🎉 ქართულ-გერმანულ სკოლა ,,სხივში’’ VI (ბ) კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე ,,პი რიცხვის საერთაშორისო დღე“. გაკვეთილი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს.
👉 პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა PowerPoint-ის პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაცია, ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: ,,პი რიცხვის წარმოშობის ისტორია’’, ,,პი რიცხვის განვითარების პერიოდები’’( გეომეტრიული, კლასიკური, კომპიუტერული). აგრეთვე პრეზენტაციები თემებზე: ,,პი რიცხვის შეცვლა სურთ’’, ,,პი რიცხვი ჩვენს ირგვლივ: მუსიკა, ფილმი, პოეზია’’... მოისმინეს დევიდ მაკდონალდსის მიერ შექმნილი მუსიკა პი რიცხვზე: როგორ ჟღერს პი რიცხვი და დაიგეგმა დარენ არანოფსკის ფილმის ჩვენება მაქსიმილიან კოენზე.
👉 ბავშვებმა თავი გამოიჩინეს ინდივიდუალურსა და წყვილებში მუშაობით. მიიღეს მონაწილეობა კონკურსში: ,,ვინ დაიმახსოვრებს პის ყველაზე მეტ ციფრს’’. კონკურსში პირველ და მეორე ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები პედაგოგისგან. მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით ჩაერთვნენ პრაქტიკულ მუშაობაში: შეავსეს კროსვორდი; შეეცადნენ გამოეთვალათ პის მნიშვნელობა რაც შეიძლება მეტი სიზუსტით; წრეწირის ირგვლივ განლაგებული ციფრები ისე დააჯგუფეს, რომ ნებისმიერი ორი მეზობელი რიცხვის ჯამი ტოლი ყოფილიყო მოპირდაპირე ბოლოებზე მყოფი რიცხვების ჯამისა.......
📌 გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სხარტი აზროვნებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება; მეტი ინტერესის გაღვივება მათემატიკის მიმართ; ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში; კომუნიკაციის უნარების განვითარება. მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი მათემატიკური ცოდნის რეალიზება.
🎉 გაკვეთილი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდა. 🎂