პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო !
გაცნობებთ, რომ სკოლაში გაიმართება კრება-კონფერენცია, განრიგიც იხილეთ ქვემოთ 👇
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული განრიგი და დაესწროთ შეხვედრას.
მადლობა თანამშრომლობისთვის 🙏
პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო !
გაცნობებთ, რომ სკოლაში გაიმართება კრება-კონფერენცია, განრიგიც იხილეთ ქვემოთ 👇
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული განრიგი და დაესწროთ შეხვედრას.
მადლობა თანამშრომლობისთვის 🙏
🏁📅 3 მაისს ჩატარდა ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი — მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა ნიჭი და შრომა.
ოლიმპიადის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციაში:
🎤 მხატვრული კითხვის ოსტატი 📖
🎶 საუკეთესო მუსიკალური ნომერი 🎼
✍️ საუკეთესო კალიგრაფი 🖋️
🎨 ანბანის ხელოვნება 🖌️
📚✨ ოლიმპიადამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსწავლეთა მაღალი აკადემიური დონე,შემოქმედებითი უნარები და ქართული ენისადმი გამორჩეული ინტერესი ❤️🇬🇪
🌍🤝 განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე არაქართულენოვანი მოსწავლეები —რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენის გამაერთიანებელ ძალას ✨
👏💐 მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, პედაგოგსა და მშობელსაქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის ❤️
🤝📜 განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კალიგრაფთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.💐 მადლობას ვუხდით კალიგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.👥✨ ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს — კალიგრაფთა ასოციაციის წევრებს,ანნა გაბრიაძესა და გიორგი სისაურს.
👩🎓👨🎓 გამარჯვებული მოსწავლეები
🎤📖 ნომინაცია: მხატვრული კითხვის ოსტატი
I კატეგორია 🥇🥈🥉
🥇 ნინია რობაქიძე — I ადგილი
🥈 ბარბარე კოხოძე — II ადგილი
🥈 ელენე ლემონჯავა — II ადგილი
II კატეგორია 🥇🥈🥉
🥇 მართა კოხრეიძე — I ადგილი
🥈 ნიკოლოზ დოლიძე — II ადგილი
🥉 ანნა ბებია — III ადგილი
III კატეგორია 🥇🥈🥉
🥇 მარიამ სულეიმანოვა — I ადგილი
🥈 რეგაიბ ნაბიევი — II ადგილი
🥉 ჰაირეთინ საიქინ — III ადგილი
IV კატეგორია 🥇
🥇 ბაჰთინურ ბაირაქთუთნ — I ადგილი
🎶🎤 ნომინაცია: საუკეთესო მუსიკალური ნომერი
I კატეგორია 🥇🥈🥉
🥇 მარიამ ფხაკაძე — I ადგილი
🥈 ელენე ყურაშვილი — II ადგილი
🥉 ლოლა ჯომარდიძე — III ადგილი
II კატეგორია 🥇🥈
🥇 თამარ დოლიძე — I ადგილი
🥈 ნოდარ ნიჟარაძე — II ადგილი
III კატეგორია 🥇🥈🥉
🥇 მილანა დალივალოვა — I ადგილი
🥈 ნილუფერ ნურიევა — II ადგილი
🥉 მილანა ისმაილოვა — III ადგილი
IV კატეგორია 🥇🥇 ფუათ მუსაევი — I ადგილი
✍️🖋️ ნომინაცია: საუკეთესო კალიგრაფი
I კლასი 🥇🥈🥉
🥇 ოიქუ სენა ქაია — I ადგილი
🥈 ანა ობგაიძე — II ადგილი
🥉 ჰარუნ აქიუზ — III ადგილი
II კლასი 🥇🥈🥉
🥇 ლუკა მესხი — I ადგილი
🥈 ჰულია უმრან ჩიღჯი — II ადგილი
🥉 გაბრიელ ლექვინაძე — III ადგილი
III–V კლასები 🥇🥈🥉
🥇 ბაჰარ ჩირიშ — I ადგილი
🥈 თემურ ყურბანოვი — II ადგილი
🥉 მერალ სალაროვა — III ადგილი
VI–XII კლასები 🥇🥈🥉
🥇 ელენე ჯობავა — I ადგილი
🥈 დემეტრე მანველიშვილი — II ადგილი
🥉 ზეინეფ არსლან — III ადგილი
🏛️📜 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რჩეული🌟 ნინა კანტილე
🖋️✨ კალიგრაფთა ასოციაციის რჩეული🌟 ლილე ხითარიშვილი
🎨🖌️ ნომინაცია: ანბანის ხელოვნება
I კატეგორია 🥇🥈🥉
🥇 ნიტა ტყეშელაშვილი — I ადგილი
🥈 ჰასან ჯემალ ქოჩ — II ადგილი
🥉 გიორგი ძიგრაშვილი — III ადგილი
II კატეგორია 🥇🥈🥉
🥇 ძიჰან მი — I ადგილი
🥈 ანა ჭეიშვილი — II ადგილი
🥉 სესილი დუმბაძე — III ადგილი
🖋️✨ კალიგრაფთა ასოციაციის რჩეული🌟 ანასტასია მესხია
🌟🎉 ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! 🇬🇪✨
🔹წარმოგიდგენთ ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ ინტელექტუალური კლუბის @rasadrodis_sxivi „რა? სად? როდის?“ შოუს,სადაც მოაზროვნე ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, ავითარებენ ლოგიკურ აზროვნებას, გუნდურ მუშაობასა და სწრაფი ანალიზის უნარს.
🦉გუნდის კაპიტანი - ნიკოლოზ დოლიძე;
🔹მოაზროვნეები:ნინი ფხაკაძე, აისუნ ნაბიევა, გიორგი ბაზუაშვილი, ნიჰათ ორუჯოვი და ანდრია მესხი. წამყვანი - ლიზი ბეზარაშვილი.ვუსურვებთ მათ წარმატებასა და ღირსეულ გამარჯვებას!
🚀#სკოლასხივი #ინტელექტკლუბი
✍️ ტესტირების მიზანია მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შეფასება, მათი ძლიერი მხარეების გამოვლენა და იმ მიმართულებების განსაზღვრა, სადაც დამატებითი მხარდაჭერაა საჭირო.
დიაგნოსტიკური ტესტირება გვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაში, რაც ხარისხიანი განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და წარმატებით განაგრძოს განვითარება 🌟
🚀 ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ XII კლასის მოსწავლემ, მეჰმეთ აქიფ ქოჩმა ერთდროულად სამ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოიპოვა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:
🎓 University of Toronto (კანადა) - $180,000-ის გრანტი
🎓 Bocconi University (იტალია)
🎓 Miami University (აშშ)
💫 ეს წარმატება არის დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობისა და მაღალი აკადემიური მიღწევების ნათელი მაგალითი!
🔹კარიერის დაგეგმვის სამსახურში მოსწავლეებს ვთავაზობთ სრულყოფილ და ინდივიდუალურად მორგებულ მხარდაჭერას საუნივერსიტეტო აპლიკაციების გაგზავნის პროცესის ყველა ეტაპზე.▫️ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ კარგად გაიაზროს საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და მიზნები, რის საფუძველზეც იქმნება ძლიერი და კონკურენტუნარიანი სააპლიკაციო პროფილი.
🚀ვმუშაობთ მათთან ერთად უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევაზე, ვეხმარებით სამოტივაციო წერილებისა და ესეების პროფესიულად ჩამოყალიბებაში.
🔸მეჰმეთ აქიფ ქოჩი უახლოეს პერიოდში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
🧡ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას და გვჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება!
🌍 ჩვენი სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ნამდვილი „მწვანე გმირების" როლი მოირგეს 🌿🦸♂️🦸♀️ - საკუთარი ხელით დარგეს ზეთისხილისა და ლუგუსტრუმის ნერგები 🌳🌱. მცენარეების დარგვის შემდეგ კი დიდი ენთუზიაზმით დაასუფთავეს სკოლის ეზო 🧹🍃✨
აქტივობების შემდეგ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე 🌎, შეაფასეს თავიანთი ნაშრომი 📝💭. მათმა გულწრფელობამ შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს! 💚🌸
#დედამიწისდღე 🌍 #მწვანეთაობა 🌱 #გარემოზეზრუნვა ♻️ #სკოლისცხოვრება 🏫
📚✨21 აპრილს, მე-9 კლასში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე “British VS American” 🇬🇧🇺🇸, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამერიკული და ბრიტანული კულტურისა და ენის თავისებურებების გაცნობა და მათი შედარება. ✨📖
📌 პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე. თავდაპირველად განხილულ იქნა ენობრივი განსხვავებები 🗣️, სადაც ყურადღება გამახვილდა ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურში განსხვავებულ სიტყვებზე, გამოთქმასა და ორთოგრაფიაზე. შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს კულტურულ განსხვავებებზე 🌍, ტრადიციებზე, ყოველდღიურ ცხოვრებასა და ცხოვრების სტილზე.
😄 განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პრეზენტაციებმა იუმორის განსხვავებებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ განსხვავდება ბრიტანული ირონია 🇬🇧 და ამერიკული პირდაპირი, ხშირად უფრო ექსპრესიული იუმორი 🇺🇸. ასევე საინტერესო იყო სხეულის ენის თემაც 🤝, სადაც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ჟესტებისა და მიმიკების მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურაში.
🏰 პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბრიტანულ და ამერიკულ ფოლკლორს, სადაც წარმოდგენილი იყო ლეგენდები, ტრადიციული ისტორიები და კულტურული მემკვიდრეობა 📜✨
💃🎶 პრეზენტაცია დასრულდა შემოქმედებითი ნომრით, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ერთ-ერთი ამერიკული ცეკვა, რამაც გარდა აკადემიური ნაწილისა, აქტივობას შემოქმედებითი და სახალისო ხასიათი შესძინა.
🌟 პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას 📚👏
პედაგოგი: ნათია მარშანია
🎭✨ ჩვენს სკოლაში VI ბ კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის, შორენა ჩალიგავას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს გერმანულენოვანი სპექტაკლი — „გაცვეთილი ფეხსაცმელი“ 👞
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა ❤️ მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ემოციით შეასრულეს თავიანთი როლები და სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვეს.
ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო, რადგან ჩვენი მოსწავლე რავილ ყურბანოვი იუბილარი გახლდათ 🎂 მან მეგობრებისა და მასწავლებლების გარემოცვაში სანთლებიც ჩააქრო, რამაც დღე უფრო თბილი და დასამახსოვრებელი გახადა ✨
ვულოცავთ რავილს დაბადების დღეს და მადლობას ვუხდით ქალბატონ შორენა ჩალიგავას საინტერესო და ლამაზი ღონისძიებისთვის! 👏🌟
დღეს ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა კონკურსი — „საუკეთესო მუსიკალური ნომერი“ 🎤
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული მელოდიები,სადაც თითოეული შესრულება სავსე იყო ემოციით, ენერგიითა და სიყვარულით ❤️
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ქართული მელოდიები, სადაც თითოეული შესრულება გამოირჩეოდა ენერგიით, სითბოთი და გულწრფელობით ❤️
🎼 ხმა იქცა ემოციად,
🎼 მუსიკა — გულიდან წამოსულ ამბად,
🎼 სცენა — ნიჭისა და თვითგამოხატვის სივრცედ.
🌟 წარმატებები შემდეგ ეტაპზე! ✨
ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში გამართული„ანბანის ხელოვნების“ კონკურსი ნამდვილ ფერად ზღაპრად გადაიქცა 🌈
მოსწავლეებმა ქართული ასოები გააცოცხლეს თავიანთი ფანტაზიით, ფერებითა და უნიკალური ხედვით —სადაც თითოეული ასო იქცა ისტორიად, ბუნებად და ოცნებად ❤️
🌿 ზოგი ასო ცაში აფრენილ ფრინველს დაემსგავსა,
🌿 ზოგი — ბუნების სურათად გადაიქცა,
🌿 ზოგი კი — ზღაპრულ სამყაროს გვიამბობს…
ეს ნამუშევრები გვახსენებს, რომ ქართული ანბანი მხოლოდ წერა არ არის —ეს არის სილამაზე, შემოქმედება და უსაზღვრო წარმოსახვა 🇬🇪✨
🌟 მადლობა ჩვენს შემოქმედ მოსწავლეებს ამ საოცარი სამყაროს შექმნისთვის!
#არაბარბარიზმებს
ამ სლოგანით მე-6 (ა) კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქართული ენის ღირსება და ფასეულობა. მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დაგეგმეს და განახორციელეს აქტივობა, მოირგეს საჯარო მომხსენებლის, მწერლის, მთქმელის, ჟურნალისტისა და რესპოდენტის როლები და მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს ქართუნი ენის ღირებულებაზე.
#სიტყვა
#სიტყვისძალა
#ქართულიენა
#ვწეროთქართულად
#ვიმეტყველოთქართულად
#ენისკვირეული
#თოთხმეტიაპრილი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ხათრიძე
📸✨ გიზიარებთ გუშინდელი დღის თბილ კადრებს…
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარებული კონკურსი სავსე იყო სიხარულით, მონდომებითა და ბავშვური გულწრფელობით ❤️
თითოეული ფოტო ინახავს იმ ემოციას,რომელიც გუშინ ჩვენს სკოლაში სუფევდა 🌿
🌟 მადლობა ჩვენს პატარა მონაწილეებს ამ ლამაზი დღისათვის!
ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა კონკურსი ნომინაციაში — „მხატვრული კითხვის ოსტატი“ 🎭
მოსწავლეებმა დიდი ემოციით, გამორჩეული დიქციითა და არტისტიზმით გააცოცხლეს ქართული ტექსტები,და თითოეულმა მათგანმა მსმენელს განსხვავებული განცდა გაუზიარა ❤️
🌿 სიტყვა გახდა ემოცია,
🌿 ხმა — ისტორია,
🌿 შესრულება — ხელოვნება.
ამ დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად დიდი ძალა აქვს სიტყვას და და როგორი ძალით აღწევს ის ადამიანის გულამდე 🇬🇪
📜✨ „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს,
წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!“ ✨📜- გრიგოლ ორბელიანი 🇬🇪
📖💡 „წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი
მოწმობენ აღმატებასა ერისასა“ 💡📖— სოლომონ დოდაშვილი
⚔️🇬🇪 „მტრობა ენის არის მტრობა ქვეყნის“ 🇬🇪⚔️— ილია ჭავჭავაძე
🏔️❤️ „გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა,
მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,თუა ქართველის გვარისა“ ❤️🏔️— ვაჟა ფშაველა
🧠🔤 „სიტყვა ცოცხალი ორგანიზმიადა დროთა განმავლობაში ხშირად შინაარსს იცვლის“ 🔤🧠— შალვა ნუცუბიძე
💫✨ და კიდევ მრავალი… ✨💫
👐💬💡 მაგრამ არანაკლებ საინტერესო შეფასებები და აზრები გამოთქვეს დღეს მე-8 (ა/ბ) და მე-9 (ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.
🎯📚 აქტივობა სახელწოდებით „მე და ქართული ენა“ სწორედაც მათი გულწრფელი ფიქრების გამხელას გულისხმობდა ❤️
#14აპრილი 🇬🇪
#დედაენისდღე ✍️
#ქართულიენა 💙
#გულწრფელითაობა 🌟
👩🏫 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:ლელა ხათრიძე 💐
🇬🇪✍️ ქართული ენის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულად აღინიშნა ჩვენს სკოლაში…
ოლიმპიადის ფარგლებში დღეს ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსის პირველი ტური ✨
ეს დღე იქცა ქართული ანბანის ნამდვილ ზეიმად —სადაც თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა სიზუსტე, სისუფთავე და სიყვარული ქართული ენისადმი ❤️
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით წარმოაჩინეს თავიანთი უნარებიდა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ქართული ასო მხოლოდ სიმბოლო არ არის —ეს არის კულტურა, ისტორია და სილამაზე 🇬🇪
ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ისტორიისა და კულტურის უმთავრესი საყრდენია. ის არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება — ქართული ენა ჩვენი სულიერი სამყაროს გამოხატულებაა, ჩვენი წინაპრების ხმაა, რომელიც საუკუნეებს გადმოსცდა და დღემდე მოგვაღწია.
14 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ქართველისთვის. სწორედ ამ დღეს, 1978 წელს, ქართველმა ხალხმა ერთიანობითა და მტკიცე პოზიციით დაიცვა თავისი ენა და შეინარჩუნა მისი სახელმწიფო სტატუსი. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერია ერის სიყვარული საკუთარი ენისა და კულტურის მიმართ.
ქართული ენა უნიკალურია თავისი ანბანით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და მდიდარი ლიტერატურით. ის არის ენა, რომელზეც შეიქმნა უკვდავი ნაწარმოებები, რომელიც დღემდე ამდიდრებს მსოფლიო კულტურას.
ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ქართულ ენას, დავიცვათ მისი სიწმინდე და გავაძლიეროთ მისი როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითოეული სწორად წარმოთქმული სიტყვა, თითოეული წაკითხული წიგნი და დაწერილი წინადადება არის ჩვენი პატარა წვლილი ამ უდიდესი საგანძურის შენარჩუნებაში.
ქართული ენა არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი იდენტობა და ჩვენი მომავალი! 🇬🇪❤️
გილოცავთ ქართული ენის დღეს! ✨📖
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 🕊️🌸✨
🌸✨ქრისტე აღდგა! ✝️💫
სიყვარული, მშვიდობა და სიხარული მუდამ სუფევდეს თქვენს ოჯახებში 💖🏡🌿
გილოცავთ! 🐣🌼🎉
სკოლაში ჩატარდა 9 აპრილის ტრაგედიაადმი მიძღვნილი ღონისძიება 🕯️მე-5 ა, მე-8 ა და მე-11 კლასის მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიხსენეს გმირები —მათ თითოეული მათგანის ისტორია გააცოცხლეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რა ფასად მოვიპოვეთ თავისუფლება...
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო სიმღერა „ტიტები“ —მელოდია, რომელმაც დარბაზი სიჩუმედ აქცია...სიჩუმედ, სადაც ტკივილიც იგრძნობოდა... და უდიდესი სიამაყეც... ❤️
ბავშვებმა ტიტებით ხელში შეამკეს გმირთა სურათები —ეს იყო უხმო, მაგრამ ყველაზე გულწრფელი მადლობა მათთვის, ვინც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა...
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით —როგორც სიმბოლო იმისა, რომ ისინი ღირსეულად აგრძელებენ იმ გზას,რომელიც გმირებმა დაგვიტოვეს...
განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს, ისტორიის მასწავლებელს — ნ. ნაროუშვილს 🙏
ჩვენ გვახსოვს...ჩვენ გვტკივა...ჩვენ ვამაყობთ...და ვაგრძელებთ მათ გზას 🇬🇪✨
#9აპრილი
#გვახსოვს
#ტიტები
#საქართველო
#თავისუფლება
📅✨ 3 აპრილს, მე-5ა კლასში გაიმართა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა 🎨📚, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე – აღდგომა გერმანიასა და საქართველოში.
👧👦 თითოეულმა ბავშვმა დიდი მონდომებითა და ინტერესით ისაუბრა ორი ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებზე, მათთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებსა და სიმბოლოებზე 🐣🌸.
🌼 პრეზენტაციებში გამოიკვეთა, თუ როგორ აღნიშნავენ აღდგომას გერმანიაში 🐰🥚 – ფერადი კვერცხების ძიებით, სააღდგომო კურდღლის სიმბოლოთი და გაზაფხულის მხიარული განწყობით 🌷🌞,ხოლო საქართველოში 🇬🇪❤️ – ოჯახური სითბოთი, ტრადიციული სუფრით 🍽️, წითლად შეღებილი კვერცხებით 🥚🔴, სააღდგომო პასკებით 🍞 და საუკუნოვანი რელიგიური წესების დაცვით ⛪✨.
🌍 ამ აქტივობის მეშვეობით ბავშვებმა გაიღრმავეს ცოდნა უცხო კულტურის შესახებ 📖, ასევე უკეთ გააცნობიერეს საკუთარი ქვეყნის ტრადიციების მნიშვნელობაც 🇬🇪💫.
🔍 მათ შეძლეს პარალელების გავლება, მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენა, რაც სწავლის პროცესს მეტად ცოცხალსა და საინტერესო გამოცდილებად აქცევს 🎯📊.
🤝 მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში კულტურათაშორისი ცნობიერების ჩამოყალიბებას 🌐, ზრდის მათ ინტერესს გერმანული ენისა და კულტურის მიმართ 🇩🇪📚 და ავითარებს პრეზენტაციისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარებს 💡🗣️.
✨ საბოლოოდ, ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის გახდა პატარა ნაბიჯი დიდი სამყაროს უკეთ გასაცნობად 🌏 და განსხვავებული კულტურების პატივისცემის შესასწავლად ❤️🌈.
პედაგოგი: შ. ჩალიგავა
📚✍️ ჩვენს სკოლაში მიმდინარეობს ქართული ენის ოლიმპიადისთვის მზადება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები.
ოლიმპიადის ფარგლებში ტარდება ორი მნიშვნელოვანი ნომინაცია — კონკურსი კალიგრაფიაში და ანბანის ხელოვნება, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ქართული ანბანის სიყვარულის, ესთეტიკური გემოვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა — გვესტუმრა საქართველოს კალიგრაფიის ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ნ. ბაგაური, რომელმაც მოსწავლეებისთვის ჩაატარა საინტერესო და შთამაგონებელი კალიგრაფიის მასტერკლასი.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, შეიძინეს ახალი ცოდნა და კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ქართული ასოების სილამაზე.
🙏 მადლობას ვუხდით ქალბატონ ნ. ბაგაურს მხარდაჭერისა და შთაგონებისთვის!
Powered by aSc EduPage