სიახლეები

          • 🚀 კოსმოსი, მეცნიერება და ქართული კულტურა „სხივში“ 🌍✨

          •     დღეს ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივს“ სტუმრობდა მეცნიერებისა და კოსმოსის პოპულარიზატორი, ფონდი „ნოვას“ დამფუძნებელი და მრავალი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი რამაზ ბლუაშვილი.

            შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია კოსმოსის კვლევის, თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისა და ადამიანის უდიდესი აღმოჩენების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საუბარმა საქართველოს კვალზე კოსმოსის ისტორიაში.

            🌌 ბატონმა რამაზმა მოსწავლეებს უამბო კოსმოსში გაგზავნილი ქართული მრავალხმიანი სიმღერის — „ჩაკრულოს“ უნიკალური ისტორია. მათ გაიგეს, თუ როგორ მოხვდა ქართული ფოლკლორის ეს გამორჩეული ნიმუში 1977 წელს გაშვებული კოსმოსური აპარატის „ვოიაჯერის“ ოქროს ფირფიტაზე, რომელიც დედამიწის ცივილიზაციის გზავნილს ატარებს სამყაროს სიღრმეებში.

            🇬🇪 შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და საქმიანობას, მის წვლილს მეცნიერებისა და კოსმოსის პოპულარიზაციაში, რაც მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი აღმოჩნდა.

            🎤 ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ინტერვიუ, სადაც მოსწავლეებმა სტუმარს დაუსვეს კითხვები კოსმოსის, ასტრონავტიკის, პლანეტების, მომავლის ტექნოლოგიებისა და მეცნიერებაში კარიერული განვითარების შესახებ.

            🏅 შეხვედრის დასასრულს სკოლის ადმინისტრაციამ ბატონ რამაზ ბლუაშვილს მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

            💫 ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქეთევან ცუხიშვილი, რომლის ინიციატივითაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ გამორჩეულ სტუმარს და მოესმინათ საინტერესო ისტორიები მეცნიერების, კოსმოსისა და ქართული კულტურის შესახებ.

            ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი“ მადლობას უხდის ბატონ რამაზ ბლუაშვილს საინტერესო, შთამაგონებელი და შემეცნებითი შეხვედრისთვის.

            ✨ როდესაც მეცნიერება და კულტურა ერთმანეთს ხვდება, იბადება ცოდნა, რომელიც თაობებს შთააგონებს. ✨

            #ქართულგერმანულისკოლასხივი #სხივი #რამაზბლუაშვილი #ასტრონომიისკლუბი #ჩაკრულო #ვოიაჯერი #კოსმოსი #მეცნიერება #განათლება #STEM #SxiviSchool 🚀🌌🇬🇪📚

            ✨ მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც კითხვების დასმას არასოდეს წყვეტს! ✨

            #ქართულგერმანულისკოლასხივი #სხივი #რამაზბლუაშვილი #ასტრონომიისკლუბი #კოსმოსი #მეცნიერება #STEM #განათლება #Nova #SxiviSchool 🚀🌌📚

          • 💃ანსამბლი „ივერიელი“ აცხადებს მიღებას🕺

          •  💃🕺ანსამბლი „ივერიელი“ აცხადებს მიღებას მოსამზადებელ საანსამბლე სამოყვარულო ჯგუფებში.

            თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სამყაროს გაეცნოს, შეუერთდით ანსამბლ „ივერიელს“.

            💃🕺 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: ☎️ 557 16 91 18

          • 🌍 გიწვევთ განსაკუთრებულ შეხვედრაზე! ✈️🚀

          • 🌍✈️🚀 შეხვედრა რამაზ ბლუაშვილთან

            ქართულ-გერმანული სკოლა „სხივი" და ასტრონომიის კლუბი გიწვევთ განსაკუთრებულ შეხვედრაზე!

            📅 ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი

            🕛 12:30

            📍 საკონფერენციო დარბაზი

            განსაკუთრებით მოუხმობთ ვარსკვლავებით, კოსმოსითა და მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს. გექნებათ საშუალება, პირადად გაესაუბროთ სტუმარს და დაუსვათ კითხვები.

            გელოდებით! 💙

            #სხივი #ასტრონომიისკლუბი #ქართულგერმანულისკოლა #შეხვედრა

          • საშემოდგომო სემინარ-ტრენინგი

          •       სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის მასწავლებლებისთვის სემინარ-ტრენინგი გაიმართა, რომლის მიზანი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაცია და სასწავლო პროცესში ეფექტური მიდგომების გაძლიერება იყო.

            სემინარის ფარგლებში განხილული იყო:

            მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი - პროფესიული ღირებულებები, ეთიკური სტანდარტები და პასუხისმგებლობები;

            სკოლის შინაგანაწესი - მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის ურთიერთობის ძირითადი წესები და პასუხისმგებლობები;

            გარდატეხის ასაკი და კლასის მართვის სტრატეგიები - მოზარდების ქცევისა და საჭიროებების უკეთ გააზრება და რთულ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების გზები;

            AI (Artificial Intelligence) - მასწავლებლის დამხმარე სასწავლო პროცესში - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის, სასწავლო რესურსების შექმნისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისთვის.

            მასწავლებლებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ სასწავლო პროცესის კიდევ უფრო ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვაში დაეხმარებათ.

            მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სწავლა, განვითარება და პასუხისმგებლობა ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია.

            #ქართულგერმანულისკოლა #საშემოდგომოსემინარი

            #პროფიულიგანვითარება

          • 🎭II ა კლასის „სალამურას თავგადასავალი“

          • ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივში“ გაიმართა II ა კლასის მოსწავლეების შემოქმედებითი ღონისძიება - „სალამურას თავგადასავალი“.

            მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა აღარ გადახდა თავს - ჯამბაზობაც ისწავლა, მუშტი-კრივიც და უამრავი საინტერესო თავგადასავალი გადაიტანა.

            მოსწავლეებმა გააცოცხლეს საყვარელი პერსონაჟები, წარმოაჩინეს სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარები.

            ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ლიტერატურის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი აქტივობების მნიშვნელობა მოსწავლეთა განვითარებისა და თვითგამოხატვის პროცესში.

            ღონისძიების ორგანიზატორი: ეკა ლომთათიძე

            #ქართულგერმანულისკოლა #შემოქმედებითიაქტივობა

             

          • ბედის ბორბალი ტრიალებს

          • 🎡 ჩვენი სკოლის IIIა კლასის ღონისძიება „ბედის ბორბალი ტრიალებს“ 

            სახალისო და შემოქმედებითი ღონისძიება, სავსე დადებითი ემოციებით.

            🔹წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და გულთბილი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

            ▫️ღონისძიების ორგანიზატორი:ბელა მოლაშხია

            #სკოლასხივი

            #სასკოლოღონისძიება

          • ✨ ვერის უბნის მელოდიები

          • ✨🎭🩵ჩვენი სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი.🎬 „ვერის უბნის მელოდიები“- ქართული მუსიკალური კომედიის ჟანრის მხატვრული ფილმისა და პირველი ქართული მიუზიკლის მიხედვით, ჩვენმა პატარა შემსრულებლებმა სცენაზე გააცოცხლეს ძველი თბილისის უნიკალური ატმოსფერო, მისი მუსიკა, ემოცია და სიყვარულით სავსე ისტორია.🔹სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ღონისძიების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისათვის.▫️ღონისძიების ორგანიზატორი: მაკა მატუაშვილი#სკოლასხივი #სასკოლოპროექტი

          • 🎭 🎭 გიორგი ლეონიძის ,,მარიტა“

          • 🔹ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს გიორგი ლეონიძის ნაწარმოების „მარიტა“-ს სასცენო ინტერპრეტაცია.სპექტაკლი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა პიროვნების ღირსება, თავისუფალი არჩევანი, საზოგადოებრივი დამოკიდებულებები და პასუხისმგებლობა. ▫️წარმოდგენამ მაყურებელიკიდევ ერთხელ დააფიქრა ნაწარმოების იდეებსა და მათ აქტუალობაზე.

            🙌განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მოსწავლეთა მოტივაცია, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდური მუშაობა, რამაც სპექტაკლი შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ წარმოდგენად აქცია.🔹სპექტაკლის სცენარისა და რეჟისურის ავტორია, მე-8 კლასის მოსწავლე - სესილი დუმბაძე. ▫️კლასის დამრიგებელი და იდეის ავტორი - ლელა ხათრიძე.

            🏆აღსანიშნავია, რომ კლასელებმა სესილი დუმბაძეს სიმბოლური „ოსკარის“ ფიგურა გადასცეს, წარწერით: ,, ჯილდოვდება საუკეთესო რეჟისორი და სცენარის ავტორი სესილი დუმბაძე მეგობრებისგან”, რითაც მათ გამოხატეს მადლიერება მისი შრომის, ინიციატივისა და შემოქმედებითი წვლილის მიმართ.

            🔸აღნიშნული ჟესტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერას, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს შორის არსებობს.სწორედ ასეთი მომენტები გვახსენებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ მხარდაჭერას,დაფასებას, ერთმანეთის წარმატებით გახარებასა და სხვისი შრომის გულწრფელ აღიარებას. მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შემოქმედებითი პროექტის განხორციელებაში.

            💙 ვულოცავთ მე-8 ა კლასს წარმატებულ სპექტაკლს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო იდეას, შემოქმედებით აღმოჩენასა და წარმატებას!

            #სკოლასხივი

            #სასკოლოცხოვრება

          • 🎭 ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“ ინგლისურ ენაზე , მე-5ა კლასში

          • 🎭📚 სპექტაკლი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (ინგლისურ ენაზე)

            🔹მე-5ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ შორენა გაბისონიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს სპექტაკლი The Adventures of Tom Sawyer-ს მიხედვით.

            ✨მოსწავლეებმა გააცოცხლეს ნაწარმოების გმირები და მაყურებელს ინგლისურ ენაზე წარუდგინეს ტომ სოიერის საინტერესო თავგადასავლები. სპექტაკლი იყო შემოქმედებითი, სახალისო და შემეცნებითი.

            #სკოლასხივი

            #TomSawyer

            #EnglishLanguage

            #SchoolLife 🎭✨

          • 🎭 ასე უყვარდათ საქართველოში - XI კლასი

          • 🔹მცირე შესავლით დაიწყო ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ მე-11 კლასის მოსწავლეთა ლიტერატურულ-მუსიკალური პროგრამა - „ასე უყვარდათ საქართველოში“…◻️დარბაზში იღვრება სასიამოვნო მუსიკის ჰანგები და ფრაგმენტებად ქცეული წარმოდგენა იწყება…

            🔸მთის სასიყვარულო ისტორიას, ლექსში, ცეკვასა და ვაჟკაცურ მოთმინებაში ჩატეულ გრძნობას, უტასა და შორენა კოლონკელიძის ემოციებით სავსე დიალოგი ცვლის. ტატოსა და ეკატერინე ჭავჭავაძის უიღბლო სიყვარულს გრაციოზულობითა და დახვეწილობით გადმოსცემს ლამაზი წყვილი. გალაკტიონის აღმაფრენა თავს დასტრიალებს ოლღა ოკუჯავას. ილიასა და ოლღა გურამიშვილის მოკრძალებული სასიყვარულო ბარათები კი გულის სიღრმემდე სწვდება მსმენელს…

            🎭ეს შთამბეჭდავი წარმოდგენა, თავიანთი ოსტატური შესრულებითა და არტისტიზმით, ნიჭიერმამე-11 კლასელებმა გვაჩუქეს და სკოლას ერთი ემოციებით სავსე დღე უსახსოვრეს…

            🔹პროგრამის ხელმძღვანელები: ნათია ცერცვაძე და ნანა ყანჩაველი

            #სკოლასხივი

          • 🎭 მე-4ა კლასის - სპექტაკლი „ბოშები“

          • ✨🪭მე-4ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ციცო კობერიძის ხელმძღვანელობით მაყურებელს წარუდგინეს საინტერესო და ემოციური სპექტაკლი „ბოშები“.🔹მოსწავლეებმა შექმნეს მხიარული განწყობა და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები და გულწრფელი მოწონება დაიმსახურეს🌟#სკოლასხივი #სპექტაკლი #სასკოლოღონისძიება

          • ინგლისურენოვანი სპექტაკლი V ბ კლასში

          • 🎭✨„ოზის ჯადოქარი“ (ინგლისურ ენაზე)V კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ოზის ჯადოქარი“🤍მოსწავლეებმა წარმატებით გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები, წარმოაჩინეს ინგლისური ენისა და სამსახიობო უნარების ცოდნა.პედაგოგი: ნინო სინჯარაძე #სკოლასხივი #ინგლისურიენა #სასკოლოსპექტაკლი

          • ♟️ საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში

          • ♟️30-31 მაისს, საჭადრაკო სკოლა „ოლიმპიურ ჩემპიონში“ გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

            🔹ტურნირი ბავშვებისთვის საინტერესო, სასიამოვნო და ახალი გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა.განსაკუთრებით გვინდა მივულოცოთ ჰასან ჯემალ ქოჩს და ლუკა ქუთელიას

            🧡♟️ ჯემალმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა მოიპოვა, დაიკავა I ადგილი და შეასრულა IV თანრიგის პირველი ნორმა, ხოლო ლუკამ 7 ტურიდან 4 ქულა მოიპოვა და V თანრიგის მეორე ნორმა შეასრულა

            👏🚀ასევე გვინდა გამოვყოთ ჩვენი პატარა მოჭადრაკე ანასტასია მღებრიშვილი, რომელმაც ღირსეული კონკურენცია გაუწია მასზე უფროს მოჭადრაკეებს.ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებას და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ

            🫶ჭადრაკის მწვრთნელი: ანი ჭანტურია

            #სკოლასხივი

            #ითამაშეჭადრაკი

          • ❤️ სიკეთის დღე ჩვენს სკოლაში ❤️

          •  ❤️1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ჩვენი სკოლის ლამაზ ტრადიციად იქცა. ❤️

            სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების აქტიური მხარდაჭერით, გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სკოლის ბენდის კონცერტი. მოსწავლეებმა საკუთარი მონდომებით, შემოქმედებითა და გულწრფელი სურვილით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სიკეთის კეთება ყველაზე დიდი ღირებულებაა.

            დღის განმავლობაში სკოლის ეზო სავსე იყო მუსიკით, ღიმილით, პოზიტიური განწყობითა და ერთმანეთის მიმართ თანადგომის სურვილით. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში, რომლის მიზანიც ხელმოკლე ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის იმედისა და სითბოს გაზიარება იყო.

            გვჯერა, რომ სწორედ ასეთი აქტივობები ზრდის პასუხისმგებლიან, ემპათიურ და მზრუნველ თაობას. მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს, ვინც ამ კეთილი საქმის თანამონაწილე გახდა.

            ✨ ერთად გაკეთებული სიკეთე ყოველთვის უფრო დიდ ძალას იძენს!

            #ბავშვთადაცვისდღე❤️

            #სიკეთისდღე❤️

            #საქველმოქმედოაქცია❤️

            #სკოლასხივი❤️

            #ერთადგავცემთსიკეთეს❤️

            #1ივნისი ❤️🌟

          • VIII კლასის ღონისძიება ❤️„ერი, რომელსაც ისტორია აძლიერებს“

          •   🇬🇪 VIII კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე —„თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,დაგილეწია, მტერო, მაგრამ ვერ აგიღია“ 🇬🇪

            ბავშვებმა გაიხსენეს ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შექმნეს, ისაუბრეს გმირობაზე, თავისუფლებისთვის ბრძოლასა და ქართველი ხალხის სიმტკიცეზე.მოსწავლეებმა აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფესვების, კულტურისა და ისტორიის ცოდნა და გაფრთხილება.

            ღონისძიება გამოირჩეოდა ემოციურობით, შემოქმედებითი წარმოდგენებითა და პატრიოტული სულისკვეთებით. ❤️

            მადლობა პედაგოგ ლალი მარღიშვილსა და მოსწავლეებს საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის. 🇬🇪

          • გეპატიჟებით საქველმოქმედო აქციაზე

          • 1 ივნისს — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს — სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით, ჩვენს სკოლაში გაიმართება საქველმოქმედო აქცია, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, თანადგომა და სიკეთის გაზიარება. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ვეხმარებით ხელმოკლე ოჯახებს და უკვე მრავალი კეთილი საქმის განხორციელება შევძელით.

            📍 პროგრამა:

            🕦 11:30 — სკოლის ბენდის კონცერტი

            🕛 12:10 — საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

            გეპატიჟებით თითოეულ თქვენგანს, შემოგვიერთდეთ ამ თბილ და მნიშვნელოვან დღეს.დარწმუნებულები ვართ, რომ სიკეთე, რომელსაც ერთად გავცემთ, უამრავ ბავშვსა და ოჯახს გაუთბობს გულს და იმედს აჩუქებს. ❤️

          • 🎓 სასკოლო პრეზიდენტის არჩევნები ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 

          • 🎓 სასკოლო პრეზიდენტის არჩევნები ქართულ-გერმანულ სკოლა სხივში 

            🔹წარმოგიდგენთ კანდიდატებს მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიციაზე.

            ▫️თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ხედვა და საინტერესო იდეები.ვუსურვებთ წარმატებას თითოეულ მონაწილეს!

            ✨ხმა მიეცით თქვენს რჩეულ კანდიდატს🚀

            #სკოლასხივი #სასკოლოარჩევნები#მოსწავლეთათვითმმართველობა