2022 წლის 18 ოქტომბერს I ბ კლასში საზეიმო ატმოსფერო იგრძნობოდა, რადგან ბავშვები შეეგებნენ ქართულ ანბანს
🎉ზეიმი I ბ კლასში 🌺
🥰თავგადასავლების დღე
ქართულ გერმანული სკოლა ,,სხივის" მე-5 (ა/ბ) და მე-7 (ბ) კლასის მოსწავლეები ილუზიების მუზეუმს ესტუმრნენ. ბავშვებმა თავგადასავლებით სავსე მომაჯადოებელ სამყაროში იმოგზაურეს. ბევრი საინტერესო სანახაობითა და სივრცით გაოცებულები სასიამოვნოდ განიტვირთნენ.
დამრიგებლები: ნათია ჟღენტი და ლელა ხათრიძე
📣 ეს დღე ჩვენია 🙋🙋♂️ 🎉
🎉ხალისიანი აქტივობებით დატვირთული ერთი თავისუფალი დღე მე-6ა კლასში დამრიგებელი:ლელა მოსიაშვილი
🌎 დედამიწა და გარესამყარო
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 ბ კლასში დიდი გამოხამურება მოჰყვა საგან ბუნებისმეტყველების ფარგლებში - დედამიწასა და გარესამყაროს შესახებ საუბარს. მოსწავლეები განსაკუთრებით კოსმოსისა და მზის სიტემის შესახებ ინტერესდებოდნენ. მათ საშინაო დავალების ფარგლებში დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია და შექმნეს ულამაზესი მაკეტები/დიორამები და აპლიკაციები.
პედაგოგი: თ. გურგენიძე
❤ სიურპრიზი მასწავლებლებს
ისინი მოემზადნენ მასწავლებლის დღის აღსანიშნავად...
მოგვიძღვნეს პერსონალური ბარათები, გამართეს დისკუსია თემაზე ,,მე - მასწავლებელი", დილით სიურპრიზად დაგვახვედრეს ბუშტებზე შებმული კონვერტები კოხტად ჩაწყობილი ტკბილეულითა და წერილებით. - ეს ყველაფერი აისუნმა მოიფიქრაო-როგორი დაუზარელი და ჭკვიანიაო...ნუცამ წერილები დაურთო თანო - ყვებიან ბავშვები.უსმენ, უყურებ და გიხარია,ასეთ თვალხატულა გოგო-ბიჭებთან რომ გიწევს ურთიერთობა...
მათ მასწავლებლის დღე მოგვილოცეს განსხვავებულად და მრავალფეროვნად.
დიდი მადლობა საუკეთესო მე-7 -ა კლასის მოსწავლეებს
🎉პირველი ნაბიჯები ანბანის სამყაროში🎉
დღეს ჩვენმა პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და ეზიარნენ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ წიგნების მრავალფეროვან სამყაროში!
დამრიგებელი ც. კობერიძე
ძვირფასო პედაგოგებო გილოცავთ მასწავლებლის დღეს !
პატარა მოქანდაკის, თემუკა ზაქარიაძის ნამუშევარი
IVბ კლასელი თემუკა ზაქარიაძის ნამუშევარი. ყველა დროის უდიდესი ზვიგენი მეგალოდონი, რომელმაც სავარაუდოდ მარიანას ღრმულში დაიდო ბინა. მეგალოდონი, რომელმაც სავარაუდოდ მარიანას ღრმულში დაიდო ბინა.
სიახლეების არქივი