21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
#ჩვენარვითვლითქრომოსომებს
მე-4 ა/ბ კლასი უერთდება დაუნის საერთაშორისო დღის აქტივობებს.
,,მზის შვილები ვართ, მზით მორთულობი..."
#ოთარჭილაძე
21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!
#ჩვენარვითვლითქრომოსომებს
მე-4 ა/ბ კლასი უერთდება დაუნის საერთაშორისო დღის აქტივობებს.
,,მზის შვილები ვართ, მზით მორთულობი..."
#ოთარჭილაძე
ლიტერატურული კონკურსი - „თავისუფლების მწერლები“
მიზანი: მოსწავლეთა აქტიური სასკოლო ცხოვრების ხელშეწყობა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ორგანიზატორები: IX-ბ კლასის მოსწავლეები: ელენე სებისკვერაძე და ელენე მცხვეთაძე
ჟიურის წევრები: ნანა ყანჩაველი, მარიტა დეკანოიძე, გიორგი მიქაბერიძე, ნია ანანიძე
ასაკობრივი ჯგუფი: IV,V,VI კლასის მოსწავლეები
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართა:
I -ტური
ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეებს, „ბომბორას“ ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით, ლიტერატურული თხზულებები უნდა შეექმნათ.
ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა.
II - ტური
არა ომს! - მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური საკითხები ყურადღების მიღმა არ უნდა რჩებოდეს. სოლიდარობა - ცივილიზებულ სამყაროში ადამიანთა ურთიერთობების უპირობო ფორმაა.
მოსწავლეებმა წერილის ფორმატით დააფიქსირეს და გამოხატეს საკუთარი პოზიცია თუ თვალთახედვა.
კონკურსის შედეგები: გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
* ანალიტიკური წერილი - ქეთი შუბლაძე
* ემოციური მიმართვა - ანა ხუჭუა
* ყველაზე პატარა მხარდამჭერი - შირინ სალაროვა
სკოლის დირექციით სახელით, მონაწილეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 ა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
შაბათს, 12 მარტს ვესტუმრეთ ბავშვთა სახლს. მეშვიდე კლასელთა მიერ შეგროვებული წიგნები გადავეცით ბენეფიციარებს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და თითოეულ იმ ადამიანს ვინც ნებისმიერი ფორმით, მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ აქტივობაში.
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის, მეშვიდე კლასელთა ახალი პროექტი რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის წიგნების შეგროვებას, დახარისხებას და თანატოლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას.
მოსწავლეებმა 10 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით შეაგროვა წიგნები 8-დან 18-წლამდე მოზარდებისთვის. პროექტის ორგანიზატორები ესტუმრნენ ერთ-ერთ ბავშვთა სახლს სადაც თანატოლებს მოუწყვეს მცირე ბიბლიოთეკა.
პროექტის ხელმძღვანელები - 7-ა კლასის მოსწავლეები: ანასტასია კიკნაძე, იაკობ ძიძიგური, დავით ქამადაძე.
მიუხედავად დიდთოვლობისა ჩვენ მაინც ვპოულობთ გზებს სპორტული აქტივობებისთვის
თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი კადეტთა შორის.
9 წლამდე ჩემპიონატის სუპერფინალში ნიკა წულაიამ დამსახურებულად მოიპოვა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული!
ვულოცავთ ნიკას ამ დიდ გამარჯვებას და ასევე ევროპის სასკოლო პირველობაზე საგზურის მოპოვებას!
ჩემპიონატი 20-30 აპრილს, საბერძნეთში გაიმართება.
წარმატებები ნიკას !
ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ბედნიერები, წარმატებულები, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსენი ყოფილიყავით! გისურვებთ, ყოველი დღე გაზაფხულივით ფერადი და ნათელი გქონოდეთ!
Bald kommt der Muttertag.In Georgien feiert man diesen Tag am 3 März.In den 6 a und b Klassen haben die Schüler ihrer Mutter einen Brief gewidmet.Sie haben ihrer Mutter herzlich gratuliert.Sie wollen ,dass alle Mütter in der ganzen Welt glücklich wären.
მალე დადგება დედის დღე, რომელსაც 3 მარტს აღვნიშნავთ.
მე 6 ა და ბ კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს წერილი მიუძღვნეს, გულით მიულოცეს. ბავშვების სურვილია, რომ ყველა დედა მსოფლიოში ბედნიერი იყოს.
Die Lehrerin Natia Zhgenti.
Powered by aSc EduPage