• 📌 იგავით თქმული სიბრძნე

          • 14 ივნისს მე- 3 ბ კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელი: მ.მატუაშვილი, წარმოადგინეს ღონისძიება-სპექტაკლი ,, იგავით თქმული სიბრძნე’’.  მოსწავლეებმა ემოციებით და არტისტიზმით წარმოადგინეს იგავები,   გააცოცხლეს სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე -სიცრუისა“იგავ-არაკების პერსონაჟები.  ბავშვების ემოციურმა თამაშმა საიამოვნო გავლენა მოახდინა მაყურებელზე. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის აკომპანიმენტით შეასრულეს შესწავლილი სიმღრები.

             

          • 📌 მხიარული ვიქტორინა _ „ყველაზე ჭკვიანი“

          • ასე მხიარულად შეაჯამეს II ბ კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი.

            პედაგოგმა, თათია გურგენიძემ მოაწყო მხიარული ვიქტორინა _ „ყველაზე ჭკვიანი“. მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ჯგუფურ თამაშში, სიხარულით ირჩევდნენ და პასუხობდნენ მათთვის მოცემულ კითხვათა კატეგორიებს. ვიქტორინა სანახაობრივად გაამდიდრა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა საცეკვაო და სასიმღერო ნომრებმა. მხიარული დღის დასასრულს მათ გადაეცათ წამახალისებელი სერტიფიქატები, დღემ მათთვის დასამახსოვრებლად ჩაიარა.

            ვულოცავ ყველა მოსწავლეს სწავლის შემდგომ საფეხურზე გადასვლას.

          • 🔷II ა კლასის მოსწავლეების შემეცნებითი, მხიარული ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში

          • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ II ა კლასის მოსწავლეების შემეცნებითი, მხიარული ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში..

            ექსკურსიის მიზანი იყო თვალსაწიერის გაფართოება, სოციალური უნარების განვითარება, ერთმანეთთან დაახლოება და სასწავლო წლის ბოლო დღის ერთად და შინაარსიანად გატარება იყო.

            მეორეკლასელებმა მოისმინეს მოკლე ინფორმაცია ბოტანიკური ბაღის დაარსებისა და იმ განსაკუთრებული მცენარეების შესახებ, რომლებიც ხარობენ ბოტანიკურ ბაღში, დაათვალიერეს იაპონური ბაღი, გაისეირნეს კვიპაროსების ხეივანში. ექსკურსიის ბოილოს , მოაწყვეს პიკნიკი, ერთად ითამაშეს , გაერთნენ ჩანჩქერთან.

            სასიამოვნოდ და ხალისიანად გაატარეს დღე.

            კლასის ხელმძღვანელი — ბ. მოლაშხია

          • 🔸🔶ძველი თბილისი და ფიროსმანი

          • მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ც. კობერიძე) ღონისძიება-სპექტაკლი ,, ძველი თბილისი და ფიროსმანი’’.

             მესამეკლასელებმა გააცოცხლეს ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი სახეები. განსაკუთრებული ემოციებით და არტისტიზმით წარმოადგინეს ჩვენი გენიალური მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.  ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და მაყურებელზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.

          • 🔷🔹 მე-2 ა კლასის მოსწავლეები სოციალურ საწარმო კოდალაში

          • 16 ივნისს მე-2 ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურ საწარმო „კოდალას“, რომელიც ამზადებს ეკომეგობრულ სათამაშოებს. მეორეკლასელებმა თვითონ დაამზადეს სასურველი სათამაშოები — რობოტები, ბალერინები და ყვავილები, ისიამოვნეს, გაერთნენ და კმაყოფილებმა სათამაშოები თან წამოიღეს.

            კლასის ხელმძღვანელი: ბ. მოლაშხია

          • 🔸🔶მე-3 ა კლასი შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსში

          • 18 ივნისს, მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებელ ც, კობერიძესთან და მშობლებთან ერთად მოინახულეს შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი.

            ექსკურსიის შემდეგ ბავშვები გაერთნენ სხვადასხვა აქტივობებით და თამაშებით. დიდი მადლობა მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ ლამაზი დღის შთაბეჭდილებები დაუვიწყარი იქნება ბავშვებისთვის.

          • 🔹🔷II ბ კლასის შემეცნებითი ექსკურსია ვარიანში

          • ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ II ბ კლასის შემეცნებითი ექსკურსია ვარიანში - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში.
            მოსწავლეებისთვის დღემ საინტერესოდ ჩაიარა: მათ გიდის საშუალებით მოინახულეს მუზუმში არსებული ექსპონატები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, გაეცნენ მათ ისტორიასა და მნიშვნვნელობას. დღის ბოლოს კი მოაწყვეს პიკნიკი და სხვადასხვა მხიარული აქტივობებით შეაჯამეს დღე.
            პედაგოგი: თ.გურგენიძე

             

          • 📌IV კლასი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში

          • ექსკურსია ყოველთვის იყო, არის და იქნება მოსწავლეებისთვის საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი აქტივობა, რომელიც არა მარტო თვალსაწიერის გაფართოების, არამედ ინფორმაციის აღქმის, ანალიზისა და სხვადასხვა სახით წარმოდგენის, შესასწავლი საკითხის მიმართ ინტერესის აღძვრის, სოციალური და თანამშრომლობითი უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებაცაა. სწორედ ამიტომ, 

            12 ივნისს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, გერმანულის მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად   სასწავლო ექსკურსია მოაწყვეს. ბავშვებმა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ნახეს, მოილოცეს შიო მღვიმის მონასტერი და სასიამოვნოდ განიტვირთნენ. 

            #ლიტერატურა

            #ბიოგრაფია

            #ისტორია

            #ხუროთმოძღვრება

            #ხელოვნება

            #მხარეთმცოდნეობა

            დამრიგებელი: ლელა ხათრიძე 

          • 📌VII კლასის ექსკურსია დმანისში, ბოლნისის სიონსა და სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმში

          • ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის“ VIII (ა) კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან, შორენა ჯავახიშვილთან და მშობლებთან ერთად ეწვივნენ დმანისის მუნიციპალიტეტს. საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამაში შედიოდა შემდეგი ადგილების მონახულება: ბოლნისის სიონი; წმინდა პეტრე – პავლეს ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი; დმანისის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი.

            ბოლნისის სიონი არის V საუკუნით დათარიღებული ბაზილიკა ქალაქ ბოლნისში. იგი, ისევე როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით — მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.ბოლნისის სიონს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

            წმინდა პეტრე – პავლეს ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი აგებულია კვარცხლბეკივით ამაღლებულ ელიას მთაზე, ზღვის დონიდან 820 მეტრზე.აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ყოფილა. ბოლნისელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთევით, ნატაძრალზე აიგო მოციქულების სახელზე ტაძარი და აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი.

            ბოლნისიდან სულ რაღაც 85 კილომეტრის დაშორებით განფენილი მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, დროისა და უნიკალური აღმოჩენების კაფსულაა, სადაც იცვლება კაცობრიობის ისტორია და პირვანდელი მოსაზრებები ადამიანის ევოლუციისა და ჰომინინების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ. დმანისის არქეოლოგიურ ფენებში დაფიქსირებული ყველაზე ძველი ეპოქა ქვის ხანის პერიოდია. აქ აღმოჩენილი ჰომინინებისა და ცხოველთა განმარხებული ნაშთები და ქვის იარაღები 1.8 მილიონი წლით თარიღდება. არსად მსოფლიოში, აფრიკაშიც კი არ არის აღმოჩენილი ასეთი მრავალფეროვანი, ამ ასაკის კოლექცია, თანაც ერთი არქეოლოგიური კონტექსტიდან. დმანისის აღმოჩენებმა, ადამიანის გარეგნობისა თუ მისი ცხოვრების წესის გარდა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი სურათის წარმოდგენის საშუალება მისცა მეცნიერებს. დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ხანშიშესული ინდივიდის ქვედა ყბის ანალიზით დადგინდა, რომ ის 40 წლის იყო, ყველა კბილი დაკარგული ჰქონდა, აღარ შეეძლო თავის მოვლა და საკვების მიღება. როგორც ჩანს, მას ტომის სხვა წევრები უვლიდნენ, საკვების მიღებაში ეხმარებოდნენ და აქ მივდივართ უჩვეულო, ემოციურ დასკვნამდე, რომ მილიონი წლის წინ, ადამიანს უკვე გააჩნდა თანაგრძნობისა და ზრუნვის უანრი. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი; გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი ადამიანების სხეულის ნაწილები. მეცნიერებმა ამ სხეულის ნაწილებისაგან გამოსახულება აღადგინეს და მიიღეს მამაკაცისა და ქალის სურათი. მათ სახელებიც კი შეურჩიეს: ზეზვა და მზია.

            სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს სოფელ ტანძიაში, იგი არის ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი. დაარსდა საბაობის მესამე დღესასწაულზე. მუზეუმში დაცულია 300-მდე ექსპონანტი, მათ შორის 28 ფერწერული ნამუშევარი, 25 – გრაფიკული ნამუშევარი, 9 – სკულპტურა, 2 – არქეოლოგიური ექსპონანტი, 11 – დოკუმენტი, 59 – ფოტო, 147 – სამეცნიერო დამხმარე ლიტერატურა და სხვ.

            ექსკურსიის მიზანი ქართული ეთნოგრაფიული ყოფის დიდი ისტორიის გაცნობა გახლდათ. ექსკურსია ხალისიანი, საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

          • 📌რიცხვთა სამყაროში

          • ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში’’ 10 ივნისს ჩატარდა კონფერენცია მათემატიკაში შორენა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. რადგან მეოთხე კლასის ძირითად სასწავლო მასალას წარმოადგენს ნატურალური რიცხვები, ამიტომ კონფერენციის სახელწოდებაც იყო ,,რიცხვთა სამყაროში’’. მოსწავლეები ამ თემის ირგვლივ გაკეთებული პრეზენტაციებით წარდგნენ მსმენელების წინაშე. მათ თვალი გადაავლეს მათემატიკის ისტორიას,ხაზი გაესვა მათემატიკის უმნიშვნელოვანეს როლს ბევრი სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემის გადაწყვეტისათვის. მოიძიეს ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა გამოთვლების გამარტივება და როგორ მოვედით აბაკიდან მიკროკალკულატორამდე. დაისვა საყოველთაოდ ცნობილი კითხვა: რიცხვი თუ ციფრი? მოვისმინეთ ციფრი (თუ რიცხვი?) შვიდთან დაკავშირებული საინტერესო ამბები: როგორ შეიქმნა მუსიკის შვიდი ნოტი; მსოფლიოს შვიდი საოცრება; ცისარტყელას შვიდი ფერი; ადამიანის შვიდი ასაკი; შვიდი ცა; შვიდი სათნოება; სამყაროს შექმნის შვიდი დღე და ა.შ.

            პროცესში გამოიკვეთა აღნიშნული პროექტის ასპექტები:

            1. სწორი მიდგომები საკითხისადმი;

            2. ინფორმაციულობა;

            3. მშობელთა ნაყოფიერი ჩართულობა;

            4. პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარის ჩამოყალიბება;

            5. მათემატიკის სწავლების აუცილებლობა!

            რადგან ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, გამოითქვა მოსაზრება, რომ ამგვარ მათემატიკურ კონფერენციებს მიეცეს ტრადიციული სახე.

          • 📌I კლასის ექსკურსია

          • სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, სკოლის კლასგარეშე განათლებაში ბავშვებს მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევები უვითარდებათ.

            I კლასში ექსკურსია დაიგეგმა და განხორციელდა დირექციის, კლასის დამრიგებლის, მოსწავლეებისა და მშობლების აქტიური თანამშრომლობით. საექსკურიოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია გამოვიყენეთ .

            ექსკურსიის მიზანი გახლდათ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ნასწავლი ფიზიკური აქტივობების პრაქტიკულად გამოყენება.

            მოსწავლეები მშობლებთან ერთად ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობებში. მათ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. სპორტულ თამაშებს ცვლიდა შესწავლილი მასალიდან დასმული კითხვები, როგორც ბუნებისმცოდნეობაში,მათემატიკაში, ასევე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მოსწავლეებმა საგნის ცოდნა გამოავლინეს.

            დაგეგმილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.

            და ბოლოს მშობლებმა შვილებს მაისურებზე სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს და საუკეთსო მომავალი უსურვეს.

            დამრიგებელი: ეკა ლომთათიძე

          • 📌ჩვენი პედაგოგის წარმატება ევროპის ჩემპიონატში

          • 27-29 მაისს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის 31-ე ჩემპიონატი ჩატარდა კენდოში.

            მოხარულნი ვართ გაცნობოთ ჩვენი პედაგოგის -გიორგი გეგენავას - მონაწილეობისა და წარმატების შესახებ.

            გიორგიმ მესამე დანი მიიღო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად. ეს პირველი მნიშვნელოვანი წოდებაა კენდოში. შემდეგი ეტაპი კენდოს მასწავლებლის ტიტულია.

            შეჯიბრებაზე გიორგიმ შესანიშნავად იასპარეზა. მისი მიღწევები ევროპის წინა ჩემპიონატთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა.

            ვულოცავთ გიორგი გეგენავას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს !

          • 📌აქტივობები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით

          • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება. ის გვახსენებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა დაცვას. ჩვენი სკოლის III- IV და V კლასის მოსწავლეები განმარტავენ ბავშვთა რამდენიმე უფლებას, რომლებიც გაეროს მიერ მიღებულ კონვენციაშია ჩაწერილი.

            პირველ ივნისს ჩვენს სკოლაში ჩატარდა აქტივობები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვიდეო მოიცავს აღნიშნული დღის კადრებსაც.

            პედაგოგი : Tekla Kapanadze თ. კაპანაძე

          • 📌გაკვეთილი თემაზე ,,წილადური განტოლება"

          • 24 მაისს, VIII(ა) კლასში ჩატარდა  გაკვეთილი თემაზე ,,წილადური განტოლება’’. გაკვეთილის მიზანი იყო: ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებული ობიექტებისა და პროცესების მათემატიკური ფორმულირება, წარმოდგენა  განტოლების სახით. მათემატიკური მოდელის შექმნა და არსებული რეალური საკითხის აღნიშნული გზით  გადაჭრა. კვლევის დაგეგვმა, პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა; ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა, პრობლემის გამოკვეთა და მისი ჩამოყალიბება;კომპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა/ამოხსნა;

               როგორც ვიცით, განმავითარებელი შეფასება გულისხმობს სხვადასხვა აქტივობითა და სწავლების სტრატეგიით ინფორმაციის მოპოვებას მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონის შესახებ და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად. ნებისმიერი აქტივობა შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუ ის ეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, დასახონ გზა მიზნის მისაღწევად. განმავითარებელი შეფასების უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, მათგან რამოდენიმე იქნა გამოყენებული გაკვეთილზე, ეს იყო:

                ვინ უპასუხებს შეკითხვებს - მასწავლებელს ბარათების ორ კომპლექტი ჰქონდა გამზადებული. ერთ კომპლექტში იყო შეკითხვები, მეორეში კი- პასუხები. ერთი მოსწავლე კითხულობა შეკითხვას. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ პასუხის ბარათები ეძებდნენ შესაბამის პასუხს. 

            აქტივობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ბარათების ჯაჭვურად ქცევა. ამისათვის შეკითხვები ისე იყო მომზადებული, რომ პასუხები მიდიოდა სწორი თანმიმდევრობით, არ წყდებოდა ჯაჭვი. ერთი შეკითხვის შემდეგ მოსწავლეებს უნდა ამოერჩიათ, რომელი შეკითხვა იქნებოდა  მისი გაგრძელება. ამ შემთხვევაში შეკითხვები და პასუხები ჯაჭვურად გადაებმება ერთმანეთს და მიდიან საბოლოო პასუხამდე, იაზრებენ ამოხსნის ეტაპების თანმიმდევრობას.

                 ჭეშმარიტია-მცდარია - მასწავლებელმა წინასწარ გაამზადა ბარათები, სადაც ეწერა დებულებები თემასთან დაკავშრებით. გაკვეთილის ბოლოს ამ ბარათებს იღებდნენ მოსწავლეები, კითხულობდნენ დებულებას და აღნიშნავდნენ, ჭეშმარიტი იყო  თუ მცდარი მოცემული დებულება. მცდარი დებულების შემთხვევაში შეასწორებდნენ მას.

                და ბოლოს აქტივობა გასასვლელი ბარათები - გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელმა მოსწავლეებს დაურიგა გასასვლელი ბარათები/ტესტები, რომელიც შეავსეს.  ტესტების შემოწმების შემდეგ მასწავლებლისთვის ნათელი გახდება,  რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა, შეუძლია თუ არა თემის დასრულებულად ჩათვლა და შემდეგ საკითხზე გადასვლა. ეს ბარათები დაეხმარება მას შემდგომი მუშაობის დაგეგმვაში.

                ამრიგად, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები ისე იყო შერჩეული, რომ მოსწავლეებში გაიზარდოს სწავლის მოტივაცია, მიგვიყვანოს  მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სასწავლო მიზნამდე  და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. 

          • 📌 გაკვეთილი მათემატიკაში

          •         27 მაისს IV (ბ) კლასში ჩატარდა სახალისო გაკვეთილი თემაზე ,,წილადი, როგორც ერთობლიობის ნაწილი’’. გაკვეთილის მიზანი იყო:  თეორიული მასალის გამოყენება საყოფაცხოვრებო თემატიკის ამოცანებში, რომელთა მისაღწევად დაგეგმილი იყო მრავალფეროვანი აქტივობები    სხვადასხვა მეთოდებით.  ბავშვებმა იმუშავეს ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფურად......

                    სწავლების სხვადასხვა ეტაპზე ზოგჯერ საჭიროა გავცდეთ  სახელმძღვანელოს ჩარჩოს, უკვე არსებულ სავარჯიშოებს დავამატოთ  განსხვავებული სავარჯიშოები. მასწავლებელმა,  შორენა ჯავახიშვილმა, მოსწავლეებს შესთავაზა Power  Point-ის პროგრამაში   გაკეთებული პრეზენტაცია, რომელიც სასწავლო მიზნებს იყო მორგებული.  მიზანი იყო სწავლების დიდაქტიკური პრინციპების გაფართოება და  გამდიდრება (მიღწევადობა, შედეგობრიობა); სწავლების ინდივიდუალური მხარისა და ინდივიდუალურობის გააქტიურება; მოსწავლის როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი უნარის გაუმჯობესება; მოტივაციის ამაღლება; შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება. ამან  მოსწავლეების განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება გამოიწვია, თითოეული მათგანი დიდი ხალისით ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში .  თამაშით სწავლება ხომ  ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და  ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. ასევევ  მოსწავლეებს  აწვდის დამატებით ვიზუალურ და ინფორმაციულ მასალას.

          • 📌ვიქტორინა - ვის უნდა გახდეს ლიდერი

          • მათემატიკის მასწავლებელმა შორენა ჯავახიშვილმა 24 მაისს  IV(ბ) კლასში ჩაატარა ვიქტორინა - ,,ვის უნდა გახდეს ლიდერი“.

                 ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეებში სხარტი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება; მეტი ინტერესის გაღვივება მათემატიკის მიმართ; ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში; კომუნიკაციის უნარების განვითარება.

                პედაგოგმა მოსწავლეებს თავდაპირველად შეახსენა, თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ლიდერს: ლიდერობა - ეს არის ადამიანთა  გარკვეული ჯგუფის  დასახული მიზნის  მისაღწევად გაძღოლის   უნარი; ლიდერს  შეუძლია სწორი გზის არჩევა;  ემოციების   მართვა ;  ჩანაფიქრის განხორციელება;  პრობლემების გადაჭრა; არის ენერგიული; შრომისმოყვარე; თავდაჯერებული; მიზანდასახული; კომუნიკაბელური; ინიციატორი; აქვს თანამშრომლობისა და  მართვის ხელში აღების ნიჭი; ითვალისწინებს ყველა თანამოაზროვნის რჩევას და  ა. შ.

                მასწავლებელმა ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს შესთავაზა Power Point-ის პროგრამაში შექმნილი პრეზენტაცია; ერთმანეთს ენაცვლებოდა მათემატიკური ამოცანები სხვადასხვა თემებზე:  გაიხსენეს როგორ ხდებოდა რიცხვების დამრგვალება  ნებისმიერ თანრიგამდე;  საზომი ერთეულებს შორის თანაფარდობა; წარმატებით გაართვეს თავი სხვადასხვა სირთულის  ლოგიკურ ამოცანებს;

                მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი მათემატიკური  ცოდნის რეალიზება. ვიქტორინა მიმდინარეობდა ემოციურ ფონზე.  გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.