📅 11 თებერვალი — მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა, რომელიც გვახსენებს, რომ მეცნიერებას სქესი არ აქვს, თუმცა ისტორიაში ქალების წვლილი ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა. 👩🔬🔬
მიუხედავად სირთულეებისა და ბარიერებისა, ბევრმა ქალმა შეძლო სამყაროს შეცვლა: მათ აღმოაჩინეს დნმ-ის სტრუქტურა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და კოსმოსის კვლევის განვითარებაში. 🌍🧬🚀
ამ დღესთან დაკავშირებით, ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ VI ბ კლასის გოგონებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე კლასის წინაშე წარადგინეს პრეზენტაცია გამოჩენილი მეცნიერი ქალების შესახებ. 👩🏫📚✨