• პირველკლასელები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

          • ,,დედა ენის’’ კვირეულის ფარგლებში 21 აპრილს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვივნენ შპს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის პირველკლასელები. (დამრიგებელი: ეკა ლომთათიძე)

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს უძველესი ხელნაწერები, ჩაერთვნენ ვორქშოფში სახელწოდებით „დაბეჭდე დედა ენა“, გაეცვნენ წიგნის ბეჭდვის ტექნიკას. მელნისა და საგანგებოდ მომზადებული რეკვიზიტების მეშვეობით, თავად "დაბეჭდეს" "დედა ენის" 2 გვერდი.

            აქტივობა მიზნად ისახავდა:

            • მშობლიური ენის სიყვარულს.

            მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ დაგეგმილ საინტერესო აქტივობაში.

          • დედაენის დღე

          • 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

            ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

            პირველკლასელებს მასწავლებელი ესაუბრა დედაენის მნიშვნელობის შესახებ და 14 აპრილს ბავშვები ესტუმრნენ დედაენის ბაღს და ყვავილებით შეამკეს დედაენის ძეგლი. ბავშვებმა მცირე წვლილი შეიტანეს ამ ლამაზი დღის აღნიშვნაში.

            აქტივობა მიზნად ისახავდა:

            • მშობლიური ენის სიყვარულს.

            მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ დაგეგმილ საინტერესო აქტივობაში.

          • საქველმოქმედო აქცია

          • 27 აპრილს, 13:30 სთ-დან 15:00 სთ-მდე, სკოლაში იმართება საქველმქმედო აქცია, რომელიც გულისხმობს ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართვას სოციალურ აქტივობებსა და ქველმოქმედებაში;

            ✅ თითოეული მოქალაქისა და ახალგაზრდის ჩართვა შექმნის მოძრაობის ფართო ქსელს დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და/ან ოჯახების დასახმარებლად;

            ✅ ჩვენი სკოლის თითოეული კლასი დამრიგებელთან და მოხალისესთან ერთად (მოხალისე შეიძლება იყოს ვთქვათ, მშობელი) მოაწყობს კუთხეს, სადაც გამოფენს შეგროვებულ და გასაყიდად მზა ნივთებს.

            ✅ნებისმიერი თქვენთაგანის სტუმრობა თავისთავში გულისხმობს არა მარტო ქველმოქმედებაში წვლილის შეტანას, არამედ ჩვენი მოსწავლეების სტიმულსა და მოტივაციას, რომელიც მათ ტოლერანტობისა და უანგარო სიკეთის კეთების  უნარ–ჩვევებს გაუძლიერებს;

              საქველმოქმედო აქციაზე ბევრი საინტერესო  ნივთი იქნება წარმოდგენილი.

            #ერთადვაკეთოთკეთილისაქმე

            #უანგაროდგავცეთსიკეთე

            #ვიყოთტოლერანტები

            #ქართულგერმანულისკოლასხივი

          • 🌿 Ostern in Deutschland

          •  

            Ostern in Deutschland ist ein  schönes Fest.Es gibt viele Symbole ,die sehr wichtig in Deutschland sind.Zum Beispiel Osterhase,Süssigkeiten,Lamm,Kerzen,Palmkätzchen u.s.w.

            Die Schüler von der 7 Klasse haben Ostern in unserer Schule gefeiert.Sie versteckten die Süssigkeiten und die Schüler von den 6 a und b Klassen suchten und fanden sie.Dann tanzten und spielten sie zusammen.Der Tag war sehr lustig,angenehm und unvergesslich  für die Kinder.

            Die Lehrerin Natia Zhgenti

          • ორიგინალური ხელნაწერები

          • VIIIა კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღის აღსანიშნად შექმნეს ორიგინალური ხელნაწერები. მათ შეისწავლეს ძველი ქართული ხელნაწერების ისტორია და სცადეს, თავიანთი ნამუშევრები მათთვის მიემსგავსებინათ.

            გარდა ამისა, შეისწავლეს XII საუკუნეში შექმნილი გენიალური პოემა "ვეფხისტყაოსანი" და სწორედ მისი ტექსტი გადაიტანეს ფურცლებზე.

            კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ პირველ და მეორე ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

          • 📖 მკითხველთა კლუბი

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ფუნქციონირებს მკითხველთა კლუბი, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ წაიკითხონ დონის შესაბამის წიგნი, მოთხრობა უცხო ენაზე.

            მე-7, მე-8, და მე-9 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს დონის განმსაზღვრელი ო ჰენრის მოკლე მოთხრობა"უკანასკნელი ფოთოლი". მოთხრობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს მოთხრობის გარშემო და მოაწყვეს დისკუსიები. აგრეთვე, მოეწყო ფილმის ჩვენებაც ამავე სახელწოდების მოთხრობაზე.

          • ♟ მოსწავლეებისა და მშობლების გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში დასრულდა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები.

             

            საპრიზო ადგილები განაწილდა შემდეგნაირად:

            I ადგილი- ანასტასია მესხია და გიორგი მესხია

            II ადგილი- დემეტრე მანველიშვილი და თამუნა სამარჯიშვილი

            III ადგილი- ალექსანდრე ხუნდაძე და ნანა ფარულავა

            ვულოცავთ მოსწავლეებსა და მშობლებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!

          • მშობლიური ენის საერთაშორისო დღე

          • ყოველწლიურად 21 თებერვალს აღინიშნება მშობლიური ენის საერთაშორისო დღე. მშობლიური ენად მოიაზრება ენა, რომელსაც ადამიანი ბავშვობის ასაკში ფორმალური გაკვეთილის გარეშე სწავლობს. მეოთხე ა და ბ კლასის მოსწავლეები გაეცნენ მშობლიური ენის საერთაშორისო დღის დაარსების შესახებ ისტორიას და ამ თარიღის აღსანიშნავად თავადაც დაგეგმეს სხვადასხვა აქტივობები. მასწავლებელი - თეკლა კაპანაძე

            Jährlich findet am 21. Februar der Internationale Tag der Muttersprache statt. Als Muttersprache bezeichnet man die Sprache, die man von Kind auch ohne formalen Unterricht erlernt. Die Schüler*innen aus der vierten Klasse haben die Geschichte von diesem Tag kennengelernt und haben dabei mehrere Aktivitäten gemacht.

            Die Lehrerin - Tekla Klapanadze

          • მე-💯 საიუბილეო გაკვეთილი მათემატიკაში

          • ჩვენი სკოლის II ა კლასში საზეიმო ვითარებაში ჩატარდა მე-100 საიუბილეო გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის მიზანი იყო : მოტივაციისა და განწყობის ამაღლება მოსწავლეებისთვის, ნასწავლი მასალის შეჯამება, ჯგუფური უნარ-ჩვევების დაუფლება-განმტკიცება, თალსაწიერის გაფართოება.

            მოსწავლეებმა გაკვეთილზე შეასრულეს მათემატიკის სამყაროდან მოსული სტუმრის „სამკუთხედას“ მიერ მოწოდებული მრავალფეროვანი სახალისო, არასტანდარტული დავალებები, იმხიარულეს.

            გაკვეთილის ბოლოს კი დასაჩუქრებული ბავშვები ხალისით უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს.

          • ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ჩვენს სკოლაში!

          • ქართულ–გერმანული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტოვოვებით გამოეხმაურნენ. მოსწავლეებმა დამრიგებელთან და სკოლის ექიმთან ერთად განიხილეს პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და ასევე სწორი გზები. მოსწავლეებმა სხვადასხვა შემთხვევების ინსცენირებით სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ნათლად დაანახეს პირველადი დახმარების სწორი გზები.

             

            #ჯანმრთელობისმსოფლიოდღე

             

          • კულტურული გლობალიზაცია

          • სკოლაში მე-11 კლასმა ჩაატარა ღონისძიება "კულტურული გლობალიზაცია", რომლის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებისათვის მსოფლიო კულტურის გაცნობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნების ისტორია, კულტურა, რელიგია, მოდა, კულინარია და  ტრადიციები, .

            ღონისძიებას ორგანიზება გაუწია გეოგრაფიის მასწავლებელმა, Cercvadze Natia ნათია ცერცვაძემ.

          • 📌 პი რიცხვის საერთაშორისო დღე

          • ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში’’ 31 მარტს VIII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე ,,პი რიცხვის საერთაშორისო დღე“. გაკვეთილი სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული.

            პედაგოგმა შორენა ჯავახიშვილმა მოსწავლეებს შესთავაზა PowerPoint-ის პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაცია, ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: ,პი რიცხვის წარმოშობის ისტორია’’, ,,პი რიცხვის განვითარების პერიოდები: გეომეტრიული, კლასიკური, კომპიუტერული’’; ,,პი რიცხვის შეცვლა სურთ’’; ,,პი რიცხვი ჩვენს ირგვლივ: მუსიკა, ფილმი, პოეზია’’...

            მოისმინეს დევიდ მაკდონალდსის მიერ შექმნილი მუსიკა პი რიცხვზე: როგორ ჟღერს პი რიცხვი და დაიგეგმა დარენ არანოფსკის ფილმის ჩვენება მაქსიმილიან კოენზე.

            ბავშვებმა თავი გამოიჩინეს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და და წყვილებში მუშაობით. მიიღეს მონაწილეობა კონკურსში: ,,ვინ დაიმახსოვრებს პის ყველაზე მეტ ციფრს’’. კონკურსში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები პედაგოგისგან.

            პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლემ ასრათ ხალილოვმა უშეცდომოდ დაასახელა მძიმის შემდეგ 95 ციფრი,

            მეორე ადგილზე გასულმა შეიმა დემირმა - 70 ციფრი, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა ანამარი დუმბაძემ -65ციფრი.

            მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ პრაქტიკულ მუშაობაში: შეავსეს კროსვორდი, შეეცადნენ გამოეთვალათ პის მნიშვნელობა რაც შეიძლება მეტი სიზუსტით (ამისათვის გამოიყენეს CD დისკი), ამოხსნეს ამოცანები, სადაც გამოთვალეს წრეწირის სიგრძე, ფართობი,წრეწირის ირგვლივ განლაგებული ციფრები ისე დააჯგუფეს, რომ ნებისმიერი ორი მეზობელი რიცხვის ჯამი ტოლი ყოფილიყო მოპირდაპირე ბოლოებზე მყოფი რიცხვების ჯამისა.......

            გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სხარტი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება; მეტი ინტერესის გაღვივება მათემატიკის მიმართ; ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში; კომუნიკაციის უნარების განვითარება. მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი მათემატიკური ცოდნის რეალიზება.

            გაკვეთილი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა