• 🌎 დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აქცია

          •  

            ჩვენი სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა ხალისით დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

            აქტივობის ძირითადი მიზანი იყო:

            • გარემოს დაცვის, გარემოზე ზრუნვის აუცილებლობაზე მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება;

            • მოსწავლეების ჩართვა და წვლილის შეტანა გარემოს დაცვის მხარდამჭერ ღონისძიებაში

            • საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

            კლასის ხელმძღვანელი ბ. მოლაშხია

          • 🍍 პრეზენტაცია თემაზე : ჯანსაღი კვება

          • ჩვენი სკოლის IX კლასელებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე : ,,ჯანსაღი კვება" .

            ჯანსაღი კვება’’ დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან აქტუალურია. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ,რომ ჯანსაღი კვება ,ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. სწორი კვება გვეხმარება გარემოს მავნე ბაქტერიებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში,ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

            მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღი პროდუქტებზე. წარმოადგინეს რამდენიმე თვალსაჩინოება პროდუქტის სახით, რომელიც გაკვეთილის ბოლოს დააგემოვნეს, როგორც ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე პროდუქტი.

          • ტერმინთა გაცნობა დეტალური ექსპლიკაციის გარეშე

          • თეორიული ენისათვის სპეციალურად შემოტანილი სიტყვები - ტერმინთა გაცნობა დეტალური ექსპლიკაციის გარეშე - ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია და წერილი

            ქართულ-გერმანული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და გერმანული ენის მასწავლებლებთან ერთად საინტერესო ინტეგრირება მოაწყვეს, როგორც საგნებს, ისე კლასებს შორის.

            მე-7 (ა) და მე-7 (ბ) კლასის მოსწავლეებმა ერთად გაიაზრეს ბიოგრაფიის, ავტობიოგრაფიისა და წერილის მნიშვნელობა როგორც ქართულ, ისე გერმანულ ენაზე.

            წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, დაწერეს წერილები და ერთმანეთიც შეაფასეს.

            საუკეთესო წერილის ავტორებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

            #მეგობრობა

            #ინტერესი

            #მოტივაცია

            მასწავლებლები: ნათია ჟღენტი  და ლელა ხათრიძე

          • შეხვედრა საბავშვო მწერალ ვასილ გულეურთან

          • 12 აპრილს ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის IIIა და IIIბ კლასების მოსწავლეები შეხვდნენ საბავშვო მწერალს ვასო გულეურს.

            პატარები დიდხანს ემზადებოდნენ საყვარელ მწერალთან შესახვედრად: წაიკითხეს, ისწავლეს და დაასურათეს ვასო გულეურის ლექსები.

            წაკითხული ზღაპარების „დაბრუნებული ბგერების“. და „ლუკა და ნუკას“ მიხედვით შექმნეს საყვარელი ეპიზოდების ილუსტრაციები და მოაწყვეს საკლასო გამოფენა. ბავშვებმა მწერალს დაათვალიერებინეს საკლასო ოთახები.

            მწერლის ბავშვობის მეგობარმა, ქალბატონმა მაკა სალხინაშვილმა, გააცნო ბავშვებს მწერალი, ესაუბრა მის ბავშვობაზე.

            შეხვედრისას მწერალმა უპასუხა ბავშვების შეკითხვებს, წაიკითხა ლექსები. შეხვედრის ბოლოს კი საჩუქრად გადასცა თავისი წიგნის — „შარლოტა და მისი მეგობრების“ ქართულ-გერმანული გამოცემა.

            სკოლის ეზოში ამ დღის სამახსოვროდ ბავშვებმა სტუმართან ერთად დარგეს ხე.

            მადლობას ვუხდით ბატონ ვასოს მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ბავშვების გახარებისთვის.

            მადლობას ვუხდით ქალბატონ მაკა სალხინაშვილს შეხვედრის ორგანიზებითვის.

            მესამე კლასების დამრიგებლები:

            ბელა მოლაშხია

            თამარ გურგენიძე

          • ✍️ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია სხივის კალიგრაფიული კონკურსის პარტნიორი გახდა

          • წელს საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია სკოლა “სხივის” კალიგრაფიული კონკურსის პარტნიორი გახდა.

            კონკურსი ჩატარდა ქართულ-გერმანული სკოლა "სხივის" ქართული ენის XIV რესპუბლიკური ოლიმპიადის ფარგლებში.

            საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ სერტიფიკატები და „ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემები გადასცა ორ კონკურსანტს, რომლებიც გამოარჩია ნომინაციაში „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის რჩეული“.

            ამ ნომინაციაში გამარჯვებულები არიან:

            • ბეითულ საიქინ, Vა კლასი. ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“

            • აისუნ ზეხრა ნაბიევა, VIIა კლასი. ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“.

            „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე გამოცემა უნიკალურია. იგი შუა საუკუნეების მხედრული ხელნაწერების მიხედვით საგანგებოდ შექმნა ამ გამოცემისთვის საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის კალიგრაფმა დავით მაისურაძემ, წიგნის გარეკანი კი მხატვარ გიორგი ტაბლიაშვილს ეკუთვნის.

            ქართველი კალიგრაფები სასკოლო ოლიმპიადასთან 2011 წლიდან თანამშრომლობენ.� XIV ოლიმპიადის კალიგრაფიის კონკურსში საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ რჩეულების გარდა გამოავლინა გამარჯვებულები ორ საკონკურსო კატეგორიაში:

            I საკონკურსო კატეგორია ( I–VI კლასები)

            • I ადგილი - ანა ბებია, Vბ კლასი. ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“

            • II ადგილი - კატო კაპანაძე, Vბ კლასი. ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“

            • III ადგილი - ელენე კიკნაძე, Vბ კლასი. ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“

            II საკონკურსო კატეგორია (VII-XII კლასი)

            • I ადგილი - ქეთი ნოქარიშვილი, VIIბ კლასი. ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“

            • II ადგილი - მარიამ ხუჭუა, IXბ კლასი. ქუთაისი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმი

            • III ადგილი - ანანო ჩარგვიშვილი, XI კლასი. ქუთაისი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმი

            @Nestan Bagauri

            @ანა მჭედლიძე

            ქართულ-გერმანული სკოლა “სხივი”

          • 🏆ქართული ენის XIV რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი

          • სკოლაში 8 აპრილს გაიმართა ქართული ენის XIV რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი.

            ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა ქართულ-გერმანული სკოლა სხივისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეები.

            გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით, ხოლო მონაწილენი სიგელებით.

            ნომინაცია : საუკეთესო კალიგრაფი- რჩეულები დააჯილდოვა „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ“ , ქალბატონმა ნესტან ბაგაურმა და კალიგრაფმა ანა მჭედლიძემ.

            ქართულ-გერმანული სკოლა სხივი მადლობას უხდის „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციას“ მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის.

            წარმოგიდგენთ გამარჯვებულებს:

             

            ნომინაცია მხატვრული კითხვის ოსტატი

            I კატეგორია

            I ადგილი - გიორგი ტორჩინავა

            II ადგილი - მართა კოხრეიძე

            III ადგილი - გუგა ელიაური

            I კატეგორია (არაქართულენოვანი )

            I ადგილი - მაჰირ ილდირიმ

            II ადგილი - მარიამ სულეიმანოვა

            III ადგილი -რეგაიბ ნაბიევი

            II კატეგორია

            I ადგილი - არჩილ კანდელაკი

            IIადგილი - კესანე ჯაბიძე

            III ადგილი - ლილე კამლაძე

            ნომინაცია საუკეთესო მუსიკალური ნომერი

             

            I კატეგორია

            I ადგილი - კატო ბუხაიძე

            II ადგილი - დავით მესხი

            III ადგილი - მარიამ რაზმაძე

            I კატეგორია (არაქართულენოვანი )

            I ადგილი - მარიამ სულეიმანოვა

            II ადგილი - ნალან ნურიევა

            II კატეგორია

            I ადგილი - გურამ დავლაძე

            II ადგილი - ქეთევან ნემსიწვერიძე

            III ადგილი - ანი კიკნაძე

            ნომინაცია საუკეთესო კალიგრაფი

             

            I საკონკურსო კატეგორია

            I ადგილი - ანნა ბებია

            II ადგილი - კატო კაპანაძე

            III ადგილი - ელენე კიკნაძე

             

            „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ რჩეული - ბეთულ საიქინ

            II საკონკურსო კატეგორია

            I ადგილი - ქეთევან ნოქარიშვილი

            II ადგილი - მარიამ ხუჭუა

            III ადგილი - ანანო ჩარგვიშვილი

             

            „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ რჩეული - აისუნ ზახრა ნაბიევა

            სიგელებით დაჯილდოვდნენ:

            1. ანასტასია თხელიძე

            2. ნინო ხარძიანი

            3. ანასტასია ჩადუნელი

            4. გაგი ჭარხალაშვილი

            5. ჰასან ჯემალ ქოჩ

            6. აიშე ებრარ დემირ

            7. რავილ ყურბანოვი

            8. ნილუფერ ნურიევა

            9. შირინ სალაროვა

            10. მარიამ მაისურაძე

            11. ლიზი კუპრეიშვილი

            12. ანასტასია იანვარაშვილი

            13. ელენე ჯობავა

            14. ანნა ბებია

            15. თათა მაჭარაშვილი

            16. ლაზარე ფრუიძე

            17. ლიზი ბარათაშვილი

            18. ქეთევან ნიჟარაძე

            19. მარიამ შალამბერიძე

            20. ანასტასია ცარციძე

            21. გიორგი ბეღელაძე

            22. თინათინ გარდაფხაძე

            23. თეკლე ფაილოძე

            წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!

          • მშობელთა კრება სხივში

          • სკოლაში 28-29-30-31 მარტს მშობელთა კრება-კონფერენცია ჩატარდა. მშობლები  შეხვდნენ  თითოეული საგნის მასწავლებელს და ინდივიდუალურად ესაუბრნენ  შვილის აკადემიურ მოსწრებაზე.