სიახლეები

          • 🎭✨ სიბრძნე სიცრუისა – თეატრალური წარმოდგენა

          • 🎭✨ „სიბრძნე სიცრუისა“ – III ა კლასის თეატრალური წარმოდგენა✨🎭

            განსაკუთრებული დღე გვაჩუქა III ა კლასის პატარა მსახიობებმა – მათ სცენაზე წარმოგვიდგინეს სპექტაკლი „სიბრძნე სიცრუისა“, რომელიც აგებული იყო ყველასთვის საყვარელი და ბავშვობიდანვე ნაცნობი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებზე.

            💫 გულწრფელობამ, გულმოდგინებამ და ბავშვურმა ემოციებმა სცენაზე შექმნა ჯადოსნური გარემო, ბავშვებმა საოცარი სიზუსტითა და ემოციურობით გადმოსცეს იმ იგავების ძირითადი აზრი, რომლებიც საუკუნეების წინ თავად საბამ დაწერა – მაგრამ დღესაც ისეთივე აქტუალური და საჭირო გზავნილებია.

            🌿 სპექტაკლის თითოეული ეპიზოდი იყო მოწოდება სიბრძნისკენ, ღირებულებებისკენ და უკეთესი სამყაროსკენ. პატარებმა თავიანთი თამაშით შეგვახსნეს, რომ სიმართლე, სიკეთე, გონიერება და სამართლიანობა ის ძირითადი ფასეულობებია, რომლებიც ყველა თაობამ უნდა შეინარჩუნოს და მომავალ თაობებს გადასცეს.

            💖 სიბრძნე ყოველთვის ჩვენთან არის — უბრალოდ საჭიროა, რომ გავიღოთ გულის კარი, მოვუსმინოთ და გავიგოთ მისი ხმა. სწორედ ეს ხმა ჟღერდა დღეს ბავშვების სიტყვებსა და თვალებში.

            დიდი მადლობა ჩვენს III ა კლასელებს, მათი მასწავლებლებისა და ყველა იმ ადამიანის შრომისთვის, ვინც ეს  დაუვიწყარი დღე გვაჩუქა! 🌟
            ეს იყო არა მხოლოდ სპექტაკლი, არამედ ცხოვრების გაკვეთილი — მარტივი სიტყვებით გადმოცემული უდიდესი სიბრძნე.

          • 🤝საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 2025

          •  

            ივნისის დასაწყისში ჩვენს სკოლაში ჩატარდა ტრადიციად ქცეული ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებს და მშობლებს წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, სახლში დამზადებული კერძები და დესერტი.

            საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა გადაეცა ხელმოკლე ოჯახებს. მოსწავლეები თავიანთი კლასების დახლებზე გამოფენილი ნივთების გაყიდვისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რასაც ხალისი შეჰქონდა ამ ყველაფერში.

            ამ აქტივობას მუსიკალური გაფორმებით ამშვენებდა ჩვენი სკოლის ბენდი, რომელიც წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია .

          • ✨ ბუნების მგოსნები – ვაჟას პერსონაჟები სცენაზე

          •  

            ✨ „ბუნების მგოსნები“ – ვაჟას პერსონაჟები სცენაზე ✨რა შეიძლება იყოს უფრო შთამაგონებელი, ვიდრე ბავშვების ემოციებით სავსე შემოქმედება, რომელიც სცენაზე აცოცხლებს ვაჟა-ფშაველას უკვდავ სამყაროს? მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი წარმოდგენა შემოგვთავაზეს, სადაც ბუნების სილამაზე, პოეზია, სიმღერა და ცეკვა გაერთიანდა.პატარა მსახიობებმა სცენაზე გააცოცხლეს ვაჟას უკვდავი პერსონაჟები – შვლის ნუკრი, ჩხიკვი ქეთევანი, ზაქარა, არწივი, ია, წყარო და სხვა. თითოეული გმირი ბავშვების გრძნობებითა და წარმოსახვით გაცოცხლდა, თითქოს თავად ბუნება ალაპარაკდა მათი ხმით.მაყურებელმა ამ საოცარ სამყაროში იმოგზაურა – სამყაროში, სადაც სიყვარული, მეგობრობა და ბუნების სიწმინდე მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს. სცენაზე გაჟღერდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა და ბუნების სიყვარული.ეს იყო არა მხოლოდ სპექტაკლი, არამედ სულის ზეიმი, ბუნების ჰანგი, ვაჟას უკვდავი სიტყვების გაცოცხლება. ბავშვებმა სასწავლო წელი პოზიტიური ემოციებით დაასრულეს, მაყურებელს კი დაუვიწყარი მოგონებები აჩუქეს.💚🌿🎭

            #სხიველები

            #ბუნებისმგოსნები

            #ვაჟაფშაველა

            #სკოლისსპექტაკლი

            #მე3ბკლასი

            #ბავშვებისშემოქმედება

            #სასწავლოწლისდასასრული

          • მოგზაურობა ბუნებაში – ფუტკრების სამყაროში 🐝🌿

          • 🐝🐝 სოფლის ტურიზმი, საინტერესო, შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული მეფუტკრეობის გაკვეთილი მშობლებთან და კლასის ხელმძღვანელთან ბელა მოლაშხიასთან ერთად - II ა კლასის მოსწავლეების ექსკურსია Chventan • ჩვენთან.🐝🐝 ექსკურსია მოიცავდა ოჯახურ და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ღია გასართობ სივრცეს ბავშვებისთვის, გაკვეთილს - ფუტკრების ცხოვრების და ბუნების დაცვის შესახებ, არტ-თერაპიას, თაფლის დაწურვის მასტერკლასს.🐝🐝დღის ბოლოს ბავშვებს გადაეცათ სერტიფიკატები და თავიანთი ხელით დაწურული თაფლი.🐝🐝მხიარული დასვენებით, ოჯახური სითბოთი და სიყვარულით გამთბარი ერთი ლამაზი დღე აჩუქეს პატარებს ჩვენმა საოცრად ყურადღებიანმა, გულთბილმა და კეთილმა მასპინძლებმა. უღრმესი მადლობა მათ სასიამოვნოდ გატარებული დღისთვის.

          • 🎭 ინგლისურენოვანი სპექტაკლი – „პიტერ პენი“, მე-5ბ კლასში

          • 🎭 4 ივნისს მე-5 კლასში გაიმართა სპექტაკლი ინგლისურ ენაზე „პიტერ პენი“, რომელიც მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ წაკითხული.
            სპექტაკლის სიუჟეტმა ბავშვები კიდევ ერთხელ გადაიყვანა ჯადოსნურ სამყაროში, სადაც არასოდეს იზრდებიან, და სადაც თავგადასავლები, ფანტაზია და გამბედაობა ერთმანეთს ერწყმის.

            🎭სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარი განვითარება, ასევე სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგენა, სხვადასხვა როლის მორგება და განსახიერება.🎭

            🎭 ეს წარმოდგენა იყო არამხოლოდ წიგნიდან სცენამდე გადატანილი ზღაპარი, არამედ ბავშვური ოცნებებისა და შემოქმედებითი თავისუფლების დღესასწაული

          • 📚 IV ბ კლასი სტუმრად რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმში

          • 📚 IV კლასი სტუმრად იმყოფებოდა რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმში, ხაშმში.
            ეს გამორჩეული და მნიშვნელობით დატვირთული საგანმანათლებლო ვიზიტი მოსწავლეებისთვის.

            📖 რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი განსაკუთრებული სივრცეა, რომელიც არა მხოლოდ დიდი მწერლის პიროვნებასა და შემოქმედებას აცოცხლებს, არამედ სულიერ სიმშვიდესა და ლიტერატურულ ატმოსფეროსაც ქმნის. აქ ყველაფერს — უბრალო, მყუდრო ოთახებიდან დაწყებული, მწერლის ხელნაწერებითა და პირადი ნივთებით დასრულებული — გასდევს სიფაქიზე, სიღრმე და რწმენა იმისა, რომ სიტყვას ძალა აქვს.

            🖋 მუზეუმის გარემო თითქოს დროის მანქანაა — აქ ბავშვებმა შეიგრძნეს მწერლის ეპოქა, მისი ყოველდღიურობა და ის ემოციური სამყარო, რომელსაც რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობებში ქმნიდა. მათი თვალწინ გაცოცხლდა ნაწარმოებების სული, რაც პატივისცემითა და აღტაცებით იყო განმსჭვალული.

            🌿 ხაშმის სიმშვიდეში ჩაკარგული ეს მუზეუმი დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს, როგორც კულტურული კერა, სადაც ლიტერატურა, მოგონებები და ქართული სულის ღირებულებები ჰარმონიულად თანაარსებობს.

            🌟 IV ბ კლასის ვიზიტი ამ ადგილას მხოლოდ ექსკურსია არ ყოფილა — ეს იყო სულიერი მოგზაურობა, რომელმაც თითოეული მოსწავლის გულში ლიტერატურის სიყვარული კიდევ უფრო გააღვიძა.

             

          • 🥰 VI ბ კლასის დაუვიწყარი პიკნიკი! 🌳

          • 🥰 VI ბ კლასის დაუვიწყარი პიკნიკი! 🌳

            ☀️მზიან და ხალისიან ამინდში VI ბ კლასმა პიკნიკზე მართლაც დაუვიწყარი დღე გაატარა! 🧺მეგობრებთან ერთად თამაშით, სიცილით, სიმღერითა და მხიარული აქტივობებით სავსე დღემ ყველას დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა.💚 ასეთი დღეები ქმნის ლამაზ მოგონებებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება. 💚

          • 🎉 სახალისო ვიქტორინა I კლასში

          • 📅 5 ივნისს ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივიში“ ☀️1-ლ კლასში, დამრიგებელ ეკა ლომთათიძის ხელმძღვანელობით 👩‍🏫, ჩატარდა სახალისო ვიქტორინა 🧠🎉🎈 ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში 🤩🙋‍♂️🙋‍♀️🔍 შეჯიბრი მოიცავდა საინტერესო და შემეცნებით დავალებებს 📚🧩,რომელშიც ბვშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ ❤️მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებს, ასრულებდნენ დავალებებს 📝✅ და ამ პროცესში გამოავლინეს საკუთარი ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები 🌟👏🎊 ასეთი ღონისძიებები კიდევ უფრო ზრდის ბავშვების მოტივაციას, თვითშეფასებას და ინტერესს სწავლისადმი 📖💡🏅🌈💖#სკოლასხივი #პირველკლასელები #ვიქტორინა #სწავლაშეხალისებით #შემეცნებითიაქტივობა #მოტივაცია #ნიჭიერიბავშვები 🌟😊

          • ♟ V კლასის ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ❤️ ქართულ-გერმანულ სკოლა “სხივში” დასრულდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.♟️შეჯიბრში მონაწილეობდნენ V ა და V ბ კლასების მოსწავლეები.

            🎉 საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

            ♟♟♟ საბოლოო შედეგები: ♟♟♟

            🏆 I ადგილი:• მათე გელაშვილი (V ბ)• მათე შუბლაძე (V ა)• რავილ ყურბანოვი (V ბ)• ლეილა ქარაბაღლი (V ბ)• ეკატერინე ღუჭაშვილი (V ბ)

            🥈 II ადგილი:• ნიკოლოზ რობაქიძე (V ბ)• ანასტასია ვახანია (Vბ)• რეგაიბ ნაბიევი (V ა)

            🥉 III ადგილი:• ბურჰან ეგელი (V ბ)• აიშე ესილა ემრე (V ბ)• ჯამილა აღაევა (V ა)

            🎊 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში!#ითამაშეჭადრაკი #სკოლა_სხივი #ჭადრაკისჩემპიონატი

          • მეცხრე კლასის მოსწავლეების დაუვიწყარი დღე იმერეთში 💫

          •  

            ჩვენი მეცხრე კლასის მოსწავლეები , დამრიგებელთან და მშობლებთან ერთდ დაუვიწყარ ექსკურსიაზე გაემგზავრნენ იმერეთის რეგიონში 🌄. მათ საოცარი ბუნებრივი ძეგლები მოინახულეს — სათაფლიის ნაკრძალი 🦖 და პრომეთეს მღვიმე 🕯️, სადაც არა მხოლოდ ულამაზესი სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით დატკბნენ, არამედ დინოზავრის ნაკვალევიც იხილეს, რაც ნამდვილმა პატარა მკვლევრებმა დიდი ინტერესით შეისწავლეს 🔍✨

               დღე სავსე იყო სიხარულით, თამაშითა და მეგობრობით 🤸‍♀️🤗. საღამოს კი მოსწავლეები პიკნიკზე შეიკრიბნენ,  გემრიელად ივახშმეს, ითამაშეს და  იმხიარულეს 🧺🔥🎶

            ასეთი დღეები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მეგობრობას, გუნდურობასა და პოზიტიურ ემოციებს აძლიერებს 💛

            #იმერეთი #სათაფლია #პრომეთესმღვიმე #მოგზაურობა #სკოლისექსკურსია #მეგობრობა #სწავლასაზღვრებსგარსცდება

          • II ბ კლასის პიკნიკი

          • მე-2 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ პიკნიკზე. ბავშვებმა 😄, მხიარულად გაატარეს დრო მეგობრებთან ერთად 👧🧒ითამაშეს სხვადასხვა თამაშები 🎯🤸 და დრო ხალისიანად გაატარეს 🛡️. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში მეგობრობისა 🤝 და გუნდური სულისკვეთების 💪 გაღრმავება, ბუნების სიყვარულისა 🌳 და დასვენების კულტურის განვითარება 🧘. ბავშვებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ყველა აქტივობაში 😍, რაც მათთვის დაუვიწყარ და ემოციურ დღედ იქცა 💫📸.

          • III ბ კლასის პიკნიკი

          • 29 მაისს მე-3ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი და სკოლის პედაგოგები იმყოფებოდნენ პიკნიკზე 🧺🌞. ბავშვებმა იმხიარულეს 😄, ითამაშეს ⚽🎯, ისიამოვნეს 🎉, დატკბნენ ბუნების სილამაზით 🌳🌸. პიკნიკმა ხელი შეუწყო ბავშვების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას 🤝 და კლასის ერთიანობის გაძლიერებას ❤️👫.

          • მე-3 ა კლასის პიკნიკი

          • მე-3ა  კლასის მოსწავლეები, სკოლის ხელშეწყობით  იმყოფებოდნენ პიკნიკზე.ბავშვებმა მხიარულად გაატარეს დრო. მათ ითამაშეს სხვადასხვა თამაშები, ისიამოვნეს სუფთა ჰაერით პიკნიკმა ხელი შეუწყო ბავშვების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და კლასის ერთიანობის გაძლიერებას.

          • 🇬🇪♥️ VII კლასების ექსკურსია უფლისციხეში

          • 🇬🇪♥️🇬🇪♥️🇬🇪♥️

            ,,უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი 

            არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,

            არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი 

            არ გამაჩნია!

            #მურმანლებანიძე

            🩶💭 უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება, მუზეუმ-ნაკრძალი მე-7 კლასელებისთვისაც ძალიან სინტერესო ისტორიულ-არქიტექტურული აღმოჩენა გახდა. ⌛️🖇️ მოსწავლეებმა გიდის დახმარებით შეიტყვეს, რომ ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მივყავართ, გალავანი და ა.შ.

            💬📣 მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა მუზეუმის გიდიც, რომელმაც ბავშვებს უძველესი აღნოჩენილი ნივთების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისათვის უფლისციხე ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

            ♥️🏰 ექსკურსიის დასასრულს ბავშვები ესტუმრნენ შატო უფლისციხეს, სადაც უგემრიელესი ქართული კერძები დააგემოვნეს და შატოს ულამაზესი ეზოს მიუხედავად ბურთით თამაშიც მოახერხეს.

            🙌🏻🥰❤️ მეგობრებმა ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, სიმბოლურად მიულოცეს დაბადების დღეც.

            #ექსკურსია

            #დასამახსოვრებელიდღე

            #ბავშვებიბავშვებისთვის

            #აქტივობარომელიცღირებულია

            ❤️🎈♥️🎈♥️🎈♥️🎈

          • სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში

          • ❤️ ქართულ-გერმანულ სკოლა “სხივში” დასრულდა სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში.

            ♟️შეჯიბრში მონაწილეობდნენ IV ა და IV ბ კლასების მოსწავლეები.

            🎉 საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

            საბოლოო შედეგები:

            🏆 I ადგილი: ჰაქან ჯემალ ქოჩ (IV ა) მარია ჯავახიშვილი (IV ა) რაჰილა ორუჯოვი (IV ბ)

            🥈 II ადგილი: გიორგი მესხი (IV ა)• ალი ახუნდოვი (IVბ)

            🥉 III ადგილი: გაბრიელ ელიაური (IV ბ)• ზეინეფ ლემან ქაია (IV ბ)• ასაფ ერენ უზუნალი (IV ა)• ემილია მელაძე (IV ა)• გიორგი ლოლაშვილი (IV ბ)

            🎊 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში!

            #ითამაშეჭადრაკი

            #სკოლა_სხივი

            #ჭადრაკისჩემპიონატი

          • 🎨 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი

          • 🎨 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი! 🎶

            🥁ჩვენი სკოლა გიწვევთ განსაკუთრებულ ღონისძიებაზე, სადაც 💛 სიკეთე, 🎨 შემოქმედება და 🎵 მუსიკა გაერთიანდება ერთ დიდ მიზნად — დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება!

            🤝📅 თარიღი: 3 ივნისი

            🕒 დრო: 13:00 სთ📍

            ადგილმდებარეობა: სკოლის ფოიე 🏫

            🎁 ღონისძიებაზე გელით:

            🎨 მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნამუშევრები

            🍰 გემრიელი ტკბილეული

            🎸 და რაც მთავარია — ცოცხალი მუსიკა სკოლის ბენდის შესრულებით! 🎤🎼

            💛 თანხა, რომელიც ყიდვა-გაყიდვაზე შეგროვდება სრულად მოხმარდება საქველმოქმედო ფონდებს.

            📢 მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს – იყავით სიკეთის თანამონაწილე! შეიძინეთ ნივთი, გაავრცელეთ ინფორმაცია და მონაწილეობით გაამხნევეთ ბავშვების შრომა და კეთილშობილური მიზანი!

            📢 იყავით ამ დღის ნაწილი! გელით სიყვარულითა და მუსიკის ჰანგებით! 🎶

            💐ერთად გავავრცელოთ სითბო და სიკეთე! 

          • ღირებულება- კანონმორჩილობა

          •  მაისის თვე ჩვენს სკოლაში ღირებულება კანონმორჩილების   გააზრებას დაეთმო.  

                  28 მაისს IIა  და  IIბ  კლასების მოსწავლეებს    დივიზორ კომპანის იურისტი მედეა ანსიანი,   ელენე ფანოზიშვილის  მშობლები იურისტი  ბექა  შენგელია  და ნინო  ფანოზიშვილი  ესტუმრნენ.

                მეორეკლასელებმა მათთვის გასაგებ ენაზე  მიიღეს ინფორმაცია,    გაიგეს რა არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კანონმორჩილება,  კანონდარღვევა,  რა შეიძლება ჩაითვალოს კანონდარღვევად და არის თუ არა ის დასჯადი.....

               ქალბატონმა მედეამ  პატარებს სიტუაციური ამოცანები  შესთავაზა განსახილველად -  „დიკუმენტის გაყალბება“,    „შატალო“,   „ჯიბის  ფული“ -    ამ საკითხებზე   მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი, შეეცადნენ  საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.

               მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს  საინტერესო შეხვედრისთვის, იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.