🥰 ასეთი საოცარი პორტრეტებით ულოცავენ პატარა "სხიველები" თავიანთ დედიკოებს 3 მარტს, დედის დღეს!
I-IV კლ.
❤️🩷🧡💛💚💙🩵💜
🥰 ასეთი საოცარი პორტრეტებით ულოცავენ პატარა "სხიველები" თავიანთ დედიკოებს 3 მარტს, დედის დღეს!
I-IV კლ.
❤️🩷🧡💛💚💙🩵💜
ქართულ-გერმანული სკოლა სხივის მე-9 ა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში ,დაათვალიერეს მუზეუმი და დაესწრენ ლექციას,,საქართველოს საზღვრების ნამდვილი ისტორია''დაათვალიერეს დიდი ხელოვანის გამოფენა ,,ორი ამბავი''მარიონეტების სპექტაკლებიდან ,ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრები.
🩷 ემოციური აღმოჩნდა მეათე კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული ღონისძიება დედებისთვის: ,,ქალია ცხოვრების ანიც და ჰაეც...’’
-დედაზე ჩვენ ისეთი რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ჩვენი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვეთ....
ზოგჯერ ვერ ვპოულობთ სწორ სიტყვებს იმის გამოსახატავად, თუ რა ბედნიერები ვართ, რომ დედები გვყავს ცხოვრებაში. დედის სიყვარული ხომ უპირობოა და ვერ შეედრება სხვა ვერანაირ ურთიერთობას.
-საკმარისად რთულია იყო დედა!
-რაც არ უნდა მართალი ვიყო, გულის სიღრმეში სულ შენ გამართლებ დეე...
შენი ცრემლები ჩემთვის იცი რა ტკივილია.. თითოეული წვეთი, რომელიც შენ თვალებიდან ჩამოგდის ჩემი მოყვება გულში.....-არ მიცნობ დეე, გულში მაინც არ მიცნობ... მინდა გითხრა რომ მიყვარხარ.... უბრალოდ გავიზარდე დეე...💚 გაზაფხულივით ლამაზი და ფერადი ყოფილიყოს თქვენი დედაშვილობა!❤️❤️❤️🧡💛💚💙🩵💜🩷 ❤️❤️❤️🧡💛💚💙🩵💜🩷
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც ჩვენი სკოლის ტრადიციულ ღირებულებებს მოიცავს.
VI კლასის მოსწავლეები ამჯერად იურისტ ნანო ცხადაიას შეხვდნენ, კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს, რომელმაც პირადი გამოცდილებით, პროფესიული ხედვითა და მაგალითებით მოსწავლეებს ამ ღირებულებების არსებობაზე, მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა ქალბატონ ნანოს თავიანთი შეხედულებები, ცნობილი მაგალითები გაუზიარეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
პრეზენტაციის დასასრულს ბავშვებმა ნახეს ფილმი, რომელიც გააანალიზეს, განიხილეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ ძალიან სამართლიანები და ემპათიურები არიან.
🥰ლიტერატურული საღამო ,,ამოგთქვამ ლექსო", რომელიც მე-9 -ა კლასის მოსწავლეებმა საკლასო სივრცეში გამართეს, მშობლიური ენის დღეს მიეძღვნა. მათ მხატვრულად წაკითხული ლექსები, მინიატურები თუ ამონარიდები ქართველ კლასიკოსთა პოემებიდან სიმღერებით გააფორმეს და თბილი, სასიამოვნო განწყობა დატოვეს.
👉დღეს ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სამუშაო შეხვედრაზე ჩვენი გუნდის წევრმა, კათედრის თავმჯდომარემ , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლ. ხათრიძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: სწავლების თანამედროვე მეთოდების შემუშავება . .ასევე ტრენერმა პედაგოგებს პრაქტიკული სამუშაო შესთავაზა. ტრენინგმა სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!
მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები,სადაც აჩვენეს მათ მიერ დანახული, საუკეთესო სკოლის მოდელები.
მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი: პოტენციალი, ფორმულა და საერთაშორისო სკოლა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული საერთაშორისო სკოლა გახდა
ღონისძიების ორგანიზატორი: ნინო წიკლაური
ჟურნალისტი: ქეთი შუბლაძე
ოპერატორი:ნუცა შუბლაძე
მონტაჟი:ნუცა შუბლაძე
🌺 მე-5ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ სახელოსნო კოდალას და საჩუქრები დაუმზადეს საყვარელ დედიკოებს🌸🩷🌺
🥰 საინტერესო და მხიარული - ასე შეფასდა აქტივობა სახელწოდებით 😍 ,,ამეტყველებული ღიმილაკები".ცნობილი ფრაზები და გამონათქვამები, ქართული ანიმაციური და მხატვრული ფილმები, ცნობილი ქართული ჰიტები და ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები მე -9 და მე-11 -ა კლასის მოსწავლეებმა ღიმილაკებით აალაპარაკეს.შიდა ტურში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ და საინტერესო თამაში აჩვენეს.😍 ღიმილაკებმა ბევრი ღიმილი, საქმიანი კამათი და ხმაურიანი დღე დაგვიტოვა.მადლობა აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს.🥰😀🙃😉😌🧐🙁😢😞🫠🤗🤔🫣🤭🤒😍🥰😘
#ურთიერთპატივისცემა
#პასუხისმგებლობა
#ქველმოქმედება
ეს იმ ღირებულებათა ნაწილია, რომლებიც ჩვენი სკოლის ტრადიციულ ღირებულებებს მოიცავს. სწორედ ამიტომ, VI კლასის მოსწავლეებს ეფექტური პრეზენტაციით შეხვდა იურისტი თეო კვირკაშვილი, მეექსვსე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც საინტერესო მსჯელობით, დისკუსიითა და შემაჯამებელი ქვიზით მოსწავლეებს ღირებულებების მნიშვნელობაზე, მათ არსსა და აუცილებლობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, ბევრი კითხვა დასვეს და სურვილიც კი გამოთქვეს სამომავალო პროფესიაზე - ირჩევენ იურისტობას.
#მშობელი
#მასწავლებელი
#მოსწავლეები
#თანამედროვესკოლა
#ჩვენისკოლისტრადიციულიღირებულებებისერთიანობა
🥰მე-4ა /ბ კლასებში ინგლისურ ენაში ჩატარდა მართლწერის კონკურსი , მოსწავლეებმა დაწერეს 200-მდე სიტყვა და გამოვლინდნენ პირველ , მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები.
🐝 მე-4ა კლასი :
პირველი ადგილი- ს. თუმანიშვილი
მეორე ადგილი-მ. შუბლაძე
მესამე ადგილი -მ. ილდირიმ
🐝 მე-4ბ კლასი:
პირველი ადგილი- მ. რაზმაძე ,ლ. ჩხიკვიშვილი
მეორე ადგილი- რ. ყურბანოვი
მესამე ადგილი - კ. ღუჭაშვილი
🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.
👉დღეს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრის სამუშაო შეხვედრაზე კათედრის თავმჯდომარემ, მათემატიკის მასწავლებელმა შ.ჯავახიშვილმა თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე : ,,შეფასების როლი და მნიშვნელობა სასწავლო პროცესის შემდგომი სრულყოფისა და გაუმჯობესებისათვის"👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👉 პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა
✅მე-🔟 კლასის მოსწავლეები ,სამოქალაქო განათლების ,ფარგლებში ეწვივნენ,შინაგან საქმეთა სამინისტროს ,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და მუზეუმს სადაც გაეცნენ დაცულ უძველეს ექსპონატებს,უძველეს ნიმუშებს . აგრეთვე ჩაუტარდათ მასტერკლასი, 🚒სახანძრო სიტუაციების პრევენციისა და მართვის ირგვლივ .გაეცნენ ჯავშან ტექნიკას ,რომლითაც ოპერირებს, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
🥰მე-4ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები, კომიქსები და ვიდეო მასალები, სამი თვის მანძილზე სასკოლო ღირებულებების (პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა და ქველმოქმედება) თემაზე განხორციელებული პროექტების შესახებ.
🥰 მე-4 ა/ბ კლასების მოსწავლეებმა ინგლისური ენაზე შექმნეს ილურტირებული პროექტები სახელწოდებით" ჩვენი დედაქალაქის ღისშესანიშნავი ადგილები " .
📌იუნესკოს გადაწყვეტილებით ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით 1999 წელს მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ 21 თებერვალი დაწესდა . საქართველოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება.
ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ დაწყებითი კლასების , სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილმა აქტივობამ ქართველ, აზერბაიჯანელ, თურქ, არაბ, ლიტველ და თურქმენ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა აემაღლებინა ცნობიერება მშობლიური ენის მნიშვნელობის კუთხით. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ამ დღის დაწესების შესახებ, ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები რატომ არის მნიშვნელოვანი მშობლიური ენის შენარჩუნება, დაცვა და მოფრთხილება.
🥰 ბოლოს სხვადასხვა ეროვნების ბავშვებმა მშობლიურ ენებზე შექმნეს პლაკატები და განათავსეს სკოლის ფოიეში.
🥰 Upskill - თანამშრომელთა ზრუნვისა და განვითარების ფარგლებში სხივში ტრენინგების სერია გრძელდება.
👉ამჯერად უცხოური ენის კათედრის წევრმა, ინგლისური ენის პედაგოგმა ა. მონასელიძემ და დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრმა, დაწყებითი კლასის პედაგოგმა ც. კობერიძემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს.👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
👉პროექტის განმავლობაში, თანამშრომლებს საშუალება აქვთ, თავად მოირგონ ტრენერის როლი და გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის ზრუნვა!
Powered by aSc EduPage