15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა, ამ დღის აღნიშვნა ეძღვნება მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას და იმის გააზრებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების საპნით დაბანა, ჰიგიენის დაცვა.
ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ბელა მოლაშხიასთან და ინგლისური ენის მასწავლებელთან ლალი ასლამაზაშვილთან ერთად სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს ხელების დაბანის საერთაშორისო დღე.
მოსწავლეებმა წაიკითხეს გ. კეკელიძის სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი მოთხრობა „თომა და დიდი საიდუმლო“. მოთხრობის მიხედვით შექმნეს ნახატები და გამოფინეს საკლასო ოთახში,
ჩაერთნენ აქტივობაში „ჩვენი სუფთა ხელებით“ - ისაუბრეს ხელების დაბანის მნიშვნელობაზე.
ინგლისური ენის მასწაავლებელთან ერთად დაამზადეს პოსტერი „wash your hands~, სადაც ინგლისურ ენაზე ჩაწერეს ხელების სწორად დაბანის წესები.
სადილის წინ კი წესების დაცვით კიდევ ერთხელ გულმოდგინედ დაიბანეს ხელები.