ყაზბეგის და ჭიუხის მთების ულამაზესი ხედები ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იხილო. შეუძლებელია, აქ მოხვიდე და არ გაგაოცოს ამ რეგიონის განსაკუთრებულმა ბუნებამ, უძველესმა ამბებმა და ისტორიებმა, რომლებიც საუკუნეებმა დიდი სიფრთხილით შემოგვინახა.
9 ივნისს ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივის’’ X კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან შორენა ჯავახიშვილთან და მშობლებთან ერთად ეწვია დაბა სტეფანწმინდას(ყოფილი ყაზბეგი). მოინახულა გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც ყოველთვის ახერხებს მნახველების გაოცებას მისი ადგილმდებარეობით. ასევე დარიალის ციხე, რომელიც უკანასკნელი სტრატეგიული პუნქტია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. შთამბეჭდავი იყო დარიალის კანიონისებური ხეობა, რომელიც მდინარე თერგის აუზში მდებარეობა. მოინახულეს სნოს ციხე და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი.
შთამბეჭდავი და სასიამოვნო დღის დასასრულს დააგემოვნეს ადგილობრივი უნიკალური კერძები. აქაური გემოები და მომზადების კულტურა ხომ სპეციფიკურ კულინარულ ნამუშევრებს იძლევა.