა იმისა, რომ ყველამ ინდივიდუალური ნაშრომი წარმოადგინა, ზოგიერთმა მოსწავლემ საინტერესო ხერხს მიმართა: შეადგინა ცხრილი, რომელშიც ყველა მეფე აღნიშნა, ცხრილით კი აჩვენა მეფეების დადებითი, უარყოფითი მხარეები, მათი მიღწევები და მეგობრებს გააცნო საკუთარი დამოკიდებულება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაციების დასასრული, როდესაც მოსწავლეები შეფასებებს აძლევდნენ პრეზენტატორს, აქებდნენ, რჩევებს აძლევდნენ, აკრიტიკებდნენ, განიხილავდნენ და მსჯელობდნენ სამართლიანად ნაშრომების შესახებ.

            #მოსწავლეთაჩართულობა

            #პასუხისმგებლობა

            #სწავლასწავლებისმაღალიხარისხისუპირატესობები

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე

          • 🍁 შემოდგომის გაცილება

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში მხიარულად გააცილეს შემოდგომა. დაიგეგმა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა: საშემოდგომოდ მორთეს საკლასო ოთახი, ფოთლებისგან დაამზადეს შემოდგომის აპლიკაციები, მიიღეს სკოლაში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა, ბოლოს კი ამოავლეს ჩურჩხელები. ფესტივალმა მოსწავლეებისთვის სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.

            დამრიგებელი: თამარ გურგენიძე

          • 📢 დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია სხივში

          • ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, 25 ნოემბერს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა შენობის გენერალური დასუფთავება: დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით.

            აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად გამოვიყენეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

            ასევე გაცნობებთ, რომ სკოლა (საკლასო ოთახები, სველი წერტილები და ა.შ) ყოველდღე სუფთავდება სადეზინფექციო ხსნარებთ. 

            გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

          • 📌წარმატებები ჩვენს ინტელექტუალებს!

          • ,,ტვინების ბრძოლის" მე-2 ტურში გადასული მე-7 და მე-8 კლასის გუნდები შერკინების დაწყების მოლოდინში.

            წარმატებები ჩვენს ინტელექტუალებს!

            P.S ჩვენი გუნდი (ტვინების ბრძოლაში) შემდეგ ეტაპზე გადავიდა

          • 📖📚 ჩემი ვეფხისტყაოსანი

          • ბავშვებს რომ მისცემ თავისუფლებას, გაცილებით შემოქმედებითები ხდებიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს ქმნიან. ასე მოხდა მე-7 ბ კლასშიც, როდესაც ,,ვეფხსიტყაოსნის" რამდენიმე თავი გავიარეთ გაჩნდა ინტერესი, გულწრფელი დამოკიდებულებები და სურვილები. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა დასამახსოვრებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს და ყველას სახლში თაროზე შემოდებული ,,ვეფხისტყაოსანი" გააცოცხლეს. 

            #ინტერესი

            #ძიება

            #კვლევა

            #დიდისიხარულიაროდესაცშენდაინახეისრაცსხვასშეიძლებაარდაუნახავს

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე

          • 🎉 გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!

          •  დღეს თქვენი დღეა - გილოცავთ სტუდენტებო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ მოსწავლეებს, რომლებიც წარმატებულად განაგრძობენ სწავლას საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში. გვეამაყებით და მჯერა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით. გისურვებთ განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას!

          • 📌 სასკოლო ტურის დღე გერმანულ ენაში 📣

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში მე-7ა და მე -7ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გერმანულ ენაში ჩატარდა შიდა სასკოლო ტური სახელწოდებით ,,Wir wollen uns unser Deutsch mehr verbessern,, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნის განმტკიცებას.

            მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით,მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ პროექტში.ხაზგასასმელი და დასაფასებელია მათი თავდაჯერებულობა,სიმტკიცე და ცოდნის მიმართ ინტერესი.

            I ტურში გამარჯვებულები მალე გამოვლინდებიან.

            მე-2 ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

            გერმანული ენის პედაგოგი : ნათია ჟღენტი

          • 📌 ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი შესრულდა

          •  

            „ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“

            „არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის“

            „ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია“

            „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“

            „აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“

            და კიდევ მრავალი...

            მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ილია ჭავჭავაძის ლექსები: ,,პოეტი" და ,,ჩემო კალამო" გაიარეს. გაიხსენეს უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, მწერლის ბიოგრაფია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში. 

            დიდი ილიას შესახებ მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები ააგეს და წარმოადგინეს.

            #ზოგჯერმოკლესიტყვაცგრძელია

            #ილია#185

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე 

          • 🔬 სტუმრად სინათლის მიკროსკოპი

          • მე-4 ა კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე საინტერესო დაკვირვებები გააკეთეს. მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სინათლის მიკროსკოპით დაათვალიერეს ფოთლისა და ხახვის ქერქლის უჯრედები, უჯრედების კიდეები და მათი შეფერილობები. ძალიან საინტერესო დათვალიერების შემდეგ,მოისმინეს მცირე ლექცია მცენარეული და ცხოველური უჯრედის შესახებ.

            მასწავლებლები: ეკა ლომთათიძე, ინგა ხუჯაძე

          • 📌 საპატიო სტუმრები პარლამენტში ❤️

          • პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მოსწავლეებს პარლამენტში უმასპინძლა და თბილისის ურბანული განვითარების თემაზე ესაუბრა.

            დეპუტატმა მოსწავლეებს თბილისის დაარსების ისტორია და ქალაქის ურბანული სტრუქტურის თავისებურებები გააცნო.

            ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის ურბანული ფორმის ცვლილებებზე და მისი განვითარების სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება.

            „წარსულის გაანალიზება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომავალი უკეთ დავგეგმოთ. ყველა ქალაქს აქვს თავისი განვითარების ლოგიკა, თბილისს - ძალიან განსაკუთრებული. მოსწავლეებთან ვისაუბრე ზოგადად ქალაქზე და იმაზე თუ რაში მდგომარეობს თბილისის განსაკუთრებულობა. ვიმედოვნებ, ბევრ რამეზე სხვაგვარად დაფიქრდებიან და უფრო ყურადღებით დააკვირდებიან ქალაქს“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა.

          • 📌 I-XII კლასის მშობელთა კრება -კონფერენცია

          • 1 ნოემბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით სკოლაში I-XII კლასის მშობელთა კრება -კონფერენცია ჩატარდა, სადაც თითოეულ მშობელს და საგნის მასწავლებელს შესაძლებლობა ჰქონდათ ინდივიდუალურად ესაუბრათ ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და მზაობაზე.

          • 📕გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში

          • ბევრს ვსაუბრობთ, ვწერთ და ვმსჯელობთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე, მაგრამ ბიბლიოთეკაში მუშაობა სულ სხვაა. ბიბლიოთეკა ძალიან კარგი სცენაა, რომელზეც ათასი წიგნი დევს, ამ წიგნებიდან კი მრავალი პერსონაჟი გვესაუბრება.

            მე-5 კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივ გარემოში წაიკითხეს მეფე დემეტრე თავდადებული. გაიაზრეს უცხო სიტყვები, გამოკვეთეს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები და დაახასიათეს ისინი.

            #ცოდნაძალაა

            #გარემომოტივაცია

            #ვქმნითერთად

            #ვსწავლობთხალისით

            მასწავლებელი: ლელა ხათრიძე