ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში, 16 თებერვალს ჩატარდა Spelling Bee-ს მეორე ტური🐝🐝🐝კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-5 - მე-12 კლასის მოსწავლეებმა. სამივე კატეგორიიდან გამოვლინდა 9 გამარჯვებული🥳🥳 რომლებიც 1 მარტს მონაწილეობას მიიღებენ ფინალში, რომელიც გაიმართება ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში, ქუთაისში.კონკურსის მიზანია მოსწავლეებში ლექსიკის გამდიდრება და სიტყვის სწორად დამარცვლის უნარის განვითარება.🐝🐝🐝კონკურსის ფინალისტები არიან:
- ანასტასია იანვარაშვილი
- სანდრო ესიავა
- ელენე თათარაშვილი
- შირინ სალაროვა
- ნიჰათ ორუჯოვი
- დავით ქამადაძე
- ნიკოლოზ ხაინდრავა
- ელენე მცხვეთაძე
- კონსტანტინე შენგელია
სიახლეები
🐝Spelling Bee
🎭 მე-6 ა/ბ კლასი მოზარდ-მაყურებელთა თეატრში
მე-6 ა/ბ კლასი მოზარდ-მაყურებელთა თეატრს ესტუმრა
მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას გენიალური ნაწარმოებები: ,,შვლის ნუკრის ნაამბობი", ,,ქუჩი" და ,,ია" ერთ სპექტაკლში წარმოდგენილი სცენური მოქმედებებით გაიხსენეს და გაითავისეს.
🥰 მშობელთა ტრადიციული ვახშამი სხივში
13 თებერვალს მე-8 ა და ბ კლასების მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ვახშამი გაიმართა.
ბავშვის ჰარმონიულ პიროვებად აღზრდისთვის, საუკეთესო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო შედეგების მისაღწევად, განუზომლად დიდია სკოლის და ოჯახის როლი, რაც მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობით გამოიხატება.
მშობელთა ჩართულობის სკოლა სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს მშობლებს: საქველმოქმედო აქციები, ღონისძიებები, ექსკურსიები, მშობელთა კულინარიული კლუბი, მხიარული სტარტები, მშობელთა კრება-კონფერენცია და სხვა.
ერთ-ერთი აქტივობა ტრადიციული ვახშამია, სადაც მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები.სასიამოვნო გარემოში, სხვადასხვა მხიარულ და შემოქმედებით აქტივობებს ესწრებიან და თავადაც ღებულობენ მონაწილეობას.
რაც დადებითად აისახება, არა მარტო მოსწავლეზე, არამედ თავად მშობელზე, პედაგოგებსა და ზოგადად, სკოლაზე.
ჩვენი სკოლის ეს ტრადიცია ნათლად წარმოაჩენს მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობას.
📌V ბ კლასის მოსწავლეები ექსპერიმენტორიუმში
👩🍳 კულინარიულ კონკურსი
👩🍳🧑🍳ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ეგიდით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული კულინარიულ კონკურსი.
🧑🍳👨🍳🍕🍔🥘🥗🌮🍪🍩 🍕🍔🥘🥗🍪🍩🧑🍳👨🍳
3
🥰 Upskill - ტრენინგების სერია გრძელდება
🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.
👉ამჯერად დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეთიკის კათედრის სამუშაო შეხვედრაზე მუსიკის პედაგოგებმა ა. მარგველაშვილმა და ს. გალელაშვილმა მოირგეს ტრენერის როლი.
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!
📚 წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული I ა კლასში
📚 წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში მარიამ ნაკუზის დედიკო, ქალბატონი სოფიო გიუნაშვილი , ესტუმრა 1 ა კლასს. ბავშვებმა მოისმინეს თანამედროვე მწერლის, ჯემალ ნოზაძის ზღაპარი „წყურვილი“ . 📖 კითხვის დასრულების შემდეგ პატარებმა მარიამის დედიკოსთან ერთად განიხილეს მოსმენილი ზღაპარი, მოისმინეს მათთვის უცნობი სიტყვების განმარტება, ისაუბრეს პერსონაჟებზე, მათ საქციელზე, აღნიშნეს რა გაიგეს წაკითხულიდან, რა მოეწონათ განსაკუთრებით . ბავშვებმა თავიანთი შთაბეჭდილებები ნახატებში გადმოსცეს. წარადგინეს ნამუშევრები. 📗 ბოლოს კი მარიამის დედიკო პატარებს გემრიელი სასუსნავით გაუმასპინძლდა. რამაც ძალიან გაახარა ისინი.📘 მადლობა მარიამის დედიკოს, სოფიოს, საინტერესო აქტივობებისთვის.
წიგნები უნდა ვიკითხოთ
📚წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აქტივობებს ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. წიგნები უნდა ვიკითხოთ - არ აქვს მნიშვნელობა ხმამაღლა სხვების გასაგონად თუ ჩვენთვის, ჩუმად.
📖ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნებიდან ამოიკითხეს ფრაგმენტები, ამოიწერეს ციტატები და გამონათქვამები, გააკეთეს ჩანახატები. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, იმსჯელეს და თავიანთ წაკითხულ წიგნებს რეკომენდაცია გაუწიეს.
#ვიკითხოთწიგნები#ვიფიქროთ
#გავაანალიზოთ
#შევაფასოთ
#წიგნისსაჯაროდკითხვისმსოფლიოდღე
ვიქტორინა VI კლასებში
📚 წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
📚 დაწყებითი კლასების, ესთეტიკისა და სპორტის კათედრის ორგანიზებით სკოლის I –IV კლასებში ჩატარდა წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული.
📖კვირეულის ფარგლებში დაწყებით კლასებში წიგნის საჯაროდ კითხვას მიეძღვნა აქტივობები მშობლების, მაღალი კლასის მოსწავლეების და საბავშვო მწერლის ჩარულობით. აქტივობები გაიმართა სკოლის ბიბლიოთეკაში, სააქტო დარბაზსა და საკლასო ოთახებში.
📕 6 თებერვალს კი სკოლაში გვეწვია მასწავლებელი, საბავშვო მწერალი, მხატვარი მაკა კვაჭაძე. ქალბატონმა მაკამ საკუთარი ლექსები და ზღაპარი წაუკითხა მოსწავლეებს, გააცნო თავისი ნახატები. საინტერესო ზღაპრის და ლექსების მოსმენის შემდეგ ბავშვებმა დახატეს მათთვის საინტერესო პერსონაჟები მოსმენილი ზღაპრიდან, ლექსებიდან და წარადგინეს ნამუშევრები, შეასრულეს სიმღერები. შეხვედრამ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.
📘მადლობას ვუხდით ქალბტონ მაკას საინტერესო დღისთვის.
🤔მოდი გამოვიცნოთ ისტორიული ილუსტრაციები
🥰 Upskill - ტრენინგების სერია გრძელდება
🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.
👉დღეს ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის ახალმა წევრმა, ისტორიის მასწავლებელმა ნ. ნაროუშვილმა თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა.
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!
📚 წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე მე-3 და მე-6 კლასებში
🥰 მე-3 ა და მე-6 ბ კლასის მოსწავლეები გამოეხმაურნენ 📚წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს. 🇩🇪გერმანული ენის გაკვეთილზე მოსწავლეებმა წაიკითხეს 📖მოთხრობები, ლექსები, მინიატურული ჩანაწერები! 👉აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კითხვის უნარ -ჩვევების გაუმჯობესებას, 🇩🇪გერმანული ენის მიმართ სწავლის მოტივაციის ამაღლებას! #ერთადვიკითხოთბევრი!
📚წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული I ა კლასში
📚წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული I ა კლასში მშობელთა ჩართულობით დაიგეგმა. კვირეულის პირველ დღეს ჩვენი სტუმარი ელენე ფანოზიშვილის დედიკო ქალბატონი ნინო ფანოზიშვილი გახლდათ. ქალბატონმა ნინომ ორი საინტერესო ამბავი - იგავი, წაუკითხა პატარებს 📖 : „ბრმები და სპილო“ და „დამოკლეს მახვილი“. კითხვის დასრულების შემდეგ პატარებმა ისაუბრეს მოსმენილ ნაწარმოებებზე, აღნიშნეს რა გაიგეს წაკითხულიდან, რა მოეწონათ განსაკუთრებით და გამოთქვეს თავიანთი აზრი იმის შესახებ, თუ რას შეიძლება გვასწავლიდეს მოსმენილი იგავები. ქალბატონმა ნინომ უპასუხა პატარების შეკითხვებაც. ბოლოს ბავშვებმა თავიანთი შთაბეჭდილებები ნახატებში გადმოსცეს. მათი ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოიფინა.📙მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო ფანოზიშვილს საინტერესო დღისთვის.📕📗📘📙📕📗📘📙📕📗📘📙📕📗📘📙📕📗📘📙
📌 მშობელთა ტრადიციული ვახშამი სხივში
30 იანვარს მე-6 ა და ბ კლასების მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ვახშამი გაიმართა, სადაც მშობლები სახალისო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, მოსწავლეებმა კი სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. ჩვენი სკოლის ეს ტრადიცია ნათლად წარმოაჩენს მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობას.
📚წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
📚წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მე 3- ბ კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს 📖 Peter Hase -Geschichte
📖Das Grosse Fussball spiel.
კითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია
.📕📗📘📙📕📗📘📙📕📗📘📙📕📗📘📙
📌აქტიური მოქალაქის როლი და მნიშვნელობა სათემო წარმომადგენლობაში
მე- 11 ბ კლასი , სამოქალაქო აქტივიზმის და თემზე ზრუნვის ადვოკატირების მიმართულებით , ახორციელებს პროექტს ,,აქტიური მოქალაქის როლი და მნიშვნელობა სათემო წარმომადგენლობაში ". სიამოვნებით ჩაერთნენ მოხალისეობრივ საქმიანობაში და შეიტანეს საკუთარი წვლილი .
📌განათლების საერთაშორისო დღე სხივში
🥰 შემეცნებითი ვიქტორინა V კლასებში. თემა: ,,ჩვენი საქართველო"
🐕🦺 თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენელი სხივში
👉 ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, საგან - მოქალაქეობაში განახორციელეს პროექტი, რომლითაც შეეცადნენ ცნობიერება აემაღლებინათ მოსახლეობაში, მიუსაფარი ცხოველების ადვოკატირების კუთხით. აგრეთვე განახორციელეს კვლევა, რის შემდგომაც მოიწვიეს თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენელი. პროექტის ფარგლებში გაიმართა დიალოგი და გამოცდილებაზე ორიენტირებული პროცესი სადაც გაჟღერდა ის საკითხები,რომლებიც დღის წესრიგში უნდა დადგეს. სამომავლო გეგმები კი განიხილეს , ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად .
🐕🦺🐈🐕🐕🦺🐈🐕🐕🦺🐈🐕🐕🦺🐈🐕🐕🦺🐈🐕🐕🦺🐈🐕
სიახლეების არქივი
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- აგვისტო 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ყველა