გაცნობებთ, რომ 3 თებერვლიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ფარიკაობის აკადემია ,,ბასას“ ფარიკაობის წრე.
ვარჯიშები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 15:30-დან 17:00 საათამდე.
საკონტაქტო ნომრები : 599572272 / 597757512
გაცნობებთ, რომ 3 თებერვლიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ფარიკაობის აკადემია ,,ბასას“ ფარიკაობის წრე.
ვარჯიშები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 15:30-დან 17:00 საათამდე.
საკონტაქტო ნომრები : 599572272 / 597757512
📖 მე-5 ა კლასის პრეზენტაციები გართიანებულ სამეფოსა და მასში შემადგენელი ერების შესახებ. მოსწავლეებმა ნამუშევრები ინგლისზე , შოტლანდიაზე , უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაზე მოამზადეს.
🎨👏 ერთმანეთს გაუზიარეს მრავალმხრივი ინფორმაცია მათ კულტურაზე , ისტორიაზე , გეოგრაფიასა და სხვა დეტალებზე. 🌍📚 მიიღეს დისკუსიაში მონაწილეობა . მოსწავლეთა ნამუშევრები იყო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი 🌟📖👏
🕰️🏰🌍📚🎨
“საათის კოშკები” საინტერესო და ისტორიული ნაგებობებია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებშია გავრცელებული. მათ ხშირად აქვთ არა მარტო პრაქტიკული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობაც .
მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ყველაზე ცნობილი და გამორჩეული საათის კოშკების არქიტექტურაზე, კოშკების ისტორიულ, კულტურულ და ფუნქციურ მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიოში. 🌟📖👏
მოსწავლეებმა ვიზუალურად გააფორმეს ნამუშევრები და დეტალური ინფორმაცია წარუდგინეს თანაკლასელებს 📖👏.
🎄 მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა საშობაოდ წარმოადგინეს სპექტაკლი "ალადინი" ინგლისურ ენაზე. 🎭 სპექტაკლში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პერსონაჟები, რომლებიც ალადინის თავგადასავალს აცოცხლებდნენ. ეს იყო შესანიშნავი წარმოდგენა, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა🌟
🎉🎈🍭 მე-3ა და მე-3ბ კლასებში ჩატარდა საახალწლო - სახალისო ვიქტორინა 🎄❄️📚
🎉 გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა ნომინაციაში შეეჯიბრნენ 🎉
🎤 მხიარულ აქტივობებში მშობლებიც ჩაერთვნენ 🎤
🎁 ღონისძიების ბოლოს ბავშვებს თოვლის ბაბუა ესტუმრა და საჩუქრებით გაახარა ბავშვები 🎁
🎉🎈🍭 მე-4 კლასში ჩატარდა საახალწლო - სახალისო ვიქტორინა. 🎄❄️📚
🎈🍭 გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. 🎈🍭
🎈🍭 მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც ჩაერთნენ მხიარულ აქტივობებში რამაც კიდევ უფრო გაახალისა ღონისძიება 🎁 🎈🍭
🎲 მოსწავლეებმა და მშობლებმა ერთად შეასრულეს სხვადასხვა სახალისო დავალებები და თამაშები.
🎁 ეს დაუვიწყარი და მხიარული დღე იყო ყველასთვის! 😊🌟
🌟 ჩვენი მიზანია - ,,გავიხალისოთ დღე ერთმანეთით’’ 🌟
🎄 23 დეკემბერს II –ა კლასის მოსწავლეებმა სკოლის სააქტო დარბაზში წარმოადგინეს საახალწლო სპექტაკლი „გადარჩენილი ნაძვის ხე“ 🎄
🌟 მეორეკლასელები მონდომებით ემზადებოდნენ მაყურებელთან შესახვედრად, ამზადებდნენ მარტივ დეკორაციებს, მართავდნენ რეპეტიციებს, მუშაობდნენ მეტყველების დახვეწაზე. 🌟
🌳 მუშაობის პროცესში ბავშვებმა გაიგეს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ტყეში ხეების გაზრდას ათეულობით წელი სჭირდება, რომ ტყე არეგულირებს წყალს, წმენდს ჰაერს, იძლევა ჟანგბადს, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეიძლება... 🌳
🐾 ტყე აძლევს საკვებს და თავშესაფარს ნადირს და ფრინველს, ტყეებიც რომ მოისპობა, ადამიანებსაც არ დაადგებათ კარგი დღე.... ტყის დაცვა და გაფრთხილება ყველას მოვალეობაა... 🐾
🎭 წარმოდგენამ წარმატებით ჩაიარა 🎭
👏 პატარებმა იყოჩაღეს და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლის ბოლოს გაითამაშეს „საიდუმლო სანტა“, საახალწლო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს. 👏
📚 კლასის ხელმძღვანელი ბ. მოლაშხია 📚
🎄 II ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება ,,საშობაო ზღაპარი’’. 🎄მოსწავლეებმა დიდი ოსტატობით მოირგეს სხვადასხვა როლი და შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას. 😊
🎭ჩვენი სკოლა ყოველთვის ცდილობს, რომ მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები შესთავაზოს. ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლი დადგეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.მოსწავლეებმა დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით შეასრულეს თავიანთი როლები, რაც მაყურებელმა აპლოდისმენტებით დააფასა. 🌟 ჩვენი მიზანია - ,,გავიხალისოთ დღე ერთმანეთით’’ 🌟
🎉 ქართულ-გერმანულ სკოლა სხივის მე-4 კლასში ჩატარდა საახალწლო ვიქტორინა, რომელმაც ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა (დამრიგებელი: ეკა ლომთათიძე). 🎉
🤝 გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ნომინაციაში. 🤝
🎤 მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები როგორც ერთობლივად, ასევე მშობლებთნ ერთად. 🎤
🎲 მშობლებს შორის გაიმართა სახალისო თამაშები, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მოცემულ დავალებებს კარგად გაართვეს თავი. 🎲
🌟 ჩვენი მიზანია - ,,გავიხალისოთ დღე ერთმანეთით’’. 🌟
მოგესალმებით და გირჩევთ ეზიაროთ ჩვენი სკოლის შესანიშნავ სამყაროს!ჩვენი სკოლა გთავაზობთ სრულყოფილ გარემოს თქვენი შვილების სასწავლო და ინტელექტუალური განვითარებისათვის. სპეციალურად მოწყობილი სივრცეები და აღჭურვილობა ხელს უწყობს მოსწავლეთა კრეატიულობასა და გონებრივ განვითარებას ჭადრაკის სამყაროში - ბავშვები სწავლობენ სტრატეგიებს, ლოგიკურ აზროვნებას, ერთმანეთთან თანამშრომლობასა და კონკურენციას. ♟️ინფორმატიკის ლაბორატორიაში - ბავშვებს უტარდებათ ინფორმატიკის გაკვეთილები, რომელიც მათ ეხმარება ტექნოლოგიების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თქვენი შვილი ისწავლის მონაცემთა ანალიზსა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას. 💻ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის სამეცნიერო ლაბორატორიაში კი ბავშვებს შეუძლიათ ჩაატარონ ექსპერიმენტები და პრაქტიკული სამუშაოები. ეს ეხმარება მათ უკეთ გაეცნონ მეცნიერებას და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები. 🔬გონების განსავითარებელი თამაშები - ბავშვების ინტელექტუალური განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გონების განსავითარებელ სათამაშო ოთახში ბავშვები თამაშობენ სხვადასხვა შემეცნებით თამაშებს, რომლებიც მათ ეხმარება უფრო სწრაფი და კრეატიული აზროვნების განვითარებაში. 🧩ჩვენი სკოლის მიზანია შევქმნათ სასწავლო და სოციალურად მდიდარი გარემო, სადაც თქვენი შვილები შეძლებენ სწავლას, განვითარებასა და ბედნიერად ყოფნას. თქვენი შვილების მომავალი იწყება აქ 🌈გელოდებით! 😊
🎞📝ქართველი მწერლები ყოველდღიურ საგაკვეთილო თემაში 🙌✅🎬IX ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ქართველი მწერლებისა და პოეტების რჩეული სტრიქონები და ნაწარმოებები აირჩიეს და განიხილეს. 📖⌛️🔔🎞📝მწერალთა ბიოგრაფიული ცნობებისა და შემოქმედების მიმოხილვის შემდეგ, მოსწავლეებმა საკუთარი დამოკიდებულება და ინტერესიც გამოხატეს, აღნიშნეს რატომ აირჩიეს ესა თუ ის მწერალი და თანაკლასელებს საინტერესო მოსაზრებები გაუზიარეს.
🖇შოთა რუსთაველი
🖇ნიკოლოზ ბარათაშვილი
🖇ილია ჭავჭავაძე
🖇ვაჟა-ფშაველა
🖇აკაკი წერეთელი
🖇გალაკტიონ ტაბიძე
🖇მიხეილ ჯავახიშვილი
🖇ანა კალანდაძე
🖇ნიკო ლორთქიფანიძე
🖇გიორგი შატბერაშვილი
🖇ივანე ზურაბიშვილი
🖇რეზო თაბუკაშვილი
📖📝ეს ის მწერალთა ჩამონათვალია, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ფესვების, კარგ ქართველთა ხსოვნის, პიროვნული არჩევანისა და ქართული ისტორიის შენარჩუნებაში.
#აუდიტორიისმომზადება
#ინფორმაციისგადაცემა
#გაზიარებულიინფორმაციისშეჯამება
#საკუთარიმოსაზრებებისდაფიქსირება
#შეფასება
#გაცნობიერება და#ვერბალურიკომუნიკაციისროლი
📝🙌✅ის ძირითადი ასპექტებია, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარა არგუმენტების წარმოსადგენად.
❤️ქართულ-გერმანულ სკოლა "სხივში" დასრულდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.♟ ტურნირში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასის 92 მოჭადრაკე. 🏅საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით. 🎉🎉♟♟♟♟♟♟♟♟♟♟♟🏆საბოლოო შედეგები:მე-2 ა და მე-2 ბ კლასი:I ადგილი- სოფია ახვლედიანი (IIა)ფატეჰ აღაევ (IIა)ბარბარე გელაშვილი (IIბ)თომა გელაშვილი (IIბ)II ადგილი- ალექსანდრა მესხია (IIა)III ადგილი-ელენე ფანოზიშვილი (IIა)ანასტასია მღებრიშვილი (IIა)ენეს ნურიევი (IIა)მე-3 ა და მე-3 ბ კლასიI ადგილი- ლუკა ბაკური მაკარიძე (IIIბ)II ადგილი- თემურ ლომთათიძე (IIIა)გუგა ელიაური (IIIა)ელენე ლემონჯავა (IIIა)ნაია მაჩიტიძე (IIIა)ნიკოლოზ მარცვალაძე (IIIბ)ალექსანდრე არქანია (IIIბ)III ადგილი- მუჰარრემ ალმას ნაბიევი(IIIა)ჰაქან ემირ აირალ (IIIა)ლუკა ქუთელია (IIIა)სერდარ აქიუზ (IIIბ)ბუშრა ნერის ულუირმაქ (IIIბ)მე-4 ა და მე-4 ბ კლასიI ადგილი- ალი ახუნდოვი (IVბ)მერიემ ალაქაბაქ (IVბ)II ადგილი- დაჩი გუნდაძე (IVა)გიორგი მესხი (IVა)ნევზათ ასაფ აიდინ (IVბ)ზეინეფ ლემან ქაია (IVბ)გაბრიელ ელიაური (IVბ)III ადგილი- ალექსანდრე ბედოშვილი (IVა)ჰასან ჯემალ ქოჩ (IVა)ემილია მელაძე (IVა)გიორგი ლოლაშვილი (IVბ)ჯევდეთ იავუზ არსლან (IVბ)მე-5 ა და მე-5 ბ კლასიI ადგილი- რევაზ ლომთათიძე (Vა)მათე გელაშვილი (Vბ)ნიკოლოზ რობაქიძე (Vბ)II ადგილი-ლეილა ქარაბაღლი (Vბ)III ადგილი- დავით მესხი (Vა)რეგაიბ ნაბიევი (Vა)მაჰირ ილდირიმ (Vა)ლიზა ჩხიკვიშვილი (Vბ)რავილ ყურბანოვი (Vბ)ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებს!🥇🥇🥇🥈🥈🥈🥉🥉🥉🏆🏆🏆🎉🎉🎉♟️♟️♟️♟️♟️♟️♟️#ითამაშეჭადრაკი
მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საგანგებო სიტუაციების სახანძრო სამსახურის მუზეუმს
მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უძველესი და თანამედროვე სახანძრო ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობა და საინტერესო ისტორიული ექსპონატები.
🎓ქართულ-გერმანულ სკოლა "სხივში" წარმატებით დასრულდა I დიაგნოსტიკური ტესტირება დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის. ეს პროცესი მიზნად ისახავს მოსწავლეების ცოდნის, უნარებისა და განვითარების დონის განსაზღვრას, განათლების ხარისხის შეფასებასა და მათი საჭიროების გამოვლენას.დიაგნოსტიკური ტესტირების მიზნებია:📚 მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასება: ტესტები ეხმარება მასწავლებლებს, გაიგონ, რამდენად კარგად აქვთ მოსწავლეებს ათვისებული სასწავლო მასალა.📚 სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა:ტესტირების შედეგად შესაძლებელია მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება, რაც ეხმარება მასწავლებლებს, შეიმუშაონ ინდივიდუალური მიდგომები.📚 მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი: დიაგნოსტიკური ტესტები საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, შეაფასონ მოსწავლეების პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილებები სასწავლო გეგმაში.📚 მოსწავლეების საჭიროებების გამოვლენა: ტესტირების შედეგად შესაძლებელია მოსწავლეების სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი დახმარების გაწევა.დიაგნოსტიკური ტესტირება ხელს უწყობს მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რათა სკოლამ შეძლოს მოსწავლეების მაქსიმალური პოტენციალის გამოვლენა და განვითარება.
👩🏫👨🏫15 ნოემბერს, ჩვენი სკოლის მასწავლებლებისათვის ხარისხის მართვის მენეჯერმა , ბატონმა ნოდარ ანგურიძემ ჩაატარა სემინარი თემაზე "დიფერენცირებული სწავლება". 🎓💡სემინარის ფარგლებში, მასწავლებლებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება დიფერენცირებული სწავლების მეთოდების გამოყენება კლასში. 🏫📘მონაწილეებმა გაიგეს, როგორ შეიძლება მოარგონ ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები სხვადასხვა მოსწავლესთან მუშაობისას, როგორ განავითარონ თითოეული მოსწავლის პოტენციალი და როგორ შეუქმნან მათ სასწავლო პროცესისადმი მეტი ინტერესი და მოტივაცია. 🎨🧩📝✔️ სემინარის ბოლოს, მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და იდეები, ასევე დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები. ეს ღონისძიება ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. 🌟👩🏫👨🏫მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! 🙏📚
ტელევიზიის დღესთან დაკავშირებით X კლასში ჩატარდა პროექტი, რომელიც მოიცავდა ოთხ პრეზენტაციას 📺:
ეს პრეზენტაციები ნამდვილად საინტერესო და ინფორმაციული იყო! 😊
მე-5 ა კლასელები ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. 📖🏫 მოსწავლეებმა განიხილეს ინგლისურ ენაზე წაკითხული კლასგარეშე ნაწარმოები და შეასრულეს ჯგუფური თუ როლური დავალებები. 👥🎭 ამგვარად, მათთვის კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა ბევრად უფრო სასიამოვნო, სახალისო და მრავალფეროვანია. 🌟📚😊
ლიტერატურის კითხვა მოსწავლეებს აჩვევს დამოუკიდებელ აზროვნებას 🧠💡, აძლევს საშუალებას, წარმოაჩინოს საკუთარი თავი კლასის წინაშე 🎤👩🏫👨🏫, განივითარონ სწავლა-სწავლების უნარ-ჩვევები 📘✏️ და ჩამოყალიბდნენ აქტიურ მკითხველად. 📚🤓
ამასთანავე, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო -ანალიზისა და შეფასების უნარებს. 🧐📝🔍
Powered by aSc EduPage