სწავლა- სწავლების მიზანია მოსწავლეს განუვითაროს გამჭოლი უნარები და ღირებულებები; მათ შორის #კომუნიკაცია #თანამშრომლობა აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელევიზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მერვე/ა კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი- “რეპორტაჟი მერვედან”. წარდგენისას ისაუბრეს: - ჯგუფში ფუნქციების გადანაწილებაზე; - თემისა და გადაღების ადგილის შერჩევის პრინციპზე; - მათთვის საინტერესო ფაქტებზე; - გამოწვევებზე/ სირთულეებზე; - პროექტის დადებითი მხარეებზე.
სიახლეები
📌რეპორტაჟი მერვედან
🎭 მოზარდ მაყურებელთა თეატრში
მე-3ა/ბ და მე-4ა/ბ კლასები მოზარდ მაყურებელთა თეატრში ორ სპექტაკლზე იმყოფებოდნენ. მოსწავლეები დაესწრნენ “ზღაპარს დაკარგულ დროზე და “კალის ჯარისკაცს და წითელ ფეხსაცმელს “. სკოლის ერთ-ერთი ღირებულება ურთიერთპატივისცემაა. სწორედ ამ ღირებულებას უკავშირდებოდა სპექტაკლების შინაარსი რომელიც საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეებისათვის. თეატრი ხომ სწორედ მოსწავლეების სულიერ აღზრდას უწყობს ხელს . ის ერთ-ერთი ღირებული გასაღებია , რომელიც ბავშვებს ძირეული ფასეულობების კარს უღებს.
📌სამოქალაქო პასუხისმგებლობა გლობალური პრობლემის წინააღმდეგ
X კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ,ცნობიერება აამაღლონ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩაერთონ გაეროს ,გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში. აიღონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გლობალური პრობლემის წინააღმდეგ .
✅📚საინტერესო პრეზენტაცია
IIIბ კლასის მოსწავლეებს "ურთიერთპატივისცემაზე" ესაუბრა ამავე კლასის მშობელი, იურისტი, ნინო მოსახლიშვილი და ბავშვებს წარუდგინა საინტერესო პრეზენტაცია.
📌გაცოცხლებული გერმანული ზღაპარი “პატარა მუხლუხო”
გერმანელ მასწავლებელ ფრედერიკა ჰოლტკოტთან ერთად მე-4 და მე-5 კლასებში გაცოცხლებული გერმანული ზღაპარი “პატარა მუხლუხო”
📌ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირი
📌მე-4 ა/ბ კლასის მოსწავლეები საოცრებათა სამყაროს ესტუმრნენ. მათ ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პროექტი “ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირი”. მოამზადეს პოსტერები ნახატებითა და სურათებით. აღწერეს გმირების გარეგნული მახასიათებლები, ხასიათის თვისებები, ისაუბრეს რისი გაკეთება შეუძლიათ მათ პერსონაჟებს. შექმნილი ნამუშევრები კი , თანაკლასელებს ზეპირმეტყველების სახით წარუდგინეს.
🐕🦺ერთად ვზრუნავთ მიუსაფარ ცხოველებზე
სამოქალაქო განათლების პროექტი -ერთად ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე . .პროექტის ფარგლებში XI კლასის მოსწავლეებმა გააცნობიერეს მოხალისეობრივი პრინციპები , სოციალური ცნობიერების ამაღლებისა და მიუსაფარი ცხოველებისთვის საზოგადოების მხრიდან , ჰუმანური გარემო პირობების შესაქმნელად . სიკეთე გადამდებია ..
🔬 ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
🔬IV ა/ბ კლასის მოსწავლეები მიკროსკოპის საშუალებით დააკვირდნენ დაობებული ყურძნის ნიმუშს და ნახეს თუ როგორია ობის სოკოს სპორები. 🍄🍄🍄
📌 ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე
📌25 ნოემბერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული. 🔸ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.🔹ამ დღესთან დაკავშირებით იურისტი Salome Osepashvili სალომე ოსეფაშვილი შეხვდა საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებს. მან ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. ქალბატონმა სალომემ ამომწურავად უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ კითხვებს. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
🏆 ვულოცავთ
🏀 საკალათბურთო კლუბმა "ორბმა" ანტალიის ტურნირზე გაიმარჯვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. 🏆🥇ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის მე-11 ა კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხაინდრავამ. 👏👏 ვულოცავთ ნიკას და მთელ გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
👩🍳 მშობელთა კულინარიის კლუბი
👩🍳 მშობელთა კულინარიის კლუბი სიახლეებით დაგვიბრუნდა .
დღეს სკოლაში კლუბის წევრებმა სხვადასხვა კერძი მოამზადეს და გემანელ სტუმართან ერთად გაგვიმასპინძლდნენ.
📌 5 დეკემბერს დაიგეგმა მე-3 კლასის მშობლეთა კულინარიული მასტერკლასი.
🥰კლუბის კარი ყველა მსურველისთვის ღიაა 🥰
🎉 წინ ბევრი სიახლე გველოდება. 🎉
🥗🥘🥮☕🥧🍩🍪🥗🥘🥮☕🥧🍩🍪🥗🥘🥮
🌸 ანბანის შემობრძანება პირველ კლასში
🌸პირველი ბ კლასის მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს ანბანის მობრძანება, ისინი ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ მოემზადნენ. გაკვეთილის ფარგლებში შეუერთდნენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ აქტივობებს. დღემ მათთვის საინტერესოდ და დასამახსოვრებლად ჩაიარა.
🔸🔹 ბავშვები მართავენ
20 ნოემბერი მსოფლიოს ბავშვთა დღეა... ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის მმართველობა ბავშვებს გადაეცა 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹 🔸🔹1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია!! საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა!
❤️წმინდა მარტინის დღე- სიკეთისა და ბედნიერების სიმბოლო
მე 3ა კლასში გერმანელი მასწავლებლის ფრედერიკა ჰოლტკოტისა და გერმანული ენის პედაგოგის ნათია ჟღენტის მიერ საინტერესო და ამავდროულად ბავშვებისთვის სახალისო აქტივობა ჩატარდა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და დაამუშავეს ტექსტი წმ. მარტინზე და დაამზადეს სპეციალური ლამპრები ,,ლატერნები“ რომლებიც ამ დღის სიმბოლოა და გერმანიაში 11 ნოემბერს აღნიშნავენ, წმ. მარტინის დღე სიკეთისა და ბედნიერების სიმბოლოა გერმანელი ხალხისათვის.
ნ. ბარათაშვილის სახლმუზეუმი...
- მე-19 საუკუნის არისტოკრატული ყოფის შესანიშნავი რეპროდუქცია...კედლიდან, ტატოს ოჯახის წევრების პორტრეტების გარდა, ხელნაწერები იმზირებიან და პოეტის შემოქმედების შესახებ გვიყვებიან. გრძნობ ტატოს ,,ბედის სამძღვარ გარდატარებული მერანის’’ ქროლვას, მარტოსული პოეტის მტკვრის პირას მოძალებულ სევდიან ფიქრებს, ლექსად ამოთქმული,,საყურის’’ შთამბეჭდავ ციალს, ,,ობლად შთენილი’’ შემოქმედის უსაზღვრო განცდებს და არ გინდა დაიჯერო ახალგაზრდა, ნიჭიერი, მეამბოხე რომანტიკოსის დაუტირავი გარდაცვალება...ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის სამფლობელოა, რომელიც დღეს მე-11-ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს და პოეტის ტრაგიკული, მაგრამ უკვდავი ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალები გაიზიარეს.
🔹ნივთებით მოყოლილი ამბავი 🔹 X კლასი
🔸Webster -ის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სხივში🔹
ინტელექტუალური თამაში 🔹რა? სად? როდის? 🔸 VIII კლასებში 🔹
🍂🍁შემოდგომის ზეიმი 🍂🍁
🍂🍁შემოდგომა პატარა სხიველებთან 🍂🍁
სიახლეების არქივი
- თებერვალი 2026
- იანვარი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- აგვისტო 2025
- ივლისი 2025
- ივნისი 2025
- მაისი 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- ყველა