🥰 ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ თოდრია, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა! 👏
🏆 ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს! 💡📚✨
#ჩვენიმოსწავლეები #ოლიმპიადა #წარმატება
🥰 ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ თოდრია, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტურში გადავიდა! 👏
🏆 ვულოცავთ ნიკოლოზს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს! 💡📚✨
#ჩვენიმოსწავლეები #ოლიმპიადა #წარმატება
🌟 მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა სანდრო ბოჭორიძემ და დანიელ ნოზაძემ უმცროს კლასელებს ჩაუტარეს სახალისო გამოკითხვა ფეხბურთთან დაკავშირებით ⚽️⚽️პატარებმა ხალისით უპასუხეს სანდროს და დანიელის კითხვებს. 👧🧒
12 თებერვალს, მე-5ბ კლასი ეწვია მოზარდ მაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „ოდისეა“. 🎭📚 წარმოდგენის ლიტერატურული საფუძველი მითოლოგიაა, ყმაწვილთათვის ადაპტირებული "ოდისეა".
პატარა მაყურებლები ცნობილ მითოლოგიურ გმირებს - ზევსს, ჰერას, ჰერმესს, პოსეიდონს, იანუსს, აფროდიტეს, პენელოპეს, ტელემაქეს ეცნობა. ⚡🌊🌸
სპექტაკლი მოსწავლეებისთვის იყო ინფორმაციული, შემეცნებითი და ამავდროულად, სახალისო. 😊📖
🐝🐝 უცხო ენების კვირეულის ფარგლებში, 13 თებერვალს, ჩატარდა სფელინგის კონკურსის პირველი, წერითი ტური.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. 📚✏️ აქტივობის მიზანი არის ინგლისურ ენაში მართლწერის უნარის გაუმჯობესება და ლექსიკის გამდიდრება. 🌟📖
მეორე ტურში გადასული მოსწავლეები არიან:
დაწყებითი საფეხური:
ნინო ხარძიანი 🐝
ბარბარე მელიქიძე 🐝
მარიამ ჩაგუნავა 🐝
ილია ქამადაძე 🐝
სალომე ჯალაბაძე 🐝
ილია ტაბატაძე 🐝
ანდრია ვახანია 🐝
ანი კერესელიძე 🐝
ანასტასია იანვარაშვილი 🐝
სანდრო ესიავა 🐝
მეჰმეთ ნერით ულუირმაქ 🐝
საბაზო საფეხური:
აისუნ ზახრა ნაბიევა 🐝
ბაჰარ დემირ 🐝
ბეთულ საიქინ 🐝
ნიჰათ ორუჯოვი 🐝
ნიკოლოზ დოლიძე 🐝
ანა ბებია 🐝
ელენე კიკნაძე 🐝
ელენე ჯობავა 🐝
ანა მესხი 🐝
ნიჰალ აიდოღდუ 🐝
შირინ სალაროვა 🐝
ზეინეფ არსლან 🐝
ქეთევან ბედოშვილი 🐝
ელენე თათარაშვილი 🐝
დაჩი ჯობავა 🐝
ლილე ხითარიშვილი 🐝
ილია კუტუბიძე 🐝
ალექსანდრე შარაბიძე 🐝
გიორგი გეფერიძე 🐝
ფერიდ შანთაძე 🐝
რაულ სულეიმანოვი 🐝
ნური ნურიევი 🐝
ლუკა გეგეშიძე 🐝
ბაჰთინურ ბაირაქთუთან 🐝
საშუალო საფეხური:
დავით ქამადაძე 🐝
რემზი ჩაქმაქ 🐝
ლუკა თორთლაძე 🐝
შეიმა დემირი 🐝
აქიფ მეჰმეთ ქოჩ 🐝
ანამარია დუმბაძე 🐝
უცხო ენების კვირეულის ფარგლებში მე-9 ბ კლასის მოსწავლეებმა მე-6ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო გაკვეთილი არტიკლებზე და პრეზენტაცია უილიამ შექსპირზე. 📚🎭 მე-9 კლასის მოსწავლეებმა უმცროს კლასელებს გააცნეს დრამატურგის ყველაზე ცნობილი პიესები და საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან. 📖🌟 აქტივობები გამოვიდა ძალიან სახალისო და საინტერესო. 🎉
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 📚✨
მოსწავლეები სკოლაში ბიბლიოთეკას ეწვივნენ, სადაც უამრავი საინტერესო და განსხვავებული წიგნი მოიძიეს. 📖💫
სკოლის ბიბლიოთეკარმა მათ სხვადასხვა საყვარელი წიგნები და ავტორები გააცნო. ბავშვებმა წიგნების შესახებ თავიანთი აზრები და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს 🗣️📚
პატარა მკითხველებმა წიგნების კითხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და თავიანთი ემოციები არ დამალეს. 📚😊 ისინი დიდი ინტერესით ისმენდნენ და კითხულობდნენ, რაც კიდევ უფრო ახალისებდა წიგნის კითხვის პროცესს. 🌟
ეს ღონისძიება არამარტო წიგნების კითხვის, არამედ ზოგადი ცოდნისა და ურთიერთობის განვითარების საშუალებასაც აძლევთ მოსწავლეებს. 📖💬
პერსონაჟის დღიური - შემოქმედებითი პროდუქტი
მე-7 ა/ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ,,HELLADOS” პერსონაჟების ხასიათი, ქცევა და ცხოვრება შეისწავლეს. ამის შემდეგ აირჩიეს საყვარელი პერსონაჟები, მოირგეს მათი როლები და შექმნეს საინტერესო დღიურები.
#შთაბეჭდილებები #პარალელებინაწარმოებებთან #წინადადებები
#ფრაზები
#გენიალურიაზრები
ინგლისური ენის კვირეულის ფარგლებში, მე-8 ა კლასში ჩატარდა ვიქტორინა, რომელიც მოიცავდა ზოგად შეკითხვებს, გამოცანებს და მოსასმენ შეკითხვას ინგლისურ ენაზე. 📚🧩🎧 აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის გაღრმავება ინგლისურ ენაზე, მოსმენისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება. 🤝📖 ვიქტორინა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. 🎉👏
წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში ქეთევან მესხის დედიკო რუსუდან მესხი ესტუმრა II ა კლასელებს. 📚 ქალბატონმა რუსუდანმა პატარებს საკუთარი ზღაპარი „ევას ყვავილი“ წაუკითხა. 🌸📖 ზღაპარი ერთ საოცრად ლამაზ, კეთილსურნელოვან ყვავილზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარმა სილამაზემ და მეცნიერების ყურადღებამ გააამაყა, უკარება და მარტოსული გახადა. 😔🌺 შემდგომ კი მიხვდა თავის შეცდომას, ბედნიერი შემთხვევის წყალობით ისევ ყველასთვის სასურველი და სასარგებლო გახდა. 😊💐
ზღაპრის მოსმენის შემდეგ, ბავშვებმა ისაუბრეს ყვავილის საქციელზე, დაასკვნეს, რომ ბედნიერი მაშინ ხარ როცა გყავს ერთგული მეგობრები და შეგიძლია იყო სხვებისთვის სასარგებლო. 🤝❤️ ბავშვებმა მოსმენილი ზღაპრის შთაბეჭდილებით შესრულებული ნახატები გამოფინეს საკლასო ოთახში. 🎨🖼️
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს 📖 📕📘📙📗ბიბლიოთეკაში სტუმრობისას:✅ მოსწავლეებმა გაიხსენეს , თუ რა დაწესებულებაა ბიბლიოთეკა; ️📘✅ გაიცნეს/გაიხსენეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები; ️📕✅პირველი კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს მე-4 კლასელების მიერ წაკითხული მოთხრობები;️📗✅ დადეს პირობა , რომ წიგნის საუკეთესო მეგობრები გახდებიან; ️📙🌸🩷
მე-11 კლასის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით (8 თებერვალი) მოაწყეს პრეზენტაცია თემაზე: დავით აღმაშენებელი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მე-3 ა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. 📚 (დამრიგებელი ც. კობერიძე) მესამეკლასელებმა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები და გამოხატეს თავიანთი შეხედულებები წიგნის, ცოდნის შესახებ. 📖💬
#იკითხეხმამაღლადაშეცვალემსოფლიო 🌟🌍
წიგნის საჯაროდ კითხვის დღესა და უცხოური ენების კვირეულს მე-2 ბ კლასი გერმანულის გაკვეთილზეც შემოუერთდა. 📚 ისინი კვლავ ესტუმრნენ ბიბლიოთეკას და ამჯერად გერმანული წიგნები მოიძიეს. 📖🇩🇪
ლამაზად ილუსტრირებულ წიგნებში ახალი შესწავლილი ანბანით ნაცნობი სიტყვები და წინადადებები ამოიკითხეს, რაც ძალიან გაუხარდათ. 😊 ბავშვებმა მიზნად დაისახეს გერმანული ენის კარგად შესწავლა, რათა მომავალში ამ წიგნების მთლიანად წაკითხვა და გაგება შესძლონ. 🌟 მათ განსაკუთრებით მოსწონთ ბიბლიოთეკის გარემოში კითხვა. 📚💖
უცხოური ენების კვირეულის ფარგლებში მე-9 და მე-10 კლასებში ჩატარდა აქტივობა: ფილმის განხილვა. 🎬📚 მოსწავლეებმა უყურეს ფილმს ინგლისურ ენაზე “თავისუფლების მწერლები” და შემდეგ გამართეს დისკუსია ფილმის შესახებ. 🗣️🎥
აქტივობის მიზანი იყო ფილმის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის უნარის განვითარება. ასევე, მოსმენისა და საუბრის უნრების გაღრმავება. 📖✨
ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში დაიწყო უცხოური ენების კვირეული. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა ბევრი საონტერესო და სახალისო აქტივობა. 🌍🎉4 თებერვალს ნ. ნურიევამ და მ. მამედოვამდაწყებით კლასებში ინგლისურ ენაზე ჩაატარეს სახალისო გამოკითხვა . 🗣️✏️ მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს. 😊📚 მადინამ და ნურბანუმ სწორი პასუხების ავტორები ტკბილეულით დაასაჩუქრეს. 🍬🎁
მე-7 ბ კლასის პრეზენტაციები “ჩემი საყვარელი წიგნი” 📚 მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ერთმანეთს გააცნეს საყვარელი წიგნები, გაუზიარეს, რატომ არის მათთვის კითხვა საინტერესო და ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. 📖💬
წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის მეორე დღეს II ა კლასის მოსწავლეებს ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკა ჩიქობავა ეწვია და ძალიან გაახარა ისინი.
😊📖 ქალბატონმა ეკამ მეორეკლასელებს საინტერესო და მხიარული იგავ-არაკი „მელა და ყვავი“ წაუკითხა, რომელიც მელას მოხერხებულობას, ყვავის გულუბრყვილობასა და ამპარტავნებას ეხება. 🦊🪶
იგავის წაკითხვის შემდეგ გაიმართა საუბარი, მოსწავლეებმა დაახასიათეს იგავის პერსონაჟები, გამოყვეს მთავარი სათქმელი და დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები მოსმენილი ნაწარმოებიდან. 🎨🖼️
მეორეკლასელები ძალიან კმაყოფილები და გახარებულები დარჩნენ დირექტორის სტუმრობით. 😊🌟
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით II ბ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში. 📚
დამრიგებელმა მოსწავლეებს წაუკითხა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს”, რითაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. 📖✨
მოთხრობის განხილვისა და პერსონაჟების დახასიათების შემდეგ, მოსწავლეებმა სურვილისამებრ დახატეს საყვარელი პერსონაჟები და წაკითხული მოთხრობის შესაბამისი ილუსტრაციები. 🎨🖼️
დღეს დაიწყო წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული II ა კლასში. 📚 პირველ დღეს კლასის დამრიგებელმა მეორეკლასელებს „პეპი გრძელიწინდას“ ორი თავი წაუკითხა. 📖
კითხვის დასრულების შემდეგ პატარებმა ისაუბრეს მოსმენილ ეპიზოდებზე. 🗣️ აღნიშნეს რა გაიგეს წაკითხულიდან, რა მოეწონათ განსაკუთრებით, დაახასიათეს პეპი. ბოლოს ბავშვებმა გააფერადეს წინასწარ შერჩეული ნახატები და ნამუშევრები საკლასო ოთახში გამოფნეს. 🎨🖼️
გაცნობებთ, რომ 3 თებერვლიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ფარიკაობის აკადემია ,,ბასას“ ფარიკაობის წრე.
ვარჯიშები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 15:30-დან 17:00 საათამდე.
საკონტაქტო ნომრები : 599572272 / 597757512
Powered by aSc EduPage